საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
ბრძანება
თარიღი
სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე სწავლის უფლების მქონე აბიტურიენტთა ჩარიცხვის შესახებ
სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე სწავლის უფლების მქონე აბიტურიენტთა  ჩარიცხვის შესახებ

   ,,უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, 52-ე მუხლის მე-3 პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის პირველი, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 58-ე მუხლის პირველი ნაწილის, მე-100 მუხლის პირველი ნაწილის,  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის #135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის "ა", "ბ" "ო" და "პ" ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 29 დეკემბრის №224/ნ ბრძანების ,,უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ერთიანი ეროვნული გამოცდების/საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე სწავლის უფლების მქონე აბიტურიენტების/მაგისტრანტობის კანდიდატების / სტუდენტების მიერ დოკუმენტების წარდგენისა და განხილვის წესის დამტკიცების შესახებ” მე-2 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტის, მე-3 მუხლის მე-5 პუნქტის, ,,საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასა და სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობით განსახორციელებელ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილისაგან განსხვავებული წესის და პირობების განსაზღვრის შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 30 იანვრის  №19 დადგენილების პირველი მუხლის 31 პუნქტის, ,,აბიტურიენტებისათვის /მაგისტრანტობის  კანდიდატებისათვის/სტუდენტებისათვის ერთიანი ეროვნული გამოცდების/საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლის უფლების მინიჭების თაობაზე” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 15 ივნისის  №548 ბრძანების საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. ჩაირიცხონ სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2017-2018 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრიდან ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე სწავლის უფლების მქონე აბიტურიენტები №1 დანართის შესაბამისად (დანართი №1);
2. ინფორმაცია საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრში ასახვის მიზნით გაეგზავნოს სსიპ – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს.
3. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
4. ბრძანების დაინტერესებული პირისათვის გადაცემა დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.

რექტორი                                                  გიორგი შარვაშიძე

სრულად

ბრძანების N: 536/01-04

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებისათვის სტატუსის შეჩერებიდან 5 წლიანი ვადის გასვლის გამო სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის თაობაზე

,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, 43-ე მუხლის მე-12 პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი, მეორე და მესამე ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის,  55-ე მუხლის პირველი და  მე-2 ნაწილების, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 4 თებერვლის №10/ნ ბრძანებით დამტკიცებული "უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში გადასვლის წესისა და საფასურის" №1 დანართის მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის -  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის ,,ა“, ,,ბ“, ,,ო“ და ,,პ“ ქვეპუნქტების, მე-9 და მე-11 პუნქტების, 41-ე მუხლის მე-5 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტის, ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების საჯაროდ გამოცხადების წესის დამტკიცების შესახებ“ თსუ-ს რექტორის 2010 წლის 13 სექტემბრის №83/01-01 ბრძანების, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის 2017 წლის 7 ივნისის №8750/28, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის 2017 წლის 12 ივნისის №9014/27, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის  2017 წლის 7 ივნისის №8665/30, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანის მოადგილის 2017 წლის 9 ივნისის №8922/29, იურიდიული ფაკულტეტის დეკანის 2017 წლის 15 ივნისის №9294/31-01, ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის 2017 წლის 8 ივნისის №8770/26 წარდგინებებისა და თსუ საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტიდან მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, 

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. შეუწყდეთ სტუდენტის სტატუსი, სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებს №1 დანართის შესაბამისად, სტუდენტის სტატუსის შეჩერებიდან 5 წლიანი ვადის გასვლის გამო (დანართი №1). 
2. შეტანილ იქნეს ცვლილება საგანმანათლებლო დაწესებულებათა რეესტრში  (1 დღის ვადაში).
3. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
4. დაევალოს კანცელარიას ბრძანება განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე და გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს.
5. ბრძანება ძალაშია საჯარო გამოცხადებისთანავე.
6. წინამდებარე ბრძანება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრებული იქნას კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან                   ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №6)

რექტორის მოვალეობის შემსრულებელი,
რექტორის მოადგილე       მიხეილ ჩხენკელი

სრულად

ბრძანების N: 533/01-04

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე პროფესორების სამსახურში მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე პროფესორების სამსახურში მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ

"უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, 34-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 35-ე მუხლის პირველი პუნქტის  "ა" ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის „ა", „ბ" და „პ" ქვეპუნქტების, 28-ე მუხლის, ივანე ჯავახიშვილის  სახელობის  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2014 წლის 22 დეკემბრის №118 დადგენილების (დამტკიცებული თსუ წარმომადგენლობითი საბჭოს ოქმი №10 29.12.2014წ), "სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთიანი საშტატო განრიგის დამტკიცების შესახებ" სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2017 წლის 6 ივნისის  №09/04 ერთობლივი ბრძანების, თსუ რექტორის 2017 წლის 14 ივნისის #118/01-01 ბრძანების და სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის თამარ დოლბაიას 2017 წლის 12 ივნისის # 8982/30 წერილის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. გამოცხადდეს კონკურსი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე პროფესორების სამსახურში მისაღებად;

2. უნივერსიტეტის პროფესორად 6 (ექვსი) წლის ვადით (ხოლო უნივერსიტეტის წესდებაში შესაბამისი ცვლილებების კანონით გათვალისწინებული წესით დამტკიცების შემთხვევაში - 10 წლის ვადით) შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს არანაკლებ 6 (ექვსი) წლის სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის გამოცდილება;

3. კონკურსი გამოცხადდეს 2017 წლის 16 ივნისს. საკონკურსო დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადა განისაზღვროს 2017 წლის 17 ივლისიდან 2017 წლის                    28 ივლისის ჩათვლით. საკონკურსო კომისიის შემაჯამებელი ოქმი თსუ აკადემიურ საბჭოს გადაეცეს არაუგვიანეს 2017 წლის 20 სექტემბრისა;

4. კონკურსი გამოცხადდეს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე პროფესორების აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად: 

ინტერდისციპლინური კვლევების დეპარტამენტი 

   პროფესორი – 2 საშტატო ერთეული

პოლიტიკის მეცნიერების დეპარტამენტი

    პროფესორი – 1 საშტატო ერთეული

საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტი

    პროფესორი – 1 საშტატო ერთეული

სოციოლოგიისა და სოციალური მუშაობის დეპარტამენტი 

პროფესორი – 1 საშტატო ერთეული

საზოგადოებრივი გეოგრაფიის დეპარტამენტი

პროფესორი – 2 საშტატო ერთეული

ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის დეპარტამენტი

პროფესორი – 1 საშტატო ერთეული

5. პროფესორის თანამდებობაზე ასარჩევმა კანდიდატმა  უნდა წარმოადგინოს:

ა)  განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე (დადგენილი ფორმის მიხედვით);

ბ) კონკურსანტის ანკეტა, შევსებული დადგენილი ფორმის მიხედვით  (ანკეტა წარმოდგენილი უნდა იყოს როგორც ნაბეჭდი, ისე ელექტრონული (CD) სახით, (ფაილის ფორმატი – Word და PDF ფაილების სახით);   

გ) პირადობის მოწმობის ასლი;

დ)შესაბამისი აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის (დოკუმენტების)  ასლი (უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების ან/და სამეცნიერო ხარისხის აღიარების კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი, ასეთის არსებობის შემთხვევაში);

ე) სამსახურებრივი გამოცდილების ამსახველი კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი (ცნობა, შრომის წიგნაკის ასლი და სხვ.);

ვ)სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი;

ზ) შესაფასებლად წარმოდგენილი ერთი გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომი;

თ) სამეცნიერო კვლევების კონცეფცია.

6.  საკონკურსო  დოკუმენტების  მიღება იწარმოებს  2017 წლის 17 ივლისიდან 2017 წლის 28 ივლისის ჩათვლით 930-დან 1800 საათამდე, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის საკონკურსო დოკუმენტაციის მიმღებ აპარატში, თბილისი ი. ჭავჭავაძის გამზ. #8 (VI კორპუსი) ოთახი #203-ა 

6. ბრძანება გამოქვეყნდეს გაზეთში "თბილისის უნივერსიტეტი";

7. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;

8. დაევალოს კანცელარიას ბრძანების დაგზავნის ფურცელში მითითებული სტრუქტურული ერთეულებისათვის გადაცემა;

9. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.

რექტორის მოვალეობის შემსრულებელი,

რექტორის მოადგილე                                          მიხეილ ჩხენკელი

სრულად

ბრძანების N: 119/01-01

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ასოცირებული პროფესორების სამსახურში მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ
სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ასოცირებული პროფესორების სამსახურში მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ

     "უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტების, 34-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 35-ე მუხლის მე-2 პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის,  მე-8  პუნქტის "ა", "ბ" და "პ" ქვეპუნქტების, 28-ე მუხლის, 29-ე მუხლის მე-2 პუნქტის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2014 წლის 22 დეკემბრის №118 დადგენილების (დამტკიცებული თსუ წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ, ოქმი №10 29. 12. 2014წ), "სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთიანი საშტატო განრიგის დამტკიცების შესახებ" თსუU რექტორის და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2017 წლის 6 ივნისის №09/04 ერთობლივი ბრძანების, თსუ რექტორის 2017 წლის 14 ივნისის №118/01-01 ბრძანების და სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის    თამარ დოლბაიას 2017 წლის 12 ივნისის № 8982/30 წერილის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. გამოცხადდეს კონკურსი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ასოცირებული პროფესორის სამსახურში მისაღებად;
2. უნივერსიტეტის ასოცირებულ პროფესორად 7 (შვიდი) წლის ვადით შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს არანაკლებ 3 (სამი) წლის სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის გამოცდილება;
3. კონკურსი გამოცხადდეს 2017 წლის 16 ივნისს. საკონკურსო დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადა განისაზღვროს 2017 წლის 17 ივლისიდან 2017 წლის                    28 ივლისის ჩათვლით. საკონკურსო კომისიის შემაჯამებელი ოქმი თსუ აკადემიურ საბჭოს გადაეცეს არაუგვიანეს 2017 წლის 20 სექტემბრისა;
4. კონკურსი გამოცხადდეს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორების აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად: 

ინტერდისციპლინური კვლევების დეპარტამენტი 
    ასოცირებული პროფესორი – 1 საშტატო ერთეული

პოლიტიკის მეცნიერების დეპარტამენტი
   ასოცირებული პროფესორი  – 2 საშტატო ერთეული

საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტი
   ასოცირებული პროფესორი – 1 საშტატო ერთეული

სოციოლოგიისა და სოციალური მუშაობის დეპარტამენტი 
   ასოცირებული პროფესორი – 3 საშტატო ერთეული

საზოგადოებრივი გეოგრაფიის დეპარტამენტი
  ასოცირებული პროფესორი – 4 საშტატო ერთეული

ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის დეპარტამენტი
    ასოცირებული პროფესორი – 6 საშტატო ერთეული
  5. ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე ასარჩევმა კანდიდატმა უნდა            წარმოადგინოს:
ა)  განცხადება  საკონკურსო  კომისიის  სახელზე  (დადგენილი   ფორმის მიხედვით); 
ბ) კონკურსანტის ანკეტა, შევსებული დადგენილი ფორმის მიხედვით (ანკეტა წარმოდგენილი უნდა იყოს როგორც ნაბეჭდი, ისე ელექტრონული (CD) სახით, (ფაილის ფორმატი – Word და PDF ფაილების სახით);    
გ)  პირადობის მოწმობის ასლი;
დ) შესაბამისი აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის (დოკუმენტების)  ასლი (უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების ან/და სამეცნიერო ხარისხის აღიარების კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი, ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ე)  სამსახურებრივი გამოცდილების ამსახველი კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი (ცნობა,შრომის წიგნაკის ასლი და სხვა);
ვ)სამეცნიერო - პედაგოგიური მუშაობის გამოცდილების დამადასტურებელი  დოკუმენტი;
ზ) შესაფასებლად წარმოდგენილი ერთი გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომი;
თ) სამეცნიერო კვლევების კონცეფცია;
6. საკონკურსო  დოკუმენტების  მიღება იწარმოებს  2017 წლის 17 ივლისიდან   2017 წლის 28 ივლისის ჩათვლით 930-დან 1800 საათამდე, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის საკონკურსო დოკუმენტაციის მიმღებ აპარატში, თბილისი ი. ჭავჭავაძის გამზ. #8 (VI კორპუსი) ოთახი #203-ა; 
7. ბრძანება გამოქვეყნდეს გაზეთში "თბილისის უნივერსიტეტი";
8. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
9. დაევალოს კანცელარიას ბრძანების დაგზავნის ფურცელში მითითებული სტრუქტურული ერთეულებისათვის გადაცემა;
10. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.

რექტორის მოვალეობის შემსრულებელი,
რექტორის მოადგილე                                            მიხეილ ჩხენკელი

სრულად

ბრძანების N: 120/01-01

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ასისტენტ - პროფესორის სამსახურში მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ
სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ასისტენტ - პროფესორის სამსახურში მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ

    "უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, 34-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 35-ე მუხლის მე-3 პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის,  მე-8  პუნქტის "ა", "ბ" და "პ" ქვეპუნქტების, 28-ე მუხლის,  29-ე მუხლის მე-3 პუნქტის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2014 წლის 22 დეკემბრის №118 დადგენილებით (დამტკიცებული თსუ წარმომადგენლობითი საბჭოს ოქმი №10 29.12.2014წ) დამტკიცებული სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღებისა და კონკურსის ჩატარების ერთიანი წესის პირველი მუხლის  მე-2 და მე-3 პუნქტების, ამავე წესის მე-3 მუხლის, "სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთიანი საშტატო განრიგის დამტკიცების შესახებ" სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2017 წლის 6 ივნისის №09/04 ერთობლივი ბრძანების, თსუ რექტორის 2017 წლის 14 ივნისის №118/01-01 ბრძანების და სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის თამარ დოლბაიას 2017 წლის 12 ივნისის № 8982/30 წერილის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. გამოცხადდეს კონკურსი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასისტენტ-პროფესორის სამსახურში მისაღებად;
2. უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორად 4 (ოთხი) წლის ვადით შეიძლება არჩეული იქნეს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი;
3. კონკურსი გამოცხადდეს 2017 წლის 16 ივნისს. საკონკურსო დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადა განისაზღვროს 2017 წლის 17 ივლისიდან 2017 წლის                   28 ივლისის ჩათვლით. საკონკურსო კომისიის შემაჯამებელი ოქმი თსუ აკადემიურ საბჭოს გადაეცეს არაუგვიანეს 2017 წლის 20 სექტემბრისა;
4. კონკურსი გამოცხადდეს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასისტენტ - პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად: 
ინტერდისციპლინური კვლევების დეპარტამენტი 
ასისტენტ პროფესორი – 1 საშტატო ერთეული
5.  აკადემიურ თანამდებობაზე ასარჩევმა კანდიდატმა  უნდა წარმოადგინოს:
ა) განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე (დადგენილი ფორმის მიხედვით); 
ბ) კონკურსანტის ანკეტა, შევსებული დადგენილი ფორმის მიხედვით   (ანკეტა წარმოდგენილი უნდა იყოს როგორც ნაბეჭდი, ისე ელექტრონული   (CD) სახით, (ფაილის ფორმატი – Word და PDF  ფაილების სახით);   
გ) პირადობის მოწმობის ასლი;
დ)შესაბამისი აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის (დოკუმენტების) ასლი (უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების ან/და სამეცნიერო ხარისხის აღიარების კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი, ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ე) სამსახურებრივი გამოცდილების ამსახველი კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი (ცნობა, შრომის წიგნაკის ასლი და სხვ.);
ვ) სამოტივაციო წერილი;
ზ) შესაფასებლად წარმოდგენილი ერთი გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომი;
6. საკონკურსო  დოკუმენტების  მიღება იწარმოებს  2017 წლის 17 ივლისიდან   2017 წლის 28 ივლისის ჩათვლით 930-დან 1800 საათამდე, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის საკონკურსო დოკუმენტაციის მიმღებ აპარატში, თბილისი ი. ჭავჭავაძის გამზ. #8 (VI კორპუსი) ოთახი #203-ა; 
7. ბრძანება გამოქვეყნდეს გაზეთში "თბილისის უნივერსიტეტი";
8. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
9. დაევალოს კანცელარიას ბრძანების დაგზავნის ფურცელში მითითებული სტრუქტურული ერთეულებისათვის გადაცემა;
10. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.

რექტორის მოვალეობის შემსრულებელი,
რექტორის მოადგილე                                         მიხეილ ჩხენკელი

სრულად

ბრძანების N: 121/01-01

„სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური პროექტების დაფინანსების განმსაზღვრელი საბჭოს შექმნისა და სტუდენტური პროექტების დაფინანსების წესის შემუშავების შესახებ“ რექტორისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2016 წლის 23 დეკემბრის N18/04 ერთობლივ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

        „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ლ“ და „ჰ4“ ქვეპუნქტების, 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, 23-ე მუხლის პირველი პუნქტის და 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ზ“, „თ“ და „ი“ ქვეპუნქტების, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 54–ე მუხლის პირველის ნაწილის, 57-ე მუხლისა და  63–ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის „ა“, „ო“ და „პ“ ქვეპუნქტების, მე-11 პუნქტის, მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის   „ნ“, „ო“ და „პ“ ქვეპუნქტების საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. შეტანილ იქნას ცვლილება  „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური პროექტების დაფინანსების განმსაზღვრელი საბჭოს შექმნისა და სტუდენტური პროექტების დაფინანსების წესის შემუშავების შესახებ“  რექტორისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2016 წლის   23 დეკემბრის N18/04 ერთობლივ ბრძანებაში და ბრძანების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1.     დამტკიცდეს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური პროექტების დაფინანსების განმსაზღვრელი საბჭო შემდეგი შემადგენლობით:
ა) მიხეილ ჩხენკელი - რექტორის მოადგილე, საბჭოს თავმჯდომარე;
ბ)ლაშა საღინაძე - ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილე, საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე;
გ) რევაზ აფხაზავა  - განათლების პოლიტიკის დაგეგმვისა და მართვის საერთაშორისო ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორი, საბჭოს წევრი;
დ) ირინა გველესიანი - თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, საბჭოს წევრი;

ე)ალექსანდრე თევზაძე - თსუ  ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, საბჭოს წევრი;
ვ)ლაშა ლაბაძე - თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დამხარე საგანმანათლებლო ერთეულის ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის მოწვეული ლექტორი, საბჭოს წევრი;
ზ) ოლივერ რაისნერი - სსიპ - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, საბჭოს წევრი;
თ)ირინა ხანთაძე - კონსულტაციისა და  და ტრენინგის ცენტრის ხელმძღვანელი, საბჭოს წევრი.“
2. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
3. ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
4.  ბრძანება ძალაში შედის გამოცემისთანავე.

რექტორის მოვალეობის შემსრულებელი,
რექტორის მოადგილე                                            მიხეილ ჩხენკელი

ადმინისტრაციის ხელმძღვანელი                    ნუნუ ოვსიანიკოვა

სრულად

ბრძანების N: 10/04

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტზე პროფესორების სამსახურში მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ
სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტზე პროფესორების სამსახურში მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ

    "უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, 34-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტის, 35-ე მუხლის პირველი პუნქტის  "ა" ქვეპუნქტის,  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტისა "ა", "ბ" და "პ" ქვეპუნქტების, 28-ე მუხლის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2014 წლის 22 დეკემბრის №118 დადგენილების (დამტკიცებული თსუ წარმომადგენლობითი საბჭოს ოქმი №10 29.12.2014წ.), "სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთიანი საშტატო განრიგის დამტკიცების შესახებ" სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2017 წლის 6 ივნისის №09/04 ერთობლივი ბრძანების, თსუ რექტორის 2017 წლის 14 ივნისის №118/01-01 ბრძანების და ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის თამარ გაგოშიძის 2017 წლის 9 ივნისის  № 8890/26 წერილის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1.    გამოცხადდეს კონკურსი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტზე პროფესორების სამსახურში მისაღებად;
2.     უნივერსიტეტის პროფესორად 6 (ექვსი) წლის ვადით (ხოლო უნივერსიტეტის წესდებაში შესაბამისი ცვლილებების კანონით გათვალისწინებული წესით დამტკიცების შემთხვევაში - 10 წლის ვადით) შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს არანაკლებ 6 (ექვსი) წლის სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის გამოცდილება;

1.    კონკურსი გამოცხადდეს 2017 წლის 16 ივნისს. საკონკურსო დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადა განისაზღვროს 2017 წლის 17 ივლისიდან 2017 წლის 28 ივლისის ჩათვლით. საკონკურსო კომისიის შემაჯამებელი ოქმი თსუ აკადემიურ საბჭოს გადაეცეს არაუგვიანეს 2017 წლის 20 სექტემბრისა;
2.    კონკურსი გამოცხადდეს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე პროფესორების აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად:
     
ფსიქოლოგიის დეპარტამენტი

სოციალური ფსიქოლოგიის სასწავლო –სამეცნიერო ინსტიტუტი
პროფესორი – 1 საშტატო ერთეული

პიროვნებისა და კლინიკური ფსიქოლოგიის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტი    პროფესორი – 1 საშტატო ერთეული

განათლების ფსიქოლოგიის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტი   
პროფესორი – 1 საშტატო ერთეული

კოგნიტური და ნეიროფსიქოლოგიის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტი   
პროფესორი – 1 საშტატო ერთეული

5.      პროფესორის თანამდებობაზე ასარჩევმა კანდიდატმა  უნდა   წარმოადგინოს:
ა)  განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე (დადგენილი ფორმის მიხედვით);    
ბ) კონკურსანტის ანკეტა, შევსებული დადგენილი ფორმის მიხედვით  (ანკეტა წარმოდგენილი უნდა იყოს როგორც ნაბეჭდი, ისე ელექტრონული (CD) სახით, (ფაილის ფორმატი – Word და PDF ფაილების სახით);       
გ) პირადობის მოწმობის ასლი;
დ)შესაბამისი აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის (დოკუმენტების)  ასლი (უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების ან/და სამეცნიერო ხარისხის აღიარების კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი, ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ე) სამსახურებრივი გამოცდილების ამსახველი კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი (ცნობა, შრომის წიგნაკის ასლი და სხვ.);
ვ) სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი;
ზ) შესაფასებლად წარმოდგენილი ერთი გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომი;
თ) სამეცნიერო კვლევების კონცეფცია.
6.    საკონკურსო  დოკუმენტების  მიღება იწარმოებს  2017 წლის 17 ივლისიდან  2017 წლის 28 ივლისის ჩათვლით 930-დან 1800 საათამდე, ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის საკონკურსო დოკუმენტაციის მიმღებ აპარატში, თბილისი ი. ჭავჭავაძის გამზ. N11, თსუ მე-3 კორპუსი, ოთახი № 108;
7.    ბრძანება გამოქვეყნდეს გაზეთში "თბილისის უნივერსიტეტი";
8.    ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
9.    დაევალოს კანცელარიას ბრძანების დაგზავნის ფურცელში მითითებული სტრუქტურული ერთეულებისათვის გადაცემა;
10.    ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.

რექტორის მოვალეობის შემსრულებელი,
რექტორის მოადგილე                                          მიხეილ ჩხენკელი

სრულად

ბრძანების N: 122/01-01

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტზე ასოცირებული პროფესორების სამსახურში მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ
სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტზე ასოცირებული პროფესორების სამსახურში მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ

    "უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტების, 34-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 35-ე მუხლის მე-2 პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის,  მე-8  პუნქტის "ა", "ბ" და "პ" ქვეპუნქტების, 28-ე მუხლის, 29-ე მუხლის მე-2 პუნქტის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2014 წლის 22 დეკემბრის №118 დადგენილების - ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღებისა და კონკურსის ჩატარების ერთიანი წესის შესახებ” (დამტკიცებულია თსუ წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ, ოქმი №10 29. 12. 2014წ), "სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთიანი საშტატო განრიგის დამტკიცების შესახებ" თსუU რექტორის და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2017 წლის 6 ივნისის №09/04 ერთობლივი ბრძანების, თსუ რექტორის 2017 წლის 14 ივნისის №118/01-01 ბრძანების და  ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის თამარ გაგოშიძის 2017 წლის 9 ივნისის № 8890/26 წერილის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1.    გამოცხადდეს კონკურსი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტზე ასოცირებული პროფესორის სამსახურში მისაღებად;
2.    უნივერსიტეტის ასოცირებულ პროფესორად 7 (შვიდი) წლის ვადით შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს არანაკლებ 3 (სამი) წლის სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის გამოცდილება;
3.    კონკურსი გამოცხადდეს 2017 წლის 16 ივნისს. საკონკურსო დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადა განისაზღვროს 2017 წლის 17 ივლისიდან 2017 წლის 28 ივლისის ჩათვლით. საკონკურსო კომისიის შემაჯამებელი ოქმი თსუ აკადემიურ საბჭოს გადაეცეს არაუგვიანეს 2017 წლის 20 სექტემბრისა;
4.    კონკურსი გამოცხადდეს ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორების აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად:
ფსიქოლოგიის დეპარტამენტი

  სოციალური ფსიქოლოგიის სასწავლო –სამეცნიერო ინსტიტუტი
ასოცირებული პროფესორი – 1 საშტატო ერთეული

  პიროვნებისა და კლინიკური ფსიქოლოგიის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტი    ასოცირებული პროფესორი – 2 საშტატო ერთეული

განათლების ფსიქოლოგიის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტი   
   ასოცირებული  პროფესორი – 1 საშტატო ერთეული

  კოგნიტური და ნეიროფსიქოლოგიის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტი   
ასოცირებული პროფესორი – 1 საშტატო ერთეული

5. ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე ასარჩევმა კანდიდატმა უნდა  წარმოადგინოს:
ა)  განცხადება  საკონკურსო  კომისიის  სახელზე  (დადგენილი   ფორმის მიხედვით);   
ბ) კონკურსანტის ანკეტა, შევსებული დადგენილი ფორმის მიხედვით   (ანკეტა წარმოდგენილი უნდა იყოს როგორც ნაბეჭდი, ისე ელექტრონული (CD) სახით, (ფაილის ფორმატი – Word და PDF ფაილების სახით);      
გ)  პირადობის მოწმობის ასლი;
დ) შესაბამისი აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის (დოკუმენტების)  ასლი (უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების ან/და სამეცნიერო ხარისხის აღიარების კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი, ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ე)  სამსახურებრივი გამოცდილების ამსახველი კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი (ცნობა /შრომის წიგნაკის ასლი და სხვა);
ვ)სამეცნიერო - პედაგოგიური მუშაობის გამოცდილების დამადასტურებელი  დოკუმენტი;
ზ) შესაფასებლად წარმოდგენილი ერთი გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომი;
თ) სამეცნიერო კვლევების კონცეფცია;
6. საკონკურსო  დოკუმენტების  მიღება იწარმოებს 2017 წლის 17 ივლისიდან  2017 წლის 28 ივლისის ჩათვლით 930-დან 1800 საათამდე,
7.  ბრძანება გამოქვეყნდეს გაზეთში "თბილისის უნივერსიტეტი"
8.    ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს       საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
7.    დაევალოს კანცელარიას ბრძანების დაგზავნის ფურცელში მითითებული სტრუქტურული ერთეულებისათვის გადაცემა;
8.    ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.

რექტორის მოვალეობის შემსრულებელი,
რექტორის მოადგილე                                            მიხეილ ჩხენკელი

სრულად

ბრძანების N: 123/01-01

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტზე ასისტენტ - პროფესორის სამსახურში მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ
სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  ფსიქოლოგიისა და  განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტზე ასისტენტ - პროფესორის სამსახურში მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ

    "უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, 34-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 35-ე მუხლის მე-3 პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის,  მე-8  პუნქტის "ა", "ბ" და "პ" ქვეპუნქტების, 28-ე მუხლის, 29-ე მუხლის მე-3 პუნქტის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2014 წლის 22 დეკემბრის №118 დადგენილებით (დამტკიცებული თსუ წარმომადგენლობითი საბჭოს ოქმი №10 29.12.2014წ) დამტკიცებული სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღებისა და კონკურსის ჩატარების ერთიანი წესის პირველი მუხლის  მე-2  და მე-3 პუნქტების, ამავე წესის მე-3 მუხლის, "სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთიანი საშტატო განრიგის დამტკიცების შესახებ" სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის და ადმინისტრაციის 2017 წლის 6 ივნისის  №09/04 ერთობლივი ბრძანების, თსუ რექტორის 2017 წლის 14 ივნისის №118/01-01 ბრძანების და ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის თამარ გაგოშიძის 2017 წლის         9 ივნისის № 8890/26 წერილის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1.    გამოცხადდეს კონკურსი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის ასისტენტ-პროფესორის სამსახურში მისაღებად;
2.    უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორად 4 (ოთხი) წლის ვადით შეიძლება არჩეული იქნეს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი;
3.    კონკურსი გამოცხადდეს 2017 წლის 16 ივნისს. საკონკურსო დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადა განისაზღვროს 2017 წლის 17 ივლისიდან 2017 წლის  28 ივლისის ჩათვლით. საკონკურსო კომისიის შემაჯამებელი ოქმი თსუ აკადემიურ საბჭოს გადაეცეს არაუგვიანეს 2017 წლის 20 სექტემბრისა;
4.    კონკურსი გამოცხადდეს ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის ასისტენტ - პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად:
    
   ფსიქოლოგიის დეპარტამენტი

  პიროვნებისა და კლინიკური ფსიქოლოგიის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტი   
     ასისტენტ-პროფესორი – 1 საშტატო ერთეული

 5. აკადემიურ თანამდებობაზე ასარჩევმა კანდიდატმა  უნდა წარმოადგინოს:
ა) განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე (დადგენილი ფორმის მიხედვით);  
ბ)კონკურსანტის ანკეტა, შევსებული დადგენილი ფორმის მიხედვით  (ანკეტა წარმოდგენილი უნდა იყოს როგორც ნაბეჭდი, ისე ელექტრონული  (CD) სახით, (ფაილის ფორმატი – Word და PDF  ფაილების სახით);      
გ) პირადობის მოწმობის ასლი;
დ)შესაბამისი აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის (დოკუმენტების) ასლი (უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების ან/და სამეცნიერო ხარისხის აღიარების კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი, ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ე) სამსახურებრივი გამოცდილების ამსახველი კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი (ცნობა, შრომის წიგნაკის ასლი და სხვ.);
ვ) სამოტივაციო წერილი;
ზ) შესაფასებლად წარმოდგენილი ერთი გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომი;
 6. საკონკურსო დოკუმენტების მიღება იწარმოებს 2017 წლის 17 ივლისიდან  2017 წლის 28 ივლისის ჩათვლით 930-დან 1800 საათამდე, ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის საკონკურსო დოკუმენტაციის მიმღებ აპარატში, თბილისი ი. ჭავჭავაძის გამზ. N 11, თსუ მე-3 კორპუსი, ოთახი № 108;
7.    ბრძანება გამოქვეყნდეს გაზეთში "თბილისის უნივერსიტეტი";
8.    ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
9.    დაევალოს კანცელარიას ბრძანების დაგზავნის ფურცელში მითითებული სტრუქტურული ერთეულებისათვის გადაცემა;
10.    ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.

რექტორის მოვალეობის შემსრულებელი,
რექტორის მოადგილე                                          მიხეილ ჩხენკელი

სრულად

ბრძანების N: 124/01-01

,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტრუქტურულ ერთეულებში მატერიალურად პასუხისმგებელი პირების დანიშვნის შესახებ”ბ ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2016 წლის 20 ოქტომბრის №173/02-01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,უმაღლესი განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ’’ ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 54–ე მუხლის პირველის ნაწილის, 57-ე მუხლის და 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტის და თსუ კვების ობიექტის მენეჯერის    ვალერი არღუთაშვილის 2017 წლის 14 ივნისის №9211/29 კორესპონდენციების  საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. შევიდეს ცვლილება  ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტრუქტურულ ერთეულებში მატერიალურად პასუხისმგებელი პირების დანიშვნის შესახებ” ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2016 წლის 20 ოქტომბრის №173/02-01 ბრძანებაში და ბრძანების დანართი N#1 –ის 30-ე მუხლის 27 –ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,27. ვალერი არღუთაშვილი – ასისტენტ-პროფესორი, მატერიალური რესურსების მართვის დეპარტამენტის მენეჯერი _ თსუ პირველი სასწავლო და მე-10 (მაღლივი) სასწავლო კორპუსების კვების ობიექტებზე მატერიალურად პასუხისმგებელი პირი, ხოლო მისი არ ყოფნის განმავლობაში ხსენებულ ობიექტებზე მატერიალურად პასუხისმგებლობა დაეკისროს მატერიალური რესურსების მართვის დეპარტამენტის  პირველი კორპუსის კვების ობიექტის ადმინისტრატორს თენგიზ გოგოლაძეს. 
2. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს  საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
3. ბრძანება ძალაში შედის გამოცემისთანავე და მოქმედებს 2017 წლის 19 ივნისამდე.

ადმინისტრაციის ხელმძღვანელი                              ნუნუ ოვსიანიკოვა

სრულად

ბრძანების N: 142/02-01

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის დოქტორანტების 2016-2017 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში საუნივერსიტეტო დაფინანსების თაობაზე

     ,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის და 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ’’ ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგად ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, მე-100 მუხლის პირველი ნაწილის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის ,,ნ’’ ,,ო’’ და ,,პ’’ ქვეპუნქტების, რექტორის, 2015 წლის 29 ივლისის №126/01-01 ბრძანების, ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის, პროფესორის თ. გაგოშიძის 2017 წლის 06 ივნისის №8571/26 განცხადების და სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტის უფროსის დ. კანდელაკის 2017 წლის 07 ივნისის №8711/10 დასკვნის (დოქტორანტთა საუნივერსიტეტო დაფინანსების კანდიდანტების შესარჩევი კომისიის სხდომის ოქმი №1) საფუძველზე, 

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. დაფინანსდნენ, 2016-2017 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში, სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის დოქტორანტები შემდეგი ოდენობით (საშემოსავლო გადასახადის ჩათვლით): 
ა. თინათინი საბაური - 375 ლარით;
ბ. ნათია სორდია– 1406.25 ლარით;
გ. თინათინი ბანძელაძე– 1406.25 ლარით;
დ. გიორგი ჭუმბურიძე– 1406.25 ლარით;
ე. ლაშა ხოჯანაშვილი– 312.5 ლარით.
2. დაევალოს საფინანსო დეპარტამენტს შეიტანოს შესაბამისი ცვლილებები დოქტორანტების მონაცემთა ბაზაში.
3.  ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
4. დაევალოს კანცელარიას ბრძანების გადაცემა დაგზავნის ფურცელში მითითებული  სტრუქტურული ერთეულებისათვის.
5.  ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

ადმინისტრაციის ხელმძღვანელი                                  ნ. ოვსიანიკოვა

სრულად

ბრძანების N: 628/02-04

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების ცენტრის ტრენინგ-კურსის ,,სპორტული ნუტრიციოლოგია და კანონმდებლობა”-ს დამტკიცების შესახებ
სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების ცენტრის ტრენინგ-კურსის ,,სპორტული ნუტრიციოლოგია და კანონმდებლობა”-ს დამტკიცების შესახებ

    ,,უმაღლესი განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 54–ე მუხლის პირველი ნაწილის, 57-ე მუხლის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების   მინისტრის  2013 წლის 11  სექტემბრის  №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების  მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის ,,ა”, ,,პ" ქვეპუნქტებისა და მე-9 პუნქტის, თსუ უწყვეტი განათლების ცენტრის უფროსის 2017 წლის 09 ივნისის №8919/10 და თსუ ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის 2017 წლის 08 ივნისის №8782/10 წერილების საფუძველზე,         
                               
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. დამტკიცდეს სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების ცენტრის ტრენინგ-კურსის ,,სპორტული ნუტრიციოლოგია და კანონმდებლობა” (დანართი №1);
2. დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას წინამდებარე ბრძანების განთავსება ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე;
3. დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს ბრძანების განთავსება უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე;
4. ბრძანება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით საჯაროდ გამოცხადებისთანავე. 

რექტორი              გიორგი შარვაშიძე

სრულად

ბრძანების N: 115/01-01

,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტრუქტურულ ერთეულებში მატერიალურად პასუხისმგებელი პირების დანიშვნის შესახებ” ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2016 წლის 20 ოქტომბრის №173/02-01 ბრძანებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე

,,უმაღლესი განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ’’ ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 54–ე მუხლის პირველის ნაწილის, 57-ე მუხლის და 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტის, თსუ საგარეო ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის თ. გერგედავას 2017 წლის 07 ივნისის  №8693/10 კორესპონდენციის  საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. შევიდეს ცვლილება და დამატება  ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტრუქტურულ ერთეულებში მატერიალურად პასუხისმგებელი პირების დანიშვნის შესახებ” ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2016 წლის 20 ოქტომბრის №173/02-01 ბრძანებაში და ბრძანების დანართი №1-ის მე-20 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 20.  საგარეო ურთიერთობის დეპარტამენტი

1. მარინა კვირკვაია – საგარეო ურთიერთობის დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი – თსუ  პირველი სასწავლო კორპუსში მდებარე №121-ე ოთახში განთავსებულ მატერიალურ რესურსებზე პასუხისმგებელი პირი.
2. ირინა გამყრელიძე – საგარეო ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი სპეციალისტი – თსუ მეორე სასწავლო კორპუსში მდებარე №204-ე ოთახში განთავსებულ მატერიალურ რესურსებზე პასუხისმგებელი პირი”.

2. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება   დაევალოს  საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
3. ბრძანება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.

ადმინისტრაციის ხელმძღვანელი                              ნუნუ ოვსიანიკოვა

სრულად

ბრძანების N: 134/02-01

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საბიბლიოთეკო დოკუმენტის უნივერსიტეტის შიდა საბიბლიოთეკო სივრცეში მოძრაობის წესის დამტკიცების თაობაზე ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2013 წლის 23 სექტემბრის N107/02-01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

     „უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 23–ე მუხლის პირველი პუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ” ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი  ნაწილის, 53-ე მუხლის პირველი  ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 57-ე მუხლის, 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე–15 მუხლის პირველი პუნქტის, მე–16 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტებისა და უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის ხელმძღვანელის ზ. გაიპარაშვილის 2017 წლის 06 ივნისის N8633/10 კორესპონდენციის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. შევიდეს  ცვლილება სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საბიბლიოთეკო დოკუმენტის უნივერსიტეტის შიდა საბიბლიოთეკო სივრცეში მოძრაობის წესის დამტკიცების თაობაზე  ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2013 წლის 23 სექტემბრის N107/02-01 ბრძანებაში  და აღნიშნული ბრძანების დანართი N№1-ის მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:

,,მუხლი 6. განსაკუთრებული ფასეული გამოცემებით სარგებლობა

განსაკუთრებული ფასეული გამოცემებით (გამოცემა რარიტეტის ბეჭდით, ხელნაწერი, წიგნი წარწერით, კოლექციების ეგზემპლარი, გამოცემა ჩაწებებული ფოტოებით, ფოტო, რუკა, ხელით აკინძული წიგნი, მინიატურული გამოცემა, გამოცემის ერთი ეგზემპლარი), დისერტაციით, 1921 წლამდე გამოცემული დოკუმენტით სარგებლობა დასაშვებია უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის ხელმძღვანელის ნებართვით”.

2.  ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
3.   ბრძანება ძალაში შედის გამოცემისთანავე.

ადმინისტრაციის ხელმძღვანელი              ნუნუ ოვსიანიკოვა

სრულად

ბრძანების N: 135/02-01

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2017-2018 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში სადოქტორო პროგრამებზე ვაკანტური ადგილების განსაზღვრის შესახებ
სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2017-2018 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში სადოქტორო პროგრამებზე ვაკანტური ადგილების განსაზღვრის შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის პირველი, მეორე და მესამე ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 57-ე მუხლის,  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის „ა“, „ბ“, „ო“ და „პ“ ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის 2017 წლის 25 მაისის №7922/28, ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის 2017 წლის 1 ივნისის №8253/26, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანის 2017 წლის 5 ივნისის №8453/29, მედიცინის ფაკულტეტის დეკანის მოადგილის 2017 წლის 30 მაისის №8053/32, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის მოვალეობის შემსრულებლის 2017 წლის 23 მაისის №7754/27, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის 2017 წლის 24 მაისის №7833/30 და იურიდიული ფაკულტეტის დეკანის 2017 წლის 25 მაისის №7929/31-02 წარდგინებების საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. განისაზღვროს სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო  უნივერსიტეტში 2017-2018 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში სადოქტორო პროგრამებზე ვაკანტური ადგილები წინამდებარე ბრძანებაზე თანდართული დანართების შესაბამისად:

   1.1. ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი (დანართი  №1);
  1.2. ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი (დანართი  №2);
  1.3. სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი (დანართი  №3)
  1.4. ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი (დანართი  №4);
  1.5. იურიდიული ფაკულტეტი (დანართი  №5);
  1.6. მედიცინის ფაკულტეტი (დანართი  №6);
  1.7. ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი (დანართი №7).
2. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს      უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტმენტს.
3. ბრძანების  ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსებისა და შესაბამისი სტრუქტურული ერთეულებისათვის გადაცემის უზრუნველყოფა დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
4. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

რექტორი    გიორგი შარვაშიძე

სრულად

ბრძანების N: 108/01-01

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2017-2018 სასწავლო წლის სასწავლო პროცესის ვადების განსაზღვრის შესახებ
სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2017-2018 სასწავლო წლის სასწავლო პროცესის ვადების განსაზღვრის შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 56–ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის „ა“, „ბ“, „ო“ და „პ“ ქვეპუნქტებისა და მე-9 პუნქტის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. განისაზღვროს სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2017-2018 სასწავლო წლის სასწავლო პროცესის ვადები შემდეგი სახით:

ბაკალავრიატი/დიპლომირებული მედიკოსი/სტომატოლოგი/ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა

ა) პირველსემესტრელთა  რეგისტრაცია:
ა.ა) ადმინისტრაციული რეგისტრაცია და ხელშეკრულების გაფორმება -   5 - 12 სექტემბერი;  
ა.ბ) აკადემიური რეგისტრაცია - 14 - 18 სექტემბერი.

ბ) შემოდგომის სემესტრი:
ბ.ა) ადმინისტრაციული რეგისტრაცია - 1 აგვისტო - 18 სექტემბერი;
ბ.ბ) აკადემიური რეგისტრაცია - 12 - 18 სექტემბერი;
ბ.გ) სააუდიტორიო მეცადინეობები - 18 სექტემბერი - 30 დეკემბერი; 
ბ.დ) საგამოცდო პერიოდი - 9 იანვარი - 3 თებერვალი (დასკვნითი გამოცდები) 
12 - 17 თებერვალი (დამატებითი გამოცდები);
ბ.ე) არდადეგები - 31 დეკემბერი – 7 იანვარი, 18 თებერვალი- 4 მარტი.

გ) გაზაფხულის სემესტრი:
გ.ა) ადმინისტრაციული რეგისტრაცია - 1 თებერვალი - 5 მარტი;
გ.ბ) აკადემიური რეგისტრაცია - 27 თებერვალი  –  5 მარტი;
გ.გ) სააუდიტორიო მეცადინეობები -  5 მარტი – 16 ივნისი;
გ.დ) საგამოცდო პერიოდი - 19 ივნისი - 13 ივლისი (დასკვნითი გამოცდები),  21 - 27 ივლისი (დამატებითი გამოცდები);
გ.ე) არდადეგები - 28 ივლისი - 16 სექტემბერი.

მაგისტრატურის/დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამა

დ) პირველსემესტრელ მაგისტრანტთა/დოქტორანტთა  რეგისტრაცია:
დ.ა) ადმინისტრაციული რეგისტრაცია - 27 სექტემბერი  – 2 ოქტომბერი;
დ.ბ) აკადემიური რეგისტრაცია - 28 სექტემბერი - 2 ოქტომბერი;

ე) შემოდგომის სემესტრი:
ე.ა) ადმინისტრაციული რეგისტრაცია - 1 აგვისტო - 2 ოქტომბერი
ე.ბ) აკადემიური რეგისტრაცია - 26 სექტემბერი - 2 ოქტომბერი
ე.გ) სააუდიტორიო მეცადინეობები - 2 ოქტომბერი - 20 იანვარი 
ე.დ) საგამოცდო პერიოდი - 22 იანვარი - 14 თებერვალი (დასკვნითი გამოცდები) 
20 - 26 თებერვალი (დამატებითი გამოცდები)
ე.ე) არდადეგები - 31 დეკემბერი – 7 იანვარი, 27 თებერვალი - 4 მარტი;

ვ) გაზაფხულის სემესტრი:
ვ.ა) ადმინისტრაციული რეგისტრაცია - 1 თებერვალი - 5 მარტი;
ვ.ბ) აკადემიური რეგისტრაცია - 1 – 5 მარტი;
ვ.გ) სააუდიტორიო მეცადინეობები -  5 მარტი – 16 ივნისი;
ვ.დ) საგამოცდო პერიოდი - 19 ივნისი - 13 ივლისი (დასკვნითი გამოცდები),  21 - 27 ივლისი (დამატებითი გამოცდები);
ვ.ე) არდადეგები - 28 ივლისი - 30 სექტემბერი.

2. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
3. დაევალოს კანცელარიას, ბრძანება განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე და გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს.
4. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

რექტორი                                                                                                           გიორგი შარვაშიძე                                               

სრულად

ბრძანების N: 109/01-01

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2017-2018 სასწავლო წელს მაგისტრატურაში მიღების გამოცხადებისა და წარმოსადგენი დოკუმენტების ნუსხის განსაზღვრის შესახებ
სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2017-2018 სასწავლო წელს მაგისტრატურაში მიღების გამოცხადებისა და წარმოსადგენი დოკუმენტების ნუსხის განსაზღვრის შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტარაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 56–ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის "ა", "ბ" "ო" და "პ" ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტისა და „საგანმანათლებლო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ თსუ-ს აკადემიური საბჭოს 2011 წლის  29 ივნისის N57/2011 დადგენილების საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. გამოცხადდეს მიღება სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2017-2018 სასწავლო წელს  თსუ-ს აკადემიური საბჭოს 2011 წლის 29 ივნისის N57/2011 დადგენილებით დამტკიცებულ სამაგისტრო პროგრამებზე;
2. განისაზღვროს სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2017-2018 სასწავლო წლისათვის მაგისტრატურაში მიღების ვადები: 

ა) მაგისტრანტობის კანდიდატთა საბუთების მიღება (რეგისტრაცია) –  29 აგვისტო -  4 სექტემბერი;
ბ) გამოცდა უცხო ენაში (იმ საგანმანათლებლო პროგრამების მაგისტრანტობის კანდიდატებისათვის, რომლებსაც მოეთხოვებათ უცხო ენის გამოცდის ჩაბარება) - 6 სექტემბერი;
გ) გამოცდის შედეგების გამოცხადება – 7  სექტემბერი;
დ) გამოცდის შედეგების გასაჩივრება –  8 - 12 სექტემბერი;
ე) აპელაციის შედეგების გამოცხადება – 14 სექტემბერი;
ვ) გამოცდა სპეციალობაში (წერითი კომპონენტი) – 8 სექტემბერი;
ზ) გამოცდის (წერითი კომპონენტი) შედეგების გამოცხადება – 11 სექტემბერი;
თ) გამოცდის (წერითი კომპონენტი) შედეგების გასაჩივრება – 12 - 14  სექტემბერი;
ი) აპელაციის (წერითი კომპონენტი) შედეგების გამოცხადება – 16  სექტემბერი;
კ) გამოცდა სპეციალობაში (იმ საგანმანათლებლო პროგრამების მაგისტრანტობის კანდიდატებისათვის, რომლებსაც მოეთხოვებათ ზეპირი კომპონენტის ჩაბარება) –               12 სექტემბერი;
ლ) ხელშეკრულების გაფორმება მაგისტრანტობის კანდიდატებთან  -                                         18 - 20 სექტემბერი;
მ) საგანმანათლებლო ერთეულების მიერ სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტისათვის მაგისტრანტობის კანდიდატთა სიის წარდგენა - 22 სექტემბერი;
ნ) ჩარიცხვის ბრძანების პროექტის მომზადება - 25 სექტემბერი.
3. განისაზღვროს თსუ-ს ფაკულტეტების მიმღებ კომისიებში წარმოსადგენი დოკუმენტაციის ნუსხა: 

ა) განცხადება თსუ რექტორის სახელზე;
ბ) ფოტოსურათი (3X4) – ბეჭდური 2 ც. და ელექტრონული ვერსია CD-ზე;
გ) ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომისა და დანართის დამოწმებული ასლი (თსუ-ს კურსდამთავრებულისათვის უნივერსიტეტის/შესაბამისი ფაკულტეტის მიერ, ხოლო სხვა შემთხვევაში - ნოტარიულად  დამოწმებული ასლი; 2017 წლის კურსდამთავრებულთათვის  - ცნობა აკადემიური ხარისხის მინიჭების თაობაზე); 
დ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის (პასპორტის) ასლი;
ე) უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატის ნოტარიულად დამოწმებული ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ვ) ქართული ენის B 2 დონეზე ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატის ნოტარიულად დამოწმებული ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ზ) წვევამდელის სამხედრო-სააღრიცხვო მოწმობის ასლი (ან სამხედრო ბილეთი, ასეთის არსებობის შემთხვევაში);
თ) უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტის ნოტარიულად დამოწმებული ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
ი)  სხვა დოკუმენტი, თუ ასეთს ითვალისწინებს სამაგისტრო პროგრამა.

4. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
5. დაევალოს კანცელარიას, ბრძანება განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე და გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს.
6. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

რექტორი                                                                                                          გიორგი შარვაშიძე

სრულად

ბრძანების N: 110/01-01

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2017-2018 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში დოქტორანტურაში მიღების გამოცხადებისა და წარმოსადგენი დოკუმენტების ნუსხის განსაზღვრის შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 56–ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის -  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის "ა", "ბ" "ო" და "პ" ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტისა და „საგანმანათლებლო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ თსუ-ს აკადემიური საბჭოს 2011 წლის 29 ივნისის N57/2011 დადგენილების საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. გამოცხადდეს მიღება სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2017-2018 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში   თსუ-ს აკადემიური საბჭოს 2011 წლის 29 ივნისის N57/2011 დადგენილებით დამტკიცებულ სადოქტორო პროგრამებზე;
2. განისაზღვროს სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2017-2018 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრისათვის დოქტორანტურაში მიღების ვადები: 

ა) საბუთების მიღება - 26 ივნისი - 1 ივლისი და 29 აგვისტო - 4 სექტემბერი; 
ბ) გამოცდა უცხო ენაში - 6 სექტემბერი;
გ) გამოცდის შედეგების გამოცხადება - 11 სექტემბერი;
დ) გამოცდის შედეგების გასაჩივრება - 12 სექტემბერი;
ე) აპელაციის შედეგების გამოცხადება - 13 სექტემბერი;
ვ) გამოცდა სპეციალობაში (წერითი კომპონენტი, იმ საგანმანათლებლო პროგრამების კანდიდატებისათვის, რომლებსაც მოეთხოვებათ სპეციალობის გამოცდის ჩაბარება) – 11 სექტემბერი; 
ზ) გამოცდის შედეგების გამოცხადება - 12 სექტემბერი; 
თ) გამოცდის შედეგების გასაჩივრება - 13 სექტემბერი; 
ი) აპელაციის შედეგების გამოცხადება - 14 სექტემბერი;
კ) დარგობრივ კომისიასთან გასაუბრება - 15 - 18 სექტემბერი;
ლ) დარგობრივ კომისიასთან გასაუბრების შედეგები - 19 სექტემბერი;   
მ) ხელშეკრულების გაფორმება დოქტორანტობის კანდიდატებთან  -   20 – 21 სექტემბერი;

ნ) საგანმანათლებლო ერთეულების მიერ სასწავლო  პროცესის მართვის; დეპარტამენტისათვის დოქტორანტობის კანდიდატთა სიის წარდგენა -                                    22 სექტემბერი;
ო) ჩარიცხვის ბრძანების პროექტის მომზადება - 25 სექტემბერი.

3. განისაზღვროს თსუ-ს ფაკულტეტების მიმღებ კომისიებში წარმოსადგენი დოკუმენტაციის ნუსხა: 
ა) განცხადება თსუ-ს რექტორის სახელზე;
ბ) განმცხადებლის ავტობიოგრაფია (CV);
გ) მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომისა და დიპლომის დანართის დამოწმებული ასლი (თსუ-ს კურსდამთავრებულისათვის უნივერსიტეტის/შესაბამისი ფაკულტეტის მიერ, ხოლო სხვა შემთხვევაში - ნოტარიულად  დამოწმებული ასლი; 2017 წლის მაგისტრატურის კურსდამთავრებულთათვის ცნობა ხარისხის მინიჭების თაობაზე);
დ) ერთსაფეხურიანი, ხუთწლიანი, უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის მაგისტრის აკადემიურ ხარისხთან გათანაბრების დამადასტურებელი საბუთი (სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული);
ე) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
ვ) სადოქტორო პროგრამის ხელმძღვანელის თანხმობა;
ზ) სავარაუდო სამეცნიერო ხელმძღვანელის თანხმობა;
თ) უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატის ნოტარიულად დამოწმებული ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ი) ქართული ენის B 2 დონეზე ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატის ნოტარიულად დამოწმებული ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
კ) უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტის ნოტარიულად დამოწმებული ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ლ) წვევამდელის სამხედრო-სააღრიცხვო მოწმობის ასლი (ან სამხედრო ბილეთი, ასეთის არსებობის შემთხვევაში);
მ) ფოტოსურათი (3X4) – ბეჭდური 2 ც. და ელექტრონული ვერსია CD-ზე;
ლ) სხვა დოკუმენტი, თუ ასეთს ითვალისწინებს სადოქტორო პროგრამა.

4. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
5. დაევალოს კანცელარიას, ბრძანება განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე და გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს.
6. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

რექტორი                                                                                                        გიორგი შარვაშიძე

სრულად

ბრძანების N: 111/01-01

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2017-2018 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში შიდა მობილობის პროცესის ადმინისტრირებასთან დაკავშირებული ვადების განსაზღვრის შესახებ
სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2017-2018 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში შიდა მობილობის პროცესის ადმინისტრირებასთან დაკავშირებული ვადების განსაზღვრის შესახებ 

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი, მე-2 და  მე-3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 56–ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის–ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის "ა", "ბ" "ო" და "პ" ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტისა და სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2011 წლის 25 ივლისის N77/2011 დადგენილებით დამტკიცებული „სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სასწავლო პროცესის მარეგულირებელი წესის“ მე-7 მუხლის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. საგანმანათლებლო ერთეულის მიერ შიდა მობილობის წესით საგანმანათლებლო პროგრამების ვაკანტური ადგილების ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაციის ვადა - 16 - 18 აგვისტო;
2. შიდა მობილობის წესით საგანმანათლებლო ერთეულის/საგანმანათლებლო პროგრამის შეცვლის მსურველთა ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაციის                ვადა - 22 - 28 აგვისტო;
3. შიდა მობილობის შედეგების ელექტრონულ პორტალზე გამოქვეყნება -  29 აგვისტო
4. საგანმანათლებლო ერთეულის მიერ სტუდენტებისათვის კრედიტების აღიარება -  30 აგვისტო – 1 სექტემბერი;
5. ხელშეკრულების გაფორმება საგანმანათლებლო ერთეულის/საგანმანათლებლო პროგრამის შეცვლის მსურველებთან -  4 - 6  სექტემბერი;

6. საგანმანათლებლო ერთეულის მიერ სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტისათვის შიდა მობილობის წესით გადასული სტუდენტების სიის წარდგენა - 7 სექტემბერი;
7. შიდა მობილობის წესით სტუდენტების გადასვლის შესახებ რექტორის ბრძანების პროექტის მომზადება - 11 სექტემბერი;
8. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
9. ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსების და შესაბამისი სტრუქტურული ერთეულებისათვის გადაცემის უზრუნველყოფა დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
10. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

რექტორი                                                                                                        გიორგი შარვაშიძე
 
სრულად

ბრძანების N: 112/01-01

"სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ასოცირებული პროფესორების სამსახურში მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ" რექტორის 2017წლის 6 მარტის #39/01-01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
"სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  სოციალურ და პოლიტიკურ  მეცნიერებათა  ფაკულტეტზე  ასოცირებული  პროფესორების  სამსახურში მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ" რექტორის 2017წლის 6 მარტის №39/01-01 ბრძანებაში ცვლილების  შეტანის თაობაზე

     საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის პირველი პუნქტის, "უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული   სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, სოციალურ  და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის თამარ დოლბაიას  2017 წლის 6 ივნისის №8569/02  წერილის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. შევიდეს ცვლილება "სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ასოცირებული პროფესორების სამსახურში მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ" რექტორის 2017 წლის 6 მარტის №39/01-01 ბრძანების მე-3 პუნქტში  და იგი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 
  "3. კონკურსი გამოცხადდეს 2017 წლის 6 მარტს. საკონკურსო დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადა განისაზღვროს 2017 წლის 7 აპრილიდან 2017 წლის  21 აპრილამდე. საკონკურსო კომისიის შემაჯამებელი ოქმი თსუ აკადემიურ საბჭოს გადაეცეს არაუგვიანეს 2017 წლის 20 ივნისისა";
2. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
3. დაევალოს კანცელარიას ბრძანების დაგზავნის ფურცელში მითითებული    სტრუქტურული ერთეულებისათვის გადაცემა;
4. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.
 
რექტორი                                                 გიორგი შარვაშიძე
                                          
სრულად

ბრძანების N: 113/01-01