საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

დისტანციური სწავლება თსუ-ში

თსუ ფაკულტეტები აქტიურად ემზადებიან სასწავლო პროცესისთვის, რომელიც სინქრონული და ასინქრონული ელექტრონული სწავლების მეთოდების გამოყენებას გულისხმობს.
 

ფაკულტეტების მიხედვით ეს პროცესი განსხვავებული იქნება და სტუდენტებს LMS.TSU.GE-ის საშუალებით ფაკულტეტების ადმინისტრაციები დეტალურ ინფორმაციას მიაწვდიან.
 

პირველ ეტაპზე (23 მარტიდან) უფრო მეტად გამოყენებული იქნება ასინქრონული სწავლების მოდელი, რაც გულისხმობს LMS-ზე ან Moodle-ზე (ფაკულტეტების არჩევანის შესაბამისად) ვიდეო, აუდიო ან ლექციის ტექსტური ვერსიის ატვირთვას. პლატფორმაზე, ასევე, აიტვირთება დავალებები და საკითხავი ლიტერატურა.
 

ამავდროულად, პროფესორები ეტაპობრივად დაიწყებენ სინქრონული ლექციების ჩატარებას.
 

უნივერსიტეტი აქტიურად აწარმოებს მოლაპარაკებას ინტერნეტპროვაიდერებთან სტუდენტებისთვის შეღავათიანი ინტერნეტპაკეტის შეთავაზების თაობაზე, რის შესახებაც, ასევე, ეცნობებათ სტუდენტებს გადაწყვეტილების მიღებისთანავე.
 

ამასთან, სტუდენტებს, რომლებსაც არ აქვთ წვდომა ინტერნეტთან ან არ აქვთ შესაბამისი ელექტრონული მოწყობილობები, სააუდიტორიო პროცესის განახლების შემდეგ ლექტორები (ინდივიდუალური გრაფიკის შესაბამისად) დამატებით კონსულტაციებს ჩაუტარებენ.
 

თსუ სტუდენტური თვითმმართველობის ორგანიზებით კი იმ სტუდენტებისთვის, რომლებსაც არ აქვთ ინტერნეტი, ხელმისაწვდომი იქნება მასალები ბეჭდური ან ელექტრონული სახით ფაკულეტეტებზე.
 

თსუ სტუდენტებისთვის სრულადაა ხელმისაწვდომი ისეთი საერთაშორისო ელექტრონული ბაზები, როგორებიცაა: Elsevier, Scopus, Sciencedirect, EBSCO, Econlit England Journal, Oxford Textbook of Medicine, JSTOR, BioOne; ECD-Library, Cambridge Journals Online, HINARI Health და სხვა.
 

ამასთან, თსუ ბიბლიოთეკის ელექტრონული ბაზის გამოყენებით სტუდენტებს 12 000-ზე მეტი წიგნით სარგებლობა შეუძლიათ.
 

ამ ეტაპზე მიმდინარეობს შეფასების სისტემის გადახედვა და მზადდება ცვლილებების პროექტი.

თარიღი: 21/03/2020