საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

საერთაშორისო სიმპოზიუმი ქიმიაში

8 ივნისს, ამერიკის ქიმიური საზოგადოების სტუდენტური თვითმართველობის და ამერიკის ქიმიური საზოგადოება-საქართველოს თანაორგანიზებით მე-6 ყოველწლიური საერთაშორისო სიმპოზიუმი გაიმართება.

სიმპოზიუმის მონაწილეებს შეუძლიათ წარმოადგინონ თავიანთი კვლევითი პროექტი ზეპირი ან სტენდური ( პოსტერული) მოხსენების სახით.

სიმპოზიუმი დაიწყება 11:30 საათზე და ჩატარდება ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსში, სააქტო დარბაზის ფოიეში.

გამოვლინდებიან გამარჯვებულებიც, რომლებსაც შეაფასებენ ქართველი და ამერიკელი პროფესორები.

თეზისების მიღება წარმოებს 29 მაისის ჩათვლით, შემდეგ მეილზე : acs.sc.tsu@gmail.com

აბსტრაქტის გამოგზავნისას მიუთითოთ პოსტერია თუ ზეპირი და სახელი გვარი. მაგალითად: Abstract_Name_Surname_Oral/poster

 

გთხოვთ გაითვალისწინეთ:   

ზეპირი მომხსენებლების რაოდენობა შეზღუდულია,

სიმპოზიუმის მონაწილე თავად არის პასუხისმგებელი პოსტერის დაბეჭვდვაზე, ადგილზე მოტანასა და შესაბამის დაფაზე განთავსებაზე.

სიმპოზიუმის  სამუშაო ენაა- ინგლისური

 

დამატებითი ინფორმაცია:

·          თეზისის გაფორმების წესები:  https://acs.qa/?page_id=317

·          პოსტერის ფორმატი: A0 (სიგანე: 84.1სმ, სიგრძე: 118.9სმ)

თარიღი: 22/05/2026