საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ამერიკის ქიმიური საზოგადოების მეხუთე საერთაშორისო სიმპოზიუმი თსუ-ში


თსუ-ს ამერიკული ქიმიური საზოგადოების სტუდენტური და საქართველოს საერთაშორისო საზოგადოების თანაორგანიზებით  და თსუ-ს მხარდაჭერით,  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ქიმიის მეხუთე საერთაშორისო სიმპოზიუმი გაიმართა.

 

სიმპოზიუმში მონაწილეობდნენ სტუდენტები, ახალგაზრდა მეცნიერები და  პროფესორები სხვადასხვა უნივერსიტეტებიდან, მათ შორის საქართველოს აგრარული უნივერსიტეტიდან, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან და აახენის უნივერსიტეტიდან (გერმანია).

 

ღონისძიების ფარგლებში მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ წარედგინათ თავიანთი სამეცნიერო კვლევები ზეპირი მოხსენებებისა და სტენდური  პრეზენტაციების სახით. ორივე კატეგორიაში გამოვლინდნენ გამორჩეული მონაწილეები, რომლებიც დაჯილდოვდნენ ფულადი პრიზებით  ამერიკული ქიმიური საზოგადოების საქართველოს საერთაშორისო საზოგადოების მიერ.

 

სიმპოზიუმის მოწვეული სტუმარი იყო პროფესორი უილიამ ტონგი, სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტიდან (აშშ).

თარიღი: 05/06/2025