საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის მიზნობრივი სამეცნიერო - კვლევითი პროექტების  პრეზენტაცია

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ორგანიზებით მიზნობრივი სამეცნიერო - კვლევითი პროექტების  პრეზენტაცია გაიმართა, რომელსაც თსუ რექტორი გიორგი შარვაშიძე, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანი გიორგი ღაღანიძე, პროფესორები და სტუდენტები ესწრებოდნენ.

2020 წელს ფაკულტეტზე ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით 2  მიზნობრივი სამეცნიერო-კვლევითი პროექტი განხორციელდა: „თსუ-ის კონკურერტუნარიანობის შეფასება აბიტურიენტების დამოკიდებულების კვლევის საფუძველზე (ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის საგანმანათლებლო პროგრამების მაგალითზე)“ და „მცირე ბიზნესის ფაქტორული მწარმოებლურობა და საექსპორტო შესაძლებლობები საქართველოში“.

როგორც რექტორმა გიორგი შარვაშიძემ აღნიშნა, პანდემიის მიუხედავად უნივერსიტეტში აქტიურად მიმიდნარეობს სამეცნიერო - კვლევითი საქმიანობა. „ჩვენ გვაქვს არჩეული სწორი სტრატეგია. ქვეყნის განვითარება იწყება კადრების მომზადებით საუნივერსიტეტო სივრცეში. ამდენად, ბევრი სიახლე გვექნება ახალი სასწავლო წლიდან, მზადდება სპეციალური წამახალისებელი პროექტების, გრანტების სისტემა, რომელიც  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ამოქმედდება იანვრის თვიდან და მიეძღვნება პროფესორების წახალისებას, პუბლიკაციებს, კვლევებს, სამეცნიერო მიმართულებით",- განაცხადა რექტორმა.

თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანის, გიორგი ღაღანიძის თქმით, მსგავსი სამუშაოები საჭიროა არა მხოლოდ ქვეყანაში, არამედ რეგიონული პოზიციების განმტკიცებისთვისაც. 

სამეცნიერო-კვლევითი პროექტები ფაკულტეტის ყოველწლიური სამეცნიერო საგრანტო დაფინანსების ფარგლებში განხორციელდა. 

თარიღი: 16/12/2020