საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

"ევროპის კოლეჯის" სასაწავლო და სასტიპენდიო პროგრამები

 25 ნოემბერს,  თბილისის სახლმწიფო უნივერსიტეტში სპეციალურად თსუ-ის სტუდენტებისათვის "ევროპის კოლეჯის"  სასაწავლო და სასტიპენდიო პროგრამების პრეზენტაცია გაიმართა. 

 

"ევროპის კოლეჯი" ისტორიისა და მასთან  მონათესავე  დისციპლინების კურსდამთავრებულებს, რომლებიც გამოხატავენ სპეციფიკურ აკადემიურ ინტერესს ევროპის ისტორიისა თუ ევროპული ცივილიზაციის მიმართ, სთავაზობს  სამაგისტრო პროგრამებს და მათზე სწავლისათვის საჭირო სასწავლო სტიპენდიებს.  მონათესავე დისციპლინებში შედის: საერთაშორისო ურთიერთობები, პოლიტიკური მეცნიერება, სოციოლოგია, მხარეთმცოდნეობა, გეოგრაფია, ფილოსოფია, ხელოვნების ისტორია, თეოლოგია, კლასიკური და თანამედროვე ენები და ლიტერატურა.

 

თავად "ევროპის კოლეჯის"  წარმომადგენელთა განმარტებით, იგი ერთ-ერთი ყველაზე მნიშნელოვანი უმაღლესი სასწავლებელია ევროპაში, დაარსების დღიდან, მიზნად ისახავს, საერთო ევროპული სოციალურ-ეკონომიკური და პოლიტიკური ღირებულებების მატარებელი ახალი ევროპული თაობების აღზრდას. თავდაპირველად იგი 1949 წელს ბელგიის ქალაქ ბრიუგეში დაარსდა. 1992 წელს ევროკავშირის აღმოსავლეთით გაფართოების პროცესისთვის მოსამზადებლად, უნივერსიტეტის ფილიალი ვარშავაშიც გაიხსნა. ევროპის კოლეჯში 50 ქვეყნის წარმომადგენელი იყრის თავს, რომელთა დიდი ნაწილი ევროკავშირის ინსტიტუტების მოხელეები, პოლიტიკოსები და ლიდერები ხდებიან.

 

მსგავსი ღონისძიება თსუ-ში მესამედ გაიმართა. პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების გათვალისწინებით,  2020-2021 წლებში  აღნიშნული ღონისძიება ზუმის პლატფორმის გამოყენებით, ვირტუალურ ფორმატში ჩატარდა. 

 

დეტალური ინფორმაცია პროგრამების შესახებ იხილეთ.

თარიღი: 25/11/2022