საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

საზაფხულო სკოლა: „რეგიონული უსაფრთხოება და კონფლიქტების მოგვარება“

14 ივნისიდან 30 ივნისამდე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ტარდება საზაფხულო სკოლა აშშ სან დიეგოს უნივერისტეტის სტუდენტებისთვის. 

თსუ კონფლიქტოლოგიის ინსტიტუტსა და  და  აშშ სან დიეგოს უნივერსიტეტის  უსაფრთხოების და კონფლიქტების ანალიზის დეპარტამენტს  შორის დადებული ურთიერთთანამშრომლობის  მემორანდუმის ფარგლებში წელს ეს უკვე მეოთხე ნაკადია თსუ საზაფხულო სკოლაში მონაწილე სან დიეგოს უნივერსიტეტის სტუდენტებისა. სკოლის თემაა: „რეგიონული უსაფრთხოება  და კონფლიტების მოგვარება“. საზაფხულო სკოლა 14 ივნისს, 10.00 საათზე,  I კორპუსის 023 აუდიტორიაში გაიხსნება. 

ამ საზაფხულო სკოლაში ყოველწლიურად  30-მდე ამერიკელი სტუდენტი მონაწილეობს. ლექცია- სემინარებს  თსუ-ს წამყვანი პროფესორები ატარებენ. პროგრამა,  რომელიც შედგენილია ქართველი პროფესორების მიერ, აღიარებულია სან დიეგოს უნივერსიტეტის მიერ   და ამერიკელ სტუდენტების მიერ აქ მოპოვებული კრედიტები აღიარებულია სან დიეგოს უნივერსიტეტის მხრიდან. პროგრამა მოიცავს ისეთ  თემებს, როგორიცაა საქართველოს სახელმწიფოს მიდგომები კონფლიტების მოგვარებისადმი, საქართველო და რეგიონული პოლიტიკა, საქართველოს ადგილი კავკასიის რეგიონში, საქართველოს ენერგო პოლიტიკა, საქართველოს გარემოს დაცვითი პოლიტიკა, საქართველო რელიგიის კონტექსტში,  საქართველო და ევროკავშირი. აშშ, როგორც საქართველოს  სტრატერგიული პარტნიორი, ადამიანის უფლებები საქართველოში და სხვა. სტუდენტებს დასაწყისშივე ეკითხებათ შესავალი კურსი საქართველოს ისტორიაში. გარდა სალექციო კურსებისა,  საზაფხულო სკოლის პროგრამა მოიცავს შეხვედრებს საქართველოში  უსაფრთხოების საკითხებზე მომუშავე სამეცნიერო ცენტრებთან, დევნილი მოსახლეობის საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებსა და ცალკეულ ექსპერტებთან. დაგეგმილია ფართო კულტურულ-შემეცნებითი  პროგრამა, სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ იმოგზაურონ საქარეთველოს სხვადასხვა რეგიონებში და გაეცნონ საქართველოს  ღირსშესანიშნაობებს. 

თარიღი: 11/06/2019