საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამაზე - „გავლენების და კომუნიკაციის ფსიქოლოგია“ მიღების ვადები

ა) მაგისტრანტობის კანდიდატთა საბუთების მიღება (რეგისტრაცია) – 13-14 სექტემბერი;

ბ) გამოცდა ქართულ ენაში (მოეთხოვება მაგისტრანტობის კანდიდატს, რომელსაც ქართულენოვან პროგრამაზე სურს სწავლა და მისი მშობლიური ენა არ არის ქართული) - 15 სექტემბერი;

გ) გამოცდის შედეგების გამოცხადება - 15 სექტემბერი;

დ) გამოცდის შედეგების გასაჩივრება - 15 სექტემბერი;

ე) აპელაციის შედეგების გამოცხადება - 15 სექტემბერი;

ვ) გამოცდა სპეციალობაში – 16 სექტემბერი;

ზ) გამოცდის შედეგების გამოცხადება – 16 სექტემბერი;

თ) გამოცდის შედეგების გასაჩივრება – 17 სექტემბერი;

ი) აპელაციის შედეგების გამოცხადება – 17 სექტემბერი;

კ) ინგლისური ენა (გასაუბრება) - 18 სექტემბერი;

ლ) გასაუბრების შედეგების გამოცხადება – 18 სექტემბერი;

მ) გასაუბრების შედეგების გასაჩივრება – 20 სექტემბერი;

ნ) აპელაციის შედეგების გამოცხადება – 20 სექტემბერი;

ო) ხელშეკრულების გაფორმება მაგისტრანტობის კანდიდატებთან - 20-21 სექტემბერი;

პ) საგანმანათლებლო ერთეულის მიერ სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტისათვის მაგისტრანტობის კანდიდატთა სიის წარდგენა - 23 სექტემბერი;

ჟ) ჩარიცხვის ბრძანების პროექტის მომზადება - 24 სექტემბერი;

 

წარმოსადგენი დოკუმენტაციის ნუსხა:

ა) განცხადება თსუ რექტორის სახელზე; (განცხადებაზე საჭიროა განმცხადებლის მატერიალური ხელმოწერა);

ბ) ფოტოსურათი (3X4) – ბეჭდური 2 ც. და ელექტრონული ვერსია CD-ზე;

გ) ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომისა და დანართის დასკანერებული ვერსია. ხოლო დოკუმენტების მატერიალურად წარმოდგენის ეტაპზე შესაბამისი წესით დამოწმებული ასლი (თსუ-ს კურსდამთავრებულისათვის უნივერსიტეტის/შესაბამისი ფაკულტეტის მიერ, ხოლო სხვა შემთხვევაში - ნოტარიულად დამოწმებული ასლი; 2020 წლის კურსდამთავრებულთათვის - ცნობა აკადემიური ხარისხის მინიჭების თაობაზე);

დ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის (პასპორტის) ასლი;

ე) უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატის/შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის პროექტის - "CERTUS"-ის ფარგლებში გაცემული სერტიფიკატის ნოტარიულად დამოწმებული ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

ვ) ქართული ენის B2 დონეზე ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატის ნოტარიულად დამოწმებული ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

ზ) წვევამდელის სამხედრო-სააღრიცხვო მოწმობის ასლი (ან სამხედრო ბილეთი, ასეთის არსებობის შემთხვევაში);

თ) უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტის ნოტარიულად დამოწმებული ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

გთხოვთ, ელ. ფოსტის საგანში (subject) მიუთითოთ კანდიდატის სახელი და გვარი, ასევე თითოეული წარმოსადგენი დოკუმენტის (ფაილის) დასახელება ემთხვეოდეს მის შინაარსს, მაგ: *განცხადება, *ფოტოსურათი, *პირადობის დამადასტურებელი მოწმობა, *უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტი და ა.შ.

დოკუმენტაციის მიღება იწარმოებს შემდეგ ელ. ფოსტაზე: magistratura.pes@tsu.ge

თარიღი: 14/09/2021