საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ლაბორატორიული ხელსაწყოები თსუ სტუდენტებისთვის

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს ელექტრონიკის ლაბორატორიული სამუშაოების შესრულება სახლში შეეძლებათ. თსუ ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებთა ფაკულტეტის ელექტრული და ელექტრონული ინჟინერიის მიმართულების სტუდენტებისთვის უნივერსიტეტმა ლაბორატორიული ხელსაწყოების 40 ცალი ნაკრები შეიძინა.

დეპარტამენტის ხელმძღვანელის, პროფესორ გიორგი ღვედაშვილის თქმით, ელექტრული და ელექტრონული ინჟინერია ბოლო პერიოდში საკმაოდ მოთხოვნადი მიმართულებაა, რასაც ამ მიმართულებაზე სწავლის მსურველი აბიტურიენტების რაოდენობაც მიანიშნებს. ამ სპეციალობისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სხვადასხვა ლაბორატორიული სამუშაოების შესრულება, ცდების ჩატარება. „კორონავირუსის პანდემიის გამო უნივერსიტეტმა შეიძინა მოწყობილობების ნაკრები, რომლითაც სტუდენტები სახლში მოახერხებენ მარტივი წრედების, გადამრთველების აწყობას, დაკვირვებას, გაზომვას. ლექტორი ZOOM-ის გამოყენებით დისტანციურად ჩაატარებს ლაბორატორიულ სამუშაოს, სტუდენტი უყურებს ცდას და იმეორებს იგივე სამუშაოს.“

ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ასისტენტ პროფესორის ლევ გეონჯიანის განცხადებით, კორონავირუსმა სასწავლო პროცესისა და ლაბორატორიული სამუშაოების დღის წესრიგი შეცვალა: „ჩვენი ინიციატივა საშუალებას მისცემს სტუდენტებს გარკვეული ლაბორატორიული სამუშაოები სახლში შეასრულონ. ჩვენ ვაძლევთ დავალებებს, ამოცანებს, სტუდენტები სახლში ჩაატარებენ ცდებს და ჩააბარებენ საკონტროლოებს და გამოცდებს.“

თსუ არის პირველი უნივერსიტეტი ამერიკის ინჟინერიისა და ტექნოლოგიების სააკრედიტაციო საბჭოს (ABET) ისტორიაში, რომელმაც პირველივე ჯერზე მიიღო ამერიკული აკრედიტაცია ელექტრულ და ელექტრონულ ინჟინერიასა და კომპიუტერულ მეცნიერებაში. საერთაშორისო აკრედიტაციის საფუძველზე თსუ-ს ამ მიმართულების კურსდამთავრებულები იღებენ საერთაშორისო აღიარების მქონე დიპლომს, რომელიც კონკურენტუნარიანია მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში.

თარიღი: 06/04/2021