საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

იუნისეფის ნიუ-იორკის ცენტრალური ოფისის ორგანიზებით Green Rising Workshop ჩატარდა

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ბავშვის უფლებების ცენტრში, მიმდინარე წლის 17-18 სექტემბერს იუნისეფის ნიუ-იორკის ცენტრალური ოფისის კოორდინირებით ჩატარდა:  “Green Rising Workshop”, რომლის თემა იყო ბუნებრივი კატასტროფების პრევენცია/ წყალდიდობები და ბავშვების კეთილდღეობა. სამუშაო შეხვედრის მიზანი ახალგაზრდებთან ამ თემებზე დისკუსია და სამომავლო პროგრამების მონახაზის შექმნა იყო ამ მიმართულებით ბავშვების ცოდნისა და საზოგადოების ცნობიერების ამაღლებისთვის. სწორედ შეხვედრაში მონაწილე ახალგაზრდების მოსაზრებების გათვალისწინებით იგეგმება ახალი ხედვის მომზადება.

სამუშაო შეხვედრას გაეროს ბავშვთა ფონდის ნიუ იორკის ოფისის, მოხალისეთა ჩართულობისა და სტრატეგიის კონსულტანტები - ისტემ აკალფი და სტრატეგიული განვითარების მრჩეველი - ბენიამინ საიმონი უძღვებოდნენ. შეხვედრა გახსნეს გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელმა საქართველოში  - იასპერ მოლერმა და თსუ ბავშვის უფლებების ცენტრის ხელმძღვანელმა - ნინო  შატბერაშვილმა.

ცენტრის საქმიანობაში მონაწილეობით დაინტერესების შემთხვევაში, დაგვიკავშირდით მისამართზე chrc@tsu.ge. ერთად მოვემსახუროთ ბავშვების ინტერესების განხორციელებასა და უფლებების დაცვას.

 

 

თარიღი: 19/09/2025