18 დეკემბერს, თსუ ცოდნის გადაცემისა და ინოვაციების ცენტრის ორგანიზებით გაიმართა AI Startup Challenge - Pre-Accelerator პროგრამის დასკვნითი ღონისძიება, რომელიც მიზნად ისახავდა ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული ინოვაციური იდეების მხარდაჭერას და მათ სტარტაპებად გარდაქმნას.
ღონისძიებაში მონაწილე სტუდენტებმა წარმოადგინეს ორთვიანი პროგრამის განმავლობაში AI-ზე დაფუძნებული პროდუქტები და სერვისები, შექმნილი MVP-ები და სტარტაპ კონცეფციები. პროგრამამ მონაწილეებს მისცა შესაძლებლობა ემუშავათ რეალურ პრობლემებზე, გაევლოთ ინტენსიური ტრენინგები, მენტორინგი და გუნდური მუშაობა Agile მეთოდოლოგიებით.
ჟიურის გადაწყვეტილებით გამარჯვებულები გახდნენ:
I ადგილი - SkillBridge
სტარტაპი, რომელიც დამწყებებს უძღვება პროფესიული განვითარების გზაზე და აკავშირებს მათ დამსაქმებლებთან, უნარებზე და კარიერულ მიზნებზე დაფუძნებული ინტელექტუალური მექანიზმების გამოყენებით.
II ადგილი - გუნდი FPM
სტარტაპი - Shuapp, აპლიკაცია, რომელიც მომხმარებლებს ეხმარება ახალი ადამიანების გაცნობაში და სოციალური კავშირების გაფართოებაში თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით.
III ადგილი - გუნდი BotCraft
სტარტაპი - RoutineX, ორგანიზაციული ბიზნეს პროცესების ავტომატიზაციის პლატფორმა, რომელიც კომპანიებს ეხმარება რუტინული ოპერაციების ოპტიმიზაციასა და ეფექტიანობის ზრდაში.
პროგრამის პარტნიორები: HIGGS, Clevertone • ქლევერტონი, თსუ კომპიუტერულ მეცნიერებათა დეპარტამენტი.
გამარჯვებული გუნდებს ფულადი ჯილდო გადასცა კომპანია HIGGS-მა:
I ადგილი - 7 000 ლარი
II ადგილი - 5 000 ლარი
III ადგილი - 3 000 ლარი