საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ადენაუერის ფონდის სტიპენდიები თსუ „ევროპისმცოდნეობის“ მაგისტრანტებისთვის MA in EU studies

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ევროპული კვლევების ინსტიტუტი 2021-2022 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრისთვის აცხადებს მიღებას  ინგლისურენოვან ინტერდისციპლინურ სამაგისტრო პროგრამაზე „ევროპისმცოდნეობა“, კონრად ადენაუერის სახელობის ფონდის (Konrad Adenauer Foundation) მიერ დაწესებული სრული სტიპენდიების მოპოვების შესაძლებლობით.

 

სტიპენდია მოიცავს სწავლის საფასურის სრულად დაფინანსებასა და ყოველთვიურ ფინანსურ ჯილდოს მაქსიმუმ 200 ევროს ოდენობით. სტიპენდიის მომდევნო სასწავლო სემესტრებში შენარჩუნება დამოკიდებული იქნება სტუდენტის აკადემიურ მოსწრებაზე.

აღსანიშნავია, რომ თსუ ევროპული კვლევების ინსტიტუტი დაარსებულია ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით 2007 წელს და კონცეპტუალურად ეფუძნება თსუ-ის 4 ფაკულტეტს: იურიდიული ფაკულტეტი, ბიზნესისა და ეკონომიკის ფაკულტეტი, სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი. ევროპისმცოდნეობის ინტერდიციპლინური სამაგისტრო პროგრამის კურიკულუმი და კურსის სილაბუსები შედგენილია ევროკავშირის ექსპერტების მიერ ევროპისმცოდნეობის წამყვანი ევროპული პროგრამების გათვალისწინებით. ევროპისმცოდნეობის სამაგისტრო პროგრამაზე ჩაბარების მსურველები გაივლიან 3 ეტაპიან შიდა შესარჩევ პროცესს. პირველ ეტაპზე კანდიდატებს მოეთხოვებათ ინგლისური ენის გამოცდის ჩაბარება B2 დონეზე. მეორე ეტაპზე გადავლენ ის კანდიდატები, რომლებიც წარმატებით დაძლევენ ინგლისური ენის გამოცდას და დასაწერად მიეცემათ ანალიტიკური ხასიათის ესე. მესამე ეტაპზე კანდიდატები გაივლიან გასაუბრებას სპეციალურ ჟიურისთან.

 

პროგრამაზე ჩაბარების მსურველებმა 2021 წლის 25 აგვისტოდან 31 აგვისტოს ჩათვლით უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტები:

განცხადება თსუ რექტორის სახელზე (ივსება ადგილზე);

რეზიუმე/CV ინგლისურ ენაზე (სასურველია Europass ფორმატი);

ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომისა და დანართის ნოტარიულად დამოწმებული ასლი (თსუ-ის კურსდამთავრებულისათვის უნივერსიტეტის/შესაბამისი ფაკულტეტის მიერ, ხოლო სხვა შემთხვევაში - ნოტარიულად დამოწმებული ასლი; 2021 წლის კურსდამთავრებულთათვის  - ცნობა აკადემიური ხარისხის მინიჭების თაობაზე); უცხოური უნივერსიტეტის მიერ გაცემული დიპლომის/დიპლომის დანართის შემთხვევაში აუცილებელია მისი ნოტარიულად დამოწმებული ქართულენოვანი თარგმანის წარმოდგენა;

პირადობის დამადასტურებელი მოწმობის (პასპორტის) ასლი; უცხოელი კანდიდატის შემთხვევაში აუცილებელია პასპორტის ნოტარიულად დამოწმებული ქართულენოვანი თარგმანის წარმოდგენა;

ფოტოსურათი (3X4) – ბეჭდური 2 ცალი და ელექტრონული ვერსია CD-ზე;

უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატის/შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის პროექტის "CERTUS"-ის ფარგლებში გაცემული სერტიფიკატის ნოტარიულად დამოწმებული ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

წვევამდელის სამხედრო-სააღრიცხვო მოწმობის ასლი (ან სამხედრო ბილეთი, ასეთის არსებობის შემთხვევაში);

უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტის ნოტარიულად დამოწმებული ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

საერთო სამაგისტრო გამოცდაზე მონაწილეობის დამადასტურებელი საგამოცდო ბარათის ასლი (სავალდებულოა მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებისთვის).

სამოტივაციო წერილი.

 

დაინტერესებულ პირებს დამატებითი ინფორმაციის მიღება შეუძლიათ:

ელ-ფოსტა: helpdesk.ies@tsu.ge

ტელ: (+995) 595770110

ვებგვერდი: www.ies.tsu.edu.ge

 

საბუთების მიღება იწარმოებს თსუ-ის მეორე აკადემიურ კორპუსში, მე-3 სართული, 314-ე ოთახი. კოვიდ პანდემიიდან გამომდინარე საბუთების ჩაბარებამდე, გთხოვთ, წინასწარ დაგვიკავშირდეთ მითითებულ ნომერზე ან ელ-ფოსტაზე.

 

თარიღი: 12/08/2021