საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

XII საერთაშორისო სტუდენტური კონფერენცია

 ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ჰუმანიტარული და კულტურულ- საგანმანათლებლო მიმართულების პროექტი “ურთიერთობათა და კონფლიქტების  დარეგულირებისათვის“ 16-17  ივნისს ატარებს   XII საერთაშორისო სტუდენტურ  კონფერენციას. 

 

  კონფერენციის მიზანია: სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტთა  ურთიერთთანამშრომლობა, ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება. კონფერენცია არის მრავალპროფილიანი, სხვადასხვა სპეციალობის  სტუდენტებისათვის   კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ:

 

  ბაკალავრიატის და მაგისტრატურის განყოფილების სტუდენტებს, დოქტორანტებს.  კონფერენციის სამუშაო ენებია: ქართული, ინგლისური.

 

 იმუშავებს შემდეგი სექციები:

 

1.ჰუმანიტარული მეცნიერებანი  (ფილოლოგია, ფილოსოფია, ხელოვნება, კულტუროლოგია, ისტორია, ეთნოლოგია, ევროპეისტიკა,

ამერიკათმცოდნეობა და სხვა)

 

2.სოციალური მეცნიერებანი (ჟურნალისტიკა, კონფლიქტოლოგია, ფსიქოლოგია,  პოლიტოლოგია)                                                                                                                                              

3.ზუსტი დასაბუნებისმეტყველო მეცნიერებანი

 

4.სამართალმცოდნეობა

 

5.ეკონომიკა და ბიზნესი

 

6.მედიცინა და სხვა    

 

კონფერენციიის მუშაობაში მონაწილეობის მსურველებმა საორგანიზაციო კომიტეტის სახელზე  2023 წლის 15 მაისამდე

უნდა წარმოადგინონ  განაცხადი და თეზისები (არაუმეტეს 250 სიტყვისა) ან მასალები (არაუმეტეს 1500 სიტყვისა)  მოხსენებისათვის.

მისამართზე:  studentsconference@tsu.ge 

კონფერენციის პროგრამა  დაიბეჭდება.

შერჩეული მასალები დაიბეჭდება სტუდენტური სამეცნიერო შრომების კრებულში:    "მერმისი" 

                                            

განაცხადის ფორმა:

მომხსენებლის გვარი, სახელი

სასწავლებლის დასახელება და მისამართი

სასწავლო სტატუსი,

მისამართი, ტელეფონი (მობილური) ელექტრონული ფოსტის მისამართი       

მოხსენების სათაური

მეცნიერ-ხელმძღვანელის სახელი, გვარი, სტატუსი (სავალდებულოა ბაკალავრიატისა და  მაგისტრატურის სტუდენტებისათვის)

თეზისების ტექსტი  (არაუმეტეს 250 სიტყვისა)

საორგანიზაციო კომიტეტი შეარჩევს წარმოდგენილ მოხსენებებს, კომისის გადაწყვეტილება ავტორებისთვის ცნობილი იქნება  საინფორმაციო წერილით. 

 

   კონფერენციის ხელმძღვანელები: პროფესორი თამარ პაიჭაძე   (+995) 599184603 ;   პროფესორი კახაბერ ლორია      (+995) 577575455

    ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი,   საქართველო, თბილისი, ჭავჭავაძის პრ. №1

                

  მასალების გაფორმების წესი:

ტექსტის ენა - (ქართული, ინგლისური)

რედაქტორის პარამეტრები Word, Windows -თვის;

ფურცლის ზომა - A – 4;

მინდორი: ზევით-ქვევით - 2სმ;  მარჯვნივ-მარცხნივ – 2,5სმ;

შრიფტი - sylfaen;

შრიფტის ზომა - 12;

სტრიქონებს შორის მანძილი -1,5;

 

  ტექსტის წარმოდგენის ფორმატი:

თემის სახელწოდება: sylfaen, 14.bold

ავტორი:, (სახელი გვარი), sylfaen 12, bold.

სასწავლო დაწესებულება სასწავლო საფეხური  sylfaen 12.

ხელმძღვანელის  სახელი, გვარი, სამეცნიერო წოდება, მარჯვნივ, იტალიკით, sylfaen 10, ძირითადი ტექსტი sylfaen, 12.

დამოწმებული და გამოყენებული ლიტერატურა უნდა დალაგდეს ინდექსის მიხედვით, შემდეგი წესით, მაგ:

კეკელიძე 1980; კ. კეკელიძე: ძველი ქართული ლიტერატურის ისტორია თბილისი 1980.

Ayers 2004; Ayers  David:  Modernism: A Short Introduction , Bleckwell publishing, Uk, 2004

Соловьев 1939; Соловьев, Bладимир:. "Собр. сочинений", (Т.  I) Москва, 1939 г.

hppts:// www.simposiumgeorgia.com/asp_.new.study pg.33  

გთხოვთ, დაიცვათ გაფორმების წესი.    

თარიღი: 26/04/2023