საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

თსუ დელეგაციის ვიზიტი ჩეხეთში მასარიკის უნივერსიტეტში

4-7 აპრილს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სასწავლო ვიზიტი პროექტის "Transferring V4 expertise in knowledge/technology transfer" ფარგლებში შედგა ჩეხეთში, ბრნოში, მასარიკის უნივერსიტეტში.


ვიზიტი სომხეთის სახელმწიფო ეკონომიკური უნივერსიტეტის ორგანიზებით გაიმართა და თსუ-ის პარტნიორ სომხურ ორგანიზაციებთან ერთად მონაწილეობას იღებდნენ უნივერსიტეტის რექტორის მოადგილე ნინო ოკრიბელაშვილი; ხარისხის უზრუნველყოფის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ირმა გრძელიძე და პროფესორი რუსუდან სანაძე.


აღნიშნული პროექტის კონსორციუმის წევრ ორგანიზაციას წარმოადგენს ივ. ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და პროექტი ხორციელდება თსუ-ცოდნის გადაცემისა და ინოვაციების ცენტრის მიერ. პროექტის მიზანია ვიშეგრადის პარტნიორი ქვეყნების წარმატებულ გამოცდილებაზე დაყრდნობით სამეცნიერო კვლევების კომერციალიზაცია, სომხეთსა და საქართველოში საწარმო-კვლევითი ინფრასტრუქტურის თანამშრომლობის კულტურის ხელშეწყობა.


ვიზიტის მიზანს წარმოადგენდა სომხეთისა და საქართველოს კვლევითი ინსტიტუტებისა და მცირე და საშუალო საწარმოების (SMEs) წარმომადგენლებისთვის ევროპული გამოცდილების გაზიარება მცირე და საშუალო ბიზნესის საჭიროებების დაკმაყოფილებისა და ახალი შედეგების შესაქმნელად კვლევის კომერციალიზაციის მიმართულებით.


სასწავლო ვიზიტის ფარგლებში, მონაწილეებმა შეხვედრები გამართეს მასარიკის უნივერსიტეტის ტექნოლოგიების გადაცემის ცენტრის დირექტორთან, ევა იანუსკოვკოვასთან, საერთაშორისო ურთიერთობებისა და ხარისხის ოფისების წარმომადგენლებთან, ეწვივნენ ცენტრალურ ევროპის ტექნოლოგიის ინსტიტუტს,
RECETOX - კვლევით ცენტრს ქ. მასარიკის უნივერსიტეტის მეცნიერებათა ფაკულტეტს, მასარიკის უნივერსიტეტსა და სამხრეთ მორავიის ინოვაციების ცენტრს.

თარიღი: 15/04/2022