საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

„ენა და თანამედროვე ტექნოლოგიები 2022 – ტექნოლოგიები მრავალენოვანი ინტერნეტისთვის (LMT2022)“ 

თსუ არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის, სახელმწიფო ენის დეპარტამენტისა და საერთაშორისო ორგანიზაცია “ინტერნეტსაზოგადოება საქართველოს“ ორგანიზებითა და საქართველოს პრეზიდენტის მხარდაჭერით გაიხსნა VI საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „ენა და თანამედროვე ტექნოლოგიები 2022 – ტექნოლოგიები მრავალენოვანი ინტერნეტისთვის (LMT2022)“. 
 

კონფერენციაზე წარმოდგენილია ენის ტექნოლოგიებისა და ციფრული ჰუმანიტარიის ფართო პრობლემატიკა. მისი მიზანია მრავალენოვანი ინტერნეტის იდეის ტექნოლოგიური და სამეცნიერო კონცეფციების, ქართველური ენებისა და, ზოგადად, ლინგვისტიკის პრობლემების ენის თანამედროვე ტექნოლოგიების ფონზე გააზრება, ციფრული რესურსების, ლექსიკოგრაფიული ბაზების, კორპუსების შექმნის, განვითარებისა და გამოყენების საკითხები. აგრეთვე, საერთაშორისო  გამოცდილების  ურთიერთგაზიარება ტექსტური  კორპუსების,  ელექტრონული ლექსიკოგრაფიული პროდუქციის, სასწავლო მასალების შექმნისა და ახალი ამოცანების შესახებ კორპუსლინგვისტიკის, ენის კომპიუტერული მოდელირების, ავტომატური თარგმანის, ენის ელექტრონული სწავლა/სწავლებისა და დოკუმენტირების სფეროში.
 

კონფერენციის მოწვეული სტუმრები არიან: პიერ ცვაიგენბაუმი, პარიზ-საკლეს უნივერსიტეტიდან, სერგეი შაროვი  ლიდზის უნივერსიტეტიდან, დიმიტრი სიჭინავა პოტსდამის უნივერსიტეტიდან.
 

კონფერენციის თემატიკა: ენის კომპიუტერული მოდელირება, კომპიუტერული ლექსიკოგრაფია, კორპუსის ლინგვისტიკა, კორპუსული ლექსიკოგრაფია, ციფრული ჰუმანიტარიის ინტერდისციპლინური პროექტები, ენობრივ მონაცემთა ბაზები. 

 

თარიღი: 19/09/2022