საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ბორლაოგის გაცვლითი პროგრამა 2020

დაიწყო განცხადებების მიღება ამერიკის შეერთებული შტატების სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის (USDA) ბორლაოგის გაცვლითი პროგრამაზე, პროგრამის მიზანია, განვითარებადი და საშუალო შემოსავლიანი ქვეყნებიდან მკვლევარების, მეცნიერებისა და პოლიტიკის შემმუშავებლებისთვის ტრეინინგებისა და ერთობლივი მეცნიერული კვლევების შესაძლებლობების გაზდრის გზით ხელი შეუწყოს სოფლის მეურნეობის პროდუქტიულობის გაუმჯობესებას, სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველყოფას და ეკონომიკურ ზრდას.  პროგრამა ასევე თანხვედრაშია ამერიკის შეერთებული შტატების სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის საგარეო ურთიერთობათა სამსახურის სამივე სტრატეგიულ მიზანთან: ვაჭრობის წახალისება, სავაჭრო პოლიტიკა და სავაჭრო შესაძლებლობების განვითარება და სურსათის უსაფრთხოება, რომელიც მოიცავს ამერიკის შეერთებული შტატების სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ექსპორტს განვითარებად და საშუალო შემოსავლიან ქვეყნებში სასოფლო-სამეურნეო პრაქტიკებისა და პოლიტიკის გაძლიერებით.
 
პროგრამის პრიორიტეტული თემებია:
სავაჭრო ბარიერების გავლენის ანალიზი;
სურსათის უვნებლობა;
პესტიციდების ან ვეტერინარული პრეპარატების ნარჩენების მაქიმალური დონეები.

 პროგრამაში მონაწილეობისთვის ინგლისური ენის ცოდნა აუცილებელია. 

აპლიკაციის წარდგენის ბოლო ვადაა:  2020 წლის 18 თებერვალი.
 

დეტალური ინფორმაცია პრიორიტეტულ თემებზე და პროგრამაზე ხელმისაწვდომია ინგლისურ ენაზე შემდეგ მისამართზე. 

 
კითხვების შემთხვევაში მიმართეთ: tbilisiusda@state.gov
თარიღი: 03/02/2020