საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

სამეცნიერო კონფერენცია და გამოფენა: "ტრადიციული ქართული სამიწათმოქმედო კულტურა და თანამედროვეობა”

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეთნოლოგია-ანთროპოლოგიის ინსტიტუტის, თსუ მუზეუმისა და თსუ ბიბლიოთეკის ორგანიზებით 15-16 აპრილს ეწყობა სამეცნიერო კონფერენცია და გამოფენა: ტრადიციული ქართული სამიწათმოქმედო კულტურა და თანამედროვეობა”. ღონისძიებები ეძღვნება ქართული ეთნოლოგია-ანროპოლოგიის დღეს. 15 აპრილს 12:00 საათზე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს მუზეუმის საგამოფენო დარბზში გაიხსნება გამოფენა.

 

გამოიფინება: XVI-XVIII საუკუნით დათარიღებული ძველი საბუთები და ეტრატები, ფოტოები და ხელნაწერები, მემორიალური ნივთები და მარცვლეულის უნიკალური ჯიშები და ეთნოგრაფიული მასალა, ასევე ამ საკითხისადმი მიძღვნილი მონოგრაფიები და წიგნები. ექსპონატები მოგვითხრობენ  მარცვლეულის კულტურის - რიტუალებისა და გამოყენების იმ უწყვეტი ტრადიციების შესახებ, რომელიც საუკუნეების განმავლობაში გრძელდებოდა საქართველოში. აღნიშნული ეტრატები, ფოტოები, ხელნაწერები, წიგნები, მემორიალური ნივთები, მარცვლეულის  უნიკალური ჯიშები, არქეოლოგიური და ეთნოგრაფიული მასალა დაცულია: საქართველოს ეროვნულ მუზეუმში, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მუზეუმსა და ბიბლიოთეკაში, საქართველოს ეროვნულ არქივსა და ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში, საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღსა და საქართველოს ბოტანიკის ინსტიტუტში. დასახელებულ ორგანიზაციების დახმარებით მომზადდა გამოფენა.

     გამოფენის ექსპოზიცია და მეგზური მოამზადეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მუზეუმის საგანმანათლებლო პროგრამების კურატორმა, მანანა ლილუაშვილმა, თსუ-ს  შოთა რუსთაველის სახელობის ცენტრალური სამკითხველო დარბაზის გამგემ, ხათუნა ჩუგოშვილმა და უფროსმა ბიბლიოთეკარმა, თეა კაშიამ.

 

15 აპრილსვე თსუ ეტნოლოგია-ანთროპოლოგიის ინსტიუტის პროფ. ქეთევან ხუციშვილი ძირითადი მოხსენებით წასდგება ფართე აუდიტორიის წინაშე (თსუ საქტო დარბაზის ფოიეში) და ისაუბრებს საქართველოში ღვინისა და ხორბლის მოყვანისა და რიტუალური დატვირთვის ხანგრძლივი ისოტორიის შესახებ.

 

16 აპრილს 12:00 საათზე თსუ 1 კორპ. 115 აუდიტორიაში მუშაობას დაიწყებს სამცნიერო კონფერენცია სადაც წარმოდგენილი იქნება პროფ. ლია  ახალაძის (ქართველთა ეროვნულ - კულტურული იდენტობის მახასიათებელი (ხორბალი წერილობით კულტურაში)), პროფ. როზეტა გუჯეჯიანის (ხორბალი და პური თანამედროვე ქართულ ტრადიციულ სარიტუალო პრაქტიკაში), პროფ. თეიმურაზ გვიმრაძის (ერთი აგრარული დღეობის შესახებ კახეთში) და   დოქტ. ნოდარ შოშიტაშვილის (ქართული ენდემური ხორბლის გავრცელების არეალი თანამედროვე საქართველოში) მოხსენებები. დღის მოერე ნახევარში გაიმართება დისკუსია თემაზე: “ქართული ხორბლის, მის მოყვანასა და გამოყენებასთან დაკავშირებული სულიერი და სოციალური კულტურის ცნობადობის გაზრდა”.

თარიღი: 10/04/2024