საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

მონოგრაფია „სატრანსპორტო სამართალი: მეთოდოლოგიური, ტელეოლოგიური და შედარებით სამართლებრივი გააზრება“

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა იურიდიული ფაკულტეტის პროფესორის, საპატიო დოქტორის ირაკლი ბურდულის, ასოცირებული პროფესორის ნათია ჩიტაშვილის და დოქტორანტის, ადვოკატ ანა ხარაიშვილის კოლექტიური მონოგრაფიის „სატრანსპორტო სამართალი: მეთოდოლოგიური, ტელეოლოგიური და შედარებით სამართლებრივი გააზრება“ პრეზენტაცია.

 

ნაშრომი წარმოადგენს ქართულ იურიდიულ მეცნიერებაში სატრანსპორტო სამართლის პირველ სისტემურ და ინტერდისციპლინურ კვლევას, რომელიც აღნიშნულ სფეროს დამოუკიდებელ სამართლებრივ დარგად განიხილავს და განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს საქართველოს სატრანზიტო პოტენციალის სრულფასოვან რეალიზაციას.

 

ღონისძიება გახსნა იურიდიული ფაკულტეტის დეკანმა, ასოცირებულმა პროფესორმა მორის შალიკაშვილმა. პრეზენტაციას ესწრებოდნენ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონია, საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილეები პროფესორი მერაბ ტურავა და ასოცირებული პროფესორი გიორგი დგებუაძე, აგრეთვე საქართველოს საერთო და საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეები, ადვოკატთა ასოციაციის წევრები, თსუ-ს იურიდიული ფაკულტეტის ადმინისტრაციის და აკადემიური საზოგადოების წარმომადგენლები.

თარიღი: 15/05/2026