საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
ბრძანება
თარიღი
სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე ასოცირებული პროფესორების სამსახურში მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ
სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე ასოცირებული პროფესორების სამსახურში მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ

    "უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, 34-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 35-ე მუხლის მე-2 პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის,  მე-8  პუნქტის "ა", "ბ" და "პ" ქვეპუნქტების, 28-ე მუხლის,    29-ე მუხლის  მე-2 პუნქტის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2014 წლის 22 დეკემბრის №118 დადგენილების - " სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღებისა და კონკურსის ჩატარების ერთიანი წესის შესახებ" (დამტკიცებულია თსუ წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ,  ოქმი №10 29.12.2014),  "სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთიანი საშტატო განრიგის დამტკიცების შესახებ“ თსუ  რექტორის და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის   2017 წლის 10 აპრილის №07/04 ერთობლივი ბრძანების, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანის თეიმურაზ ბერიძის 2017 წლის 3 მაისის №2441/29 წერილის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. გამოცხადდეს კონკურსი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე ასოცირებული პროფესორების სამსახურში მისაღებად;
2. უნივერსიტეტის ასოცირებულ პროფესორად 7 (შვიდი) წლის ვადით შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს არანაკლებ 3 (სამი) წლის სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის გამოცდილება;
3. კონკურსი გამოცხადდეს 2017 წლის 10 მაისს. საკონკურსო დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადა განისაზღვროს 2017 წლის 12 ივნისიდან 2017 წლის 16 ივნისის ჩათვლით. საკონკურსო კომისიის შემაჯამებელი ოქმი თსუ აკადემიურ საბჭოს გადაეცეს არაუგვიანეს 2017 წლის 14 ივლისისა;
4. კონკურსი გამოცხადდეს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე ასოცირებული პროფესორების აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად: 

ა) მენეჯმენტისა და ადმინისტრირების კათედრა
 ასოცირებული პროფესორი – 1 საშტატო ერთეული
ბ) თეორიული ეკონომიკის კათედრა 
 ასოცირებული პროფესორი – 1 საშტატო ერთეული

5. ასოცირებული პროფესორის თანამდებობებზე ასარჩევმა კანდიდატებმა  უნდა წარმოადგინონ:
ა)  განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე (დადგენილი ფორმის მიხედვით); 
ბ) კონკურსანტის ანკეტა, შევსებული დადგენილი ფორმის მიხედვით (ანკეტა წარმოდგენილი უნდა იყოს როგორც ნაბეჭდი, ისე ელექტრონული   (CD) სახით, (ფაილის ფორმატი – Word და PDF ფაილების სახით);   
გ) პირადობის მოწმობის ასლი;
დ)შესაბამისი აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის (დოკუმენტების)  ასლი (უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების ან/და სამეცნიერო ხარისხის აღიარების კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი,   ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ე) სამსახურებრივი გამოცდილების ამსახველი კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი (ცნობა/შრომის წიგნაკის ასლი და სხვ.);
ვ) სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი;
ზ) შესაფასებლად წარმოდგენილი ერთი გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომი;
თ) სამეცნიერო კვლევების კონცეფცია.
6. საკონკურსო  დოკუმენტების მიღება იწარმოებს 2017 წლის 12 ივნისიდან   2017 წლის 16 ივნისის ჩათვლით 900-დან 1700 საათამდე, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის საკონკურსო დოკუმენტაციის მიმღებ აპარატში, თბილისი,  უნივერსიტეტის ქ. №2 (X კორპუსი) ოთახი №310; 
7. ბრძანება გამოქვეყნდეს გაზეთში "თბილისის უნივერსიტეტი";
8. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
9. დაევალოს კანცელარიას ბრძანების დაგზავნის ფურცელში მითითებული სტრუქტურული ერთეულებისათვის გადაცემა;
10. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.


რექტორი                                                    გიორგი შარვაშიძე                                   
                       

სრულად

ბრძანების N: 89/01-01

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე ასისტენტ - პროფესორების სამსახურში მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ
სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე ასისტენტ - პროფესორების სამსახურში მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ

   "უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, 34-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 35-ე მუხლის მე-3 პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8  პუნქტის "ა", "ბ" და "პ" ქვეპუნქტების, 28-ე მუხლის, 29-ე მუხლის მე-3 პუნქტის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2014 წლის 22 დეკემბრის №118 დადგენილებით (დამტკიცებული თსუ წარმომადგენლობითი საბჭოს ოქმი №10 29.12.2014წ.) დამტკიცებული სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღებისა და კონკურსის ჩატარების ერთიანი წესის პირველი მუხლის  მე-2  და მე-3 პუნქტების, მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის, ამავე წესის მე-3 მუხლის, "სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთიანი საშტატო განრიგის დამტკიცების შესახებ“  სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2017 წლის    10 აპრილის №07/04 ერთობლივი ბრძანების, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანის თეიმურაზ ბერიძის 2017 წლის 3 მაისის №6431/29 წერილის საფუძველზე,
 ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. გამოცხადდეს კონკურსი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე    ასისტენტ-პროფესორების სამსახურში მისაღებად;
2. უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორად 4 (ოთხი) წლის ვადით შეიძლება არჩეული იქნეს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი;
3. კონკურსი გამოცხადდეს 2017 წლის 10 მაისს. საკონკურსო დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადა განისაზღვროს 2017 წლის 12 ივნისიდან 2017 წლის 16  ივნისის ჩათვლით. საკონკურსო კომისიის შემაჯამებელი ოქმი თსუ აკადემიურ საბჭოს გადაეცეს არაუგვიანეს 2017 წლის 14 ივლისისა;
4. კონკურსი გამოცხადდეს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე    ასისტენტ-პროფესორების აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად:
          
ბუღალტრული აღრიცხვისა და აუდიტის კათედრა 

ასისტენტ – პროფესორი – 2 საშტატო ერთეული;
  
5. ასისიტენტ პროფესორის თანამდებობებზე ასარჩევმა კანდიდატებმა  უნდა 
  წარმოადგინონ:
ა)  განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე (დადგენილი ფორმის მიხედვით); 
ბ) კონკურსანტის ანკეტა, შევსებული დადგენილი ფორმის მიხედვით      (ანკეტა წარმოდგენილი უნდა იყოს როგორც ნაბეჭდი, ისე ელექტრონული (CD) სახით, (ფაილის ფორმატი – Word და PDF ფაილების სახით);   
გ) პირადობის მოწმობის ასლი;
დ)შესაბამისი აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის (დოკუმენტების) ასლი (უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების ან/და სამეცნიერო ხარისხის აღიარების კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი, ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ე) სამსახურებრივი გამოცდილების ამსახველი კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი (ცნობა/ შრომის წიგნაკის ასლი და სხვ.);
ვ) სამოტივაციო წერილი;
ზ) შესაფასებლად წარმოდგენილი ერთი გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომი;
6. საკონკურსო  დოკუმენტების მიღება იწარმოებს 2017 წლის 12 ივნისიდან     2017 წლის 16 ივნისის ჩათვლით 900-დან 1700 საათამდე, ეკონომიკისა და ბიზნესის 
ფაკულტეტის საკონკურსო დოკუმენტაციის მიმღებ აპარატში, თბილისი,
უნივერსიტეტის ქ. №2 (X კორპუსი) ოთახი №310; 
7.  ბრძანება გამოქვეყნდეს გაზეთში "თბილისის უნივერსიტეტი";
8.  ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს 
საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
9. დაევალოს კანცელარიას ბრძანების დაგზავნის ფურცელში მითითებული 
სტრუქტურული ერთეულებისათვის გადაცემა;
10. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.
 
რექტორი                                                     გიორგი შარვაშიძე                                           

სრულად

ბრძანების N: 90/01-01

სსიპ _ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2016-2017 სასწავლო წელს ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამზე - "ისტორია" ქრისტინა ჯიჯავას ჩარიცხვის შესახებ

სსიპ _ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2016-2017 სასწავლო წელს ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამზე - "ისტორია" ქრისტინა ჯიჯავას    ჩარიცხვის შესახებ

    „უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის,  53-ე მუხლის პირველი, მეორე და მესამე ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის,  55-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 56–ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის–ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის "ა", "ბ" "ო" და "პ" ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის             18 თებერვლის №19/ნ ბრძანებით დამტკიცებული  ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულებისა და სახელმწიფო სასწავლო გრანტის განაწილების წესის 39-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-3, მე-4, მე-5 და მე-6  პუნქტების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 22 ივლისის №127/ნ ბრძანებით დამტკიცებული საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრის წარმოების წესის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის "ა”, "ბ", "გ" ქვეპუნქტებისა, მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის, "ეროვნულგამოცდებგავლილ იმ აბიტურიენტთა სიების (კოეფიციენტებით რანჟირების დოკუმენტის) დამტკიცების შესახებ, რომლებმაც 2016 წელს უფლება მოიპოვეს, ისწავლონ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ძირითად საგანმანათლებლო ერთეულში ბაკალავრიატის, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის საგანმანათლებლო პროგრამით" სსიპ - შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის 2016 წლის 30 აგვისტოს №179/16 ბრძანების, ქრისტინა ჯიჯავას 2017 წლის 13 აპრილის №5151/10-02 განცხადებისა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის მოადგილის 2017 წლის 25 აპრილის №5958/27 და 2 მაისის №6381/27 წარდგინებების საფუძველზე,

ვბრძანებ:

1. ჩაირიცხოს 2016-2017 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრიდან ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე სსიპ _ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამზე - "ისტორია" ქრისტინა ჯიჯავა;
2. შეტანილ იქნეს ინფორმაცია 1 (ერთი) დღის ვადაში საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრში.
3. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
4. დაევალოს კანცელარიას ბრძანება განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე და გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს.
5. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.


რექტორი                                                    გიორგი შარვაშიძე          
სრულად

ბრძანების N: 463/01-04

,,სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური, სამეცნიერო და მასწავლებელთა პერსონალის მიერ დისციპლინისა და ეთიკის ნორმების დარღვევის შემსწავლელ კომისიაში შესაყვან პირთა მუდმივმოქმედი სიის დამტკიცების შესახებ‘‘ სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის 2014 წლის 3 ივლისის №101/01-01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
,,სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  აკადემიური, სამეცნიერო და მასწავლებელთა პერსონალის მიერ დისციპლინისა  და ეთიკის ნორმების დარღვევის შემსწავლელ კომისიაში შესაყვან    პირთა მუდმივმოქმედი სიის დამტკიცების შესახებ‘‘ სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის 2014 წლის   3 ივლისის №101/01-01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

     ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე  მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის  №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების  მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუქტის  ,,ა“, ,,პ“ ქვეპუნქტების, ამავე მუხლის მე-9 და პუნქტის, , უნივერსიტეტის რექტორისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ,,სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პერსონალის მიერ  შრომის დისციპლინის  დაცვისა და ეთიკის ნორმების დამდგენი აქტების  მოთხოვნათა დარღვევის შესწავლისა და სათანადო  ღონისძიებათა გატარებისათვის კომისიების შექმნის წესის დამტკიცების შესახებ’’ 2014 წლის 16 ივნისის №09/04 ბრძანების მე-2 მუხლის, იურიდიული ფაკულტეტის დეკანის ირაკლი ბურდულის 2017 წლის პირველი მაისის  №6239/31-05 წერილის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. შევიდეს ცვლილება ,,სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  აკადემიური, სამეცნიერო და მასწავლებელთა პერსონალის მიერ დისციპლინისა და ეთიკის ნორმების დარღვევის შემსწავლელ კომისიაში შესაყვან პირთა მუდმივმოქმედი სიის დამტკიცების შესახებ‘‘        სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის 2014 წლის 3 ივლისის №101/01-01 ბრძანებაში და სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  აკადემიური, სამეცნიერო და მასწავლებელთა პერსონალის მიერ დისციპლინისა და ეთიკის ნორმების დარღვევის შემსწავლელ კომისიაში შესაყვან პირთა მუდმივმოქმედი სია ჩამოყალიბდეს ახალი, წინამდებარე ბრძანებაზე თანდართული რედაქციით (დანართი 1).
2. დაევალოს კანცელარიას ბრძანების გადაცემა დაგზავნის ფურცელში  მითითებული  სტრუქტურული ერთეულებისათვის.
3. დაევალოს კანცელარიას ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე  განთავსება.
4. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
5. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

რექტორი                                                    გიორგი  შარვაშიძე    

სრულად

ბრძანების N: 80/01-01

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ინდონეზიის უნივერსიტეტს შორის სტუდენტთა გაცვლის შესახებ ორმხრივი თანამშრომლობის ხელშეკრულების ფარგლებში 2017-2018 სასწავლო წელს გამოყოფილი სტიპენდიის მიმღების შესარჩევი კონკურსის ჩატარებისა და საკონკურსო კომისიის დამტკიცების შესახებ
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ინდონეზიის უნივერსიტეტს შორის სტუდენტთა გაცვლის შესახებ ორმხრივი თანამშრომლობის ხელშეკრულების ფარგლებში 2017-2018 სასწავლო წელს გამოყოფილი სტიპენდიის    მიმღების შესარჩევი კონკურსის ჩატარებისა და საკონკურსო კომისიის დამტკიცების შესახებ

     ,,უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების,  54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 57-ე მუხლის პირველი ნაწილის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მე-8 პუნქტის "ა", ,,ბ”, ,,ო”, და "პ" ქვეპუნ¬ქტების, მე-9 პუნქტის და საგარეო ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილის მაია მენთეშაშვილის წერილის (№6353/10; 02/05/2017) საფუძველზე

ვბრძანებ:

1. ჩატარდეს კონკურსი 2017-2018 სასწავლო წლისათვის ინდონეზიის უნივერსიტეტის მიერ გამოყოფილი ერთსემესტრიანი საბაკალავრო სტიპენდიის მიმღების (სტიპენდიატი) შესარჩევად. 
2. კონკურსი ჩატარდეს 2017 წლის 5 მაისს,  თბილისის სახელმწიფო  უნივერსიტეტის მეორე კორპუსი, ოთახი #204 (მისამართი: თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზირი №3). 
3. დამტკიცდეს სტიპენდიატის შესარჩევი საკონკურსო კომისია შემდეგი შემადგენლობით:
ა) კომისიის თავმჯდომარე ირინა გველესიანი (თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი); DE
ბ) კომისიის წევრი ფიქრია ასანიშვილი (თსუ სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი); 
გ) კომისიის წევრი დალი ოსეფაშვილი (თსუ სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი).
4. დამტკიცდეს კომისიის მდივნად თსუ საგარეო ურთიერთობის დეპარტამენტის კოორდინატორი – მარიამ რაზმაძე.
5. დამტკიცდეს კონკურსის ჩატარებისა და კანდიდატის შერჩევის წესი    (დანართი №1);  
6. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
7. ბრძანების ყველასთვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება და დაგზავნის ფურცელში მითითებული სტრუქტურული ერთეულებისთვის გადაცემა დაევალოს თსუ კანცელარიას.
8. ბრძანება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.


რექტორი                                                   გიორგი შარვაშიძე            

სრულად

ბრძანების N: 83/01-01

პროგრამის ,,სახელმწიფო სტიპენდიები სტუდენტებს” ფარგლებში სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრიატის ან/და დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხულ სტუდენტთა ფინანსური წახალისებისათვის კანდიდატთა შერჩევის კრიტერიუმების დადგენისა და ფაკულტეტებზე სახელმწიფო სტიპენდიით დასაფინანსებელი სტუდენტების რაოდენობის განსაზღვრის შესახებ
პროგრამის ,,სახელმწიფო სტიპენდიები სტუდენტებს” ფარგლებში    სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრიატის ან/და დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხულ სტუდენტთა ფინანსური წახალისებისათვის კანდიდატთა შერჩევის კრიტერიუმების დადგენისა და ფაკულტეტებზე სახელმწიფო სტიპენდიით დასაფინანსებელი სტუდენტების რაოდენობის განსაზღვრის შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 57-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მე-8 პუნქტის „ა“, „ო“ და „პ“ ქვეპუნქტების,  მე-9 პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 27აპრილის N375 ბრძანების, საფინანსო დეპარტამენტის უფროსის 2017 წლის 02 მაისის №6309/10 კორესპონდენციის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. დამტკიცდეს ,,სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (შემდგომში _ უნივერსიტეტი) სტუდენტებისათვის პროგრამის ,,სახელმწიფო სტიპენდიები სტუდენტებს” ფარგლებში სტიპენდიების მინიჭების წესი“ თანდართული სახით (დანართი №1).
2. პროგრამის ,,სახელმწიფო სტიპენდიები სტუდენტებს” ფარგლებში,  2016/2017 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრიატის ან/და დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხულ სტუდენტთა ფინანსური წახალისებისათვის, აქტიური სტატუსის მქონე შესაბამისი საფეხურის სტუდენტების ოდენობის გათვალისწინებით ფაკულტეტებზე სახელმწიფო სტიპენდიით დასაფინანსებელი სტუდენტების რაოდენობა გადანაწილდეს შემდეგნაირად:
ა) ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი – 100 სტუდენტი;
ბ) ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი – 111 სტუდენტი;
გ) სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი – 76 სტუდენტი;
დ) ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი - 148 სტუდენტი; 
ე) ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი -  33 სტუდენტი;
ვ) იურიდიული ფაკულტეტი -  113 სტუდენტი;
ზ) მედიცინის ფაკულტეტი -  37 სტუდენტი.

3. საბუთების მიღება იწარმოებს შესაბამისი ფაკულტეტების მიერ განსაზღვრულ ვადაში. 
4. ფაკულტეტებმა დასაფინანსებელ სტუდენტთა სია პირადობის მოწმობის ასლისა და ანგარიშის ნომრის ამონაწერით საქართველოს ბანკიდან (ელექტრონული ვერსია Excel ფორმა) წარმოადგინონ საფინანსო დეპარტამენტში 2017 წლის 16 მაისის ჩათვლით. 
5. დაევალოს კანცელარიას ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება.
6. დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ გვერდზე განთავსება.
7.    ბრძანება ძალაში შედის გამოცემისთანავე. 


რექტორი                               გიორგი შარვაშიძე                  

სრულად

ბრძანების N: 84/01-01

2016/2017 სასწავლო წლისთვის ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+ პროგრამის ფარგლებში პარტნიორი როტერდამის ერაზმუსის უნივერსიტეტის განსახლებისა და ურბანული განვითარების კვლევების ინსტიტუტის (ნიდერლანდების სამეფო) მიერ გამოყოფილი სტიპენდიების კანდიდატთა შესარჩევი კონკურსის ჩატარებისა და საკონკურსო კომისიის დამტკიცების შესახებ
2016/2017 სასწავლო წლისთვის ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+ პროგრამის ფარგლებში პარტნიორი როტერდამის ერაზმუსის უნივერსიტეტის განსახლებისა და ურბანული განვითარების კვლევების ინსტიტუტის (ნიდერლანდების სამეფო) მიერ გამოყოფილი სტიპენდიების კანდიდატთა შესარჩევი კონკურსის ჩატარებისა და საკონკურსო კომისიის დამტკიცების შესახებ


    ,,უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 57-ე მუხლის პირველი ნაწილის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის -  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების  მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მე-8 პუნქტის "ა", ,,ბ”, ,,ო”, და "პ" ქვეპუნ¬ქტების, მე-9 პუნქტის და საგარეო ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის წერილის (6179/10; 28.04.2017) საფუძველზე

ვბრძანებ:

1. ჩატარდეს კონკურსი 2016/2017 წლისთვის ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+ პროგრამის ფარგლებში გამოყოფილი პერსონალის მოკლევადიანი სტიპენდიების კანდიდატთა შესარჩევად. 
2. კონკურსი ჩატარდეს 2017 წლის 8 მაისს 15 საათზე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსში, ოთახი №108 (მისამართი: თბილისი,                  ილია ჭავჭავაძის გამზირი №1). 
3.  დამტკიცდეს შესარჩევი საკონკურსო კომისია შემდეგი შემადგენლობით:
ა)მიხეილ ჩხენკელი, თსუ რექტორის მოადგილე,  კომისიის თავმჯდომარე
ბ)თამარ ვეფხვაძე, თსუ ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი, კომისიის წევრი
გ)ვალერიან მელიქიძე, თსუ სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის მოადგილე, ასოცირებული პროფესორი, კომისიის წევრი
4. დამტკიცდეს კომისიის მდივნად თსუ საგარეო ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი სპეციალისტი - ანი ჭელიშვილი. 
5. დამტკიცდეს კონკურსის ჩატარებისა და კანდიდატთა შერჩევის წესი   (დანართი №1).
6. ბრძანების  უნივერსიტეტის  ოფიციალურ  ვებ-გვერდზე  განთავსება  დაევალოს 
საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს. 
7. ბრძანების ყველასთვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება და დაგზავნის    ფურცელში მითითებული სტრუქტურული ერთეულებისთვის გადაცემა დაევალოს თსუ კანცელარიას.
8. ბრძანება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.

  
 რექტორი   გიორგი შარვაშიძე
         

სრულად

ბრძანების N: 85/01-01

2016/2017 სასწავლო წლისთვის ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+ პროგრამის ფარგლებში პარტნიორი როტერდამის ერაზმუსის უნივერსიტეტის განსახლებისა და ურბანული განვითარების კვლევების ინსტიტუტის (ნიდერლანდების სამეფო) მიერ გამოყოფილი სტიპენდიების კანდიდატთა შესარჩევი კონკურსის ჩატარებისა და საკონკურსო კომისიის დამტკიცების შესახებ
2016/2017 სასწავლო წლისთვის ევროკომისიის მიერ დაფინანსებული     ერაზმუს+ პროგრამის ფარგლებში პარტნიორი როტერდამის ერაზმუსის უნივერსიტეტის განსახლებისა და ურბანული განვითარების კვლევების ინსტიტუტის (ნიდერლანდების სამეფო) მიერ გამოყოფილი სტიპენდიების კანდიდატთა შესარჩევი კონკურსის ჩატარებისა და საკონკურსო კომისიის დამტკიცების შესახებ

    ,,უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 57-ე მუხლის პირველი ნაწილის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მე-8 პუნქტის "ა", ,,ბ”, ,,ო”, და "პ" ქვეპუნ¬ქტების, მე-9 პუნქტის და საგარეო ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის წერილის (6177/10; 28.04.2017) საფუძველზე

ვბრძანებ:

1. ჩატარდეს კონკურსი 2016/2017 სასწავლო წლისთვის ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+ პროგრამის ფარგლებში გამოყოფილი სამთვიანი სტიპენდიების კანდიდატთა შესარჩევად. 
2. კონკურსი ჩატარდეს 2017 წლის 8 მაისს თბილისის სახელმწიფო  უნივერსიტეტის პირველ კორპუსში: ოთახი №115 (მისამართი: თბილისი, ილია ჭავჭავაძის გამზირი №1). 
3.  დამტკიცდეს შესარჩევი საკონკურსო კომისია შემდეგი შემადგენლობით:
ა)ალექსანდრე თევზაძე, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, კომისიის თავმჯდომარე;
ბ)მანანა რუსიეშვილი, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი, კომისიის წევრი;
გ)თეონა მატარაძე, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, კომისიის წევრი;
დ)მერაბ ხოხობაია, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის  ასისტენტ-პროფესორი, კომისიის წევრი;
ე)დემეტრე ეგნატაშვილი, იურიდიული ფაკულტეტის დეკანის აპარატის უფროსი, ასისტენტი, კომისიის წევრი;

4. დამტკიცდეს კომისიის მდივნად თსუ საგარეო ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი სპეციალისტი - ანი ჭელიშვილი. 
5. დამტკიცდეს კონკურსის ჩატარებისა და კანდიდატთა შერჩევის წესი   (დანართი №1).
6. ბრძანების  უნივერსიტეტის  ოფიციალურ  ვებ-გვერდზე  განთავსება  დაევალოს 
საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს. 
7. ბრძანების ყველასთვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება და დაგზავნის  ფურ-ცელში მითითებული სტრუქტურული ერთეულებისთვის გადაცემა დაევალოს თსუ კანცელარიას.
8. ბრძანება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.


რექტორი       გიორგი შარვაშიძე
           

სრულად

ბრძანების N: 86/01-01

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის მაგისტრანტებისათვის 2016-2017 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში საუნივერსიტეტო დაფინანსების თაობაზე
სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის მაგისტრანტებისათვის 2016-2017 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში საუნივერსიტეტო დაფინანსების თაობაზე

     ,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის და 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ’’ ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგად ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, მე-100 მუხლის პირველი ნაწილის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის ,,ნ’’,,ო’’და ,,პ’’ ქვეპუნქტების, სსიპ –ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის 2012 წლის 21 მარტის №47/01-01 და 2017 წლის 04 აპრილის №62/01-01 ბრძანებების, სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტის უფროსის 2017 წლის 26 აპრილის №5978/10 დასკვნის, ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის თ.გაგოშიძის 24.04.2017წ. №5762/26 წარდგინების საფუძველზე, 

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. მაღალი აკადემიური შედეგების საფუძველზე, უნივერსიტეტის მიერ, 2016-2017 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში, დაფინანსდნენ 18789 ლარით, საშემოსავლო გადასახადის ჩათვლით, ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის შემდეგი მაგისტრანტები:


 

გვარი

სახელი

პირადი ნომერი

ჯამი 18789

1

უგლავა

ქეთევანი

562,5

2

ქოჩიაშვილი

ანა

562,5

3

წულაია

ნინო

562,5

4

ლეჟავა

ლელა

562,5

5

გეჯაძე

ანი

562,5

6

ბალანჩივაძე

ეკატერინე

562,5

7

გოგიტაშვილი

მარიამ

562,5

8

ნემანიშვილი

თეკლა

562,5

9

შუბითიძე

ნინო

562,5

10

გეფერიძე

თეონა

562,5

11

მღებრიშვილი

ია

387

12

ფალელაშვილი

ლელა

562,5

13

ინჯგია

ნინო

562,5

14

ჭოჭუა

ნათელა

562,5

15

გვეტაძე

ანნა

562,5

16

ნაჭყებია

ნათია

375

1

ღუდუშაური

ნესტან

375

18

ბლიაძე

ნინო

375

19

კორკოტაშვილი

თორნიკე

402

20

ლომიტაშვილი

თამარ

375

21

ასანიშვილი

თინათინი

375

22

გაბედავა

ნათია

375

23

დაბრუნდაშვილი

ნათია

375

24

კვალიაშვილი

ქეთევან

375

25

შერმაზანაშვილი

მარიამი

375

26

მაჩიტიძე

სალომე

375

27

გამხიტაშვილი

სალომე

375

28

ბეჟანიშვილი

თინათინ

375

29

შაყულაშვილი

მარიამ

375

30

გეზელიშვილი

ქრისტინე

375

31

წურწუმია

სალომე

375

32

ალადაშვილი

თინათინი

375

33

დვალიძე

ნინო

375

34

სიბაშვილი

ნინო

375

35

მორჩილაძე

ნინო

375

36

ოქრუაშვილი

ქეთევან

375

37

თუნიაშვილი

ანა

375

38

პაპიაშვილი

მარიამ

375

39

ტივაძე

ნატო

375

40

დარჩიაშვილი

ანა

375

41

მაჩურიშვილი

პავლე

375

42

გომიაშვილი

ძიძია

375

43

ზარქუა

მარიკა

375



2. დაევალოს საფინანსო დეპარტამენტს შეიტანოს შესაბამისი ცვლილებები მაგისტრანტების მონაცემთა ბაზაში.
3. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
4. დაევალოს კანცელარიას ბრძანების გადაცემა დაგზავნის ფურცელში მითითებული  სტრუქტურული ერთეულებისათვის.
5. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

ადმინისტრაციის ხელმძღვანელი                                     ნ. ოვსიანიკოვა
სრულად

ბრძანების N: 476/02-04

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის მაგისტრანტებისათვის 2016-2017 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში საუნივერსიტეტო დაფინანსების თაობაზე
სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის  მაგისტრანტებისათვის 2016-2017 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში საუნივერსიტეტო დაფინანსების თაობაზე

     ,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის და 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ’’ ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგად ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, მე-100 მუხლის პირველი ნაწილის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის ,,ნ’’,,ო’’და ,,პ’’ ქვეპუნქტების, სსიპ –ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის 2012 წლის 21 მარტის №47/01-01 და რექტორის მოვალეობის შემსრულებლის, რექტორის მოადგილის 2017 წლის 7 აპრილის №62/01-01 ბრძანებების,სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტის უფროსის   დ. კანდელაკის  21.04.2017წ. №5689/10 დასკვნის, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის რ.ხომერიკის 27.04.2017წ. №6077/28 წარდგინების საფუძველზე, 

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. მაღალი აკადემიური შედეგების საფუძველზე, უნივერსიტეტის მიერ, 2016-2017 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში, დაფინანსდნენ 53427.62 ლარით, საშემოსავლო გადასახადის ჩათვლით, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის შემდეგი  მაგისტრანტები:


 

გვარი

სახელი

პირადი №

ლარი

  1

კაზარიანი

ირინა

806 . 55

2

პონიატოვსკი

ლუკა

806 . 55

3

ყალიჩავა

თეკლე

806 . 55

4

ხარებავა

ნინო

798 . 44

5

მიქელაძე

ხატია

796 . 01

6

მახარაძე

ეკატერინე

794 . 39

7

ბარამიძე

ნელი

793 . 04

8

ონაშვილი

ქეთევანი

793 . 04

9

დალაქიშვილი

ნანა

781 . 42

10

სულაძე

თორნიკე

781 . 42

11

მაქაძე

დავითი

780 . 88

12

ლაშხი

ალექსანდრე

779 . 80

13

ვაშაკიძე

ზურაბ

779 . 53

14

ლანჩავა

გიორგი

779 . 53

15

გოგუაძე

თორნიკე

778 . 18

16

ელჩიშვილი

ანა

778 . 18

17

ქობულაშვილი

სოფიკო

778,18

18

ჩიღვინაძე

ნინო

775 . 48

19

ჯავახიშვილი

ირაკლი

775 . 48

20

პაპავაძე

თამარ

771,69

21

თავიდაშვილი

ხატია

771 . 42

22

ლალიაშვილი

ლაშა

771 . 42

23

ჩალაური

გიგა

770 . 07

24

სარდალაშვილი

ლია

767 . 37

25

თანიაშვილი

გრიგოლ

766 . 02

26

ბიჭიაშვილი

ნინო

764 . 67

27

რაზმაზაშვილი

მარიამი

764 . 67

28

ლაბაძე

მაკა

761 . 97

29

ჭიკაძე

თორნიკე

761 . 97

30

თედორაძე

ნინო

760 . 62

31

კაკოჩაშვილი

გიორგი

760 . 62

32

სიმონიშვილი

ნინო

759 . 94

33

მათეშვილი

მარიამი

759 . 26

34

მალანია

ჯანო

759 . 26

35

ბენაშვილი

მარიამი

753 . 86

36

ფირუზაშვილი

ალექსანდრე

753 . 86

37

კოზმავა

კესო

751 . 16

38

მიმინოშვილი

ნინო

751 . 16

39

მინაძე

თათია

748 . 46

40

ბრეგაძე

მარიამი

747 . 11

41

დოლენჯაშვილი

თამთა

747 . 11

42

კობაიძე

რევაზი

746 . 91

43

ბუხრაიძე

ნინო

745 . 75

44

ბარდაველიძე

ანა

744 . 40

45

ცხვედაძე

ქეთევან

744 . 40

46

გესლაიძე

ნინო

743 . 73

47

წითელაშვილი

ნიკა

743 . 05

48

ჩუბინიძე

ზაზა

740 . 35

49

ხურცია

ნათია

729 . 54

50

მღებრიშვილი

გიორგი

727 . 92

51

გელავა

მურმანი

718 . 73

52

მიქაელიანი

ელენა

713 . 33

53

იასაღაშვილი

თეონა

709 . 28

54

ღონღაძე

ზურაბი

706 . 85

55

კაკულაშვილი

გიორგი

705 . 22

56

გოგალაძე

სოფიკო

700 . 36

57

მაისურაძე

დავითი

691 . 71

58

კაპანაძე

რამაზი

691 . 04

59

ახვლედიანი

სალომე

689 . 01

60

ლარიაშვილი

თორნიკე

689 . 01

61

ჩილინგარაშვილი

ალექსანდრე

682 . 53

62

მჭედლიძე

სალომე

679 . 55

63

გელბახიანი

ომარი

679 . 28

64

მედოიძე

ტარიელ

674 . 15

65

ყუფუნია

გიორგი

673 . 96

66

ვადაჭკორია

ნიკა

672 . 80

67

დათუაშვილი

ნიკა

670 . 10

68

ფეიქრიშვილი

გია

669.56

69

ანანიაშვილი

შალვა

664 . 69

70

კოდელაშვილი

გიორგი

664 . 69

71

ქუთათელაძე

ქეთევან

664 . 69

72

შალამბერიძე

კონსტანტინე

664 . 69



2. დაევალოს საფინანსო დეპარტამენტს შეიტანოს შესაბამისი ცვლილებები  მაგისტრანტების მონაცემთა ბაზაში.
3.  ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
4. დაევალოს კანცელარიას ბრძანების გადაცემა დაგზავნის ფურცელში მითითებული  სტრუქტურული ერთეულებისათვის.
5.  ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.



ადმინისტრაციის ხელმძღვანელი                                   ნ.ოვსიანიკოვა
  
სრულად

ბრძანების N: 477/02-04

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2016-2017 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრიდან რეზიდენტურის ალტერნატიული დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების) პროგრამებზე მიღებისა და მასთან დაკავშირებული ორგანიზაციული საკითხების მოწესრიგების თაობაზე
სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2016-2017 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრიდან რეზიდენტურის ალტერნატიული დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების)  პროგრამებზე მიღებისა და მასთან დაკავშირებული ორგანიზაციული საკითხების მოწესრიგების თაობაზე

,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, ,,საექიმო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის  მე-7 და მე-15 მუხლების, ,,ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის    91-101 მუხლების, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის,  55-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 56–ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის ,,ა“, ,,ბ“, ,,ო“ და ,,პ“ ქვეპუნქტების,  მე-9 პუნქტის, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2009 წლის 8 აპრილის №135/ნ ბრძანების ,,რეზიდენტურის ალტერნატიულ დიპლომისშემდგომ განათლებაში (პროფესიულ მზადებაში) მონაწილეობის, მისი წარმართვის და შეფასების წესისა და იმ სამედიცინო დაწესებულებების ან/და სასწავლებლების აკრედიტაციის კრიტერიუმების და წესის დამტკიცების შესახებ, რომლებშიც შესაძლებელია  დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების) კურსის გავლა“, ,,სსიპ _ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების საჯაროდ გამოცხადების წესის დამტკიცების შესახებ“ თსუ რექტორის 2010 წლის 13 სექტემბრის №83/01-01 ბრძანების, ,,ა(ა)იპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში რეზიდენტურის ალტერნატიული დიპლომისშემდგომი საგანმანათლებლო პროგრამების (პროფესიული მზადების) სპეციალობის მაძიებელთა/უმცროს ექიმთა სასწავლო პროცესის მარეგულირებელი წესის  დამტკიცების    შესახებ“   თსუ-ს   აკადემიური  საბჭოს 2013 წლის 15 ივლისის №84/2013 წლის დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-სა და მედიცინის ფაკულტეტის დეკანის მოადგილის 2017 წლის  25 აპრილის №5910/32 წარდგინების საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

1.    გამოცხადდეს მიღება სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2016-2017 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრიდან რეზიდენტურის ალტერნატიული დიპლომისშემდგომი განათლების  (პროფესიული მზადების) პროგრამებზე:
1.1.    ლაბორატორიული მედიცინა - 5 რეზიდენტი/მაძიებელი
2.    რეზიდენტურის ალტერნატიული დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების) პროგრამებზე მიღებასთან დაკავშირებით განისაზღვროს შემდეგი ვადები:
2.1. საბუთების მიღება – 1 – 8 მაისი;
2.2. გასაუბრება – 10 მაისი;
2.3. შედეგების გამოცხადება – 11 მაისი.
3.    ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
4.    დაევალოს კანცელარიას ბრძანება განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე და გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს;
5.    ბრძანება ძალაშია საჯარო გამოცხადებისთანავე.


რექტორი                                                                 ორგი შარვაშიძე
სრულად

ბრძანების N: 78/01-01

სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების სასერტიფიკატო კურსის “CISCOS-ს ქსელის სერტიფიცირებული სპეციალისტის კურსის (CCNA)” ფასიანი მომსახურების ღირებულებისა და მასწავლებელთა ანაზღაურების ტარიფების განსაზღვრის თაობაზე
სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების სასერტიფიკატო კურსის “CISCOS-ს ქსელის სერტიფიცირებული სპეციალისტის კურსის (CCNA)” ფასიანი მომსახურების ღირებულებისა და  მასწავლებელთა ანაზღაურების ტარიფების განსაზღვრის თაობაზე

       ,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 54–ე მუხლის პირველის ნაწილის, 57-ე მუხლის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული  სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი  პუნქტის ,,ნ’’ ქვეპუნქტის, სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების ცენტრის სასერტიფიკატო კურსის “CISCOS-ს ქსელის სერტიფიცირებული სპეციალისტის კურსის (CCNA)” დამტკიცების შესახებ რექტორის 2015 წლის 03 დეკემბრის №152/01-01 ბრძანებისა და უწყვეტი განათლების ცენტრის უფროსის 2017 წლის 26 აპრილის N№6019/10  წერილის  საფუძველზე,



 ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:   

1.    სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების ცენტრის სასერტიფიკატო კურსის “CISCOS-ს ქსელის სერტიფიცირებული  სპეციალისტის კურსის (CCNA)” (4 მოდული, სულ 200 საათი) კურსის  თითოეული მოდულის მოცულობაა 50 საათი;  თითოეული  მოდულის მომსახურების ღირებულება მსმენელისათვის განისაზღვროს 218 ლარით  (50 სთ);
2.    სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების  ცენტრის სასერტიფიკატო კურსის “CISCOS-ს ქსელის სერტიფიცირებული სპეციალისტის კურსის (CCNA)” გასავლელად მომზადების საფასურის გადახდისას დადგინდეს  შეღავათები სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პერსონალის, პერსონალის შვილების, თსუ სტუდენტების, კერძოდ: კურსზე თითოეული მოდულის მომსახურების ღირებულება მსმენელისათვის განისაზღვროს 190 ლარის ოდენობით (50 საათი);
3.    სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების ცენტრის სასერტიფიკატო კურსის “CISCOS-ს ქსელის სერტიფიცირებული სპეციალისტის კურსის (CCNA)” მასწავლებლის ანაზღაურება განისაზღვროს 1 საათი – 20 ლარის ოდენობით (საშემოსავლო გადასახადის ჩათვლით);
4.    დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას წინამდებარე ბრძანების გაცნობა დაინტერესებული პირებისათვის;
5.    დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს ბრძანების განთავსება უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე;
6.    ბრძანება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით საჯაროდ გამოცხადებისთანავე.


ადმინისტრაციის ხელმძღვანელი                              ნუნუ ოვსიანიკოვა

სრულად

ბრძანების N: 100/02-01

„სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ დაინტერესებულ ფიზიკურ და იურიდიულ პირთათვის საგანმანათლებლო, სამეცნიერო, საგამოცდო, მხატვრული, სანახაობრივი, სპორტული ღონისძიების ორგანიზების პროცედურის განსაზღვრისა და მომსახურეობის სახეობების განსაზღვრის შესახებ” ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2015 წლის 30 მარტის №31/02-01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
„სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ დაინტერესებულ ფიზიკურ და იურიდიულ პირთათვის საგანმანათლებლო, სამეცნიერო, საგამოცდო,  მხატვრული, სანახაობრივი, სპორტული ღონისძიების ორგანიზების პროცედურის განსაზღვრისა და მომსახურეობის სახეობების განსაზღვრის შესახებ” ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2015 წლის 30 მარტის №31/02-01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ’’ ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 54–ე მუხლის პირველის ნაწილის, 57-ე მუხლის და 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ნ“, ,,ო“ და ,,პ“ ქვეპუნქტების, კულტურისა და სპორტის დეპარტამენტის უფროსის მოადგილის 2017 წლის 28 აპრილის N6153/10 კორესპონდენციისა და დამოუკიდებელი შემფასებლის 2017 წლის 27 აპრილის დასკვნების საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. შევიდეს  ცვლილება „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ დაინტერესებულ ფიზიკურ და იურიდიულ პირთათვის საგანმანათლებლო, სამეცნიერო, საგამოცდო,  მხატვრული, სანახაობრივი, სპორტული ღონისძიების ორგანიზების პროცედურის განსაზღვრისა და მომსახურეობის სახეობების განსაზღვრის შესახებ” ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2015 წლის 30 მარტის №31/02-01 ბრძანებაში და ბრძანებით დამტკიცებული დანართი №1 ჩამოყალიბდეს წინამდებარე ბრძანებაზე თანდართული სახით (დანართი N1).
2. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
3. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

ადმინისტრაციის ხელმძღვანელი                                                                 ნუნუ ოვსიანიკოვა

სრულად

ბრძანების N: 99/02-01

სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების ცენტრის აბიტურიენტთა მოსამზადებელ განყოფილებაში ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე მაგისტრატურაში მისაღები საუნივერსიტეტო გამოცდებისთვის მოსამზადებელი კურსის გასავლელად ფასიანი მომსახურებისა და მასწავლებელთა ანაზღაურების ტარიფების განსაზღვრის თაობაზე
სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების ცენტრის აბიტურიენტთა მოსამზადებელ განყოფილებაში ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე მაგისტრატურაში მისაღები საუნივერსიტეტო გამოცდებისთვის მოსამზადებელი კურსის გასავლელად ფასიანი მომსახურებისა და მასწავლებელთა ანაზღაურების ტარიფების   განსაზღვრის თაობაზე


    ,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 54–ე მუხლის პირველის ნაწილის, 57-ე მუხლის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული  სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი  პუნქტის ,,ნ’’ ქვეპუნქტისა და სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების ცენტრის უფროსის 2017 წლის  24 აპრილის #5778/10 წერილის  საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ: 

   
1. სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების  ცენტრის აბიტურიენტთა  მოსამზადებელ განყოფილებაში ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე მაგისტრატურაში მისაღები საუნივერსიტეტო გამოცდებისთვის მოსამზადებელი კურსის გასავლელად ფასიანი მომსახურების  ერთი კურსის (მოცულობა 36 საათი) მომზადების საფასური განისაზღვროს 350 ლარის ოდენობით;
2. სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების  ცენტრის აბიტურიენტთა მოსამზადებელ განყოფილებაში ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე მაგისტრატურაში მისაღები საუნივერსიტეტო გამოცდებისთვის მოსამზადებელი კურსი (36 საათი)  გაიხსნას ჯგუფი მინიმუმ 10 მსმენელის  არსებობის შემთხვევაში; გამონაკლის შემთხვევაში ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თანხმობით შესაძლებელია ჯგუფის გახსნა მსმენელთა ნაკლებ რაოდენობაზე; 
3. სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფo უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების  ცენტრის  აბიტურიენტთა  მოსამზადებელ განყოფილებაში 
ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე მაგისტრატურაში მისაღები საუნივერსიტეტო გამოცდებისთვის მოსამზადებელი კურსის გასავლელად ფასიანი მომსახურების  ერთი კურსის (36 საათი) მომზადების საფასურის გადახდისას დადგინდეს  შეღავათები სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პერსონალის, პერსონალის შვილების, თსუ სტუდენტებისა და კურსდამთავრებულთათვის, კერძოდ: კურსის მომზადების საფასური განისაზღვროს 250 ლარის ოდენობით (36 საათი);
4. სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უწყვეტი  განათლების  ცენტრის  აბიტურიენტთა  მოსამზადებელ  განყოფილებაში 
ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე მაგისტრატურაში მისაღები საუნივერსიტეტო გამოცდებისთვის მოსამზადებელი კურსის მასწავლებლის ანაზღაურება განისაზღვროს 1 საათი – 30  ლარის ოდენობით (საშემოსავლო გადასახადის ჩათვლით);
5. დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას წინამდებარე ბრძანების გაცნობა დაინტერესებული პირებისათვის;
6. დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს ბრძანების განთავსება უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე;
7. ბრძანება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით საჯაროდ გამოცხადებისთანავე. 


ადმინისტრაციის ხელმძღვანელი     ნუნუ ოვსიანიკოვა
 



 

სრულად

ბრძანების N: 98/02-01

2016/2017 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისთვის ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+ პროგრამის ფარგლებში ლატვიის უნივერსიტეტის მიერ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პერსონალისთვის გამოყოფილი სტიპენდიების კანდიდატთა შესარჩევი კონკურსის ჩატარებისა და საკონკურსო კომისიის დამტკიცების შესახებ
2016/2017 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისთვის ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+ პროგრამის ფარგლებში ლატვიის უნივერსიტეტის მიერ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პერსონალისთვის გამოყოფილი სტიპენდიების კანდიდატთა შესარჩევი კონკურსის ჩატარებისა და საკონკურსო კომისიის დამტკიცების შესახებ


    ,,უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 57-ე მუხლის პირველი ნაწილის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების  მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მე-8 პუნქტის "ა", ,,ბ”, ,,ო”, და "პ" ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის და საგარეო ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის წერილის (5936/10; 25.04.2017) საფუძველზე

ვბრძანებ:

1. ჩატარდეს კონკურსი 2016/2017 წლის გაზაფხულის სემესტრისთვის ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+ პროგრამის ფარგლებში ლატვიის უნივერსიტეტის (რიგა, ლატვია) მიერ გამოყოფილი სტიპენდიების კანდიდატთა შესარჩევად. 
2. კონკურსი ჩატარდეს 2017 წლის 28 აპრილს 14 საათზე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსში, ოთახი №108 (მისამართი: თბილისი,        ილია ჭავჭავაძის გამზირი №1). 
3.  დამტკიცდეს შესარჩევი საკონკურსო კომისია შემდეგი შემადგენლობით:
ა)მიხეილ ჩხენკელი, თსუ რექტორის მოადგილე,  კომისიის თავმჯდომარე
ბ)თამარ ვეფხვაძე, თსუ ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი, კომისიის წევრი
გ)გიორგი ღაღანიძე, თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის პროფესორი, კომისიის წევრი
4. დამტკიცდეს კომისიის მდივნად თსუ საგარეო ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი სპეციალისტი - ანი ჭელიშვილი. 
5. დამტკიცდეს კონკურსის ჩატარებისა და კანდიდატთა შერჩევის წესი    (დანართი №1).
6. ბრძანების  უნივერსიტეტის  ოფიციალურ  ვებ-გვერდზე  განთავსება დაევალოს 
საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს. 
7. ბრძანების ყველასთვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება და დაგზავნის   ფურცელში მითითებული სტრუქტურული ერთეულებისთვის გადაცემა დაევალოს თსუ კანცელარიას.
8. ბრძანება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.

  
  რექტორის მოვალეობის შემსრულებელი,  
 რექტორის მოადგილე                                                                        მიხეილ ჩხენკელი            




სრულად

ბრძანების N: 77/01-01

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით ღონისძიებების ჩასატარებლად სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საორგანიზაციო კომისიის შექმნის შესახებ
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით  ღონისძიებების ჩასატარებლად  სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საორგანიზაციო  კომისიის შექმნის შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 54–ე მუხლის პირველის ნაწილის, 57-ე მუხლის, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების  მე-14 მუხლის პირველი პუნქტის,  მე-9  და მე-12 პუნქტების, უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის ხელმძღვანელის ზურაბ გაიპარაშვილის 2017 წლის 12 აპრილის #5310/10 მოხსენებითი ბარათის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის   100 წლის იუბილესთან დაკავშირებით  ღონისძიებების ჩასატარებლად შეიქმნას   სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საორგანიზაციო კომისია (შემდგომში - ,,კომისია’’) შემდეგი შემადგენლობით:
ა) გიორგი შარვაშიძე - კომისიის თავმჯდომარე, რექტორი;
ბ) ნუნუ ოვსიანიკოვა-კომისიის წევრი, ადმინისტრაციის ხელმძღვანელი;
გ) მიხეილ ჩხენკელი - კომისიის წევრი, რექტორის მოადგილე;
დ) ლაშა საღინაძე -კომისიის წევრი, ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილე;
ე)  თეიმურაზ ბერიძე -კომისიის წევრი, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანი;
ვ)  ირაკლი ბურდული - კომისიის წევრი, იურიდიული ფაკულტეტის დეკანი;
ზ)  თამარ გაგოშიძე - კომისიის წევრი, ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი;
თ)  ნანი გაფრინდაშვილი -კომისიის წევრი, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი;
ი) თამარ დოლბაია - კომისიის წევრი, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი;
კ) ალექსანდრე ცისკარიძე -კომისიის წევრი, მედიცინის ფაკულტეტის დეკანი;
ლ) რამაზ ხომერიკი -კომისიის წევრი, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი;
მ)  ზურაბ გაიპარაშვილი -კომისიის წევრი, ბიბლიოთეკის ხელმძღვანელი;
ნ) ნანა მამაგულიშვილი-კომისიის წევრი, საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი;
ო) ეკა კვიტაშვილი - კომისიის წევრი, საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის კონსულტანტი.
2. დაევალოს კომისიას ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით, დაგეგმილი ღონისძიებების ნუსხის შედგენა. 
3. დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას წინამდებარე ბრძანების გადაცემა დაინტერესებულ პირთათვის.
4. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
5.  ბრძანება ძალაშია საჯაროდ გამოცხადებისთანავე.


რექტორის მოვალეობის შემსრულებელი,                                                                 
რექტორის მოადგილე                                                                                       მიხეილ ჩხენკელი






სრულად

ბრძანების N: 75/01-01

იაკობ გოგებაშვილისადმი მიძღვნილი ქართველოლოგიის დარგში სამეცნიერო კონფერენციის ორგანიზებულად და დადგენილი წესით ჩატარების უზრუნველსაყოფად სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საორგანიზაციო კომიტეტის შექმნის შესახებ
იაკობ გოგებაშვილისადმი მიძღვნილი ქართველოლოგიის დარგში სამეცნიერო კონფერენციის ორგანიზებულად და დადგენილი  წესით ჩატარების  უზრუნველსაყოფად სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საორგანიზაციო  კომიტეტის შექმნის შესახებ

   ,,უმაღლესი განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 54–ე მუხლის პირველის ნაწილის, 57-ე მუხლის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის ,,ა“, ,,ო“ და ,,პ“ ქვეპუნქტების,  მე-9, მე-11 და მე-12 პუნქტების, ,,ქართველოლოგიის დარგში იაკობ გოგებაშვილის სახელობის სამეცნიერო პრემიის დაწესების, მისი მინიჭების წესის და იაკობ გოგებაშვილისადმი მიძღვნილი ქართველოლოგიის დარგში სამეცნიერო კონფერენციის ჩატარების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ რექტორის 2015 წლის 20 აპრილის №61/01-01 ბრძანების მეორე პუნქტით დამტკიცებული დებულების მე-2 მუხლის მე-4 პუნქტისა და  სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის 2017 წლის   10 აპრილის  №5136/27, ფსიქოლოგიის და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის  2017 წლის 7 აპრილის №5046/26, თსუ შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის დირექტორის 2017 წლის 20 აპრილის №5359/10-02,  თსუ არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის 2017 წლის 18 აპრილის №5242/10-02 და თსუ ივანე ჯავახიშვილის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის დირექტორის 2017 წლის   21 აპრილის №5388/10-02 კორესპონდენციების საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. იაკობ გოგებაშვილისადმი მიძღვნილი ქართველოლოგიის დარგში სამეცნიერო კონფერენციის ორგანიზებულად და დადგენილი  წესით ჩატარების  უზრუნველყოფის მიზნით შეიქმნას სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საორგანიზაციო  კომიტეტი შემდეგი შემადგენლობით:
ა) ეკატერინე ნავროზაშვილი – ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამსახურის უფროსი, საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარე;
ბ) თამარ ვაშაკიძე – თსუ არნოლ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის ქართული მეტყველების კულტურის განყოფილების ხელმძღვანელი, მთავარი მეცნიერი თანამშრომელი, საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე;
გ) ნინო პოპიაშვილი –  ფილოლოგიის დოქტორი, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამსახურის უფროსი სპეციალისტი, საორგანიზაციო კომიტეტის წევრი; 
დ) ნინო ჩახუნაშვილი – ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის ასისტენტ პროფესორი, საორგანიზაციო კომიტეტის წევრი;
ე) ეკატერინე ჩიკვაიძე – თსუ შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის მეცნიერი თანამშრომელი,  საორგანიზაციო კომიტეტის წევრი;
ვ) ეფემია ხარაძე – ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის ასისტენტ პროფესორი, საორგანიზაციო კომიტეტის წევრი;
ზ) ნანა ბახსოლიანი – თსუ ივანე ჯავახიშვილის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის  მეცნიერი თანამშრომელი, საორგანიზაციო კომიტეტის წევრი; 
თ) თეა ბურჭულაძე – თსუ არნოლ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის სწავლული მდივანი, საორგანიზაციო კომიტეტის წევრი;
ი) შორენა მურუსიძე – თსუ ივანე ჯავახიშვილის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის  მეცნიერი თანამშრომელი, საორგანიზაციო კომიტეტის წევრი;
კ) მაია ნაჭყებია – თსუ შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერი თანამშრომელი,  საორგანიზაციო კომიტეტის წევრი, კომიტეტის მდივანი.
2. დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას წინამდებარე ბრძანების გადაცემა დაინტერესებულ პირთათვის.
3. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
4.   ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.


რექტორის მოვალეობის შემსრულებელი,
რექტორის მოადგილე                                                                                     მიხეილ ჩხენკელი

სრულად

ბრძანების N: 76/01-01

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 2016-2017 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამების პირველად და შემდგომ საფეხურზე ჩასარიცხად წარსადგენი დოკუმენტაციის ნუსხისა და წარდგენის ვადების განსაზღვრის შესახებ
სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  2016-2017 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამების პირველად და შემდგომ საფეხურზე ჩასარიცხად წარსადგენი დოკუმენტაციის ნუსხისა და წარდგენის ვადების                   განსაზღვრის შესახებ

    ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი, მე-2 და მესამე ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 57-ე მუხლის, 58-ე მუხლის პირველი ნაწილის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 27 სექტემბრის №152/ნ ბრძანებით დამტკიცებული "პროფესიული ტესტირების ჩატარების დებულების’’ 29-ე მუხლის პირველის პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის   2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის "ა", "ბ" "ო" და "პ" ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. განისაზღვროს 2016-2017 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამების პირველად და შემდგომ საფეხურზე ჩასარიცხად წარსადგენი დოკუმენტაციის ნუსხა:
ა) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი; 
ბ) ფოტოსურათი 3/4 (ელექტრონული ვერსია CD-ზე)
გ) პროფესიული განათლების წინა საფეხურის დამადასტურებელი დოკუმენტის  ნოტარიულად დამოწმებული ასლი;
დ) სამხედრო  აღრიცხვაზე  ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტი  (ასეთის 
არსებობის შემთხვევაში);
2. განისაზღვროს 2016-2017 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამების პირველად და შემდგომ საფეხურზე ჩასარიცხად წარსადგენი დოკუმენტაციის წარდგენის ვადად 16-17 მაისი.
3. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების  დეპარტამენტს;
4. დაევალოს კანცელარიას ბრძანება განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე და გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს;
5. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

რექტორი               გიორგი შარვაშიძე

სრულად

ბრძანების N: 72/01-01

,,ესტატე ხმალაძის სახელობის სტიპენდიის მინიჭების შესახებ დებულებისა და სტიპენდიის მიმნიჭებელი კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ“ რექტორის 2008 წლის 27 თებერვლის N12/01-01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
,,ესტატე ხმალაძის სახელობის სტიპენდიის მინიჭების შესახებ დებულებისა და სტიპენდიის მიმნიჭებელი კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ“ რექტორის 2008 წლის 27 თებერვლის N12/01-01 ბრძანებაში ცვლილების    შეტანის თაობაზე

    ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 54–ე მუხლის პირველის ნაწილის, 57-ე მუხლის, 63-ე მუხლის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის „ა“ და „პ“ ქვეპუნქტის, მე-9 პუნქტისა და ზუსტ საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის რამაზ ხომერიკის 2017 წლის  03 აპრილის №4688/28 კორესპონდენციის  საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. „ესტატე ხმალაძის სახელობის სტიპენდიის მინიჭების შესახებ დებულებისა და სტიპენდიის მიმნიჭებელი კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ“ რექტორის 2008 წლის 27 თებერვლის №12/01-01 ბრძანების პირველი პუქტით დამტკიცებულ №2 დანართში  შევიდეს ცვლილება და იგი ჩამოყალიბდეს  წინამდებარე ბრძანებაზე თანდართული სახით (დანართი №2).
2. დაევალოს კანცელარიას ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე  განთავსება.
3. დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება.
4. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე. 


რექტორი                                                                გიორგი შარვაშიძე

სრულად

ბრძანების N: 73/01-01

"ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ქვეპროგრამის “სოციალურად დაუცველი და წარმატებული სტუდენტების ხელშეწყობა” (კოდი 07 05 03) ფარგლებში გამოყოფილი ასიგნებებიდან წარმატებული სტუდენტების წახალისებისა და სოციალურად დაუცველი სტუდენტების დაფინანსების წესების დამტკიცების შესახებ” ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 24 თებერვლის #3-11 დადგენილების ფარგლებში სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ წარსადგენ მაგისტრანტთა შერჩევის დებულების დამტკიცების შესახებ
"ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ქვეპროგრამის “სოციალურად დაუცველი და წარმატებული სტუდენტების ხელშეწყობა” (კოდი 07 05 03) ფარგლებში გამოყოფილი ასიგნებებიდან წარმატებული სტუდენტების წახალისებისა და სოციალურად დაუცველი სტუდენტების დაფინანსების წესების დამტკიცების შესახებ” ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს   2017 წლის 24 თებერვლის #3-11 დადგენილების ფარგლებში სსიპ -  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ წარსადგენ მაგისტრანტთა შერჩევის დებულების დამტკიცების შესახებ 

,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის პირველი, მეორე და მესამე ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, მე-100 მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის #135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის "ა", "ბ" "ო" და "პ" ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 24 თებერვლის #3-11 დადგენილების დანართი #1-ის საფუძველზე, 

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. დამტკიცდეს “ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ქვეპოგრამის “სოციალურად დაუცველი და წარმატებული სტუდენტების ხელშეწყობა”                 (კოდი 07 05 03) ფარგლებში გამოყოფილი ასიგნებებიდან წარმატებული სტუდენტების წახალისებისა და სოციალურად დაუცველი სტუდენტების დაფინანსების წესების“ ფარგლებში სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ წარსადგენ მაგისტრანტთა შერჩევის დებულება (დანართი #1);
2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს რექტორის 2016 წლის 14 სექტემბრის “ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის 2016 წლის 31 აგვისტოს #34.26.775 განკარგულების საფუძველზე ,,ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული ქვეპროგრამის ,,უწყვეტი განათლების სისტემის განვითარების ხელშეწყობა’’ ფარგლებში გამოყოფილი ასიგნებიდან წარმატებული   სტუდენტების    წახალისების   წესის’’   ფარგლებში    სსიპ -   ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ წარსადგენ მაგისტრანტთა შერჩევის დებულების დამტკიცების შესახებ”   #158/01-01 ბრძანება.
3. ბრძანების ყველასთვის ხელმისაწვდომ ადგილას განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას;
4. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
5. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

რექტორი                                                    გიორგი შარვაშიძე


სრულად

ბრძანების N: 74/01-01