საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

„ბავშვთა უფლებების საკითხების ჩართვა  საუნივერსიტეტო საგანმანათლებლო პროგრამებსა და კურიკულუმებში“

გაეროს ბავშვთა ფონდი ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტთან პარტნიორობითა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ეგიდით მართავს მეორე საერთაშორისო კონფერენციას საქართველოში, რომელიც ეძღვნება ბავშვთა უფლებების საკითხების ჩართვას საუნივერსიტეტო საგანმანათლებლო პროგრამებსა და კურიკულუმებში, რათა გაჩნდეს სივრცე ბავშვთა უფლებების პრინციპების სწავლა-სწავლებისთვის, გაძლიერდნენ შესაბამისი სპეციალისტები და დაცულ იქნას ბავშვთა უფლებები ყოველდღიურად ოჯახებში, სკოლებსა და საზოგადოებაში.  


ორდღიანი კონფერენცია თავს მოუყრის პროფესორებსა და სტუდენტებს, წარმომადგენლებს საქართველოს მთავრობიდან, პარლამენტის წევრებს, სახალხო დამცველის ოფისისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, საქართველოში დიპლომატიური კორპუსის წევრებს, წარმომადგენლებს გაეროს სააგენტოებიდან და საერთაშორისო ორგანიზაციებიდან, აგრეთვე სკოლის მასწავლებლებსა და ადმინისტრატორებს.


ფორუმი წარმოადგენს სივრცეს დისკუსიებისთვის და ადგილობრივი და საერთაშორისო სპეციალისტების და სტუდენტურ კონკურსში გამარჯვებული სტუდენტებისა და სასკოლო პროექტების პრეზენტაციებისთვის. დისკუსიების ფოკუსი იქნება უნივერსიტეტების როლი ბავშვთა უფლებების ხელშეწყობასა და სოციალური ნორმების ზეგავლენაზე.


კონფერენციაზე უნივერსიტეტები წარმოადგენენ საკუთარ ინიციატივებს, რომელიც მიზნად ისახავს ბავშვთა უფლებების  საკითხების ჩართვას საუნივერსიტეტო პროგრამებში ბავშვთა უფლებების მომავალი ადვოკატების მოსამზადებლად განათლების, სამართლის, ბიზნესის და სხვა მნიშვნელოვან სფეროებში.
 

 

კონფერენცია ჩატარდება 2021 წლის 23-24 სექტემბერს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ქ. ბათუმში

 

თეზისების გამოგზავნის ბოლო ვადა - 20 ივლისი, 2021
ესეების გამოგზავნის ბოლო ვადა - 30 ივლისი, 2021

სასკოლო პროექტების გამოგზავნის ბოლო ვადა - 30 ივლისი, 2021

 

დეტალური ინფორმაციისთვის გთხოვთ ეწვიოთ შემდეგ ვებგვერდებს: www.unicef.org/georgia ,
www.bsu.edu.ge და www.moecs.ge


 

თარიღი: 13/07/2021