საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

კონკურსი თსუ-ს სამივე საფეხურის სტუდენტებისთვის ერაზმუს+ პროგრამის სტიპენდიების მოსაპოვებლად


კონკურსი თსუ-ს ბაკალავრიატის, მაგისტრატურის და დოქტორანტურის საფეხურის სტუდენტებისათვის ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+ პროგრამის სტიპენდიების მოსაპოვებლად.

 

ფიზიკური მობილობის განხორციელება დამოკიდებული იქნება ეპიდემიოლოგიურ სიტუაციაზე საქართველოსა და ევროპაში, ასევე მიმღებ ქვეყანაში შესვლასთან და დარჩენასთან დაკავშირებულ რეგულაციაზე.

 

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ:

 თსუ-ს ბაკალავრიატის საფეხურის მესამე, მეოთხე, მეხუთე და მეექვსე სემესტრის სტუდენტებს;

თსუ-ს მაგისტრატურის საფეხურის პირველი და მეორე სემესტრის სტუდენტებს;

თსუ-ს დოქტორანტურის საფეხურის პირველი, მეორე, მესამე და მეოთხე სემესტრის სტუდენტებს.

 

მობილობის პერიოდი: 2021/2022 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრი

 

აპლიკაციების მიღების ბოლო ვადა: 2021 წლის 8 დეკემბერი (14.00 საათი)

 

სტიპენდიების ჩამონათვალი სასწავლო საფეხურების, ქვეყნების, უნივერსიტეტებისა და სასწავლო მიმართულებების მიხედვით იხილეთ შემდეგ ბმულზე (https://www.tsu.ge/ka/foreign-relations/current-exchange).

თარიღი: 19/11/2021