თსუ-ის ორმა პროგრამამ - ელექტრული და ელექტრონული ინჟინერია და კომპიუტერული მეცნიერება 2026 წელს წარმატებით გაიარა ინჟინერიისა და ტექნოლოგიების სააკრედიტაციო საბჭოს (ABET) რეაკრედიტაციის პროცესი და მიიღო აკრედიტაცია მომდევნო 6 წლის განმავლობაში (2032 წლის 30 სექტემბრამდე) ყოველგვარი შენიშვნების/რეკომენდაციების გარეშე.
2020 წელს, რეგიონში პირველად, თსუ-ის ამ ორმა პროგრამამ ABET აკრედიტაცია მიიღო. საერთაშორისო აკრედიტაციის საფუძველზე თსუ-ის კურსდამთავრებულები იღებენ საერთაშორისო აღიარების მქონე დიპლომს, რომელიც კონკურენტუნარიანია მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში. დიპლომები საერთაშორისო აღიარებისაა არა მხოლოდ მომავალი კურდმთავრებულებისთვის, არამედ მათთვისაც, ვინც ბოლო წლებში დაამთავრა აღნიშნული პროგრამები.