საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

იტალიელი მწერალი დაჩა მარაინი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში

ცნობილი იტალიელი პროზაიკოსი, პოეტი, დრამატურგი, რეჟისორი, სცენარისტი, პუბლიცისტი, კინოდოკუმენტალისტი და ჟურნალისტი დაჩა მარაინი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტებს, პროფესორებს და საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდა.

 

შეხვედრაზე მწერალმა წარადგინა საკუთარი წიგნი „წერის სიყვარული“, რომლის საავტორო უფლება თავად მარაინიმ თსუ გამომცემლობას აჩუქა. გამოცემა დაიბეჭდა თსუ სტამბაში და უკვე ხელმისაწვდომია მკითხველისთვის.

 

დაჩა მარაინი უნივერსიტეტთან წარმატებული თანამშრომლობისთვის თსუ-ის ოქროს მედლით დააჯილდოვდა. მწერალს ჯილდო თსუ რექტორის მოადგილემ, პროფესორმა ერეკლე ასტახიშვილმა გადასცა. 

 

ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოში იტალიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი მასიმილიანო დ’ანტუონო, საელჩოს წარმომადგენლები და წიგნის მთარგმნელი ნუნუ გელაძე.

 

„ჩვენ ვართ ჩვენი ბედის მჭედელები“ - ამ სიტყვებით მიმართა დაჩა მარაინიმ თსუ-ის სტუდენტებს და გულწრფელად უპასუხა მათ შეკითხვებს.

თარიღი: 24/10/2025