საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
ბრძანება
თარიღი
სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელ სამეცნიერო-კვლევით ერთეულში - ალექსანდრე თვალჭრელიძის სახელობის მინერალური ნედლეულის კავკასიის ინსტიტუტში სამეცნიერო პერსონალის - უფროსი მეცნიერი თანამშრომელი - თანამდებობებზე გამოცხადებული კონკურსის შედეგების (შემაჯამებელი ოქმი) დამტკიცების შესახებ
სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის   დამოუკიდებელ სამეცნიერო-კვლევით ერთეულში - ალექსანდრე თვალჭრელიძის სახელობის მინერალური ნედლეულის კავკასიის ინსტიტუტში  სამეცნიერო პერსონალის - უფროსი მეცნიერი თანამშრომელი - თანამდებობებზე გამოცხადებული კონკურსის შედეგების (შემაჯამებელი ოქმი) დამტკიცების შესახებ

    ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, 373  მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების  მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მე-8 პუნქტის ,,ა“, ,,პ“ და "ზ" ქვეპუნქტებისა და მე-9 პუნქტის, ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო პერსონალის სამსახურში მიღების ერთიანი წესისა და სამეცნიერო თანამდებობების დაკავების დამატებითი პირობების დამტკიცების შესახებ” ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის №63/2017 დადგენილების დანართი №1-ის მე-6 მუხლის მე-17, მე-18 და მე-20 პუნქტების, მე-7 მუხლის, სამეცნიერო–კვლევითი ერთეულის ალექსანდრე თვალჭრელიძის სახელობის მინერალური ნედლეულის კავკასიის ინსტიტუტის  დებულების, მე-8 მუხლის მე-7 პუნქტის, მე-10 მუხლის და  ინსტიტუტის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის რევზ კვატაშიძის 2018 წლის    9 თებერვლის №2312/10 წერილის (თან ერთვის ინსტიტუტის საკონკურსო კომისიის 2018 წლის 9 თებერვლის  სხდომის შემაჯამებელი ოქმი №15) საფუძველზე, 

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. დამტკიცდეს სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო–კვლევითი ერთეულის ალექსანდრე თვალჭრელიძის სახელობის მინერალური ნედლეულის კავკასიის ინსტიტუტის სამეცნიერო პერსონალის - უფროსი მეცნიერი თანამშრომელი - თანამდებობებზე გამოცხადებული კონკურსის შედეგები (შემაჯამებელი ოქმი) განყოფილებების მიხედვით და განისაზღვრონ არჩეულად ქვემოჩამოთვლილი პირები შემდეგი შემადგენლობით: 

მყარი სასარგებლო წიაღისეულისა სამეცნიერო-კვლევითი განყოფილება
გაგნიძე მირიან-უფროსი მეცნიერი თანამშრომელი - 0.5 საშტატო ერთეული (ერთი)


ენერგეტიკული რესურსებისა და ახალი ტექნოლოგიების სამეცნიერო-კვლევითი
განყოფილება
 ჭიჭინაძე მაია - უფროსი მეცნიერ თანამშრომელი - 1 საშტატო ერთეული 

გეოეკოლოგიისა და გამოყენებითი გეოქიმიის სამეცნიერო-კვლევითი განყოფილება
ყუფარაძე დავით -  უფროსი მეცნიერი თანამშრომელი  -  0.5 საშტატო ერთეული (ერთი)

მინერალური  ნედლეულის  ეკონომიკისა  და  სტრატეგიული  დაგეგმარების  სამეცნიერო-კვლევითი განყოფილება
ოთარაშვილი მანანა – უფროსი მეცნიერი  თანამშრომელი - 1 საშტატო ერთეული

სასარგებლო წიაღისეულის გამდიდრების და ჩამდინარე წყლების გაწმენდის სამეცნიერო -კვლევითი განყოფილება
ხაჩატურიანი კარინე - უფროსი მეცნიერი  თანამშრომელი - 1 საშტატო ერთეული

ბიოტექნოლოგიური სამეცნიერო-კვლევითი განყოფილება
ჩხობაძე ნანული - უფროსი მეცნიერი თანამშრომელი - 1 საშტატო ერთეული

სილიკატებისა და საშენი  მასალების ტექნოლოგიის სამეცნიერო -კვლევითი განყოფილება
გეჯაძე იოსებ - უფროსი მეცნიერი  თანამშრომელი - 1 საშტატო ერთეული

საგამოცდო ცენტრი „გეოანალიტიკა“
ლორია ნათელა - უფროსი მეცნიერი თანამშრომელი - 1  საშტატო ერთეული.

2. კონკურსის შედეგები ძალაში შევიდეს სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის - ალექსანდრე თვალჭრელიძის სახელობის მინერალური ნედლეულის კავკასიის ინსტიტუტის კანონმდებლობითა და თსუ წესდების 232 მუხლით დადგენილი წესით შექმნისთანავე.
3. დაევალოს პერსონალის მართვის დეპარტმენტს შრომითი ხელშეკრულებების გაფორმება სამეცნიერო პერსონალთან ალექსანდრე თვალჭრელიძის სახელობის მინერალური ნედლეულის კავკასიის ინსტიტუტის კანონმდებლობითა და თსუ წესდების 232-ე  მუხლით დადგენილი წესით შექმნისთანავე.
4. ბრძანების დაინტერესებულ პირთათვის კანონმდებლობით დადგენილი წესით  გადაცემა დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
5. წინამდებარე ბრძანების  უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
6. ბრძანება ძალაში შევიდეს გამოცემისთანავე. 



რექტორი                                                     გიორგი შარვაშიძე
სრულად

ბრძანების N: 29/01-01

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისათვის 2017-2018 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის ჩათვლით ერთი და იმავე სავალდებულო სასწავლო კურსში სამჯერ კრედიტის ვერმიღების გამო, 2017-2018 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრიდან სტუდენტის სტატუსის შეწყვეტასთან დაკავშირებით წარმოების დაწყების თაობაზე
სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისათვის 2017-2018 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის ჩათვლით ერთი და იმავე სავალდებულო სასწავლო კურსში სამჯერ კრედიტის ვერმიღების გამო, 2017-2018 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრიდან სტუდენტის სტატუსის შეწყვეტასთან დაკავშირებით წარმოების დაწყების თაობაზე 

     ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი, მეორე და მესამე ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის,  55-ე მუხლის პირველი და  მე-2 ნაწილების, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის "ა", "ბ" "ო" და "პ" ქვეპუნქტების, მე-9  პუნქტის,  "სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების საჯაროდ გამოცხადების წესის დამტკიცების შესახებ" თსუ-ს რექტორის 2010 წლის 13 სექტემბრის №83/01-01 ბრძანებისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის 2017 წლის 14 თებერვლის №2608/10 წერილის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. დაიწყოს ადმინისტრაციული წარმოება სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისათვის, 2017-2018 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის ჩათვლით ერთი და იმავე სავალდებულო სასწავლო კურსში სამჯერ კრედიტის ვერმიღების გამო, 2017-2018 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრიდან სტუდენტის სტატუსის შეწყვეტასთან დაკავშირებით, ფაკულტეტების შესაბამისად თანდართული სიის მიხედვით:

ა) ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი (დანართი №1);
ბ) ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი (დანართი №2);
გ) სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი (დანართი №3);
დ) ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი (დანართი №4);
ე) იურიდიული ფაკულტეტი (დანართი №5);
ვ) მედიცინის ფაკულტეტი (დანართი №6);
ზ) ფსიქოლოგიის და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი (დანართი №7);

2. წარმოების განხორციელება დაევალოს შესაბამის ფაკულტეტებს, სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტსა და საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
3. წარმოების დასრულების ვადა განისაზღვროს არაუგვიანეს 14 მარტისა. 
4. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
5. დაევალოს კანცელარიას ბრძანება განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე და გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს.
6. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.
7. წინამდებარე ბრძანება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრებული იქნას კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №6)



რექტორი        გიორგი შარვაშიძე                                

სრულად

ბრძანების N: 87/01-04

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ბაკალავრიატის საფეხურის სტუდენტებისათვის 2017-2018 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში (2018 წლის პირველი იანვრიდან – 2018 წლის 28 თებერვლის ჩათვლით) ,,სახელმწიფო სტიპენდიები სტუდენტებს’’ პროგრამის ფარგლებში სტიპენდიის დანიშვნის შესახებ
სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ბაკალავრიატის საფეხურის სტუდენტებისათვის 2017-2018 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში (2018 წლის პირველი იანვრიდან – 2018 წლის 28 თებერვლის ჩათვლით) ,,სახელმწიფო სტიპენდიები სტუდენტებს’’ პროგრამის ფარგლებში სტიპენდიის დანიშვნის შესახებ

     ,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის და 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ’’ ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის ,,ნ’’ ,,ო’’ და ,,პ’’ ქვეპუნქტების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2018 წლის 7 თებერვლის №115 და სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის 2017 წლის 6 დეკემბრის №255/01-01 ბრძანებების, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის რ.ხომერიკის 15.12.2017წ. №23182/27 განცხადების და სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტის უფროსის  დ. კანდელაკის 15.12.2017წ. №23256/10 დასკვნის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1.    დაენიშნოთ სტიპენდია, სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ბაკალავრიატის საფეხურის სტუდენტებს 2017-2018 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში (2018 წლის პირველი იანვრიდან – 2018 წლის  28 თებერვლის ჩათვლით), სახელმწიფო სტიპენდიები სტუდენტებს” პროგრამის ფარგლებში თითოეულს თვეში 150 ლარი დანართი №1 – ის მიხედვით;   
2.    დაევალოს საფინანსო დეპარტამენტს, გასცეს თვეში 15900 ლარი, უნივერსიტეტის 2018 წლის ბიუჯეტით, ,,სახელმწიფო სტიპენდია სტუდენტებს” პროგრამის ფარგლებში, სხვა ხარჯების მუხლში გათვალისწინებული სახაზინო თანხებიდან;
3.    ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
4.    დაევალოს კანცელარიას ბრძანების გადაცემა დაგზავნის ფურცელში მითითებული სტრუქტურული ერთეულებისათვის;
5.    ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.


ადმინისტრაციის ხელმძღვანელი                               ნ. ოვსიანიკოვა

სრულად

ბრძანების N: 132/02-04

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ბაკალავრიატის საფეხურის სტუდენტებისათვის 2017-2018 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში (2018 წლის პირველი იანვრიდან – 2018 წლის 28 თებერვლის ჩათვლით) ,,სახელმწიფო სტიპენდიები სტუდენტებს’’ პროგრამის ფარგლებში სტიპენდიის დანიშვნის შესახებ
სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ბაკალავრიატის საფეხურის სტუდენტებისათვის 2017-2018 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში  (2018 წლის პირველი იანვრიდან – 2018 წლის 28 თებერვლის ჩათვლით) ,,სახელმწიფო სტიპენდიები სტუდენტებს’’ პროგრამის ფარგლებში სტიპენდიის დანიშვნის შესახებ

     ,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის და 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ’’ ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის ,,ნ’’ ,,ო’’ და ,,პ’’ ქვეპუნქტების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2018 წლის 7 თებერვლის №115 და სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის 2017 წლის  6 დეკემბრის №255/01-01 ბრძანებების, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის ნ. გაფრინდაშვილის 14.12.2017წ. №23115/27 განცხადების და სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტის უფროსის დ. კანდელაკის 15.12.2017წ. №23174/10-02 დასკვნის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. დაენიშნოთ სტიპენდია, სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ბაკალავრიატის საფეხურის სტუდენტებს 2017-2018 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში (2018 წლის პირველი იანვრიდან – 2018 წლის 28 თებერვლის ჩათვლით), სახელმწიფო სტიპენდიები სტუდენტებს” პროგრამის ფარგლებში თითოეულს თვეში 150 ლარი დანართი №1 – ის მიხედვით;   
2. დაევალოს საფინანსო დეპარტამენტს, გასცეს თვეში 16800 ლარი, უნივერსიტეტის 2018 წლის ბიუჯეტით, ,,სახელმწიფო სტიპენდია სტუდენტებს” პროგრამის ფარგლებში, სხვა ხარჯების მუხლში გათვალისწინებული სახაზინო თანხებიდან;
3. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
4. დაევალოს კანცელარიას ბრძანების გადაცემა დაგზავნის ფურცელში მითითებული სტრუქტურული ერთეულებისათვის;
5. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.


ადმინისტრაციის ხელმძღვანელი                                ნ. ოვსიანიკოვა
                            
სრულად

ბრძანების N: 131/02-04

,,სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საბიბლიოთეკო საბჭოს შემადგენლობის დამტკიცების შესახებ” ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2011 წლის 21 მაისის 87/02-01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
,,სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საბიბლიოთეკო საბჭოს შემადგენლობის დამტკიცების შესახებ” ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2011 წლის 21 მაისის 87/02-01 ბრძანებაში ცვლილების    შეტანის თაობაზე

     „უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 23–ე მუხლის პირველი პუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ” ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი  ნაწილის, 53-ე მუხლის პირველი  ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 57-ე მუხლის, 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის  2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე–15 მუხლის პირველი პუნქტის, მე–16 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტებისა და უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის ხელმძღვანელის ზურაბ გაიპარაშვილის 2018 წლის 31 იანვრის №1656/10 კორესპონდენციის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. ,,სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საბიბლიოთეკო საბჭოს შემადგენლობის დამტკიცების შესახებ” ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2011 წლის 21 მაისის 87/02-01 ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებულ   №1 დანართში შევიდეს ცვლილება  და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,საბიბლიოთეკო საბჭოს შემადგენლობა :

ა)  ზურაბ გაიპარაშვილი – უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის ხელმძღვანელი;
ბ)  გიორგი  ღვედაშვილი – სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების  დეპარტამენტის უფროსი;
გ) დალი კანდელაკი – სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტის უფროსი;
დ) თამარ გიორგაძე – უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის ხელმძღვანელის მოადგილე;
ე) თამარ ბაგრატიონი –  უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის ეკონომიკისა და ბიზნესის  ფაკულტეტის ბიბლიოთეკის გამგე;
ვ) ლია გოგიაშვილი-შარითაშვილი– უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის  სოციალურ და პოლიტიკურ  მეცნიერებათა ფაკულტეტის  ბიბლიოთეკის გამგე;
ზ)ირაკლი დვალიძე – უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის იურიდიული ფაკულტეტის ბიბლიოთეკის გამგე;
თ)მარინე დგებუაძე – უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის  ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ბიბლიოთეკის გამგე;
ი)ქეთევან ნაკაშიძე –  უნივერსიტეტის  ბიბლიოთეკის  ბიბლიოთეკარი;
კ)ლია  გურული – უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის  ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა  ფაკულტეტის ბიბლიოთეკის  გამგის  მოვალეობის  შემსრულებელი;
ლ)ირმა კოპალეიშვილი – საფინანსო დეპარტამენტის აღრიცხვა-ანგარიშგების განყოფილება  უფროსი სპეციალისტი“.

2.  ბრძანების       განხორციელებაზე პასუხისმგებლობა დაეკისროს უნივერსიტეტის ბიბლიოთეკას.
3.  ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
4.   ბრძანება ძალაში შედის გამოცემისთანავე.


ადმინისტრაციის ხელმძღვანელი                                                          ნუნუ ოვსიანიკოვა

სრულად

ბრძანების N: 24/02-01

,,სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებისათვის 2017-2018 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში საუნივერსიტეტო დაფინანსების თაობაზე” ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2017 წლის 22 დეკემბრის №1178/02-04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
,,სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  იურიდიული ფაკულტეტის ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებისათვის 2017-2018 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში საუნივერსიტეტო დაფინანსების თაობაზე” ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2017 წლის 22 დეკემბრის №1178/02-04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

     ,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის და 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ’’ ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის ,,ნ’’ ,,ო’’ და ,,პ’’ ქვეპუნქტების, იურდიული ფაკულტეტის დეკანის თ. ზარანდიას 01.02.2018წ    №1750/31-01  წერილის საფუძველზე, 

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. შევიდეს ცვლილება ,,სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  იურიდიული ფაკულტეტის ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებისათვის 2017-2018 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში საუნივერსიტეტო დაფინანსების თაობაზე” ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2017 წლის 22 დეკემბრის №1178/02-04 ბრძანებაში და ბრძანების დანართი №1 ჩამოყალიბდეს წინამდებარე ბრძანებაზე თანდართული ფორმით  (დანართი №1):
2. დაევალოს საფინანსო დეპარტამენტს, შეიტანოს შესაბამისი ცვლილებები    ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტების მონაცემთა ბაზაში.
3. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
4. დაევალოს კანცელარიას ბრძანების გადაცემა დაგზავნის ფურცელში მითითებული  სტრუქტურული ერთეულებისათვის.
5. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.


ადმინისტრაციის ხელმძღვანელი                                    ნ. ოვსიანიკოვა

სრულად

ბრძანების N: 124/02-04

,,სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის ერთსაფეხურიან საგანმანათლებლო პროგრამაზე ,,მედიცინა“ (ინგლისურენოვანი) 2017-2018 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში ჩარიცხული სტუდენტებისათვის 2017-2018 სასწავლო წლის სასწავლო პროცესის ვადების განსაზღვრის შესახებ’’ უნივერსიტეტის რექტორის 2017 წლის 7 სექტემბერის №170/01-01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
,,სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის ერთსაფეხურიან საგანმანათლებლო პროგრამაზე ,,მედიცინა“ (ინგლისურენოვანი) 2017-2018 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში ჩარიცხული სტუდენტებისათვის 2017-2018 სასწავლო წლის სასწავლო პროცესის ვადების განსაზღვრის შესახებ’’ უნივერსიტეტის რექტორის 2017 წლის 7 სექტემბერის №170/01-01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე 

    ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილი, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის პირველი - მე-3 ნაწილების,  54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის "ა”, "ბ”, "ო” და "პ” ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, მედიცინის ფაკულტეტის დეკანის   2018 წლის 31 იანვრის N1716/32 და 2 თებერვლის N1883/32  წერილების საფუძველზე,

ვბრძანებ:

1. შევიდეს ცვლილება ,,სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის ერთსაფეხურიან საგანმანათლებლო პროგრამაზე ,,მედიცინა“ (ინგლისურენოვანი) 2017-2018 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში ჩარიცხული სტუდენტებისათვის 2017-2018 სასწავლო წლის სასწავლო პროცესის ვადების განსაზღვრის შესახებ’’ უნივერსიტეტის რექტორის 2017 წლის 7 სექტემბრის №170/01-01 ბრძანების პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტში და აღნიშნული ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:

„ ბ) გაზაფხულის სემესტრი:
ბ.ა) ადმინისტრაციული რეგისტრაცია - 14 - 26 მარტი;
ბ.ბ) აკადემიური რეგისტრაცია - 19 - 26 მარტი;
ბ.გ) სააუდიტორიო მეცადინეობები -  26 მარტი – 7 ივლისი;
ბ.დ) საგამოცდო პერიოდი - 9 - 20 ივლისი (დასკვნითი გამოცდები),  26 ივლისი - 4 აგვისტო  (დამატებითი გამოცდები);
ბ.ე) არდადეგები - 5 აგვისტო - 16 სექტემბერი.“
2. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
3. ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსების და შესაბამისი სტრუქტურული ერთეულებისათვის გადაცემის უზრუნველყოფა დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
4. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.



რექტორი           გიორგი შარვაშიძე

 
სრულად

ბრძანების N: 27/01-01

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთაგან (ბაკალავრიატი/მაგისტრატურა/ერთსაფეხურიანი სამედიცინო) საუნივერსიტეტო დაფინანსების კანდიდატების შერჩევის წესის დამტკიცების შესახებ
სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთაგან (ბაკალავრიატი/მაგისტრატურა/ერთსაფეხურიანი სამედიცინო) საუნივერსიტეტო დაფინანსების კანდიდატების შერჩევის  წესის დამტკიცების შესახებ

     ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, 43-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ი’’ ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის პირველი, მეორე და მესამე ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის   11 სექტემბრის №135 ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-9 პუნქტის საფუძველზე

ვბრძანებ: 

1. სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (შემდგომში „უნივერსიტეტი“) სტუდენტების საუნივერსიტეტო დაფინანსება ითვალისწინებს ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და ერთსაფეხურიანი სამედიცინოს სტუდენტების დაფინანსებას შერჩევის საფუძველზე, აკადემიური შედეგების გათვალისწინებით.
2. საუნივერსიტეტო დაფინანსებისათვის კანდიდატების შერჩევა/შეფასება, ასევე, ფაკულტეტებისათვის რექტორის ბრძანებით განსაზღვრული საუნივერსიტეტო დაფინანსებიდან სტუდენტების დასაფინანსებლად გამოყოფილი თანხის ოდენობის განსაზღვრა, ხორციელდება ფაკულტეტების მიერ დადგენილი წესით.
3. სტუდენტების საუნივერსიტეტო დაფინანსება არ უნდა აღემატებოდეს უნივერსიტეტის ბიუჯეტის ეკონომიკური შემოსავლების 2 (ორ) პროცენტს. საუნივერსიტეტო დაფინანსების ოდენობა დგინდება უნივერსიტეტის რექტორის ბრძანებით.
4. საუნივერსიტეტო დაფინანსების აბსოლუტური სიდიდე თითოეულ ფაკულტეტზე ნაწილდება მიმდინარე სემესტრში აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტების რაოდენობის გათვალისწინებით.
5. შერჩეულ საუნივერსიტეტო დაფინანსების კანდიდატთა სიას ფაკულტეტები წარადგენენ სასწავლო პროცესის მართვისა და საფინანსო დეპარტამენტებში შესაბამისი სემესტრის საგამოცდო პერიოდის დაწყებამდე.
6. სასწავლო პროცესის მართვის და საფინანსო დეპარტამენტები ადგენენ ფაკულტეტების მიერ წარდგენილი საუნივერსიტეტო დაფინანსების კანდიდატთა სიების შესაბამისობას ამ ბრძანების მე-8 პუნქტით განსაზღვრულ კრიტერიუმებთან. საფინანსო დეპარტამენტი უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელს წარუდგენს სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრიატის/მაგისტრატურის/ერთსაფეხურიანი სამედიცინოს სტუდენტების საუნივერსიტეტო დაფინანსების თაობაზე ბრძანების პროექტს ფაკულტეტების შესაბამისად.

7. საუნივერსიტეტო დაფინანსებაზე მყოფ სტუდენტთა ერთიანი სია ფაკულტეტების შესაბამისად მტკიცდება უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ბრძანებით.
8. საუნივერსიტეტო დაფინანსება არ გაიცემა:
ა)სტუდენტებზე, რომლებსაც მოპოვებული აქვთ სახელმწიფო/ალტერნატიული დაფინანსების სრული ოდენობა. ნაწილობრივი ოდენობის შემთხვევაში საუნივერსიტეტო დაფინანსება გაიცემა მის პროპორციულად, სწავლის საფასურის სრულად შესავსებად.
ბ)სტუდენტებზე, რომლებიც სწავლობენ სახელმწიფოს მიერ სრულად დაფინანსებულ პრიორიტეტულ საგანმანათლებლო პროგრამაზე და გათვალისწინებულნი არიან დაფინანსებაში.
გ) ბაკალავრიატის პირველი სემესტრის სტუდენტებზე.
დ) დამატებითი სემესტრის სტუდენტებზე.
ე) სტუდენტებზე, რომლებსაც სრულად არ აქვთ დაფარული წინა სემესტრის სწავლის საფასური.
ვ) წინა კალენდარულ სემესტრში სტატუსშეჩერებულ სტუდენტებზე.
9. ძალადაკარგულად გამოცხადდეს უნივერსიტეტის რექტორის 2012 წლის   21 მარტის N47/01-01 ბრძანება წინამდებარე ბრძანების ძალაში შესვლის დღიდან.
10. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების მართვის დეპარტამენტს.
11. ბრძანების შესასრულებლად გადაცემა მასში მოყვანილ დაინტერესებულ პირთათვის, ასევე, ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.


რექტორი                გიორგი შარვაშიძე


სრულად

ბრძანების N: 28/01-01

„ა(ა)იპ–ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლის სემესტრული საფასურის ეტაპობრივი გადახდის შესახებ“ რექტორის 2012 წლის 24 იანვრის №02/01-01 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ
„ა(ა)იპ–ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლის სემესტრული საფასურის ეტაპობრივი გადახდის შესახებ“  რექტორის 2012 წლის 24 იანვრის №02/01-01 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ 

,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილი, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის პირველი - მე-3 ნაწილების,  54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის –  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის "ა”, "ბ”, "ო” და "პ” ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. შევიდეს შემდეგი ცვლილებები „ა(ა)იპ–ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლის სემესტრული საფასურის ეტაპობრივი გადახდის შესახებ“  რექტორის 2012 წლის 24 იანვრის №02/01-01 ბრძანებაში:

ა) ბრძანების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი შინაარსით:

„სსიპ–ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლის სემესტრული საფასურის ეტაპობრივი გადახდის შესახებ“.

ბ) ბრძანების პირველი პუნქტის შესავალი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი შინაარსით:
„1.მიეცეთ უფლება „სსიპ–ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს, სწავლის სემესტრული საფასური (სასწავლო წლის გადასახადი თანხის ნახევარი) გადაიხადონ ეტაპობრივად შემდეგი წესით:“

გ) ბრძანებას დაემატოს შემდეგი შინაარის 11-ლი პუნქტი:
„11. მიეცეთ უფლება „სსიპ–ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურად მოწყვლად სტუდენტებს, სწავლის სემესტრული საფასური (სასწავლო წლის გადასახადი თანხის ნახევარი) გადაიხადონ ეტაპობრივად უნივერსიტეტის მიერ განსაზღვრული გრაფიკით, მათი მოთხოვნის შესაბამისად“.


დ) ბრძანების  მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი შინაარსით:

„5. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.“

2. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება  დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
3. ბრძანების  ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსებისა და შესაბამისი სტრუქტურული ერთეულებისათვის გადაცემის უზრუნველყოფა დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას;
4. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.



რექტორი                                                 გიორგი შარვაშიძე

სრულად

ბრძანების N: 24/01-01

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის ირინე დარჩიასათვის უფლებამოსილების დელეგირების შესახებ
სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის ირინე დარჩიასათვის უფლებამოსილების დელეგირების შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის პირველი ნაწილის, 57-ე მუხლის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის  №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების  მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის ,,ა“, ,,ო“ და ,,პ“ ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტისა და უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის ირინე დარჩიას 2018 წლის 30 იანვრის N1623/10 სამსახურებრივი ბარათის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო  უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსს ირინე დარჩიას,  სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრთან სწრაფი, ქმედითი და მოქნილი კომუნიკაციის ფუნქციონირების მიზნით ავტორიზაციასთან, აკრედიტაციასთან და ანკეტა-კითხვარებთან დაკავშირებულ საკითხებზე, მიენიჭოს უნივერსიტეტის სახელით შესაბამის კორესპონდენციებზე ხელმოწერის უფლებამოსილება.
2. დაევალოს კანცელარიას ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე  განთავსება.
3. დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება.
4. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე. 


რექტორი                                                                                 გიორგი  შარვაშიძე

სრულად

ბრძანების N: 25/01-01

სსიპ _ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2017-2018 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრიდან მედიცინის ფაკულტეტის რეზიდენტურის ალტერნატიულ დიპლომისშემდგომ (სუბსპეციალობის) საგანმანათლებლო პროგრამაზე სტუდენტების ჩარიცხვის შესახებ
სსიპ _ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2017-2018 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრიდან მედიცინის    ფაკულტეტის რეზიდენტურის ალტერნატიულ დიპლომისშემდგომ (სუბსპეციალობის) საგანმანათლებლო პროგრამაზე სტუდენტების ჩარიცხვის შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის,  55-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 56–ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, საქართველოს მთავრობის 2013 წლის 29 ივლისის №187 დადგენილების პირველი მუხლის მე-2 პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის–ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის "ა", "ბ", "ო", და "პ" ქვეპუნქტების,  მე-9 პუნქტის,  "საექიმო საქმიანობის შესახებ" საქართველოს კანონის მე-7 და მე-15 მუხლების, "ჯანმრთელობის დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის 96-102 მუხლების, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2009 წლის 8 აპრილის №135/ნ ბრძანების "რეზიდენტურის ალტერნატიულ დიპლომისშემდგომ განათლებაში (პროფესიულ მზადებაში) მონაწილეობის, მისი წარმართვის და შეფასების წესისა და იმ სამედიცინო დაწესებულებების ან/და სასწავლებლების აკრედიტაციის კრიტერიუმების და წესის დამტკიცების შესახებ, რომლებშიც შესაძლებელია  დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების) კურსის გავლა", "ა(ა)იპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში რეზიდენტურის ალტერნატიული დიპლომისშემდგომი საგანმანათლებლო პროგრამების (პროფესიული მზადების) სპეციალობის მაძიებელთა/უმცროს ექიმთა სასწავლო პროცესის მარეგულირებელი წესის დამტკიცების შესახებ" თსუ-ს აკადემიური საბჭოს 2013 წლის 15 ივლისის №84/2013 წლის დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-სა და მედიცინის ფაკულტეტის დეკანის მოადგილის 2017 წლის 30 იანვრის №1535/32 წერილის საფუძველზე,

ვბრძანებ:

1. ჩაირიცხონ სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2017-2018 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრიდან მედიცინის ფაკულტეტის რეზიდენტურის ალტერნატიულ დიპლომისშემდგომ (სუბსპეციალობის) საგანმანათლებლო პროგრამაზე შემდეგი კონკურსანტები:

საგანმანათლებლო პროგრამა – პალიატიური მედიცინა
1. გოგოლაძე მარგალიტა  
2. ტვილდიანი გალაქტიონ 
3. დიდიძე მარინა 
4. შავდია ნია 
5. ლაზაშვილი თამარ 
6. მაღლაფერიძე ზვიადი 
7. ყუფარაძე მარინა  
8. სილაგაძე თამილა 

2. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს  უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტმენტს;
3. დაევალოს კანცელარიას, ბრძანება განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე და გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს; 
4. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.


რექტორი                                                       გიორგი შარვშიძე

სრულად

ბრძანების N: 50/01-04

სსიპ _ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2017-2018 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრიდან მედიცინის ფაკულტეტის რეზიდენტურის ალტერნატიულ დიპლომისშემდგომ (პროფესიული მზადება) საგანმანათლებლო პროგრამაზე სტუდენტების ჩარიცხვის შესახებ
სსიპ _ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2017-2018 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრიდან მედიცინის ფაკულტეტის რეზიდენტურის ალტერნატიულ დიპლომისშემდგომ (პროფესიული მზადება) საგანმანათლებლო პროგრამაზე სტუდენტების ჩარიცხვის შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის,  55-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 56–ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, საქართველოს მთავრობის 2013 წლის 29 ივლისის #187 დადგენილების პირველი მუხლის მე-2 პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის–ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის "ა", "ბ", "ო", და "პ" ქვეპუნქტების,  მე-9 პუნქტის,  "საექიმო საქმიანობის შესახებ" საქართველოს კანონის მე-7 და მე-15 მუხლების, "ჯანმრთელობის დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის 96-102 მუხლების, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის   2009 წლის 8 აპრილის №135/ნ ბრძანების "რეზიდენტურის ალტერნატიულ დიპლომისშემდგომ განათლებაში (პროფესიულ მზადებაში) მონაწილეობის, მისი წარმართვის და შეფასების წესისა და იმ სამედიცინო დაწესებულებების ან/და სასწავლებლების აკრედიტაციის კრიტერიუმების და წესის დამტკიცების შესახებ, რომლებშიც შესაძლებელია  დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების) კურსის გავლა", "ა(ა)იპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში რეზიდენტურის ალტერნატიული დიპლომისშემდგომი საგანმანათლებლო პროგრამების (პროფესიული მზადების) სპეციალობის მაძიებელთა/უმცროს ექიმთა სასწავლო პროცესის მარეგულირებელი წესის დამტკიცების შესახებ" თსუ-ს აკადემიური საბჭოს 2013 წლის 15 ივლისის №84/2013 წლის დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-სა და მედიცინის ფაკულტეტის დეკანის 2017 წლის 31 იანვრის #1718/32 წერილის საფუძველზე,

ვბრძანებ:

1. ჩაირიცხონ სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2017-2018 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრიდან მედიცინის ფაკულტეტის რეზიდენტურის ალტერნატიულ დიპლომისშემდგომ (პროფესიული მზადება) საგანმანათლებლო პროგრამაზე შემდეგი კონკურსანტები:

საგანმანათლებლო პროგრამა – უროლოგია
1. ბაირამოვი ელვინი (178 ქულა)
2. კურბანალიევი ნამიგი (170 ქულა)
3. რუხაძე დავითი (162 ქულა)
4. გოგეშვილი შალვა (162 ქულა)

საგანმანათლებლო პროგრამა – ლაბორატორიული მედიცინა
1. წვერავა ლილე (194 ქულა)
2. გელაშვილი სოფიო (191 ქულა).

საგანმანათლებლო პროგრამა – ოფთალმოლოგია

1. დეკანოიძე ოთარ (155 ქულა)


2. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტმენტს;
3. დაევალოს კანცელარიას, ბრძანება განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე და გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს; 
4. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.


რექტორი                                                      გიორგი შარვშიძე

სრულად

ბრძანების N: 51/01-04

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტზე ლაბორანტის (ფიზიკური და ანალიზური ქიმიის ლაბორატორია) თანამდებობის დასაკავებლად კონკურსის გამოცხადების შესახებ
სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტზე ლაბორანტის (ფიზიკური და ანალიზური ქიმიის ლაბორატორია) თანამდებობის დასაკავებლად კონკურსის გამოცხადების შესახებ

   ,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის და 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ” ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის ,,ნ’’ და ,,პ” ქვეპუნქტის, "სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთიანი საშტატო განრიგის დამტკიცების შესახებ“  სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2018 წლის 5 იანვრის №01/04 ერთობლივი ბრძანების, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის რ.  ხომერიკის 2018 წლის 31 იანვრის №1652/28 წერილის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. გამოცხადდეს კონკურსი სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტზე ლაბორანტის (ფიზიკური და ანალიზური ქიმიის ლაბორატორია), ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად;
2. კონკურსი გამოცხადდეს 2018 წლის 5 თებერვალს, დოკუმენტაციის წარმოდგენის  ვადა განისაზღვროს 2018 წლის 12 თებერვლიდან 2018 წლის 19 თებერვლის ჩათვლით; 
3. კონკურსი ჩატარდეს საბუთების მიღების დასრულებიდან არანაკლებ 1 თვის ვადაში.
4. კონკურსი ცხადდება ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტზე ლაბორანტის (ფიზიკური და ანალიზური ქიმიის ლაბორატორია) - 1 საშტატო ერთეულზე.
5. ლაბორანტის თანამდებობაზე ხელფასი განისაზღვრება თვეში  480 (ოთხას ოთხმოცი) ლარით.
6. ლაბორანტის თანამდებობაზე ასარჩევი კანდიდატი ვალდებულია წარმოადგინოს:
ა) განცხადება კონკურსში მონაწილეობის შესახებ;
ბ) ავტობიოგრაფია (CV);
გ) პირადობის მოწმობის/პასპორტის ასლი; 
დ) უმაღლესი განათლების, კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტების   ასლები;
ე) სამოტივაციო წერილი;
ვ) სამუშაო გამოცდილება პროფილის შესაბამისად.
7. ვაკანტურ თანამდებობაზე შერჩეულ პირს ეზღუდება პარალელურად მუშაობდეს სხვა ორგანიზაციაში;
8. დამტკიცდეს ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის  ლაბორანტის (ფიზიკური და ანალიზური ქიმიის ლაბორატორია)  თანამდებობაზე შესარჩევი კომისია შემდეგი შემადგენლობით:
ა) გიორგი ბეზარაშვილი – ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი – კომისიის თავმჯდომარე;
ბ) ნუნუ ლაბარტყავა – ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ლაბორატორიის გამგე - მდივანი; 
გ)  ნინო ნიკოლეიშვილი -  ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ლაბორატორიის გამგე; 
დ) ელიზა მარქარაშვილი - ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ლაბორატორიის გამგე;
ე) რუსუდან ვარდიაშვილი - ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ლაბორატორიის გამგე;
ვ) თეა ლობჟანიძე - ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ლაბორატორიის გამგე;
ზ) მაია რუსია - ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ლაბორატორიის გამგე;
9. დამტკიცდეს ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტზე     ლაბორანტის (ფიზიკური და ანალიზური ქიმიის ლაბორატორია) თანამდებობის დასაკავებლად შესარჩევი კომისიის მუშაობის წესი (დანართი №1 );
10. საბუთების მიღება იწარმოებს 2018 წლის 12 თებერვლიდან 2018 წლის  19 თებერვლის ჩათვლით 1000-დან 1700 საათამდე, თსუ ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის კანცელარიაში.  მისამართი:  თბილისი,  ი. ჭავჭავაძის გამზ. N3, თსუ II კორპუსი;
11. ბრძანება გამოქვეყნდეს  გაზეთ "თბილისის უნივერსიტეტში" და განთავსდეს თსუ-ს ოფიციალურ ვებ-გვერდზე;
12. დაევალოს კანცელარიას ბრძანების გადაცემა დაგზავნის ფურცელში მითითებული სტრუქტურული ერთეულებისათვის.
13. ბრძანება ძალაშია საჯაროდ გამოცხადებისთანავე.


ადმინისტრაციის ხელმძღვანელი                                 ნ. ოვსიანიკოვა





სრულად

ბრძანების N: 21/02-01

უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის სტანდარტებით დადგენილი მოთხოვნების უზრუნველსაყოფად სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მისიისა და სტრატეგიული განვითარების გეგმის მომზადების მიზნით სამუშაო ჯგუფის შექმნის შესახებ
უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის სტანდარტებით დადგენილი მოთხოვნების უზრუნველსაყოფად სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  მისიისა და სტრატეგიული განვითარების გეგმის მომზადების  მიზნით სამუშაო ჯგუფის შექმნის შესახებ

    ,,უმაღლესი განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 54–ე მუხლის პირველის ნაწილის, 57-ე მუხლის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის  №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტის, მე-9  და მე-12 პუნქტების  საფუძველზე, ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის ირინე დარჩიას 2018 წლის 1 თებერვლის №1759/10 წერილის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის   მისიისა და სტრატეგიული განვითარების გეგმის მომზადების უზრუნველსაყოფად შეიქმნას სამუშაო ჯგუფი შემდეგი შემადგენლობით:

ა)   გიორგი შარვაშიძე- რექტორი - სამუშაო ჯგუფის თავმჯდომარე;

ბ)  ნუნუ ოვსიანიკოვა - ადმინისტრაციის ხელმძღვანელი  - სამუშაო ჯგუფის თავმჯდომარის მოადგილე;

გ) ალექსანდრე ცისკარიძე- რექტორის მოადგილე- სამუშაო ჯგუფის წევრი; 

დ) ლაშა საღინაძე -ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილე - სამუშაო ჯგუფის წევრი;

ე) ირინე დარჩია - ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი - სამუშაო ჯგუფის  წევრი;  

ვ) თეიმურაზ ბერიძე - ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანი - სამუშაო ჯგუფის წევრი;

ზ) თამარ გაგოშიძე - ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა  ფაკულტეტის დეკანი - სამუშაო ჯგუფის წევრი;

თ) ნანი გაფრინდაშვილი - ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი - სამუშაო ჯგუფის წევრი;

ი) თამარ დოლბაია - სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის  დეკანი -  სამუშაო ჯგუფის წევრი;

კ)თამარ ზარანდია - იურიდიული ფაკულტეტის დეკანი - სამუშაო ჯგუფის წევრი;   

ლ)  დიმიტრი კორძაია - მედიცინის ფაკულტეტის დეკანი - სამუშაო ჯგუფის წევრი;

მ) რამაზ ხომერიკი - ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი - სამუშაო ჯგუფის წევრი;

ნ) ანა ჟორჟოლიანი    -  ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის აკრედიტაციის, კვლევებისა და შეფასების  განყოფილების უფროსი - სამუშაო ჯგუფის მდივანი;       

ო) ინგა ფარნიაშვილი - ააიპ ქართული უნივერსიტეტის საზოგადოების ადმინისტრაციული მენეჯერი - სამუშაო ჯგუფის წევრი;

პ) ნიკოლოზ მელქაძე  -  ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის (თსუ-სა და სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის გაფორმებული ხელშეკრულების (75/05; 31.12.2015წ) ფარგლებში) - სპეციალისტი - ABET-ის  ფასილიტატორი - სამუშაო ჯგუფის წევრი;

2. დაევალოს რექტორის მოადგილეს ალექსანდრე ცისკარიძეს უნივერსიტეტის მისიისა და სტრატეგიული განვითარების გეგმის პროექტის შემუშავების მიზნით, წინამდებარე ბრძანებით დამტკიცებული სამუშაო ჯგუფის წინადადებების უნივერსიტეტის სამეცნიერო კვლევითი ერთეულებთან თავისი კომპეტენციის ფარგლებში განხილვა და  საბოლოო ვერსიის შემუშავების მიზნით,  სამეცნიერო კვლევითი ერთეულებთან თანამშრომლობის საფუძველზე ურთიერთშეჯერებული პოზიციების წარმოდგენა.

3. დაევალოს  ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილეს ლაშა საღინაძეს უნივერსიტეტის მისიისა და სტრატეგიული განვითარების გეგმის პროექტის შემუშავების მიზნით, წინამდებარე ბრძანებით დამტკიცებული სამუშაო ჯგუფის წინადადებების უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებთან თავისი კომპეტენციის ფარგლებში განხილვა და    საბოლოო ვერსიის შემუშავების მიზნით, უნივერსიტეტის  ადმინისტრაციულ ერთეულებთან თანამშრომლობის საფუძველზე ურთიერთშეჯერებული პოზიციების წარმოდგენა.

4. დაევალოს უნივერსიტეტის  ფაკულტეტის დეკანებს უნივერსიტეტის მისიისა და სტრატეგიული განვითარების გეგმის პროექტის შემუშავების მიზნით,  წინამდებარე ბრძანებით დამტკიცებული სამუშაო ჯგუფის წინადადებების მათდამი დაქვემდებარებულ ფაკულტეტებზე, ასევე სტუდენტებისათვის,  თავისი კომპეტენციის ფარგლებში განხილვა და  საბოლოო ვერსიის შემუშავების მიზნით, დაქვემდებარებულ ფაკულტეტებთან, ასევე სტუდენტებთან თანამშრომლობის საფუძველზე  ურთიერთშეჯერებული პოზიციების წარმოდგენა.

5. ეთხოვოს  უნივერსიტეტის აკადემიურ და წარმომადგენლობით საბჭოებს ამ ბრძანებით განსაზღვრული სამუშაო ჯგუფის საქმიანობაში მონაწილეობით უნივერსიტეტის მისიისა და სტრატეგიული განვითარების გეგმის პროექტის საბოლოო ვერსიის შემუშავებაში  აქტიური  ჩართულობა. 

6. დაევალოს სამუშაო ჯგუფს უზრუნველყოს სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მისიისა და სტრატეგიული განვითარების გეგმის საბოლოო ვერსიის მომზადება არაუგვიანეს 2018 წლის   23 თებერვლისა.  

7. დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას წინამდებარე ბრძანების გადაცემა დაინტერესებულ პირთათვის.

8. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.

9. ბრძანება ძალაში შედის გამოცემისთანავე.


რექტორი                                           გიორგი  შარვაშიძე

სრულად

ბრძანების N: 26/01-01

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ასოცირებული პროფესორის სამსახურში მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ
სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ასოცირებული პროფესორის სამსახურში მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ

    "უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტების, 34-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 35-ე მუხლის მე-2 პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის,  მე-8  პუნქტის "ა", "ბ" და "პ" ქვეპუნქტების, 28-ე მუხლის, 29-ე მუხლის მე-2 პუნქტის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2014 წლის 22 დეკემბრის №118 დადგენილების - "სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღებისა და კონკურსის ჩატარების ერთიანი წესის შესახებ"  (დამტკიცებულია თსუ წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ, ოქმი №10 29. 12. 2014წ), "სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთიანი საშტატო განრიგის დამტკიცების შესახებ" თსუU რექტორის და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებლის  2017 წლის 28 დეკემბრის №30/04 ერთობლივი ბრძანების და სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის თამარ დოლბაიას 2018 წლის 26 იანვრის №1407/30 წერილის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1.    გამოცხადდეს კონკურსი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ასოცირებული პროფესორის სამსახურში მისაღებად;
2.    უნივერსიტეტის ასოცირებულ პროფესორად 7 (შვიდი) წლის ვადით შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს არანაკლებ 3 (სამი) წლის სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის გამოცდილება;
3.    კონკურსი გამოცხადდეს 2018 წლის პირველ თებერვალს. საკონკურსო დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადა განისაზღვროს 2018 წლის 2 მარტიდან  2018 წლის 13 მარტამდე. საკონკურსო კომისიის შემაჯამებელი ოქმი თსუ აკადემიურ საბჭოს გადაეცეს არაუგვიანეს 2018 წლის 13 აპრილისა;
4.    კონკურსი გამოცხადდეს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად:
სოციოლოგიისა და სოციალური მუშაობის დეპარტამენტი

     ასოცირებული პროფესორი – 1 საშტატო ერთეული

5. ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე ასარჩევმა კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს:
ა)  განცხადება  საკონკურსო  კომისიის  სახელზე  (დადგენილი   ფორმის მიხედვით);
ბ) კონკურსანტის ანკეტა, შევსებული დადგენილი ფორმის მიხედვით (ანკეტა წარმოდგენილი უნდა იყოს როგორც ნაბეჭდი, ისე ელექტრონული (CD) სახით, (ფაილის ფორმატი – Word და PDF ფაილების სახით);    
გ)  პირადობის მოწმობის ასლი;
დ) შესაბამისი აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის (დოკუმენტების)  ასლი  (უცხო  ქვეყანაში  მიღებული განათლების  ან/და სამეცნიერო  ხარისხის  აღიარების  კანონმდებლობით  დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი, ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ე)  სამსახურებრივი გამოცდილების ამსახველი კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი (ცნობა /შრომის წიგნაკის ასლი და სხვა);
ვ)სამეცნიერო - პედაგოგიური მუშაობის გამოცდილების დამადასტურებელი  დოკუმენტი;
ზ) შესაფასებლად წარმოდგენილი ერთი გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომი;
თ) სამეცნიერო კვლევების კონცეფცია;

6.  საკონკურსო  დოკუმენტების მიღება იწარმოებს 2018 წლის 2 მარტიდან  2018 წლის 13 მარტამდე 930-დან 1800 საათამდე, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის  საკონკურსო დოკუმენტაციის მიმღებ აპარატში, თბილისი ი. ჭავჭავაძის გამზ. № 8 (VI კორპუსი) ოთახი №203-ა
7.    ბრძანება გამოქვეყნდეს გაზეთში "თბილისის უნივერსიტეტი"
8.    ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
9.    დაევალოს კანცელარიას ბრძანების დაგზავნის ფურცელში მითითებული სტრუქტურული ერთეულებისათვის გადაცემა;
10.    ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.


რექტორი                გიორგი შარვაშიძე


სრულად

ბრძანების N: 23/01-01

2017/2018 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისთვის ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+ პროგრამის ფარგლებში დობროვა გორნიჩას უნივერსიტეტის (პოლონეთი) მიერ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციული პერსონალისთვის გამოყოფილი სტიპენდიის კანდიდატის შესარჩევი კონკურსის ჩატარებისა და საკონკურსო კომისიის დამტკიცების შესახებ
2017/2018 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისთვის ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+ პროგრამის ფარგლებში დობროვა გორნიჩას უნივერსიტეტის (პოლონეთი) მიერ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციული პერსონალისთვის გამოყოფილი სტიპენდიის კანდიდატის შესარჩევი კონკურსის ჩატარებისა და საკონკურსო კომისიის დამტკიცების შესახებ

   ,,უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 57-ე მუხლის პირველი ნაწილის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების  მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მე-8 პუნქტის "ა", ,,ბ”, ,,ო”, და "პ" ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის და საგარეო ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის წერილის (1485/10; 29.01.2018) საფუძველზე

ვბრძანებ:

1. ჩატარდეს კონკურსი 2017/2018 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისთვის ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+ პროგრამის ფარგლებში დობროვა გორნიჩას უნივერსიტეტის მიერ გამოყოფილი სტიპენდიის კანდიდატის შესარჩევად. 
2. კონკურსი ჩატარდეს 2018 წლის 31 იანვარს 11 საათზე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსში, ოთახი №102 (მისამართი: თბილისი,  ილია ჭავჭავაძის გამზირი №1). 
3.  დამტკიცდეს შესარჩევი საკონკურსო კომისია შემდეგი შემადგენლობით:
ა)ნუნუ ოვსიანიკოვა, თსუ ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, კომისიის თავმჯდომარე
ბ)ინგა ფარნიაშვილი, თსუ პერსონალის მართვის დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი, კომისიის წევრი
გ)ნათია ჩიტაშვილი, თსუ იურიდიული ფაკულტეტის ასისტენტ-პროფესორი, კომისიის წევრი
4. დამტკიცდეს კომისიის მდივნად თსუ საგარეო ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი სპეციალისტი - ანი ჭელიშვილი. 
5. დამტკიცდეს კონკურსის ჩატარებისა და კანდიდატთა შერჩევის წესი   (დანართი №1).
6. ბრძანების  უნივერსიტეტის  ოფიციალურ  ვებ-გვერდზე  განთავსება  დაევალოს 
საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს. 
7. ბრძანების ყველასთვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება და დაგზავნის  ფურ-ცელში მითითებული სტრუქტურული ერთეულებისთვის გადაცემა დაევალოს თსუ კანცელარიას.
8. ბრძანება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.

  
  რექტორი გიორგი შარვაშიძე
         
სრულად

ბრძანების N: 22/01-01

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დოქტორანტების 2017-2018 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში საუნივერსიტეტო დაფინანსების თაობაზე
სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დოქტორანტების 2017-2018 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში საუნივერსიტეტო დაფინანსების თაობაზე

     ,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის და 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ’’ ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების    მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის ,,ნ’’ ,,ო’’ და ,,პ’’ ქვეპუნქტების, სსიპ –ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის, პროფესორის, აკადემიკოს ვლადიმერ პაპავას  2015 წლის 29 ივლისის №126/01-01 და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2016 წლის 28 დეკემბრის №221/02-01 ბრძანებების, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანის თ. ბერიძის 2018 წლის  23 იანვრის №1091/29 განცხადების და სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტის უფროსის დ. კანდელაკის 2018 წლის   25 იანვრის №1280/10 დასკვნის საფუძველზე, 

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. დაფინანსდნენ, 2017-2018 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში, საუნივერსიტეტო დაფინანსების მოპოვების გამო, სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დოქტორანტები 5625 ლარით (საშემოსავლო გადასახადის ჩათვლით) დანართი №1-ის მიხედვით; 
2. დაევალოს საფინანსო დეპარტამენტს შეიტანოს შესაბამისი ცვლილებები დოქტორანტების მონაცემთა ბაზაში.
3. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
4. დაევალოს კანცელარიას ბრძანების გადაცემა დაგზავნის ფურცელში მითითებული  სტრუქტურული ერთეულებისათვის.
5. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.



ადმინისტრაციის ხელმძღვანელი                                  ნ. ოვსიანიკოვა
სრულად

ბრძანების N: 97/02-04

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტური პროექტების დაფინანსების წესის დამტკიცების შესახებ
სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტური პროექტების დაფინანსების წესის დამტკიცების შესახებ

     ,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,ლ“ ქვეპუნქტის, 23-ე მუხლის პირველი პუნქტის და 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ”, ,,თ“ და ,,ი“ ქვეპუნქტების, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, 61-ე მუხლის პირველი, მე-3, მე-6 და მე-7 ნაწილების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების  მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის ,,ნ’’, ,,ო“ და ,,პ” ქვეპუნქტების, ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური პროექტების დაფინანსების განმსაზღვრელი საბჭოს შექმნისა და სტუდენტური პროექტების დაფინანსების წესის შემუშავების შესახებ“ რექტორისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2016 წლის 23 დეკემბრის N18/04 ერთობლივი ბრძანების საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. დამტკიცდეს ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტური პროექტების დაფინანსების წესი“ (დანართი N1).
2. დამტკიცდეს ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სამეცნიერო პროექტის შეფასების ფორმა“  (დანართი N2).
3. დამტკიცდეს ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი კულტურულ/სპორტული/საგანმანათლებლო სტუდენტური პროექტის შეფასების ფორმა“ (დანართი N3).
4. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნება დაევალოს უნივერისტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
5. ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
6. წინამდებარე ბრძანების ძალაში შესვლის დღიდან ძალადაკარგულად გამოცხადდეს სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2017 წლის 20 თებერვლის N33/02-01 ბრძანება ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტური პროექტების დაფინანსების წესი“ მასში შესული ცვლილებებითა და დამატებებით.
7. ბრძანება ძალაში შედის გამოცემისთანავე.
8. წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით შეიძლება გასაჩივრდეს მისი ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში მისამართზე - ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი N6.


ადმინისტრაციის ხელმძღვანელი                                                            ნუნუ ოვსიანიკოვა

სრულად

ბრძანების N: 12/02-01

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკებითა და სამკითხველო დარბაზებით სარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 29 მარტის №46/02-01 ბრძანებაში დამატების შეტანის თაობაზე
სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  ბიბლიოთეკებითა და სამკითხველო  დარბაზებით სარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ  ადმინისტრაციის ხელმძღვანელის  29 მარტის №46/02-01 ბრძანებაში დამატების შეტანის თაობაზე

    „უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 23–ე მუხლის პირველი პუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ” ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი  ნაწილის, 53-ე მუხლის პირველი  ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 57-ე მუხლის, 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის  2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე–15 მუხლის პირველი პუნქტის, მე–16 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტებისა და უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის ხელმძღვანელის ზურაბ გაიპარაშვილის 2018 წლის 17 იანვრის №762/10 კორესპონდენციის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. შევიდეს დამატება სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკებითა და სამკითხველო დარბაზებით სარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 29 მარტის №46/02-01 ბრძანებაში  და აღნიშნული ბრძანების დანართი №1-ის პირველ მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მქონე მე-4 პუნქტი:

,,4. ბიბლიოთეკათშორის აბონემენტით სარგებლობის წესები:
ა) ბიბლიოთეკათშორის აბონემენტით  სარგებლობა შეუძლია იმ ორგანიზაციებსა და დაწესებულებებს, რომელთაც თავიანთ სტრუქტურაში აქვთ ბიბლიოთეკები.
ბ) ბიბლიოთეკათშორის აბონემენტით  სარგებლობისთვის  მომხმარებელმა უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის ხელმძღვანელთან უნდა წარადგინოს დაწესებულების ხელმძღვანელის მომართვა, დაწესებულების სტრუქტურა, დაწესებულების ხელმძღვანელის დელეგირება წარმომადგენელი პირისადმი და დელეგირებული პირის პირადობის დამადასტურებელი საბუთი.
გ) დაწესებულების წარმომადგენელს მიენიჭება აბონენტის ნომერი და შეივსება ბიბლიოთეკათშორის აბონემენტის ფორმა (აბონემენტის  ნომერი, აბონენტის მისამართი, პირადი ნომერი, ტელეფონი, გვარი სახელი), აგრეთვე შეკვეთის ბლანკი, რომელიც საბიბლიოთეკო დოკუმენტის დაბრუნებამდე ინახება აბონემენტის განყოფილებაში.
დ) საბიბლიოთეკო დოკუმენტის დაზიანება/დაკარგვის შემთხვევა რეგულირდება ამ წესის მე–3 მუხლით.
ე) საბიბლიოთეკო დოკუმენტის დაბრუნების დაკარგვა – დაგვიანების შემთხვევაში ბიბლიოთეკა იტოვებს უფლებას კონკრეტულ დაწესებულებას გაუუქმოს აბონემენტი.
ვ) ბიბლიოთეკათშორის აბონემენტით გაიცემა: წიგნები 30-დღით, პერიოდული გამოცემები - 20 დღით;
ზ) ბიბლიოთეკათშორის აბონემენტით  არ გაიცემა: მხატვრული ლიტერატურა, ცნობარები, ენციკლოპედიები, ლექსიკონები, გაზეთები, ხელნაწერები,  მიკრიფირები, საბიბლიოთეკო დოკუმენტის  ერთი ეგზემპლარი, CD, იშვიათი გამოცემები, 1921 წლამდე გამოცემული გამოცემები, დისერტაციები.
თ) ბიბლიოთეკათშორის აბონემენტი უზრუნველყოფს საბიბლიოთეკო ქსეროქსითა და სკანერით მომსახურებას  კანონმდებლობით განსაზღვრული წესით“.
2.  ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
3.    ბრძანება ძალაში შედის გამოცემისთანავე.


ადმინისტრაციის ხელმძღვანელი    ნუნუ ოვსიანიკოვა

სრულად

ბრძანების N: 16/02-01

„სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური პროექტების დაფინანსების განმსაზღვრელი საბჭოს შექმნისა და სტუდენტური პროექტების დაფინანსების წესის შემუშავების შესახებ“ რექტორისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2016 წლის 23 დეკემბრის N18/04 ერთობლივ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური პროექტების დაფინანსების განმსაზღვრელი საბჭოს შექმნისა   და სტუდენტური პროექტების დაფინანსების წესის შემუშავების შესახებ“ რექტორისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2016 წლის 23 დეკემბრის N18/04 ერთობლივ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

        „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ლ“ და „ჰ4“ ქვეპუნქტების, 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, 23-ე მუხლის პირველი პუნქტის და 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ზ“, „თ“ და „ი“ ქვეპუნქტების, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 54–ე მუხლის პირველის ნაწილის, 57-ე მუხლისა და  63–ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის „ა“, „ო“ და „პ“ ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის   „ნ“, „ო“ და „პ“ ქვეპუნქტების საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. შეტანილ იქნას ცვლილება  „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური პროექტების დაფინანსების განმსაზღვრელი საბჭოს შექმნისა და სტუდენტური პროექტების დაფინანსების წესის შემუშავების შესახებ“  რექტორისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2016  წლის   23 დეკემბრის N18/04 ერთობლივ ბრძანებაში და ბრძანების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1.    დამტკიცდეს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური პროექტების დაფინანსების განმსაზღვრელი საბჭო შემდეგი შემადგენლობით:

ა) თამარ გაგოშიძე - ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი, საბჭოს თავმჯდომარე;                                 
ბ) ლაშა საღინაძე - ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილე, საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე;
გ) რევაზ აფხაზავა  - განათლების პოლიტიკის დაგეგმვისა და მართვის საერთაშორისო ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორი, საბჭოს წევრი;
დ) ნუნუ მიცკევიჩი - თსუ  ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, საბჭოს წევრი;
ე) ნიკოლოზ მელქაძე - თსუ  ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის სპეციალისტი, საბჭოს წევრი;
ვ) ირინა ხანთაძე - კონსულტაციისა და  და ტრენინგის ცენტრის ხელმძღვანელი, საბჭოს წევრი;
ზ) ირინა გველესიანი - თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, საბჭოს მდივანი.“

2. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
3. ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
4.  ბრძანება ძალაში შედის გამოცემისთანავე.

რექტორი        გიორგი შარვაშიძე
ადმინისტრაციის ხელმძღვანელი          ნუნუ ოვსიანიკოვა


სრულად

ბრძანების N: 04/04