საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

საერთაშორისო საპარლამენტო სტიპენდია (IPS)

ხართ ოცდაათ წლამდე ასაკის საქართველოს მოქალაქე? თავისუფლად საუბრობთ გერმანულად და ხართ პოლიტიკურად დაინტერესებული?

გერმანიის ბუნდესთაგი ბერლინის უნივერსიტეტებთან თანამშრომლობით თავისი პროგრამის „საერთაშორისო საპარლამენტო სტიპენდია (IPS)“ ფარგლებში ყოველ წელს დაინტერესებულ ახალგაზრდებს აძლევს უნიკალურ შანსს, უშუალოდ გაეცნონ პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღების პროცესებს. 
პროგრამა გრძელდება 2022 წლის 1 მარტიდან 31 ივლისამდე. 
განაცხადების გაგზავნა შესაძლებელია 31 ივლისამდე შემდეგ მეილზე: ips@tifl.diplo.de (PDF-დოკუმენტის სიდიდე არ უნდა აღემატებოდეს 15 მბ-ს).
დამატებითი ინფორმაცია კონკურსისა და პროგრამის შესახებ იხილეთ ბუნდესთაგის ვებგვერდზე.

თარიღი: 14/06/2021