საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

მრავალფეროვნება რეალობაში: მუშაობა ეთნიკურ უმცირესობებთან უკრაინაში, საქართველოსა და გერმანიაში

2021 წლის 30 ნოემბერს დასრულდა მუშაობა პროექტზე „მრავალფეროვნება რეალობაში: მუშაობა ეთნიკურ უმცირესობებთან უკრაინაში, საქართველოსა და გერმანიაში“. პროექტი ორგანიზებული იყო ლაიფციგის მოლდოვას ინსტიტუტის (გერმანია), ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კულტურის კვლევათა ინსტიტუტისა  და იური ფედკოვიჩის სახელობის ჩერნოვცის ეროვნული უნივერსიტეტის (უკრაინა) მიერ, ფონდის „მეხსიერება, პასუხისმგებლობა და მომავალი“ (EVZ) დაფინანსებითა და გერმანიის საგარეო საქმეთასამინისტროს მხარდაჭერით.

სტუდენტებმა და ახალგაზრდა მკვლევრებმა საქართველოდან იმოგზაურეს წალკის, ახალქალაქის, ახალციხის მუნიციპალიტეტებში, სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ კულაშში, მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ბანძაში, ქუთაისში, გაეცნენ  თბილისის მრავალკულტურულ მემკვიდრეობას. მათი მიზანი იყო ენახათ, რას ნიშნავს იყო „უმცირესობა“ საქართველოში, რამდენად მიიჩნევენ თავს უმცირესობად სხვადასხვა ეთნიკური და რელიგიური ჯგუფების წარმომადგენლები, რა გამოწვევების წინაშე დგანან ისინი, როგორ ხედავენ მათი დაძლევის გზებს და საკუთარ პერსპექტივას, როგორც ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები. ახალგაზრდები გაეცნენ მრავალფეროვნებას რეალობაში, რომელიც ბევრად უფრო საინტერესო და მრავალწახნაგოვანი აღმოჩნდა, ვიდრე წარმოედგინათ. პროექტის მონაწილე სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენლები სიამოვნებით უზიარებდნენ ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას.

მუშაობის შედეგები აისახა პროექტის მონაწილეთა მიერ მომზადებულ ფილმში, რომელიც შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.

თარიღი: 06/12/2021