საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
ბრძანება
თარიღი
სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და შპაიერის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის ერთობლივ სამაგისტრო პროგრამაზე "საჯარო მმართველობა" 2017-2018 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში გასაუბრების თარიღის განსაზღვრის შესახებ
სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და შპაიერის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის ერთობლივ სამაგისტრო პროგრამაზე "საჯარო მმართველობა" 2017-2018 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში გასაუბრების თარიღის განსაზღვრის შესახებ

   ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი, მე-2 და მესამე ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის,  57-ე მუხლის, 58-ე მუხლის პირველი ნაწილის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის "ა", "ბ" "ო" და "პ" ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის საფუძველზე, თსუ–ს აკადემიური საბჭოს 2011 წლის 29 ივნისის №57 დადგენილებისა და იურიდიული ფაკულტეტის დეკანის 2017 წლის    26 ივნისის №9990/31-05 წარდგინების საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და შპაიერის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის ერთობლივ სამაგისტრო პროგრამაზე "საჯარო მმართველობა" 2017-2018 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში გასაუბრების თარიღად განისაზღვროს 9-10 სექტემბერი.
2. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების  დეპარტამენტს;
3. დაევალოს კანცელარიას ბრძანება განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე და გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს;
4. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.



რექტორი გიორგი შარვაშიძე

სრულად

ბრძანების N: 139/01-01

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2017-2018 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში მობილობის ვადებისა და წარმოსადგენი დოკუმენტების ნუსხის განსაზღვრის შესახებ
სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2017-2018 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში მობილობის ვადებისა და წარმოსადგენი დოკუმენტების ნუსხის განსაზღვრის შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 56–ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის –  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის „ა“, „ბ“, „ო“ და „პ“ ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 4 თებერვლის „უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში გადასვლის წესისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ №10/ნ ბრძანების №1 დანართის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის „ა-გ“ ქვეპუნქტების, სსიპ-განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის 2017 წლის   14 ივნისის №374 ბრძანების საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. განისაზღვროს 2017-2018 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის მობილობის ვადები: 
ა) პროცედურული ვადები: 
ა.ა) დოკუმენტაციის მიღება – 24 – 31 აგვისტო; 
ა.ბ) უნივერსიტეტში გადმოსვლის მსურველ სტუდენტთა კრედიტების  აღიარება – 1 - 5 სექტემბერი;
ა.გ) სტუდენტთათვის აღიარებული კრედიტების გაცნობა და ხელშეკრულების გაფორმება – 6 - 7 სექტემბერი; 
ა.დ) ჩასარიცხ პირთა შესახებ ბრძანების პროექტის მომზადება და წარდგენა სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში -                       11 სექტემბერი. 
ბ) საგამოცდო ვადები (უნივერსიტეტში გადმოსვლის მსურველი დოქტორანტებისთვის): 
ბ.ა) უცხო ენის გამოცდა (ინგლისური, გერმანული, ფრანგული) - 1 სექტემბერი                 (10 საათი);
ბ.ბ) გამოცდის შედეგების გამოცხადება - 1 სექტემბერი (18 საათი); 
ბ.გ) გამოცდის შედეგების გასაჩივრება - 4 სექტემბერი;
ბ.დ) აპელაციის შედეგების გამოცხადება - 5 სექტემბერი; 
ბ.ე) გასაუბრება სპეციალობაში  - 6 სექტემბერი.

2. განისაზღვროს წარმოსადგენი დოკუმენტების ნუსხა (უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ სათანადო წესით დამოწმებული):

ა) განცხადება;
ბ) სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის/ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის/მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომისა და დანართის ასლი;
გ) პირადობის მოწმობის ასლი; 
დ) წვევამდელის სამხედრო-სააღრიცხვო მოწმობის ასლი (ან სამხედრო ბილეთი, ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ე) სტუდენტის სტატუსის განმსაზღვრელი ყველა სამართლებრივი აქტის ასლი;
ვ) სტუდენტის სასწავლო ბარათი;
ზ) უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების აღიარების დამადასტურებელი  დოკუმენტის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
თ) იურიდიული ფაკულტეტის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამაზე „საერთაშორისო სამართალი“ გადმომსვლელებისათვის ცნობა სსიპ - შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრიდან ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ინგლისური ენის ჩაბარების შესახებ.
ი) იურიდიული ფაკულტეტის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამაზე „სამართალი“ გადმომსვლელებისათვის ცნობა უნივერსიტეტიდან მისაღებ გამოცდაზე უცხო ენისა და სპეციალობის ჩაბარების თაობაზე (მიღებული ქულების მითითებით);
კ) ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამაზე "ფიზიკა" გადმომსვლელებისათვის ცნობა სსიპ - შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრიდან ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ერთ-ერთი არჩევითი საგნის (ფიზიკა/მათემატიკა) ჩაბარების შესახებ.
ლ) სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ინგლისურენოვან საბაკალავრო პროგრამებზე გადმომსვლეთათვის სტუდენტის სასწავლო ბარათი GPA-ის მითითებით;
ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტი: ცნობა სსიპ - შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრიდან ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ინგლისურ ენაში მიღებული ქულის შესახებ/ინგლისური ენის ცოდნის B2 დონის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატი (TOEFL, IELTS). 
მ) სადოქტორო პროგრამის ხელმძღვანელის თანხმობა.
ნ) სავარაუდო სამეცნიერო ხელმძღვანელის თანხმობა (მხოლოდ დოქტორანტებისთვის).
ო) ერთსაფეხურიანი, ხუთწლიანი, უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის მაგისტრის აკადემიურ ხარისხთან გათანაბრების დამადასტურებელი საბუთი (სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული   ცენტრის მიერ გაცემული) (მხოლოდ დოქტორანტებისთვის).
პ) უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატის  დამოწმებული ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
3. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
4. დაევალოს კანცელარიას, ბრძანება განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე და გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს.
5. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.


რექტორი                                  გიორგი შარვაშიძე

სრულად

ბრძანების N: 140/01-01

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2017-2018 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში მობილობისათვის ვაკანტური ადგილების განსაზღვრის შესახებ
სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2017-2018 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში მობილობისათვის ვაკანტური ადგილების განსაზღვრის შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის პირველი, მეორე და მესამე ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 58-ე მუხლის პირველი ნაწილის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის "ა", "ბ" "ო" და "პ" ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, სსიპ -  განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის 2017 წლის 14 ივნისის "2017-2018 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის მობილობის პროცესის ადმინისტრირებასთან დაკავშირებული ვადების განსაზღვრის შესახებ" №374 ბრძანების, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის 2017 წლის   5 ივნისის №8524/27, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანის 2017 წლის 31 მაისის №8154/29, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის 2017 წლის 2 ივნისის №8401/28 და 29 ივნისის №10318/28, იურიდიული ფაკულტეტის დეკანის 2017 წლის 8 ივნისის №8761/31-01 და 13 ივნისის №9060/31-01, მედიცინის ფაკულტეტის დეკანის მოადგილის 2017 წლის 30 მაისის №8054/32 და 29 ივნისის №10286/32, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის 2017 წლის 1 ივნისის №8256/30, ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის 2017 წლის 2 ივნისის №8325/26 წერილებისა და სსიპ -  განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის რეესტრის სამმართველოს უფროსის 2017 წლის 29 ივნისის MES 5 17 00757108 წერილის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. განისაზღვროს სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საგანმანათლებლო პროგრამებზე 2017-2018 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში მობილობისათვის ვაკანტური ადგილები წინამდებარე ბრძანებაზე თანდართული დანართების შესაბამისად:

1.1. ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი (დანართი №1);
1.2. ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი (დანართი №2);
1.3. სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი (დანართი №3);
1.4. ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი (დანართი №4);
1.5. იურიდიული ფაკულტეტი (დანართი №5);
1.6. მედიცინის ფაკულტეტი (დანართი №6);
1.7. ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი (დანართი №7);

2. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
3. ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსებისა და შესაბამისი სტრუქტურული ერთეულებისათვის გადაცემის უზრუნველყოფა დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას;
4. ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.



რექტორი გიორგი შარვაშიძე



სრულად

ბრძანების N: 137/01-01

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის თვითშეფასების ანგარიშების მომზადების მიზნით სამუშაო ჯგუფის შექმნის შესახებ
სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის თვითშეფასების ანგარიშების მომზადების მიზნით სამუშაო ჯგუფის შექმნის შესახებ

    საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის   11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-17 მუხლის მე-4 და მე-7 პუნქტების, სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი წარმომადგენლობითი საბჭოს 2013 წლის  18 ნოემბრის გადაწყვეტილებით („ა(ა)იპ  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2012 წლის10 დეკემბრის No118/2012 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ “ სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2013 წლის 21 ოქტომბრის No116/2013 დადგენილების დამტკიცება) დამტკიცებული „სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის დებულების“ მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტისა და მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე, 

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (შემდგომში – ,,უნივერსიტეტი”) იურიდიული ფაკულტეტის საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის თვითშეფასების ანგარიშების მომზადების მიზნით, შეიქმნას სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (შემდგომში – ,,უნივერსიტეტი”) სამუშაო ჯგუფი შემდეგი შემადგენლობით: 

დავით ბოსტოღანაშვილი - იურიდიული ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელი, ასოცირებული პროფესორი;
ზვიად როგავა - იურიდიული ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი სპეციალისტი;
ნანა ჭიღლაძე - პროფესორი, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ავტორიზაციისა და აკრედიტაციის სამსახურის ყოფილი უფროსი;
ირაკლი ბურდული - იურიდიული ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი;
თამარ ზარანდია - იურიდიული ფაკულტეტის დეკანის მოადგილე, ასოცირებული პროფესორი, ავტორიზაციის საბჭოს წევრი;
გოჩა ფერაძე - თ. წერეთლის სახელმწიფოსა და სამართლის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ თანამშრომელი, ასოცირებული პროფესორი, თსუ აკადემიური საბჭოს წევრი;
ლელა ჯანაშვილი - ასიტენტ პროფესორი, თსუ იურიდიული ფაკულტეტის სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამსახურის უფროსი;
სოსო არჩვაძე - საქართველოს მთავარი პროკურატურის ადამიანური რესურსების მართვისა და განვითარების დეპარტამენტის უფროსი;
ნინო გუგუნავა - მაგისტრატურის სტუდენტი, სტუდენტთა მომსახურების ცენტრის თანამშრომელი;
მიხეილ ჩუბინიძე - იურიდიული ფაკულტეტის რესურსების მართვის სამსახურის უფროსი;
ლაშა საღინაძე - თსუ ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილე;
მაია მენთეშაშვილი - თსუ საგარეო ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე;
ირინე დარჩია - თსუ რექტორის მოადგილის მრჩეველი უმაღლესი განათლების და მეცნიერების განვითარების საკითხებში, უმაღლესი განათლების რეფორმის ექსპერტი;
თამარ მეტრეველი - საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, იურიდიული განათლების ხელშეწყობის ფონდის ხელმძღვანელი.
2. ბრძანების   შესრულებაზე კონტროლი დაევალოს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურს.
3. წინამდებარე ბრძანება განთავსდეს უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე.
4. ბრძანება ძალაშია საჯაროდ გამოცხადებისთანავე.


უნივერსიტეტის ხარისხის
უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი                                                           თამარ ვეფხვაძე

სრულად

ბრძანების N: 02/03

"სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტზე პროფესორების სამსახურში მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ" ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებელის, 2017 წლის 16 ივნისის №122/01-01 ბრძანებაში ტექნიკური ხარვეზის გასწორების თაობაზე
"სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტზე პროფესორების სამსახურში მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ" ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებელის, 2017 წლის 16 ივნისის №122/01-01 ბრძანებაში ტექნიკური ხარვეზის გასწორების თაობაზე

    2017 წლის 16 ივნისს გამოიცა თსუ რექტორის მოვალეობის შემსრულებელის №122/01-01 ბრძანება ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტზე პროფესორების სამსახურში მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ. ბრძანების მე-4 პუნქტში დაშვებული იქნა ტექნიკური შეცდომა, კერძოდ ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის ნაცვლად დაფიქსირებულია სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი.
    "უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის   2013 წლის 11 სექტემბრის #135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების  მე-14 მუხლის პირველი მე-9 და მე-11 პუნქტების, თსუ რექტორის 2017 წლის    13 ივნისის №114/01-01 ბრძანების საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ: 

1. "სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტზე პროფესორების სამსახურში მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ" ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებელის 2017 წლის 16 ივნისის №122/01-01  ბრძანების მე-4 პუნქტი  ტექნიკური ხარვეზის გასწორების  მიზნით ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
   "4. კონკურსი გამოცხადდეს ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა  ფაკულტეტზე პროფესორების აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად: 
            
        
   ფსიქოლოგიის დეპარტამენტი
  
   სოციალური ფსიქოლოგიის სასწავლო –სამეცნიერო ინსტიტუტი

   პროფესორი – 1 საშტატო ერთეული

 პიროვნებისა და კლინიკური ფსიქოლოგიის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტი  

      პროფესორი – 1 საშტატო ერთეული

     განათლების ფსიქოლოგიის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტი    

      პროფესორი – 1 საშტატო ერთეული

    კოგნიტური და ნეიროფსიქოლოგიის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტი    
      
      პროფესორი – 1 საშტატო ერთეული.“


2. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
3.დაევალოს კანცელარიას ბრძანების დაგზავნის ფურცელში მითითებული    სტრუქტურული ერთეულებისათვის გადაცემა;



რექტორის მოვალეობის შემსრულებელი,
რექტორის მოადგილე                                          მიხეილ ჩხენკელი
   
სრულად

ბრძანების N: 135/01-01

,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტრუქტურულ ერთეულებში მატერიალურად პასუხისმგებელი პირების დანიშვნის შესახებ” ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2016 წლის 20 ოქტომბრის №173/02-01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტრუქტურულ ერთეულებში მატერიალურად პასუხისმგებელი პირების დანიშვნის შესახებ” ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2016 წლის  20 ოქტომბრის №173/02-01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,უმაღლესი განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ’’ ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 54–ე მუხლის პირველის ნაწილის, 57-ე მუხლის და 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე–15 მუხლის  პირველი პუნქტის, მე–16 მუხლის პირველი პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტის და მე-2 პუნქტის, ,,სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილის ლაშა საღინაძისათვის დროებით ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შესრულების უფლებამოსილების დაკისრების შესახებ” ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2017 წლის 09 ივნისის №133/02-01 ბრძანების და უნივერსიტეტის მატერიალური რესურსების მართვის დეპარტამენტის უფროსის გ. ტალახაძის 2017 წლის 04 ივლისის №10549/10 კორესპონდენციის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. შევიდეს ცვლილება  ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტრუქტურულ ერთეულებში მატერიალურად პასუხისმგებელი პირების დანიშვნის შესახებ” ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2016 წლის 20 ოქტომბრის №173/02-01 ბრძანებაში და ბრძანების დანართი №1-ის 30-ე მუხლის 27-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,27. ვალერი არღუთაშვილი – ასისტენტ-პროფესორი, მატერიალური რესურსების მართვის დეპარტამენტის მენეჯერი _ თსუ  პირველი სასწავლო და მე-10 (მაღლივი) სასწავლო კორპუსების კვების ობიექტებზე მატერიალურად პასუხისმგებელი   პირი   (ხოლო  მისი  არყოფნის განმავლობაში, როგორიცაა მივლინება, შვებულება და სხვ.) ხსენებულ ობიექტებზე მატერიალურად პასუხისმგებლობა დაეკისროს მატერიალური რესურსების მართვის დეპარტამენტის პირველი კორპუსის კვების ობიექტის ადმინისტრატორს    თენგიზ გოგოლაძეს. 
2. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს  საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
3. ბრძანება ძალაში შედის გამოცემისთანავე.


ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 
მოვალეობის შემსრულებელი,
ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილე                    ლაშა საღინაძე                    

სრულად

ბრძანების N: 155/02-01

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტსა და სან-დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობით განხორციელებულ ინგლისურენოვან საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამებზე 2016-2017 სასწავლო წლის ზაფხულის დამატებითი სემესტრის ვადების განსაზღვრის შესახებ
სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტსა და
სან-დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობით განხორციელებულ ინგლისურენოვან საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამებზე 2016-2017 სასწავლო წლის ზაფხულის დამატებითი სემესტრის ვადების განსაზღვრის შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი, მე-2 და  მე-3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 56–ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის „ა“, „ბ“, „ო“ და „პ“ ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, თსუ აკადემიური საბჭოს 2017 წლის 15 ივნისის "სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტსა და სან-დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობით განხორციელებულ ინგლისურენოვან საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამებზე ზაფხულის დამატებითი სემესტრის ამოქმედების შესახებ" №72/2017 დადგენილებისა და სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი - საქართველოს დეკანის 2017 წლის 30 ივნისის №9241/10-02 წერილის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1.    განისაზღვროს სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტსა და სან-დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობით განხორციელებულ ინგლისურენოვან საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამებზე 2016-2017 სასწავლო წლის ზაფხულის დამატებითი სემესტრის ვადები 19 ივნისიდან 30 აგვისტოს ჩათვლით;
2.    ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
3.    დაევალოს კანცელარიას, ბრძანება განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე და გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს.
4.    ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.


რექტორი                                       გიორგი შარვაშიძე

სრულად

ბრძანების N: 132/01-01

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტზე 2016-2017 სასწავლო წლის ზაფხულის დამატებითი სემესტრის ვადების განსაზღვრის შესახებ
სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტზე 2016-2017 სასწავლო წლის ზაფხულის დამატებითი სემესტრის ვადების განსაზღვრის შესახებ


„უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი, მე-2 და  მე-3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 56–ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის „ა“, „ბ“, „ო“ და „პ“ ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, თსუ აკადემიური საბჭოს 2010 წლის 26 აპრილის №45/2010 დადგენილებით დამტკიცებული "ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტზე ზაფხულის დამატებითი სემესტრის ამოქმედების შესახებ" მე-2 მუხლისა და მედიცინის ფაკულტეტის დეკანის მოადგილის 2017 წლის 1 ივლისის №10402/32 წერილის საფუძველზე,
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1.    განისაზღვროს სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტზე 2016-2017 სასწავლო წლის ზაფხულის დამატებითი სემესტრის ვადები 1 აგვისტოდან 7 სექტემბრის ჩათვლით;
2.    ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
3.    დაევალოს კანცელარიას, ბრძანება განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე და გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს.
4.    ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.



რექტორი          გიორგი შარვაშიძე



სრულად

ბრძანების N: 133/01-01

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მასწავლებლის მომზადების სერტიფიკატის გაცემის შესახებ
სსიპ  –  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მასწავლებლის მომზადების სერტიფიკატის გაცემის შესახებ

    ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის წ3 პუნქტის, 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, "მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ" საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველი და მე-5 პუნქტების, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის პირველი - მე-3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 57-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის "ა", "ბ" "ო" და "პ" ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, "მასწავლებლის მომზადების სერტიფიკატის გაცემის წესის დამტკიცების თაობაზე" საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 26 ოქტომბრის №142/ნ ბრძანების, საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 30 აგვისტოს №824 ბრძანების, "ა(ა)იპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მკაცრი აღრიცხვის ფორმებისა და დოკუმენტების (დიპლომების, სერტიფიკატების, მოწმობების) დამზადების, გაცემის, შენახვის, აღრიცხვა-ანგარიშგების, გაუქმებისა და განადგურების შესახებ" თსუ რექტორის 2012 წლის 25 იანვრის №03/01-01 ბრძანების საფუძველზე,

                     ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მასწავლებლის მომზადების სერტიფიკატი თანდართული ფორმით
2. სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მასწავლებლის მომზადების სერტიფიკატის ფორმაზე გავრცელდეს "ა(ა)იპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მკაცრი აღრიცხვის ფორმებისა და დოკუმენტების (დიპლომების, სერტიფიკატების, მოწმობების) დამზადების, გაცემის, შენახვის, აღრიცხვა-ანგარიშგების, გაუქმებისა და განადგურების შესახებ" თსუ რექტორის 2012 წლის 25 იანვრის №03/01-01 ბრძანებით განსაზღვრული წესი; 
3. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
4. ბრძანების დაინტერესებულ პირთათვის გადაცემა დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას;
5. ბრძანება ძალაშია დაინტერესებული პირისათვის გაცნობისთანავე.

რექტორი                                                    გიორგი შარვაშიძე 
სრულად

ბრძანების N: 131/01-01

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებისათვის 2016-2017 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში საუნივერსიტეტო დაფინანსების თაობაზე
სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებისათვის 2016-2017 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში საუნივერსიტეტო დაფინანსების თაობაზე


     ,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის და 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ’’ ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის ,,ნ’’ ,,ო’’ და ,,პ’’პ ქვეპუნქტების, სსიპ–ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის 2012 წლის 21 მარტის №47/01-01 და რექტორის მოვალეობის შემსრულებლის, რექტორის მოადგილის 2017 წლის 07 აპრილის №62/01-01 ბრძანებების, ფაკულტეტის დეკანის თ. ბერიძის 22.06.2017წ. №9739/29 მიმართვის და სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტის უფროსის    დ. კანდელაკის 23.06.2017წ. №9860/10 დასკვნის საფუძველზე, 

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. მაღალი აკადემიური შედეგების საფუძველზე, უნივერსიტეტის მიერ, 2016-2017 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში, დაფინანსდნენ 74700.76 ლარით, საშემოსავლო გადასახადის ჩათვლით, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის შემდეგი სტუდენტები:


II სემესტრი

 

გვარი

სახელი

პირადი ნომერი

დაფინანსების ოდენობა ლარი

1.                     

გოგუაძე

ნათია

1406,25

2.                     

მაღლაფერიძე

ეკა

1406,25

3.                     

ხარაიძე

ქეთევანი

1406,25

4.                     

ხმალაძე

ნინო

1406,25

5.                     

გურგენაძე

ნატო

1406,25

6.                     

ჯამრულიძე

სოფიო

1406,25

7.                     

ბერიძე

ნათია

1406,25

8.                     

სულაკაძე

რუსუდან

1406,25

9.                     

თვალაძე

სულიკო

950

 

 

 

IV სემესტრი

 

გვარი

სახელი

პირადი ნომერი

დაფინანსების ოდენობა ლარი

10.                

ბარბაქაძე

თამარი

1406,25

11.                

გაგუა

მარიამ

1406,25

12.                

ფოცხვერაშვილი

ნინო

1406,25

13.                

ადამაძე

პეტრე

1406,25

14.                

მღებრიშვილი

მზია

1406,25

15.                

ქამუშაძე

ხატია

1406,25

16.                

ხოტენაშვილი

ნანა

1406,25

17.                

კორძაძე

ქეთევან

1406,25

18.                

ცეცხლაძე

თინათინ

1175

 

 

 

ეკონომიკის სამაგისტრო პროგრამა:

II სემესტრი

 

გვარი

სახელი

პირადი ნომერი

დაფინანსების ოდენობა ლარი

19.                

ტალიკაძე

ნინო

1406,25

20.                

ბარდაველიძე

ანა

1406,25

21.                

ცერცვაძე

ვენერა

1406,25

22.                

ხურციძე

მარიამი

1406,25

 

IV სემესტრი

 

 

 

გვარი

სახელი

პირადი ნომერი

დაფინანსების ოდენობა ლარი

23.                

გუგუჩია

ირაკლი

1406,25

24.                

ხომასურიძე

ნინო

1406,25

25.                

ბიწაძე

ალიკა

1406,25

26.                

კობახიძე

სალომე

750

 

ტურიზმის სამაგისტრო პროგრამა:

II სემესტრი

 

 

 

გვარი

სახელი

პირადი ნომერი

დაფინანსების ოდენობა ლარი

27.                

იაკობიშვილი

ხატია

790

 

IV სემესტრი

 

 

 

გვარი

სახელი

პირადი ნომერი

დაფინანსების ოდენობა ლარი

28.                

ჩალაძე

მარიამი

1340

 

 

 

ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამა

 

II სემესტრი  

 

გვარი

სახელი

პირადი ნომერი

დაფინანსების ოდენობა ლარი

29.                

კილაძე

ირინე

421,88

30.                

ხაჯალია

ანანო

421,88

31.                

ჭაბაშვილი

სალომე

703,13

32.                

მძელური

თამარ

703,13

33.                

ალთუნაშვილი

ეკატერინე

703,13

34.                

საბანაძე

სალომე

421,88

35.                

მჟავანაძე

ნინო

421,88

36.                

ბარბაქაძე

სალომე

703,13

37.                

წიკლაური

სალომე

421,88

38.                

თევზაძე

მარიამ

703,13

39.                

დარსაველიძე

თინათინ

421,88

40.                

ჯაიანი

დალი

703,13

 

IV სემესტრი

 

გვარი

სახელი

პირადი ნომერი

დაფინანსების ოდენობა ლარი

41.                

დევრისაშვილი

გიორგი

421,88

42.                

კიკნაძე

თამარ

703,13

43.                

გუდავაძე

რომა

703,13

44.                

ცხოიძე

სალომე

1406,25

45.                

პაპიძე

ანი

421,88

46.                

ქსოვრელი

მარიამ

421,88

47.                

ჭაბაშვილი

თამარი

421,88

48.                

მიქუჩაძე

ნანა

421,88

49.                

ყალიჩავა

ცოტნე

1406,25

50.                

ბედოიძე

ელენე

703,13

51.                

ლომიძე

ნინო

703,13

52.                

შუღლიაშვილი

ინგა

703,13

53.                

უთალიშვილი

ეკა

703,13

54.                

ამირანაშვილი

ანუკა

703,13

 

VI სემესტრი

 

გვარი

სახელი

პირადი ნომერი

დაფინანსების ოდენობა ლარი

55.                

ხასიდაშვილი

ლანა

703,13

56.                

მექვაბიშვილი

თეონა

421,88

57.                

ბიბილეიშვილი

ნანა

421,88

58.                

გუჯეჯიანი

გიორგი

703,13

59.                

წითელაშვილი

გელა

421,88

60.                

ნიკოლაიშვილი

ანი

421,88

61.                

ორაგველიძე

ქეთევანი

703,13

62.                

შეწირული

ნინო

703,13

63.                

რეხვიაშვილი

ნიკოლოზ

421,88

64.                

წიწიკაშვილი

ნანა

703,13

65.                

ბოლქვაძე

ავთანდილ

703,13

66.                

კუხალაშვილი

ქეთევან

703,13

67.                

ჭიჭინაძე

ნინო

703,13

68.                

ჯაფარიძე

ხატია

703,13

69.                

ავალიშვილი

ნინო

703,13

70.                

თავდუმაძე

ნათია

421,88

71.                

ნადირაძე

ნინო

703,13

72.                

თუთარაშვილი

ზაური

789,25

 

VIII   სემესტრი

 

გვარი

სახელი

პირადი ნომერი

დაფინანსების ოდენობა ლარი

73.                

ჟვანია

მეგი

1406,25

74.                

ყვავილაშვილი

მარიამი

421,88

75.                

ლომაია

ანანო

1406,25

76.                

კიპაროიძე

ლანა

421,88

77.                

დვალიშვილი

გიორგი

703,13

78.                

ფუტკარაძე

ნანა

421,88

79.                

ქობლიანიძე

მარიამ

421,88

80.                

ვარდიაშვილი

ნინო

421,88

81.                

ციხელაშვილი

ანა

703,13

82.                

ქერდიყოშვილი

ნინა

703,13

83.                

სამხარაძე

სალომე

421,88

84.                

კენკიშვილი

ეკატერინე

421,88

85.                

ზეინკლიშვილი

ანა

1406,25

86.                

კენკიშვილი

ელისაბედი

421,88


2. დაევალოს საფინანსო დეპარტამენტს, შეიტანოს შესაბამისი ცვლილებები მაგისტრანტების მონაცემთა ბაზაში.
3. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
4. დაევალოს კანცელარიას ბრძანების გადაცემა დაგზავნის ფურცელში მითითებული  სტრუქტურული ერთეულებისათვის.
5.  ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.



ადმინისტრაციის ხელმძღვანელი                                   ნ. ოვსიანიკოვა                                    

სრულად

ბრძანების N: 716/02-04

"სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2017-2018 სასწავლო წლისათვის ერთიანი ეროვნული გამოცდების/საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე სწავლის უფლების მქონე პირთათვის საბაკალავრო/სამაგისტრო/ერთსაფეხურიან საგანმანათლებლო პროგრამებზე ვაკანტური ადგილების განსაზღვრის შესახებ" რექტორის 2017 წლის 3 თებერვლის №13/01-01 ბრძანებაში დამატების შეტანის შესახებ
"სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2017-2018 სასწავლო წლისათვის ერთიანი ეროვნული გამოცდების/საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე სწავლის უფლების მქონე პირთათვის საბაკალავრო/სამაგისტრო/ერთსაფეხურიან საგანმანათლებლო პროგრამებზე ვაკანტური ადგილების განსაზღვრის შესახებ" რექტორის 2017 წლის 3 თებერვლის №13/01-01 ბრძანებაში დამატების შეტანის შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილი, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის პირველი - მე-3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის "ა”, "ბ”, "ო” და "პ” ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტისა და სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის 2017 წლის 23 ივნისის №9878/30 წარდგინების საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. შევიდეს დამატება "სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2017-2018 სასწავლო წლისათვის ერთიანი ეროვნული გამოცდების/საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე სწავლის უფლების მქონე პირთათვის საბაკალავრო/სამაგისტრო/ერთსაფეხურიან საგანმანათლებლო პროგრამებზე ვაკანტური ადგილების განსაზღვრის შესახებ" რექტორის 2017 წლის 3 თებერვლის №13/01-01 ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებულ №3 დანართში და სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალს დაემატოს შემდეგი შინაარსის ქვეპუნქტი:

2"
დიპლომატია და საერთაშორისო პოლიტიკა
2
,,
2.    ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
3.    ბრძანების  ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსებისა და შესაბამისი სტრუქტურული ერთეულებისათვის გადაცემის უზრუნველყოფა დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას;
4.    ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.


რექტორი       გიორგი შარვაშიძე


სრულად

ბრძანების N: 129/01-01

,,ქართველოლოგიის დარგში იაკობ გოგებაშვილის სახელობის სამეცნიერო პრემიის დაწესების, მისი მინიჭების წესის და იაკობ გოგებაშვილისადმი მიძღვნილი ქართველოლოგიის დარგში სამეცნიერო კონფერენციის ჩატარების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე’’ რექტორის 2015 წლის 20 აპრილის №61/01-01 ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებული წესით განსაზღვრული ჟიურის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ
,,ქართველოლოგიის დარგში იაკობ გოგებაშვილის სახელობის სამეცნიერო პრემიის დაწესების, მისი მინიჭების წესის და იაკობ გოგებაშვილისადმი მიძღვნილი ქართველოლოგიის დარგში სამეცნიერო კონფერენციის ჩატარების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე’’ რექტორის 2015 წლის 20 აპრილის №61/01-01 ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებული  წესით განსაზღვრული ჟიურის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ


  ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჰ4 ქვეპუნქტის, 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 57-ე მუხლის პირველი ნაწილის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის ,,ა", ,,ბ", ,,ო" და ,,პ" ქვეპუნქტების, და მე-9 პუნქტის  და  სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის 2017 წლის 12 ივნისის  № 9049/27, თსუ შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის დირექტორის მოადგილის 2017 წლის 16 ივნისის №9460/10,  თსუ არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის დირექტორის მოადგილის 2017 წლის 14 ივნისის №8325/10-02 და თსუ ივანე ჯავახიშვილის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის დირექტორის 2017 წლის 12 ივნისის №8986/10 კორესპონდენციების საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. ქართველოლოგიის დარგში იაკობ გოგებაშვილის სახელობის სამეცნიერო პრემიის მინიჭების მიზნით  დამტკიცდეს   ჟიური შემდეგი შემადგენლობით:

ა)ივანე ლეჟავა - ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, ჟიურის წევრი;
ბ)ეკატერინე ნავროზაშვილი - ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, ჟიურის წევრი;
გ) მაია ნაჭყებია - შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ თანამშრომელი, ჟიურის წევრი;
დ)ეკა ჩიკვაიძე - შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის მეცნიერ თანამშრომელი, ჟიურის წევრი;
ე)თამარ ვაშაკიძე - არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების  ინსტიტუტის მთავარი მეცნიერი თანამშრომელი, ჟიურის წევრი;
ვ)ვახტანგ მაღრაძე - არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების  ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ თანამშრომელი, ჟიურის წევრი;
ზ)გიორგი საითიძე -ივანე ჯავახიშვილის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის მთავარი მეცნიერი თანამშრომელი, ჟიურის წევრი;
2.  დაევალოს ჟიურის  ქართველოლოგიის დარგში იაკობ გოგებაშვილის სახელობის სამეცნიერო პრემიის მისანიჭებლად იხელმძღვანელოს  მოქმედი კანონმდებლობითა და რექტორის 2015 წლის 20 აპრილის №61/01-01 ბრძანების პირველი პუნქტით    განსაზღვრული წესით.
3. დაევალოს კანცელარიას წინამდებარე ბრძანების შესასრულებლად გადაცემა დაინტერესებულ პირთათვის.
4. წინამდებარე ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
5.  წინამდებარე ბრძანების  უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
6.  ბრძანება ძალაში შედის გამოცემისთანავე.



რექტორი                                       გიორგი შარვაშიძე
სრულად

ბრძანების N: 127/01-01

,,სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და პარტნიორ უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული ხელშეკრულებების საფუძველზე გაცვლითი სტატუსით ჩამოსული სტუდენტებისათვის სტიპენდიის დანიშვნის შესახებ’’ ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2017 წლის 27 თებერვლის №331/02-04 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
,,სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და პარტნიორ უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული ხელშეკრულებების საფუძველზე გაცვლითი სტატუსით ჩამოსული სტუდენტებისათვის სტიპენდიის დანიშვნის შესახებ’’ ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2017 წლის 27 თებერვლის №331/02-04 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე  

,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის და 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ’’ ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგად ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი  ნაწილის, 53-ე მუხლის პირველი, მე-3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების   მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის ,,ნ’’ ,,ო’’ და ,,პ’’ ქვეპუნქტების, საგარეო ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილის  მაია მენთეშაშვილის 2017 წლის 19 ივნისის №9507/10 სამსახურებრივი ბარათის საფუძველზე,

                               ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. შევიდეს შემდეგი ცვლილებები ,,სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და პარტნიორ უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული ხელშეკრულებების საფუძველზე გაცვლითი სტატუსით ჩამოსული სტუდენტებისათვის სტიპენდიის დანიშვნის შესახებ’’ ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2017 წლის 27 თებერვლის №331/02-04 ბრძანებაში:
ა) ბრძანების პირველი პუნქტი Dჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,1. დაენიშნოთ ყოველთვიური სტიპენდია, სსიპ–ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და პარტნიორ უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული ხელშეკრულებების საფუძველზე გაცვლითი სტატუსით ჩამოსულ სტუდენტებს დანართი №1-ის მიხედვით’’. 
ბ) ბრძანების დანართი №1 ჩამოყალიბდეს ახალ წინამდებარე ბრძანებაზე თანდართული ფორმით (დანართი №1);”
2. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
3. დაევალოს კანცელარიას ბრძანების გადაცემა დაგზავნის ფურცელში მითითებული სტრუქტურული ერთეულებისათვის.
4. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.



ადმინისტრაციის ხელმძღვანელი                                 ნ. ოვსიანიკოვა
სრულად

ბრძანების N: 685/02-04

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საფინანსო დეპარტამენტის აღრიცხვა-ანგარიშგების განყოფილების სპეციალისტის (კვების ობიექტის ბუღალტერი) შესარჩევად კონკურსის გამოცხადების შესახებ
სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საფინანსო დეპარტამენტის აღრიცხვა-ანგარიშგების განყოფილების სპეციალისტის (კვების ობიექტის ბუღალტერი) შესარჩევად კონკურსის გამოცხადების შესახებ


"უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის და 24-ე მუხლის პირველი პუნქტის "ზ" ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის ,,ნ’’ და ,,პ” ქვეპუნქტების, საფინანსო დეპარტამენტის უფროსის ი. საღარეიშვილის 2017 წლის 21 ივნისის №9729/10 წერილის საფუძველზე 

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. გამოცხადდეს კონკურსი სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საფინანსო დეპარტამენტის აღრიცხვა-ანგარიშგების განყოფილების სპეციალისტის (კვების ობიექტის ბუღალტერი) შესარჩევად.
2. აპლიკანტს მოეთხოვება:
ა) უმაღლესი განათლება;
ბ) კვების ობიექტის ბუღალტრის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
გ) საოფისე კომპიუტერული (MS Office)  და კვების ობიექტის აღრიცხვის პროგრამის ცოდნა;
დ) მარაგების და მატერიალური ფასეულობის ინვენტარიზაციის ჩატარების, ნაღდი და უნაღდო ოპერაციების, სალარო აპარატის მაჩვენებლების შედარების,  ანგარიშგების შედგენის  ცოდნა;
ე) ბუღალტრული აღრიცხვის და ფინანსური ანგარიშგების ორგანიზება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად; კონტროლი ფულადი სახსრებისა და მატერიალურ ფასეულობათა მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენებაზე; ეკონომიკური მოვლენების შესახებ პირველადი დოკუმენტების დროული გაფორმება; ხარჯთაღრიცხვისა და კალკულაციის შედგენის, შემოსავლებისა და ხარჯების ანალიზის, გამოყენებისათვის უვარგისი და ვადაგასული პროდუქტების ხარჯებში ჩამოწერისათვის შესაბამისი დოკუმენტაციის Dშედგენის ცოდნა; 
ვ) საქართველოს საგადასახადო კოდექსის გამოყენების უნარი;
3. კონკურსში მონაწილეობის მსურველ აპლიკანტებს მოეთხოვებათ შემდეგი საბუთების წარმოდგენა:

ა) CV ქართულ ენაზე (დოკუმენტის pdf ვერსია) ელქტრონულად;
ბ) უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დიპლომის ასლი;
გ) პირადობის მოწმობის ან პასპორტის სურათიანი გვერდის ასლი;
დ) სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი;
ე) ჯანმრთელობის ცნობა. 

4. კონკურსში მონაწილეობის მსურველი აპლიკანტის შერჩევა განხორციელდეს სააპლიკაციო პაკეტის განხილვის საფუძველზე საკონკურსო კომისიის მიერ;
5. აპლიკანტები (ვის მიერ წარმოდგენილი საბუთებიც აკმაყოფილებს საკონკურსო მოთხოვნებს) წინასწარი შეტყობინების საფუძველზე შესარჩევ კომისიასთან გაივლიან ზეპირ გასაუბრებას (კონკრეტული თარიღი და დრო ეცნობებათ წინასწარ)  და გასაუბრების შედეგები აპლიკანტებს ეცნობებათ პირადად;
6. შერჩეული აპლიკანტის შრომის ანაზღაურების ოდენობა და სხვა პირობები განისაზღვროს შრომითი ხელშეკრულებით. 
7. სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საფინანსო დეპარტამენტის აღრიცხვა-ანგარიშგების განყოფილების სპეციალისტის (კვების ობიექტის ბუღალტერი)  შერჩევის მიზნით შეიქმნას კომისია და დამტკიცდეს კომისიის მუშაობის წესი (დანართი №1).
8. საბუთები გადმოგზავნილი უნდა იქნეს 2017 წლის 26 ივნისიდან 2017 წლის   3 ივლისის 18 საათამდე,  ელექტრონულ მისამართზე: vacancy@tsu.ge.  სათაურის ველში უნდა მიეთითოს "საფინანსო დეპარტამენტის აღრიცხვა-ანგარიშგების განყოფილების სპეციალისტი (კვების ობიექტის ბუღალტერი)." 
9. ბრძანება სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საფინანსო დეპარტამენტის აღრიცხვა-ანგარიშგების განყოფილების სპეციალისტის (კვების ობიექტის ბუღალტერი) შესარჩევად კონკურსის გამოცხადების შესახებ განთავსდეს უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე -  www.tsu.ge-ze და www.jobs.ge-ze;
10. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

   
ადმინისტრაციის ხელძღვანელი          ნ. ოვსიანიკოვა
სრულად

ბრძანების N: 149/02-01

სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების ტრენინგ-კურსის ,,სპორტული ნუტრიციოლოგია და კანონმდებლობა”-ს ფასიანი მომსახურებისა და მასწავლებელის ანაზღაურების ტარიფების განსაზღვრის თაობაზე
სსიპ  ივანე  ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის   უწყვეტი  განათლების  ტრენინგ-კურსის ,,სპორტული ნუტრიციოლოგია და კანონმდებლობა”-ს ფასიანი მომსახურებისა და მასწავლებელის ანაზღაურების ტარიფების განსაზღვრის თაობაზე

    ,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 54–ე მუხლის პირველის ნაწილის, 57-ე მუხლის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული  სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი  პუნქტის ,,ნ’’ ქვეპუნქტის, სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების ცენტრის ტრენინგ-კურსის ,,სპორტული ნუტრიციოლოგია და კანონმდებლობა”-ს დამტკიცების შესახებ რექტორის  2017 წლის 13 ივნისის #115/01-01 ბრძანებისა და უწყვეტი განათლების ცენტრის უფროსის 2017 წლის 16 ივნისის #9452/10  წერილის  საფუძველზე,
 
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:     

1. სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების ცენტრის ტრენინგ-კურსის ,,სპორტული ნუტრიციოლოგია და კანონმდებლობა”-ს ფასიანი მომსახურების ღირებულება თითოეული  მსმენელისათვის განისაზღვროს 120 ლარით; კურსის ღირებულება თსუ-ის მსმენელებისთვის განისაზღვროს 100 ლარით;
2. სასერტიფიკატო კურსის მასწავლებლის ანაზღაურება განისაზღვროს 1 საათი –  25 ლარის ოდენობით (საშემოსავლო გადასახადის ჩათვლით); 
3. დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას წინამდებარე ბრძანების გაცნობა დაინტერესებული პირებისათვის;
4. დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს ბრძანების განთავსება უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე;
5. ბრძანება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით საჯაროდ გამოცხადებისთანავე. 

ადმინისტრაციის ხელმძღვანელი                               ნუნუ ოვსიანიკოვა                  

სრულად

ბრძანების N: 148/02-01

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კვების ობიექტებში გადაგასული და ჩამოსაწერი პროდუქციის განადგურების მიზნით მუდმივმოქმედი კომისიის შექმნის შესახებ
სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  კვების ობიექტებში გადაგასული და ჩამოსაწერი პროდუქციის განადგურების მიზნით მუდმივმოქმედი კომისიის შექმნის შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 23–ე მუხლის პირველი პუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ” ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი  ნაწილის, 53-ე მუხლის პირველი  ნაწილის,  54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 57-ე მუხლის,  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე–15 მუხლის პირველი პუნქტის, მე–16 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების, უნივერსიტეტის საფინანსო დეპარტამენტის უფროსის 2017 წლის 02 ივნისის №38361/10 და უნივერსიტეტის მატერიალური რესურსების მართვის დეპარტამენტის უფროსის გ. ტალახაძის 2017 წლის 21 ივნისის №9687/10  კორესპონდენციების საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

1. შეიქმნას მუდმივმოქმედი კომისია, სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  კვების ობიექტებში  (თსუ პირველი სასწავლო კორპუსის ეზოში მდებარე სასადილო, ი. ჭავჭავაძის გამზ. №1; თსუ მე-10 სასწავლო კორპუსის შენობაში არსებული სასადილო, უნივერსიტეტის ქუჩა №2) ვადაგასული და ჩამოსაწერი პროდუქციის განადგურების მიზნით შემდეგი შემადგენლობით:

1. ვალერი არღუთაშვილიი - კომისიის თავმჯდომარე;
2. გიორგი თუხარელი - კომისიის წევრი;
3. თენგიზ გოგოლაძე - კომისიის წევრი;
4. რუსუდან ნასარიძე - კომისიის წევრი;
5. ირმა კოტეტიშვილი- კომისიის წევრი. 

2. დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს წინამდებარე ბრძანების სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ვებგვერდზე განთავსება.

3.ბრძანების დაინტერესებული პირებისათის გადაცემა დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
4.ბრძანება ძალაში შედის გამოცემისთანავე.


ადმინისტრაციის ხელმძღვანელი                             ნუნუ ოვსიანიკოვა 


სრულად

ბრძანების N: 147/02-01

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკებითა და სამკითხველო დარბაზებით სარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 29 მარტის №46/02-01 ბრძანებაში დამატების შეტანის თაობაზე
სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  ბიბლიოთეკებითა და სამკითხველო დარბაზებით სარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ  ადმინისტრაციის ხელმძღვანელის  29 მარტის №46/02-01 ბრძანებაში დამატების შეტანის თაობაზე

„უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 23–ე მუხლის პირველი პუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ” ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი  ნაწილის, 53-ე მუხლის პირველი  ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 57-ე მუხლის, 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე–15 მუხლის პირველი პუნქტის, მე–16 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტებისა და უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის ხელმძღვანელის ზ. გაიპარაშვილის 2017 წლის 14 ივნისის №9282/10 კორესპონდენციის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. შევიდეს დამატება სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკებითა და სამკითხველო დარბაზებით სარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ ადმინისტრაციის ხელმძღვანელის   29 მარტის №46/02-01 ბრძანებაში  და აღნიშნული ბრძანების დანართი №1-ის მე-2 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მქონე მე-6 პუნქტი: 

,,6. უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში დაცული საარქივო ფონდებით სარგებლობის ფორმები:
ა) უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში დაცულ საარქივო დოკუმენტებზე დაშვება
თავისუფალია გარდა საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული შემთხვევებისა;

ბ) მკითხველს შეუძლია უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის ელექტრონული და ბეჭდური
საძიებო სისტემის მეშვეობით მოიძიოს, შეარჩიოს და გაეცნოს ბიბლიოთეკაში დაცულ დოკუმენტს, გააკეთოს მისი ამონაწერი;

გ) დაინტერესებული პირისათვის მისთვის საჭირო დოკუმენტის მიწოდება ხდება
უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის სამკითხველო დარბაზებში;

დ) დაინტერესებულ პირს შეუძლია, მოითხოვოს დოკუმენტის ასლის დამზადება
უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში არსებული წესის თანახმად;

ე) განსაკუთრებულ შემთხვევაში, უნივერსიტეტის ინტერესებიდან გამომდინარე,
ბიბლიოთეკის ხელმძღვანელობის ნებართვით, დასაშვებია საარქივო ფონდის დოკუმენტის დედნით დროებით სარგებლობა საგამოფენო ან სხვა მიზნებით;

ვ) პუბლიკაციებსა და სამეცნიერო შრომებში მკვლევრის მიერ უნივერსიტეტის
ბიბლიოთეკის საარქივო ფონდის მასალების გამოყენებისას მკვლევარი ვალდებულია, მიუთითოს უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა, კონკრეტული საარქივო ფონდი და დოკუმენტის ნომერი;

ზ) შეზღუდულია უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში დაცული საარქივო ფონდის
დოკუმენტებთან დაშვება და სარგებლობა იმ შემთხვევაში თუ:

ზა) დოკუმენტი შეეხება პიროვნების პერსონალური მონაცემების შემცველ ინფორმაციას (პერსონალური ინფორმაცია - მონაცემები, რომელიც პირის იდენტიფიკაციის შესაძლებლობას იძლევა: ასაკი, სქესი, ეროვნება, მოქალაქეობა, ოჯახური და ჯანმრთელობის მდგომარეობა);
ზბ)  დოკუმენტი შეეხება პიროვნების შესახებ სისხლის სამართლის პროცესისა და პოლიციური უწყებების მასალებს – მათი შექმნიდან 75 წლის განმავლობაში, თუ ფონდის მიღებისას დადებული ხელშეკრულების თანახმად არ არის განსაზღვრული სხვა კონკრეტული ვადები;
ზგ)  საარქივო დოკუმენტი დაზიანებულია და საჭიროებს რესტავრაციას”.

2.   ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
3.    ბრძანება ძალაში შედის გამოცემისთანავე.


ადმინისტრაციის ხელმძღვანელი                                                               ნუნუ ოვსიანიკოვა

სრულად

ბრძანების N: 144/02-01

„სატენდერო კომისიის, სატენდერო კომისიის აპარატის შექმნისა და „სატენდერო კომისიის შექმნის შესახებ“ ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2011 წლის 14 ნოემბრის N200/02-01 ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ“ ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2014 წლის 25 აგვისტოს N114/02-01 ბრძანებაში დამატების შეტანის თაობაზე

 „სატენდერო კომისიის, სატენდერო კომისიის აპარატის შექმნისა და „სატენდერო კომისიის შექმნის შესახებ“ ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2011 წლის 14 ნოემბრის  N200/02-01 ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ“  ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2014 წლის 25 აგვისტოს N114/02-01 ბრძანებაში დამატების შეტანის თაობაზე

       „უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 23–ე მუხლის პირველი პუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ” ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი  ნაწილის, 53-ე მუხლის პირველი  ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 57-ე მუხლის, 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის   2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე–15 მუხლის პირველი პუნქტის, მე–16 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტებისა და საფინანსო დეპარტამენტის უფროსის 2017 წლის 14 ივნისის N#9273/10 კორესპონდენციის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. შევიდეს  ცვლილება „სატენდერო კომისიის, სატენდერო კომისიის აპარატის შექმნისა და „სატენდერო კომისიის შექმნის შესახებ“ ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2011 წლის 14 ნოემბრის  N200/02-01 ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ“ ადმინისტრაციის ხელმძღვანელის   2014 წლის 25 აგვისტოს N114/02-01 ბრძანებაში და აღნიშნული ბრძანების მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის მქონე ,,მ” ,,ნ“ და ,,ო“ ქვეპუნქტები:

,,მ) ანანო ხიზანიშვილი – საფინანსო დეპარტამენტის შესყიდვების განყოფილების სპეციალისტი, შრომითი ხელშეკრულების მოქმედების ვადით;
ნ)ლაშა ლიპარტელიანი - საფინანსო დეპარტამენტის შესყიდვების განყოფილების სპეციალისტ, შრომითი ხელშეკრულების მოქმედების ვადით;
ო) ნიკო ხუციშვილი - საფინანსო დეპარტამენტის შესყიდვების განყოფილების სპეციალისტ, შრომითი ხელშეკრულების მოქმედების ვადით”.

2. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
3.  ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსების უზრუნველყოფა  დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
4.   ბრძანება ძალაში შედის გამოცემისთანავე.

ადმინისტრაციის ხელმძღვანელი                                                               ნუნუ ოვსიანიკოვა




სრულად

ბრძანების N: 145/02-01

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტებისათვის 2017-2018 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის წინასწარი აკადემიური რეგისტრაციის ვადების განსაზღვრის შესახებ
სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტებისათვის 2017-2018 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის წინასწარი აკადემიური რეგისტრაციის ვადების განსაზღვრის შესახებ


,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი, მეორე და მესამე ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის,  55-ე მუხლის პირველი და  მე-2 ნაწილების, 56–ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის "ა", "ბ" "ო" და "პ" ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტისა და ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის მოვალეობის შემსრულებლის 2017 წლის 13 ივნისის №9076/28 წერილის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. განისაზღვროს სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტებისათვის 2017-2018 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის წინასწარი აკადემიური რეგისტრაციის ვადა 29 ივნისიდან – 31 ივლისის ჩათვლით. 
2. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
3. დაევალოს კანცელარიას, ბრძანება განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე და გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს.
4. ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.


რექტორი    გიორგი შარვაშიძე 

სრულად

ბრძანების N: 125/01-01

„სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართულ-აფხაზურ ურთიერთობათა სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის საბჭოს შემადგენლობის დამტკიცების შესახებ“ რექტორის 2011 წლის 14 იანვრის №10/01-01 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
„სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართულ-აფხაზურ ურთიერთობათა სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის საბჭოს შემადგენლობის დამტკიცების შესახებ“  რექტორის  2011 წლის 14 იანვრის  №10/01-01 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის,   საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 54–ე მუხლის პირველის ნაწილის, 57-ე მუხლისა და  63–ე მუხლის, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის  №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-9 პუნქტის,  წარმომადგენლობითი საბჭოს 2008 წლის 10 ნოემბრის №16 სხდომის ოქმით დამტკიცებული „სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართულ-აფხაზურ ურთიერთობათა სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დებულების“ მე-4 მუხლის პირველი პუნქტისა და ცენტრის დირექტორის 2017 წლის   6 მარტის №2852/10-01 წერილის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. შეტანილ იქნას ცვლილება  ,,სსიპ – ივანე  ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართულ-აფხაზურ ურთიერთობათა სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის საბჭოს შემადგენლობის დამტკიცების შესახებ’’ რექტორის    2011 წლის 14 იანვრის  #10/01-01 ბრძანების პირველ პუნქტში და იგი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
ა) ,,1. დამტკიცდეს სსიპ – ივანე  ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართულ-აფხაზურ ურთიერთობათა სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის საბჭო შემდეგი შემადგენლობით: 
ა) გიორგი შარვაშიძე  - რექტორი; 
ბ) ლევან ალექსიძე -  იურიდიული ფაკულტეტის პროფესორი;
გ) ივანე ლეჟავა - ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი;

დ) გურამ ქუთელია - ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი;

ე) ზურაბ შენგელია - ქართულ-აფხაზურ ურთიერთობათა სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორი;

ვ) ნინო ჩიქოვანი - ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი;

ზ) მაია ციციშვილი - ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი“.

2. წინამდებარე ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას;
3. დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას წინამდებარე ბრძანების გადაცემა დაინტერესებულ პირთათვის;
4. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
5.  ბრძანება ძალაშია   საჯაროდ გამოცხადებისთანავე.


რექტორი                                                                                                            გიორგი შარვაშიძე




სრულად

ბრძანების N: 126/01-01