საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

თსუ სტუდენტები პრაქტიკას საკონსტიტუციო სასამართლოში გაივლიან

თსუ იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებს საკონსტიტუციო სასამართლოში  პროფესიული კარიერისთვის მომზადებისა და პრაქტიკული უნარ-ჩვევების გაძლიერების შესაძლებლობა ექნებათ. ამ მიზნით, ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომელსაც ხელი თსუ რექტორმა, აკადემიკოსმა ჯაბა სამუშიამ და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ, თსუ პროფესორმა მერაბ ტურავამ მოაწერეს.

 

მემორანდუმის ფარგლებში ინსტიტუტების მიერ განხორციელდება ერთობლივი პროექტები, რაც მოიაზრებს საგამომცემლო საქმიანობის წარმოებას, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს სამართლებრივი ჟურნალის გამოცემაში ერთობლივ მონაწილეობას. ასევე, ერთობლივი კონფერენციების, საჯარო ლექციების, სემინარების დაგეგმვას, სასამართლოში სტუდენტების ვიზიტების და მათთვის იმიტირებული სასამართლო პროცესების მხარდაჭერას. გარდა ამისა, იგეგმება ყოველწლიური საგანმანათლებლო სკოლების ორგანიზება.

 

აღნიშნული მემორანდუმი გააძლიერებს ორ ინსტიტუციას შორის თანამშრომლობას სამართლის მეცნიერების განვითარების მიმართულებით. ასევე შექმნის ურთიერთთანამშრომლობის ისეთ სისტემას, რომელიც შეესაბამება იურიდიული განათლების საერთაშორისო სტანდარტებსა და თანამედროვე შრომის ბაზრის მოთხოვნებს.

თარიღი: 10/05/2023