თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია მეორის გარდაცვალების გამო.
ქართულმა საზოგადოებამ დაკარგა უდიდესი წინამძღოლი, რომელმაც თითქმის ნახევარი საუკუნის განმავლობაში განსაზღვრა ქვეყნის სულიერი და ეროვნული ცხოვრების მნიშვნელოვანი ეტაპები. ილია II ასოცირდებოდა საზოგადოებრივი ერთიანობის, მშვიდობისა და ტრადიციული ღირებულებების დაცვასთან.
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სახელით, სრულიად საქართველოს ვუსამძიმრებთ ამ უდიდეს ტრაგედიას.