საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

თსუ-ში სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტის არჩევნები გაიმართა

დღეს, 11 ივნისს სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მე-9 მოწვევის სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტის არჩევნები გაიმართა.  სტუდენტური თვითმმართველობის დელეგატებმა 122 ხმით  პრეზიდენტად აირჩიეს ლუკა ტაბიძე.

 

მე-9 მოწვევის სტუდენტური თვითმმართველობის საერთო კრებაზე დასახელდა ლუკა ტაბიძის კანდიდატურა. კენჭისყრის პროცესი წარიმართა მშვიდ გარემოში,  არსებული რეგულაციების სრული დაცვით.

 

შეგახსენებთ, რომ 2025 წლის 5 ივნისს ჩატარდა სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მე-9 მოწვევის სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნები, რომლის ფარგლებშიც უნივერსიტეტის შვიდივე ფაკულტეტზე სტუდენტებმა აირჩიეს 140 დელეგატი. არჩევნებზე მაღალი აქტივობა დაფიქსირდა, კერძოდ, არჩევნებში მონაწილეობა მიიღო  ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 14,3 %.

 

დანართის სახით იხილეთ თვითმმართველობის პრეზიდენტის არჩევნების შემაჯამებელი ოქმი.

თარიღი: 11/06/2025