eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ISET ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების მიხედვით კვლავ პირველ ადგილზეა

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის საერთაშორისო სკოლა (ISET) ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების მიხედვით კვლავ პირველ ადგილზეა ეკონომიკის, ბიზნესის, ფინანსებისა და მენეჯმენტის 83 საბაკალავრო პროგრამას შორის.

 

თსუ ISET ლიდერობს ყველა ძირითადი მაჩვენებლით:

 

საშუალო ნორმალიზებული ნედლი ქულა;

საშუალო ნორმალიზებული სკალირებული ქულა;

საშუალო საბოლოო საკონკურსო ქულა;

თსუ ISET ასევე პირველ ადგილზეა ქვეყნის ყველა - 511 პროგრამას შორის.

თსუ ISET-ის ეკონომიკის საბაკალავრო პროგრამა ასევე ლიდერია Top-100 აბიტურიენტის არჩევანით იმ 9,849 აბიტურიენტს შორის, რომლებმაც ჩააბარეს ქართული, ინგლისური და მათემატიკა.

თარიღი: 04/09/2026