საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

კონკურსი ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+ პროგრამის სტიპენდიების მოსაპოვებლად ავეიროს უნივერსიტეტში

ცხადდება კონკურსი ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+ პროგრამის სტიპენდიების მოსაპოვებლად

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტურის  საფეხურის მათემატიკის მიმართულების პირველი, მეორე, მესამე, მეოთხე* სემესტრის სტუდენტებს.

სტიპენდიატთა შესარჩევი პროცესი:

დოკუმენტაციის შემოწმება (თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი)
გასაუბრება კომისიასთან (თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი)
საბოლოო შერჩევა/სტიპენდიის მინიჭება (მასპინძელი უნივერსიტეტი)

დაინტერესებულმა სტუდენტებმა ა/წ 8 თებერვლის 16 საათამდე უნდა გამოაგზავნონ სააპლიკაციო დოკუმენტაციის სრული ჩამონათვალი (PDF ფორმატში) შემდეგ ელ-ფოსტაზე:outgoingmobility@tsu.ge

სააპლიკაციო დოკუმენტაციის ჩამონათვალი:
პასპორტის ასლი
ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ (ინგლისურ ენაზე ნათარგმნი და ნოტარიულად დამოწმებული)
ნიშნების ამონაწერი (ინგლისურ ენაზე ნათარგმნი და ნოტარიულად დამოწმებული, GPA-ის მითითებით)
CV-ს ევროპული ფორმატი (ინგლისურ ენაზე, არაუმეტეს ორი გვერდისა)
მოტივაციის წერილი (ინგლისურ ან ესპანურ ენაზე, არაუმეტეს ერთი გვერდისა)
ერთი სარეკომენდაციო წერილი (ინგლისურ ენაზე, ხელმოწერითა და ბეჭდით დამოწმებული)
ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტი:
-2018 წლის 9 ოქტომბერს თსუ ენის ინსტიტუციონალური ტესტირების ჩაბარების დამადასტურებელი ცნობა (მინიმალური ქულა: 71);
-მოქმედი ენის საერთაშორისო სერთიფიკატები (TOEFL (iBT) - მინიმალური ქულა - 87, IELTS – მინიმალური საშუალო ქულა 6.5);
-უკანასკნელი 2 წლის მანძილზე აღებული კემბრიჯის სერთიფიკატები (მინიმუმ B2 დონე);
-დოქტორანტურაში მისაღები უცხო ენის გამოცდის შედეგი (მინიმუნ 71 ქულა);
-უკანასკნელი 5 წლის მანძილზე საზღვარგარეთ მიღებული მაგისტრის დიპლომი (სწავლების ენა ინგლისური).
შევსებული საკვლევი გეგმის მონახაზი (დოკუმენტი სავალდებულოა ხელმოწერით დაამოწმოს ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსმა) დანართი 1
დაინტერესების წერილი მასპინძელი უნივერსიტეტიდან (მეილით მიღებული თანხმობაც საკმარისია)
მაგისტრის დიპლომი
მაგისტრის დიპლომის დანართი

სტიპენდიის ხანგრძლივობა:
3 თვე
2018/2019 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრი

სტიპენდია მოიცავს:
უფასო სწავლა/კვლევა, ყოველთვიური სტიპენდია, ორმხრივი საერთაშორისო მგზავრობის დაფინანსება.

დამატებითი ინფორმაცია:
არასრული ან/და დაგვიანებული განცხადებები არ მიიღება!
შერჩეულმა სტიპენდიატებმა თავად უნდა აანაზღაურონ სავიზო მოსაკრებლისა და  საერთაშორისო დაზღვევის ხარჯები!
დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში დაგვიკავშირდით შემდეგი ელ-ფოსტის საშუალებით: outgoingmobility@tsu.ge;
სადოქტორო სტიპენდიებზე განაცხადის გაკეთების მსურველი მე-5 და მე-6 სემესტრის დოქტორანტების საყურადღებოდ: თუ სადოქტორო ნაშრომის სირთულიდან გამომდინარე ვერ ახერხებთ 6 სემესტრში სწავლის დასრულებას და აუცილებლად გიწევთ სემესტრ(ებ)ის დამატება და ამ ინფორმაციას თქვენი ფაკულტეტი ცნობით დაგიდასტურებთ, შეძლებთ კონკურსში მონაწილეობის მიღებას!



თარიღი: 30/01/2019