საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

საბუთების მიღება თსუ-ს და GIPA-ს ერთობლივ სამაგისტრო პროგრამაზე - მიგრაციის მართვა

ცხადდება მიღება ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) ერთობლივი თანმშრომლობით განხორციელებულ ინტერდისციპლინურ სამაგისტრო პროგრამაზე - მიგრაციის მართვა.

 

  • სწავლის სემესტრული საფასური შეადგენს 1125 ლარს. 
  • სწავლის საფასურზე ვრცელდება საერთო სამაგისტრო გამოცდების შედეგად მოპოვებული გრანტი. 
  • სამაგისტრო პროგრამის ფარგლებში ასევე მოქმედებს სტუდენტთა დაფინანსების შიდასაუნივერსიტეტო რეგულაციები. 

 

საბუთების მიღება (რეგისტრაცია) – 22-31 აგვისტო, თსუ პირველი კორპუსი, აუდიტორია 201 ა

  • გამოცდა უცხო ენაში -  6 სექტემბერი;
  • გამოცდის შედეგების გამოცხადება – 8 სექტემბერი;
  • გამოცდის შედეგების გასაჩივრება –  9 სექტემბერი;
  • აპელაციის შედეგების გამოცხადება – 12 სექტემბერი;
  • გამოცდა სპეციალობაში (წერითი კომპონენტი) – 13 -14 სექტემბერი;
  • გამოცდის (წერითი კომპონენტი) შედეგების გამოცხადება – 16 სექტემბერი;
  • გამოცდის (წერითი კომპონენტი) შედეგების გასაჩივრება – 19 სექტემბერი;
  • აპელაციის (წერითი კომპონენტი) შედეგების გამოცხადება – 20 სექტემბერი;
  • ხელშეკრულების გაფორმება მაგისტრანტობის კანდიდატებთან  -  21-26 სექტემბერი.

 

პროგრამაზე რეგისტრაციისთვის  წარმოსადგენი დოკუმენტაციის ნუსხა:

  • განცხადება თსუ რექტორის სახელზე;
  • ფოტოსურათი (3X4) – ბეჭდური 2 ც. და ელექტრონული ვერსია CD-ზე;
  • ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომისა და დანართის დამოწმებული ასლი (თსუ-ს კურსდამთავრებულისათვის უნივერსიტეტის/შესაბამისი ფაკულტეტის მიერ, ხოლო სხვა შემთხვევაში - ნოტარიულად  დამოწმებული ასლი; 2022 წლის კურსდამთავრებულთათვის  - ცნობა აკადემიური ხარისხის მინიჭების თაობაზე);
  • პირადობის დამადასტურებელი მოწმობის (პასპორტის) ასლი;
  • უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატის/შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის პროექტის - "CERTUS"-ის ფარგლებში გაცემული სერტიფიკატის ნოტარიულად დამოწმებული ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
  • ქართული ენის B 2 დონეზე ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატის ნოტარიულად დამოწმებული ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
  • წვევამდელის სამხედრო-სააღრიცხვო მოწმობის ასლი (ან სამხედრო ბილეთი, ასეთის არსებობის შემთხვევაში);
  • უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტის ნოტარიულად დამოწმებული ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში). 

 

ჩაბარების მსურველები გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ:

migration.magister@tsu.ge

თარიღი: 22/08/2022