Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
Order
Date
სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტზე ასისტენტ - პროფესორის სამსახურში  მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ

"უმაღლესი განათლების  შესახებ"   საქართველოს კანონის  22-ე  მუხლის   პირველი პუნქტის, 32-ე მუხლის  მე-2 პუნქტის, 34-ე მუხლის  პირველი და მე-2 პუნქტების, 35-ე მუხლის  მე-3 პუნქტის, ,,კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის, მე-18 პუნქტის ,,ბ’’ ქვეპუნქტის,  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე  ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების  მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის "ა", "ბ" და "პ" ქვეპუნქტების,  28-ე  მუხლის,   29-ე  მუხლის მე-3 პუნქტის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2014 წლის 22 დეკემბრის  N118 დადგენილების - „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  აკადემიური   პერსონალის სამსახურში  მიღებისა  და კონკურსის ჩატარების ერთიანი  წესის  შესახებ"  (დამტკიცებულია  თსუ წარმომადგენლობითი საბჭოს  მიერ,  ოქმი    N10  29.  12. 2014წ),  თსუ  აკადემიური საბჭოს 2024 წლის 22 თებერვლის № 29/2024 დადგენილების  - „სსიპ  – ივანე ჯავახიშვილის სახელობის  თბილისის   სახელმწიფო  უნივერსიტეტის   აკადემიური პერსონალის (პროფესორი,   ასოცირებული პროფესორი, ასისტენტ-პროფესორი, ასისტენტი) აფილირების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ (დამტკიცებულია თსუ წარმომადგენლობითი საბჭოს  მიერ, ოქმი  №3, 18.03.2024წ), „სსიპ  - ივანე  ჯავახიშვილის  სახელობის  თბილისის   სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთიანი საშტატო  განრიგის დამტკიცების  შესახებ“ თსუ რექტორის  და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2026 წლის 11 მარტის N6/04 ერთობლივი ბრძანების და მედიცინის ფაკულტეტის დეკანის მაია ბიწკინაშვილის 2026 წლის პირველი აპრილის N6858/32 წერილის საფუძველზე,

 

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:


1. გამოცხადდეს კონკურსი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის  ფაკულტეტზე ასისტენტ-პროფესორის  სამსახურში მისაღებად;
2. უნივერსიტეტის  ასისტენტ  -პროფესორად  4 (ოთხი)  წლის   ვადით    შეიძლება არჩეული იქნეს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი,    რომელსაც   აქვს    სამეცნიერო-პედაგოგიური     მუშაობის   გამოცდილება კათედრის პროფილის მიმართულებით;
3. კონკურსი  გამოცხადდეს  2026  წლის  20  აპრილსს. საკონკურსო  დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადა განისაზღვროს 2026 წლის 20 მაისიდან  2026 წლის 27 მაისის ჩათვლით. საკონკურსო კომისიის შემაჯამებელი  ოქმი თსუ  აკადემიურ საბჭოს გადაეცეს არაუგვიანეს 2026 წლის 18 ივნისისა.
4. კონკურსი გამოცხადდეს მედიცინის      ფაკულტეტის     ასისტენტ-პროფესორების აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად:

კლინიკური და კვლევითი უნარ-ჩვევების განვითარების კათედრა:
ასისტენტ პროფესორი ( ბ- კატეგორია) - ერთი საშტატო ერთეული;

5.    ასისტენტ-პროფესორის  თანამდებობაზე ასარჩევმა კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს:     
ა) განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე (დადგენილი  ფორმის მიხედვით);    
ბ)  კონკურსანტის ანკეტა, შევსებული დადგენილი ფორმის მიხედვით (ანკეტა წარმოდგენილი უნდა   იყოს  როგორც ნაბეჭდი,  ისე  ელექტრონული (CD) სახით, (ფაილის ფორმატი – Word და PDF ფაილების სახით);
გ) პირადობის მოწმობის ასლი;
დ)  ცნობა   „სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისათვის  ნასამართლობის შესახებ“;
ე)   შესაბამისი  აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის (დოკუმენტების) ასლი (უცხო  ქვეყანაში მიღებული განათლების ან/და სამეცნიერო ხარისხის აღიარების კანონმდებლობით  დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი, ასეთის არსებობის შემთხვევაში)    და   კლინიკური   მოდულების
სწავლების შემთხვევაში - შესაბამისი საექიმო   სპეციალობის სახელმწიფო სერტიფიკატი;
ვ)  სამსახურებრივი  გამოცდილების   ამსახველი  კანონმდებლობით  დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი (ცნობა/ შრომის წიგნაკის ასლი და სხვა);
ზ)    სამეცნიერო-პედაგოგიური    მუშაობის   გამოცდილების    დამადასტურებელი დოკუმენტი;
თ)  შესაბამისი  დისციპლინის/დისციპლინების,  სილაბუსი/სილაბუსები  ქართულ და ინგლისურ ენებზე, შევსებული თსუ-ის   სარეკომენდაციო ფორმის შესაბამისად - დარგობრივ მახასიათებლებთან, მედიცინის ფაკულტეტზე მიმდინარე პროგრამებისა  და  ცხრილის   მოთხოვნებთან  შესაბამისობაში.   სილაბუსს   უნდა
ერთვოდეს ცნობა თსუ მედიცინის ფაკულტეტის ბიბლიოთეკიდან, რომ სილაბუსში გამოყენებული     ლიტერატურა     სრულად     შეესაბამება     თსუ      ბიბლიოთეკის რესურსებს. შესაბამისი რესურსის   არარსებობის შემთხვევაში, კონკურსანტმა უნდა უზრუნველყოს ამ რესურსის მობილიზაცია და ბიბლიოთეკისთვის გადაცემა;
ი) შესაფასებლად წარმოდგენილი ერთი გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომი.
კ) სამოტივაციო  წერილი;
ლ) ინფორმაცია კლინიკური ბაზის შესახებ, რომელიც შეიცავს:
ლ.ა. თანხმობის  წერილს იმ ბაზის/ბაზების ხელმძღვანელისაგან, სადაც უნდა განხორციელდეს აკადემიური  და სამეცნიერო-კვლევითი პროცესი;
ლ.ბ. კლინიკური ბაზის/ბაზების ძირითად სტატისტიკურ მონაცემებს; 
ლ.გ. კლინიკურ  ბაზაზე/ბაზებზე არსებული  სასწავლო პროცესისათვის განკუთვნილი  სივრცის   აღწერილობას და  სასწავლო პროცესისათვის გამოყოფილი მატერიალურ- ტექნიკური აღჭურვილობის ჩამონათვალს;
ლ.დ. დადასტურების წერილს, რომ ბაზაზე სტუდენტებისათვის ხელმისაწვდომია თსუ ელექტრონული რესურსები;
6.   საკონკურსო   დოკუმენტების მიღება იწარმოებს 2026 წლის 20 მაისიდან 2026 წლის 27 მაისის ჩათვლით 10:00-დან 17:00 საათამდე მედიცინის ფაკულტეტის საკონკურსო დოკუმენტაციის მიმღებ აპარატში. მისამართი: ქ. თბილისი, ბელიაშვილის N78, თსუ ალექსანდრე ნათიშვილის მორფოლოგიის ინსტიტუტი, III
სართული, ოთახი N330;
7.   ასისტენტ-პროფესორის თანამდებობაზე ასარჩევი კანდიდატი, კონკურსში მონაწილეობის  მიღების  მიზნით, ვალდებულია გაეცნოს თსუ აკადემიური საბჭოს  2024 წლის 22 თებერვლის N29/2024  დადგენილების  დანართი N1-ის მე-3 მუხლის  მე-3 პუნქტის მოთხოვნებს, წერილობით  გამოხატოს  თანხმობა  მხოლოდ ივანე ჯავახიშვილის სახელობის  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან აფილირების  შესახებ (რაც ძალაში შევა მის მიერ შესაბამისი აკადემიური თანამდებობის დაკავებისთანავე)  და დაადასტუროს ინფორმაცია  იმის შესახებ, რომ  არ გააჩნია ძალაში მყოფი ანალოგიური ხასიათის დოკუმენტი (ხელშეკრულება, შეთანხმება ან სხვ.) სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასთან.
8. ბრძანება გამოქვეყნდეს გაზეთ "თბილისის  უნივერსიტეტის" ელექტრონულ გვერდზე.
9. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე  განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
10. წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს დაინტერესებულ პირსა და შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (მედიცინის ფაკულტეტი, საფინანსო  დეპარტამენტი, პერსონალის მართვის დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური, საინფორმაციო  ტექნოლოგიების დეპარტამენტი, საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი).
11. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.


რექტორი ჯაბა სამუშია

View More

Order N: 83/01-01  

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტზე  ასოცირებული პროფესორების სამსახურში მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ

 "უმაღლესი განათლების  შესახებ  " საქართველოს კანონის    22-ე მუხლის   პირველი პუნქტის,    32-ე მუხლის     მე   -2 პუნქტის   , ,,   კორუფციის      წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’    საქართველოს კანონის   მე -13 მუხლის     მე-2 პუნქტის , მე -18 პუნქტის    ,,ბ’’ ქვეპუნქტის,  34-ე მუხლის  პირველი და მე -2 პუნქტების , 35-ე მუხლის  მე -2 პუნქტის , საქართველოს განათლებისა და მეცნიერების  მინისტრის  2013 წლის  11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის   წესდების    მე  -14 მუხლის    პირველი   პუნქტის ,    მე-8 პუნქტის "ა", "ბ" და "პ" ქვეპუნქტების, 28-ე მუხლის, 29-ე მუხლის მე-2 პუნქტის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის  თბილისის   სახელმწიფო  უნივერსიტეტის   აკადემიური საბჭოს 2014 წლის 22 დეკემბრის  N118 დადგენილების  - „სსიპ  - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის    სახელმწიფო   უნივერსიტეტის    აკადემიური   პერსონალის სამსახურში  მიღებისა     და    კონკურსის     ჩატარების     ერთიანი     წესის     შესახებ    " (დამტკიცებულია თსუ  წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ , ოქმი  N10 29. 12. 2014წ), თსუ  აკადემიური საბჭოს 2024 წლის 22 თებერვლის №29/2024 დადგენილების - „სსიპ – ივანე ჯავახიშვილის     სახელობის     თბილისის      სახელმწიფო    უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის     (პროფესორი, ასოცირებული    პროფესორი , ასისტენტ  - პროფესორი, ასისტენტი ) აფილირების წესისა  და პირობების  დამტკიცების შესახებ “ (დამტკიცებულია თსუ   წარმომადგენლობითი საბჭოს  მიერ , ოქმი  № 3,  18.03.2024წ), "სსიპ  - ივანე  ჯავახიშვილის  სახელობის  თბილისის   სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთიანი საშტატო     განრიგის     დამტკიცების    შესახებ    “ თსუ    რექტორისა    და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2026 წლის 11 მარტის N6/04 ერთობლივი ბრძანების და მედიცინის  ფაკულტეტის    დეკანის მაია   ბიწკინაშვილის     2026 წლის პირველი აპრილის N6858/32 წერილის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1.გამოცხადდეს   კონკურსი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის    ფაკულტეტზე       ასოცირებული    პროფესორების სამსახურში  მისაღებად;
2.უნივერსიტეტის ასოცირებულ პროფესორად 7 (შვიდი) წლის ვადით შეიძლება არჩეული იქნეს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს არანაკლებ 3 (სამი) წლის სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის გამოცდილება; კლინიკურ კათედრაზე ასოცირებულ პროფესორად 7 (შვიდი)    წლის ვადით შეიძლება არჩეული იქნეს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს სამეცნიერო-პედაგოგიური    მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება, ბოლო 5 წლის კლინიკური მუშაობის გამოცდილება, ასევე კლინიკური დისციპლინის შესაბამისი სპეციალობის სახელმწიფო სერტიფიკატი.
3. კონკურსი გამოცხადდეს 2026  წლის 20 აპრილს. საკონკურსო დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადა განისაზღვროს 2026 წლის 20 მაისიდან 2026 წლის 27 მაისის ჩათვლით. საკონკურსო კომისიის შემაჯამებელი ოქმი თსუ აკადემიურ საბჭოს გადაეცეს არაუგვიანეს 2026 წლის 18 ივნისისა.
4. კონკურსი  გამოცხადდეს მედიცინის ფაკულტეტის  ასოცირებული  პროფესორების აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად:

შინაგან დაავადებათა კათედრა:
ასოცირებული პროფესორი ( ბ- კატეგორია) - ერთი საშტატო ერთეული.

ზოგადი  ქირურგიის კათედრა:
ასოცირებული პროფესორი ( ბ- კატეგორია) - ერთი საშტატო ერთეული.

შინაგან დაავადებათა და პროპედევტიკის კათედრა:
ასოცირებული პროფესორი ( ა- კატეგორია) - ერთი საშტატო ერთეული;

5. ასოცირებული  პროფესორის თანამდებობაზე ასარჩევმა კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს:
ა) განცხადება საკონკურსო კომისიის  სახელზე  (დადგენილი ფორმის მიხედვით); 
ბ)  კონკურსანტის  ანკეტა,  შევსებული  დადგენილი   ფორმის მიხედვით  (ანკეტა წარმოდგენილი უნდა  იყოს როგორც ნაბეჭდი,  ისე  ელექტრონული (CD) სახით,
(ფაილის ფორმატი – Word და PDF ფაილების სახით);
გ)  პირადობის მოწმობის ასლი;
დ) ცნობა „სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისათვის  ნასამართლობის შესახებ“;
ე) შესაბამისი აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის (დოკუმენტების) ასლი (უცხო  ქვეყანაში მიღებული  განათლების ან/და სამეცნიერო ხარისხის აღიარების     კანონმდებლობით დადგენილი  წესით გაცემული დოკუმენტი, ასეთის არსებობის შემთხვევაში) და კლინიკური მოდულების სწავლებისას - შესაბამისი საექიმო სპეციალობის სახელმწიფო სერტიფიკატი;
ვ) სამსახურებრივი გამოცდილების ამსახველი კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი (ცნობა/ შრომის წიგნაკის ასლი და სხვა);
ზ) სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი;
თ)  შესაბამისი დისციპლინის/დისციპლინების, სილაბუსი/სილაბუსები  ქართულ და ინგლისურ ენებზე, შევსებული თსუ-ის სარეკომენდაციო ფორმის შესაბამისად - დარგობრივ მახასიათებლებთან, მედიცინის ფაკულტეტზე მიმდინარე პროგრამებისა და ცხრილის მოთხოვნებთან შესაბამისობაში. სილაბუსს უნდა ერთვოდეს ცნობა თსუ მედიცინის ფაკულტეტის ბიბლიოთეკიდან, რომ სილაბუსში გამოყენებული ლიტერატურა სრულად შეესაბამება თსუ ბიბლიოთეკის რესურსებს. შესაბამისი რესურსის არარსებობის შემთხვევაში, კონკურსანტმა უნდა უზრუნველყოს ამ რესურსის მობილიზაცია და ბიბლიოთეკისთვის გადაცემა; 
ი) შესაფასებლად წარმოდგენილი ერთი გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომი.
კ) სამეცნიერო კვლევების კონცეფცია
ლ) ინფორმაცია კლინიკური ბაზის შესახებ, რომელიც შეიცავს:
ლ.ა.) თანხმობის  წერილს იმ ბაზის/ბაზების ხელმძღვანელისაგან, სადაც უნდა
განხორციელდეს აკადემიური  და სამეცნიერო-კვლევითი პროცესი;
ლ.ბ.) კლინიკური ბაზის/ბაზების ძირითად სტატისტიკურ მონაცემებს;
ლ.გ.)  კლინიკურ  ბაზაზე/ბაზებზე არსებული სასწავლო პროცესისათვის განკუთვნილი სივრცის აღწერილობას და სასწავლო პროცესისათვის გამოყოფილი მატერიალურ-ტექნიკური აღჭურვილობის ჩამონათვალს;
ლ.დ.)  დადასტურების წერილს, რომ ბაზაზე  სტუდენტებისათვის ხელმისაწვდომია თსუ ელექტრონული რესურსები;
6. საკონკურსო დოკუმენტების მიღება იწარმოებს 2026 წლის 20 მაისიდან 2026 წლის 27 მაისის ჩათვლით. 10:00-დან 17:00 საათამდე მედიცინის ფაკულტეტის
საკონკურსო დოკუმენტაციის მიმღებ აპარატში. მისამართი:  ქ. თბილისი, ბელიაშვილის N78, თსუ  ალექსანდრე ნათიშვილის მორფოლოგიის ინსტიტუტი, III სართული, ოთახი N330;
7. ასოცირებული   პროფესორის თანამდებობაზე   ასარჩევი  კანდიდატი,  კონკურსში მონაწილეობის მიღების  მიზნით, ვალდებულია გაეცნოს თსუ  აკადემიური საბჭოს 2024 წლის 22 თებერვლის N29/2024 დადგენილების დანართი N1-ის მე-3 მუხლის  მე-3  პუნქტის მოთხოვნებს,  წერილობით    გამოხატოს    თანხმობა    მხოლოდ   ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან აფილირების შესახებ (რაც ძალაში შევა მის მიერ შესაბამისი აკადემიური თანამდებობის დაკავებისთანავე)  და დაადასტუროს ინფორმაცია  იმის   შესახებ,   რომ არ  გააჩნია ძალაში  მყოფი ანალოგიური ხასიათის დოკუმენტი (ხელშეკრულება, შეთანხმება ან სხვ.) სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასთან.
8. ბრძანება   გამოქვეყნდეს   გაზეთ    „თბილისის    უნივერსიტეტის"   ელექტრონულ გვერდზე;
9. ბრძანების   უნივერსიტეტის  ოფიციალურ   ვებ-გვერდზე    განთავსება  დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
10. წინამდებარე ბრძანება       კანონმდებლობით       დადგენილი წესით        გადაეცეს დაინტერესებულ  პირსა  და  შესაბამის   სტრუქტურულ  ერთეულებს  (საფინანსო
დეპარტამენტი,  პერსონალის მართვის დეპარტამენტი,  შიდა აუდიტის სამსახური, მედიცინის ფაკულტეტი, საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი, საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი).
11. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.


რექტორი ჯაბა სამუშია

View More

Order N: 84/01-01

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელ  სამეცნიერო-კვლევით ერთეულში - შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის  ინსტიტუტში მეცნიერი თანამშრომლის შესარჩევად საკონკურსო კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის  პირველი პუნქტის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის ივანე ჯავახიშვილის  სახელობის  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მე-8 პუნქტის ,,ა“ და ,,პ“ ქვეპუნქტებისა, მე-9 პუნქტის, სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო პერსონალის სამსახურში მიღების ერთიანი წესისა და სამეცნიერო თანამდებობების დაკავების დამატებითი პირობების დამტკიცების შესახებ” ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის N63/2017 დადგენილების დანართი N1-ის მე-4 მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტების, შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის დებულების მე-10 მუხლის პირველი და მე-5 პუნქტებისა და შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის დირექტორის ირმა რატიანის 2026 წლის 14 აპრილის N7668/10 წერილის (თან ერთვის ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს 2026 წლის 8 აპრილის სხდომის ოქმი N3) საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1.სსიპ–ივანე ჯავახიშვილის  სახელობის  თბილისის   სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელ  სამეცნიერო-კვლევით ერთეულში  - შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტში მეცნიერი თანამშრომლის შესარჩევად დამტკიცდეს კომისია შემდეგი შემადგენლობით:
ა) ივანე    ამირხანაშვილი - შოთა რუსთაველის სახელობის ლიტერატურის ინსტიტუტის მთავარი მეცნიერ თანამშრომელი, რუსთველოლოგიის კვლევის ცენტრის ხელმძღვანელი;
ბ) ირაკლი ხვედელიძე - შოთა რუსთაველის სახელობის ლიტერატურის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ თანამშრომელი, ციფრული ლიტერატურის ლაბორატორიის ხელმძღვანელი;
გ) ზაზა  აბზიანიძე  - შოთა რუსთაველის  სახელობის ლიტერატურის  ინსტიტუტის ფოლკლორის განყოფილების მთავარი მეცნიერ თანამშრომელი.

2. დამტკიცდეს საკონკურსო კომისიის  თავმჯდომარედ    ივანე ამირხანაშვილი , საკონკურსო კომისიის  თავმჯდომარის  მოადგილედ ირაკლი ხვედელიძე, საკონკურსო კომისიის  მდივნად ზაზა აბზიანიძე.
3.დაევალოს საკონკურსო კომისიას უზრუნველყოს კონკურსის ჩატარება სსიპ – ივანე ჯავახიშვილის  სახელობის  თბილისის   სახელმწიფო უნივერსიტეტის  აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის N63/2017 დადგენილებით დამტკიცებულ მოთხოვნებთან შესაბამისობაში.
4.დაევალოს საკონკურსო კომისიას დასამტკიცებლად წარუდგინოს თსუ რექტორს შემაჯამებელი  ოქმი არაუგვიანეს 2026 წლის 20 მაისისა.
5.წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს დაინტერესებულ პირებსა და შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (საფინანსო დეპარტამენტი, პერსონალის მართვის დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური, საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი,შოთა  რუსთაველის  სახელობის ქართული ლიტერატურის  ინსტიტუტი).
6.წინამდებარე  ბრძანების   უნივერსიტეტის ოფიციალურ  ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
7.ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.


რექტორი ჯაბა სამუშია 
 

View More

Order N: 81/01-01  

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის - ნოდარ ამაღლობელის სახელობის მაღალი ენერგიების ფიზიკის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში მეცნიერი თანამშრომლის სამსახურში მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ

 "უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის  პირველი პუნქტის, 372 მუხლის პირველი, მე-4 და მე-5 პუნქტების, საქართველოს  განათლებისა   და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების  მე-14 მუხლის  პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის "ა" და "პ" ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, 322 მუხლის პირველი, მე-5 და მე-6 პუნქტების, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის N63/2017 დადგენილების ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო პერსონალის სამსახურში  მიღების ერთიანი წესისა და სამეცნიერო თანამდებობების დაკავების დამატებითი პირობების დამტკიცების შესახებ” (დამტკიცებულია თსუ წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ, ოქმი N03; 23.06.2017წ), "სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთიანი საშტატო განრიგის დამტკიცების შესახებ“ თსუ რექტორისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2026 წლის 30 მარტის N7/04 ერთობლივი ბრძანებისა და ინსტიტუტის დირექტორის მირიან ტაბიძის 2026 წლის 8 აპრილის N7553/10 წერილის საფუძველზე, 


ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1.გამოცხადდეს კონკურსი სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ნოდარ ამაღლობელის  სახელობის მაღალი ენერგიების ფიზიკის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში მეცნიერი თანამშრომლის სამსახურში მისაღებად;
2.მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობაზე 4 წლის ვადით  აირჩევა პირი, რომელსაც აქვს მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული  აკადემიური ხარისხი, სამეცნიერო - კვლევითი საქმიანობის გამოცდილება  (რაც გულისხმობს არამხოლოდ სამეცნიერო - კვლევით, უმაღლეს საგანმანათლებლო ან სხვა პროფილურ დაწესებულებაში სამეცნიერო თანამდებობაზე მუშაობას,   არამედ გამოქვეყნებულ  სამეცნიერო  პუბლიკაციებსაც) და უნდა ჰქონდეს გამოქვეყნებული ან გამოსაქვეყნებლად მიღებული  სამეცნიერო პუბლიკაციები, მათ  შორის არანაკლებ 1 რეიტინგული სამეცნიერო პუბლიკაცია მაინც სამეცნიერო-კვლევითი პროდუქციის კლასიფიკაციის მიხედვით;

3. კონკურსი  გამოცხადდეს  2026  წლის  16  აპრილს, საკონკურსო  დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადა განისაზღვროს 2026 წლის 18 მაისიდან 2026 წლის 21 მაისის ჩათვლით. საკონკურსო კომისიის  შემაჯამებელი  ოქმი დასამტკიცებლად წარედგინოს თსუ  რექტორს არაუგვიანეს 2026 წლის 29 მაისისა.
4.   კონკურსი გამოცხადდეს ნოდარ ამაღლობელის სახელობის მაღალი ენერგიების ფიზიკის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში მეცნიერი თანამშრომლის სამეცნიერო თანამდებობის დასაკავებლად:

ექსპერიმენტული ფიზიკის განყოფილება
მეცნიერი თანამშრომელი - 1  საშტატო ერთეული

5. მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობაზე გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობის მსურველი ვალდებულია განსაზღვრული პირობებისა და ვადების დაცვით წარუდგინოს საკონკურსო კომისიას შემდეგი დოკუმენტაცია:
ა) განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე დადგენილი ფორმის მიხედვით (აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის N63/2017დადგენილება, დანართი N2), კონკურსში  მონაწილეობის შესახებ (კონკურსში მონაწილეობის მსურველის მხრიდან დაუშვებელია  წარდგენილი იქნას ერთზე მეტი განცხადება ერთზე მეტ საკონკურსო თანამდებობაზე);
ბ)  პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის  ასლი (პასპორტი, პირადობის მოწმობა);
გ) ავტობიოგრაფია (CV) სამეცნიერო პუბლიკაციების ნუსხითურთ, შედგენილი კონკურსანტისათვის მისაღები ფორმით მისი მოღვაწეობის სრულად ასასახავად (ავტობიოგრაფია წარმოდგენილი უნდა იყოს როგორც ნაბეჭდი,  ისე ელექტრონული (CD) სახით, ფაილის ფორმატი - Word და PDF  ფაილების სახით);
დ) შესაბამისი აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი  დოკუმენტის (დოკუმენტების) ასლი, უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების ან/და სამეცნიერო ხარისხის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) აღიარების კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტის (დოკუმენტების) ასლი;
ე) სამეცნიერო საქმიანობის გამოცდილების ამსახველი ინფორმაცია (მათ შორის სამეცნიერო-კვლევითი  პროდუქციის  ჩამონათვალი, თარიღების  მითითებით  და არსებობის შემთხვევაში სამეცნიერო-კვლევით პროექტებში მონაწილეობის შესახებ);
ვ) სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის გამოცდილების ამსახველი კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი (ცნობა ან შრომის წიგნაკის ასლი ან სხვ.);
ზ) ცნობა „სქესობრივი  თავისუფლებისა  და ხელშეუხებლობის  წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის  ჩადენისათვის  ნასამართლობის შესახებ“;
6.   კონკურსში  მონაწილეობის შესახებ  ვადის  დარღვევით  (განცხადებების  მიღების  ვადის გასვლის შემდგომ) წარდგენილი განცხადება (დოკუმენტაცია) მიღებასა და რეგისტრაციას არ ექვემდებარება.
7. საკონკურსო კომისია ამოწმებს  წარმოდგენილი დოკუმენტაციის  მოთხოვნებთან შესაბამისობას.  საკონკურსო  დოკუმენტაციის  არასრულყოფილად წარმოდგენის შემთხვევაში, კონკურსში მონაწილეობის მსურველს ეძლევა განაცხადის განმეორებით წარმოდგენის  ვადა, მაგრამ არაუმეტეს  საკონკურსო განცხადებით   გათვალისწინებული 
საკონკურსო განცხადებების/დოკუმენტაციის/მიღების ვადის ამოწურვიდან 5 სამუშაო დღისა.
8. კონკურსში მონაწილეობის მსურველის მიერ ამავე ბრძანების მე-7 პუნქტით განსაზღვრული პირობების დარღვევის შემთხვევაში საკონკურსო განცხადება მიღებასა და რეგისტრაციას არ ექვემდებარება.
9.   საკონკურსო დოკუმენტების მიღება იწარმოებს 2026 წლის 18 მაისიდან 2026 წლის 21 მაისის ჩათვლით, 1000-დან 1700 საათამდე, ნოდარ ამაღლობელის სახელობის მაღალი ენერგიების ფიზიკის სამეცნიერო - კვლევითი ინსტიტუტის შენობაში. მისამართი: თბილისი,  გიორგი დანელიას ქ. N10, ოთახი N448.
10. ბრძანება განთავსდეს გაზეთ ,,თბილისის  უნივერსიტეტის’’ ელექტრონულ გვერდზე.
11. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
12. წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (საფინანსო დეპარტამენტი, პერსონალის მართვის დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური, საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი, საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი, ნოდარ ამაღლობელის
სახელობის მაღალი ენერგიების ფიზიკის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი).
13. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.


რექტორი ჯაბა სამუშია 

View More

Order N: 82/01-01    

2025/2026 წლის ზაფხულის პერიოდისათვის, ისევე როგორც, 2026/2027 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრისთვის ორმხრივი (ბილატერალური), DAAD-ს აღმოსავლეთ პარტნიორობისა და ევროკომისიის მიერ დაფინასებული ერაზმუს+ გაცვლითი პროგრამების ფარგლებში, პარტნიორი ევროპული უნივერსიტეტიების მიერ გამოყოფილი სტიპენდიების კანდიდატების შესარჩევი კონკურსის ჩატარებისა და საკონკურსო კომისიის დამტკიცების შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ " საქართველოს კანონის  22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული  კოდექსის    51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის  პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის  მესამე ნაწილის, 54-ე მუხლის  პირველი ნაწილის , 55-ე მუხლის  პირველი და მე -2 ნაწილების , 56-ე მუხლის  მე-2 და მე-3 ნაწილების და 57-ე მუხლის პირველი ნაწილის, საქართველოს განათლებისა და  მეცნიერების   მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის #135/ნ ბრძანებით დამტკიცებული   საჯარო   სამართლის  იურიდიული  პირის   ივანე ჯავახიშვილის სახელობის  თბილისის   სახელმწიფო უნივერსიტეტის  წესდების მე14 მუხლის  პირველი პუნქტის , ამავე მუხლის  მე -8 პუნქტის "ა", ,,ბ”, ,,ო”, და "პ" ქვეპუნქტების, მე  -9 პუნქტის , მე-11   პუნქტის ,   ,,სსიპ - ივანე   ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა საერთაშორისო გაცვლით და  მობილობის  პროგრამებში  მონაწილეობისათვის   შერჩევის   წესის დამტკიცების შესახებ ” უნივერსიტეტის რექტორის  2021 წლის  31 მაისის   N15/04 ბრძანებით დამტკიცებული  სსიპ   - ივანე  ჯავახიშვილის  სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის    საერთაშორისო  გაცვლით და მობილობის პროგრამებში მონაწილეობისათვის სტუდენტთა შერჩევის წესის მე -4 მუხლის  მე - 18 - 21-ე პუნქტების და საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის უფროსის წერილის (N 7419/10; 07.04.2026)  საფუძველზე,

ვბრძანებ:

1.ჩატარდეს    კონკურსი    ორმხრივი   (ბილატერალური),   DAAD-ს   აღმოსავლეთ პარტნიორობისა და ევროკომისიის მიერ დაფინასებული  ერაზმუს+ გაცვლითი პროგრამების    ფარგლებში, პარტნიორი  ევროპული  უნივერსიტეტების   მიერ თბილისის   სახელმწიფო უნივერსიტეტის  შვიდივე  ფაკულტეტის   უმაღლესი განათლების ყველა საფეხურის  სტუდენტებისათვის საფეხურის სტუდენტებისათვის 2026/2027 სასწავლო წლის შემოდგომის  სემესტრისთვის, ისევე  როგორც, იენის  უნივერსიტეტის კლინიკაში  სტაჟირების  გავლისათვის განკუთვნილი  სტიპენდიები,  მედიცინის   ფაკულტეტის   სტუდენტებისათვის 2025/2026  წლის  ზაფხულის  პერიოდისათვის      გამოყოფილი სტიპენდიების კანდიდატთა  შესარჩევად.

2.   კონკურსი ჩატარდეს 2026 წლის 7 და 8 აპრილს.

3.   დამტკიცდეს შესარჩევი საკონკურსო კომისია შემდეგი შემადგენლობით:

3.1 ინგლისურენოვანი  კომისიის წევრები:
ა)  ირაკლი  კახიძე,   ასოცირებული   პროფესორი, იურიდიული  ფაკულტეტი, კომისიის თავმჯდომარე
ბ)  მარიამ  ხოფერია,  ასოცირებული   პროფესორი, იურიდიული   ფაკულტეტი, კომისიის წევრი
გ) ვასილ გონაშვილი, ასოცირებული  პროფესორი, იურიდიული  ფაკულტეტი, კომისიის წევრი
დ) ნანა მჭედლიძე, ასისტენტი, იურიდიული ფაკულტეტი,  კომისიის წევრი
ე) მანანა რუსიეშვილი, პროფესორი ჰუმანიტარულ მეცნიერებათა  ფაკულტეტი, კომისიის წევრი
ვ)   ელენე   კვანჭილაშილი, ასოცირებული პროფესორი, ფსიქოლოგიისა  და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი,  კომისიის წევრი
ზ)  ნათია სორდია, ასისტენტ  პროფესორი, ფსიქოლოგიისა  და  განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი,  კომისიის წევრი
თ) თამუნა გველესიანი, ასისტენტ პროფესორი, ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი,  კომისიის წევრი
ი)  თინა დავითაშვილი, ასოცირებული პროფესორი, ზუსტ და საბუნებისმეტყველო ფაკულტეტი, კომისიის წევრი
კ) გიორგი ჯიბუტი, ასოცირებული  პროფესორი, ზუსტ და საბუნებისმეტყველო ფაკულტეტი,  კომისიის წევრი
ლ) ზაალ მაჭავარიანი, ასოცირებული პროფესორი, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი,  კომისიის წევრი
მ)  ეკა ლეკაშვილი, ასოცირებული პროფესორი, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი,  კომისიის წევრი
ნ)  ია  ნაცვლიშვილი,  ასოცირებული პროფესორი, ეკონომიკისა  და  ბიზნესის ფაკულტეტი,  კომისიის წევრი 
ო)   მარიამ   თევზაძე,    რადიოლოგი,  ბირთვული    მედიცინის   სპეციალისტი, მედიცინის ფაკულტეტი,  კომისიის წევრი
პ) ნინო დავიდოვა, რეპროდუქტოლოგიისა და მეანობა-გინეკოლოგიის კათედრის მოწვეული ლექტორი, მედიცინის ფაკულტეტი,  კომისიის წევრი

3.2 გერმანულენოვანი კომისიის  წევრები:
ა) სერგი  ჯორბენაძე,  იურიდიული ფაკულტეტის  ასოცირებული  პროფესორი, კომისიის თავმჯდომარე
ბ) მორის შალიკაშვილი, ასოცირებული პროფესორი, იურიდიული ფაკულტეტი, 
გ) ბესიკ კალანდაძე, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, კომისიის წევრი
დ) სიმონ გელაშვილი, ეკონომიკის და ბიზნესის ფაკულტეტის პროფესორ, კომისიის წევრი
ე)  ქიმერიძე  ნინო,  ასოცირებული   პროფესორი, ჰუმანიტარულ  მეცნიერებათა ფაკულტეტი,  კომისიის წევრი

4. დამტკიცდეს კომისიის მდივნად თსუ საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის საერთაშორისო პროექტებისა და გაცვლითი პროგრამების განყოფილების უფროსი ირინა გამყრელიძე

5. კომისიას დაევალოს თავისი საქმიანობა წარმართოს მოქმედი კანონმდებლობისა და ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა საერთაშორისო გაცვლით და მობილობის პროგრამებში მონაწილეობისათვის შერჩევის წესის დამტკიცების შესახებ” უნივერსიტეტის რექტორის 2021 წლის 31 მაისის 15/04, 22 დეკემბრის 33/04, 2023 წლის 9 იანვრის N 1/04, 10 მარტისა N 9/04, 2024 წლის 14 ნოემბრის N 24/04 და 2025 წლის 13 ოქტომბრის ბრძანებებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო გაცვლით  და  მობილობის  პროგრამებში მონაწილეობისათვის სტუდენტთა შერჩევის წესის საფუძველზე.

6.   ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე  განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.

7. წინამდებარე  ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი  წესით  გადაეცეს დაინტერესებულ პირებს და შესაბამის  სტრუქტურულ ერთეულებს (საგარეო ურთიერთობათა  დეპარტამენტი,  შიდა  აუდიტის სამსახური,   საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი).

8.   ბრძანება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით. 


რექტორი ჯაბა სამუშია

View More

Order N: 78/01-01

2025/2026 სასწავლო წლისათვის, ევროკომისიის მიერ დაფინასებული ერაზმუს+ პროგრამის ფარგლებში, პარტნიორი კორდობას უნივერსიტეტის მიერ თსუ-ს ადმინისტრაციული პერსონალისათვის გამოყოფილი სტიპენდიების კანდიდატების შესარჩევი კონკურსის ჩატარებისა და საკონკურსო კომისიის დამტკიცების შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ"  საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი   ადმინისტრაციული  კოდექსის  51-ე  მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის  პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის  მესამე ნაწილის, 54-ე მუხლის  პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის  პირველი და მე-2 ნაწილების, 56-ე მუხლის  მე-2 და მე-3 ნაწილების და 57-ე მუხლის  პირველი ნაწილის, 59-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების  მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების  მე-14 მუხლის  პირველი პუნქტის, ამავე მუხლის  მე-8 პუნქტის ,,ა", ,,ბ”, ,,ო”, და ,,პ" ქვეპუნქტების, მე-9   პუნქტის,  მე-11   პუნქტის , „სსიპ     - ივანე   ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო გაცვლით და მობილობის პროგრამებში  მონაწილეობისათვის   პერსონალის  შერჩევის   წესის დამტკიცების თაობაზე    უნივერსიტეტის    რექტორისა   და    ადმინისტრაციის ხელძღვანელის    2023 წლის        10 მარტის        N8/04 ერთობლივი    ბრძანებით დამტკიცებული ,,სსიპ  - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო   გაცვლით    და    მობილობის    პროგრამებში მონაწილეობისათვის პერსონალის შერჩევის  წესის  მე-4  მუხლის   მე-10   - მე-12 პუნქტების და საგარეო ურთიერთობათა  დეპარტამენტის  უფროსის  წერილის  (N 7539/10; 08.04.2026) საფუძველზე,

ვბრძანებ:

1. ჩატარდეს კონკურსი   2025/2026 სასწავლო წლისათვის,  ევროკომისიის  მიერ დაფინასებული  ერაზმუს+ პროგრამის ფარგლებში,  პარტნიორი კორდობას უნივერსიტეტის მიერ     თსუ-ს     ადმინისტრაციული    პერსონალისათვის გამოყოფილი სტიპენდიების კანდიდატების შესარჩევად.
2 .კონკურსი  ჩატარდეს 2026 წლის 8 აპრილს.
3.     დამტკიცდეს შესარჩევი საკონკურსო კომისია შემდეგი შემადგენლობით:
ა) კახაბერ ჭეიშვილი, თსუ-ს რექტორის მოადგილე, კომისიის თავმჯდომარე;
ბ) ლაშა საღინაძე, თსუ-ს ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, კომისიის წევრი; 
გ)  შოთა  ფოთოლაშვილი, თსუ   ხარისხის   უზრუნველყოფის  სამსახურის უფროსი, კომისიის წევრი;
4.   დამტკიცდეს  კომისიის   მდივნად   თსუ   საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის  საერთაშორისო პროექტებისა და გაცვლითი  პროგრამების
განყოფილების უფროსი - ირინა გამყრელიძე.
5.    ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
6.    კომისიას დაევალოს თავისი საქმიანობა წარმართოს  „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო გაცვლით და მობილობის პროგრამებში მონაწილეობისათვის პერსონალის   შერჩევის    წესის    დამტკიცების   თაობაზე    უნივერსიტეტის რექტორისა და ადმინისტრაციის ხელძღვანელის 2023 წლის 10 მარტის N 8/04, 2025  წლის  6  ოქტომბრის  N  15/04  და  9  ოქტომბრის  N  16/04  ერთობლივი ბრძანებით    დამტკიცებული   ,,სსიპ    -   ივანე    ჯავახიშვილის    სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის   საერთაშორისო    გაცვლით     და მობილობის          პროგრამებში მონაწილეობისათვის  პერსონალის შერჩევის წესის საფუძველზე.
7.    წინამდებარე   ბრძანება   კანონმდებლობით   დადგენილი   წესით   გადაეცეს დაინტერესებულ პირებს და შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (საგარეო ურთიერთობათა  დეპარტამენტი,  შიდა  აუდიტის სამსახური,საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი).
8.    ბრძანება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.

რექტორი ჯაბა სამუშია

View More

Order N: 79/01-01  

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის სს საქართველოს ბანკის მიერ სტიპენდიის მიმნიჭებელი კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52- ე მუხლის  პირველი და მე-3 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის  მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის,  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების  მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის ,,ა", ,,ბ", ,,ო" და ,,პ" ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, რექტორის 2026 წლის 03 აპრილის N 75/01-01 ბრძანების საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. სს  საქართველოს ბანკის  სტიპენდიის  მიმნიჭებელი კომისია  დამტკიცდეს  შემდეგი შემადგენლობით:

ა) ზურაბ გოგშელიძე – სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტის  უფროსი;
ბ) ლერი თავაძე – სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტის  უფროსის მოადგილე;
გ) მამუკა აბესაძე - სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საფინანსო დეპარტამენტი, განყოფილების უფროსი - საგეგმო-საფინანსო განყოფილება;
დ) ანუკი ხონელიძე - საქართველოს ბანკის წარმომადგენელი;
ვ) ირაკლი ჩხეიძე - სსიპ - ივანე  ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტი, განყოფილების უფროსი;
ზ) ანა ჯაფარიძე - სსიპ - ივანე  ჯავახიშვილის  სახელობის  თბილისის   სახელმწიფო უნივერსიტეტის სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტი, წამყვანი სპეციალისტი.

3. დაევალოს კანცელარიას ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება.
4. დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება.
5. ბრძანება ძალაში შედის გამოცემისთანავე.

რექტორი ჯაბა სამუშია

View More

Order N: 77/01-01

2025/2026 სასწავლო წლისათვის, DAAD-ს აღმოსავლეთ პარტნიორობისა და ევროკომისიის მიერ დაფინასებული ერაზმუს+ პროგრამების ფარგლებში, პარტნიორი ევროპული უნივერსიტეტების მიერ თსუ-ს  აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალისათვის გამოყოფილი სტიპენდიების კანდიდატების შესარჩევი კონკურსის ჩატარებისა და საკონკურსო კომისიის დამტკიცების შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ"  საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი   ადმინისტრაციული  კოდექსის  51-ე  მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის  პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის  მესამე ნაწილის, 54-ე მუხლის  პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის  პირველი და მე-2 ნაწილების, 56-ე მუხლის  მე-2 და მე-3 ნაწილების და 57-ე მუხლის  პირველი ნაწილის, 59-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების  მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების  მე-14 მუხლის  პირველი პუნქტის, ამავე მუხლის  მე-8 პუნქტის ,,ა", ,,ბ”, ,,ო”, და ,,პ" ქვეპუნქტების, მე-9   პუნქტის,  მე-11  პუნქტის , „სსიპ  - ივანე   ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო გაცვლით და მობილობის პროგრამებში  მონაწილეობისათვის პერსონალის  შერჩევის   წესის დამტკიცების თაობაზე უნივერსიტეტის რექტორისა და ადმინისტრაციის ხელძღვანელის 2023 წლის 10 მარტის N8/04 ერთობლივი    ბრძანებით დამტკიცებული ,,სსიპ  - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო გაცვლით და მობილობის პროგრამებში მონაწილეობისათვის პერსონალის შერჩევის  წესის  მე-4  მუხლის   მე-10   - მე-12 პუნქტების და საგარეო ურთიერთობათა  დეპარტამენტის  უფროსის  წერილის  (N7244/10; 06.04.2026) საფუძველზე,

ვბრძანებ:

1.ჩატარდეს     კონკურსი  2025/2026 სასწავლო წლისათვის, DAAD-ს აღმოსავლეთ პარტნიორობისა და    ევროკომისიის     მიერ    დაფინასებული     ერაზმუს+ პროგრამების ფარგლებში, პარტნიორი ევროპული  უნივერსიტეტების მიერ თსუ-ს აკადემიური   და ადმინისრაციული  პერსონალისათვის გამოყოფილი სტიპენდიების კანდიდატების შესარჩევად.
2.    კონკურსი ჩატარდეს 2026 წლის 4 აპრილს.
3.     დამტკიცდეს შესარჩევი საკონკურსო კომისია შემდეგი შემადგენლობით:
ა) კახაბერ ჭეიშვილი, თსუ-ს რექტორის მოადგილე, კომისიის თავმჯდომარე;
ბ) ლაშა საღინაძე, თსუ-ს ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, კომისიის წევრი; 
გ)  შოთა  ფოთოლაშვილი, თსუ   ხარისხის   უზრუნველყოფის  სამსახურის უფროსი, კომისიის წევრი;

4.   დამტკიცდეს კომისიის მდივნად თსუ საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის  საერთაშორისო პროექტებისა და გაცვლითი  პროგრამების
განყოფილების უფროსი - ირინა გამყრელიძე.
5.    ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
6.    კომისიას დაევალოს თავისი საქმიანობა წარმართოს „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო გაცვლით და მობილობის პროგრამებში მონაწილეობისათვის პერსონალის შერჩევის წესის დამტკიცების თაობაზე უნივერსიტეტის რექტორისა და ადმინისტრაციის ხელძღვანელის 2023 წლის 10 მარტის N 8/04, 2025 წლის 6 ოქტომბრის  N 15/04 და 9 ოქტომბრის  N 16/04 ერთობლივი ბრძანებით დამტკიცებული ,,სსიპ    -   ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო გაცვლით და მობილობის  პროგრამებში მონაწილეობისათვის  პერსონალის შერჩევის წესის საფუძველზე.
7.    წინამდებარე   ბრძანება   კანონმდებლობით   დადგენილი   წესით   გადაეცეს დაინტერესებულ პირებს და შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (საგარეო
ურთიერთობათა  დეპარტამენტი,  შიდა  აუდიტის სამსახური,საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი).
8.    ბრძანება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.

რექტორი ჯაბა სამუშია

View More

Order N: 76/01-01      

სს საქართველოს ბანკის მიერ სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების სწავლის საფასურის დაფინანსების მიზნით კანდიდატთა  შერჩევის წესის დამტკიცების  შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის  პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი   ადმინისტარაციული  კოდექსის  52-ე მუხლის   პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე  მუხლის   პირველი,  მე-2  და  მე-3  ნაწილების,  54-ე  მუხლის   პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის  პირველი და მე-2 ნაწილების, 56–ე მუხლის  მე-2 და მე-3 ნაწილების,
57-ე მუხლის,   საქართველოს განათლებისა და  მეცნიერების   მინისტრის   2013 წლის   11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის  პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის "ა", "ბ" "ო" და "პ" ქვეპუნქტების, მე-9 და მე-11 პუნქტების საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:


1.დამტკიცდეს    „სს საქართველოს ბანკის მიერ სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო  უნივერსიტეტის  სტუდენტების   სწავლის   საფასურის დაფინანსების მიზნით კანდიდატთა შერჩევის წესი“ - დანართი N1.
2.ბრძანების    უნივერსიტეტის  ოფიციალურ   ვებ-გვერდზე    განთავსება  დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
3.დაევალოს   კანცელარიას,  ბრძანება   განათავსოს   ყველასათვის   ხელმისაწვდომ ადგილზე და გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს.
4.ბრძანება    ძალაშია გამოცემისთანავე.

 

რექტორის მოვალეობის შემსრულებელი ნინო გვენეტაძე

View More

Order N: 75/01-01  

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელ სამეცნიერო-კვლევით ერთეულში - რაფიელ აგლაძის სახელობის არაორგანული ქიმიისა და ელექტროქიმიის ინსტიტუტში მეცნიერი თანამშრომლის შესარჩევად საკონკურსო კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მე-8 პუნქტის ,,ა“ და  ,,პ“  ქვეპუნქტების, მე-9 და მე-11 პუნქტების,  ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო პერსონალის სამსახურში მიღების ერთიანი წესისა და სამეცნიერო თანამდებობების დაკავების დამატებითი პირობების დამტკიცების შესახებ” ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2017 წლის  31 მაისის N63/2017 დადგენილების დანართი  N1-ის მე-4  მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტების, რაფიელ აგლაძის სახელობის არაორგანული ქიმიისა და ელექტროქიმიის ინსტიტუტის დებულების მე-11 მუხლის პირველი და მე-5 პუნქტების და ინსტიტუტის დირექტორის გრიგორ ტატიშვილის 2026 წლის პირველი აპრილის N6900/10 მოხსენებითი ბარათის (თან ერთვის ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს 2026 წლის 31 მარტის სხდომის ოქმი) საფუძველზე,

 
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. სსიპ– ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელ სამეცნიერო-კვლევით  ერთეულში - რაფიელ აგლაძის  სახელობის არაორგანული ქიმიისა და ელექტროქიმიის ინსტიტუტში მეცნიერი თანამშრომლის შესარჩევად დამტკიცდეს კომისია შემდეგი შემადგენლობით:

ა)  ქეთევან ებრალიძე -  პეტრე მელიქიშვილის  სახელობის ფიზიკური და ორგანული ქიმიის  ინსტიტუტის დირექტორი,  მთავარი მეცნიერი თანამშრომელი;
ბ) გულნარა  თოდრაძე - ალექსანდრე თვალჭრელიძის სახელობის  მინერალური ნედლეულის კავკასიის   ინსტიტუტის  ცენტრის   ხელმძღვანელი,  მთავარი  მეცნიერი თანამშრომელი;
გ) ნათელა ანანიაშვილი - რაფიელ აგლაძის  სახელობის  არაორგანული ქიმიისა და ელექტროქიმიის ინსტიტუტის სწავლული მდივანი,  მთავარი მეცნიერი თანაშრომელი;

2. დამტკიცდეს საკონკურსო კომისიის თავმჯდომარედ  ქეთევან ებრალიძე, საკონკურსო კომისიის თავმჯდომარის მოადგილედ გულნარა თოდრაძე, საკონკურსო კომისიის მდივნად ნათელა ანანიაშვილი.
3. დაევალოს საკონკურსო კომისიას  უზრუნველყოს კონკურსის  ჩატარება სსიპ  – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის N63/2017 დადგენილებით დამტკიცებულ მოთხოვნებთან შესაბამისობაში.
4. დაევალოს საკონკურსო კომისიას  დასამტკიცებლად  წარუდგინოს  თსუ რექტორს შემაჯამებელი  ოქმი არაუგვიანეს 2026 წლის 13 მაისისა.
5. წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს დაინტერესებულ პირს და შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (საფინანსო დეპარტამენტი, პერსონალის მართვის დეპარტამენტი,  შიდა  აუდიტის სამსახური, საინფორმაციო ტექნოლოგიების  დეპარტამენტი, რაფიელ აგლაძის სახელობის არაორგანული ქიმიისა და ელექტროქიმიის ინსტიტუტი).
6. წინამდებარე ბრძანების  უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
7. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

რექტორის მოვალეობის შემსრულებელი ნინო გვენეტაძე
 

View More

Order N: 74/01-01

სსიპ   – ივანე   ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო  უნივერსიტეტის დამოუკიდებელ  სამეცნიერო-კვლევით ერთეულის - მიხეილ ნოდიას სახელობის გეოფიზიკის ინსტიტუტის მთავარი მეცნიერი თანამშრომლის, უფროსი მეცნიერი თანამშრომლის და მეცნიერი თანამშრომლების შესარჩევად საკონკურსო  კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის  პირველი პუნქტის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის  ივანე  ჯავახიშვილის  სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის    წესდების     დამტკიცების    თაობაზე“     საქართველოს განათლებისა და მეცნიერების  მინისტრის  2013 წლის  11 სექტემბრის  N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული ივანე       ჯავახიშვილის      სახელობის      თბილისის       სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების   მე-14 მუხლის  პირველი პუნქტის, ამავე მუხლის  მე-8 პუნქტის ,,ა“ და ,,პ“ ქვეპუნქტების, მე-9 და მე-11 პუნქტების, ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო   უნივერსიტეტის    დამოუკიდებელი   სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო პერსონალის სამსახურში მიღების ერთიანი წესისა და სამეცნიერო თანამდებობების დაკავების   დამატებითი   პირობების   დამტკიცების  შესახებ”      ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის N63/2017 დადგენილების დანართი N1-ის მე-4 მუხლის  პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტების, მიხეილ ნოდიას სახელობის გეოფიზიკის ინსტიტუტის დებულების მე-10 მუხლის   პირველი,  მე-2,  მე-3  და  მე-4  პუნქტების,  მიხეილ  ნოდიას  სახელობის
გეოფიზიკის ინსტიტუტის დირექტორის  ნოდარ ვარამაშვილის  2026 წლის   2 აპრილის N7047/10 წერილის (თან ერთვის ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს 2026 წლის  2 აპრილის სხდომის ოქმი N2 ) საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1.სსიპ   – ივანე   ჯავახიშვილის  სახელობის  თბილისის   სახელმწიფო  უნივერსიტეტის დამოუკიდებელ  სამეცნიერო-კვლევით   ერთეულის       - მიხეილ    ნოდიას    სახელობის გეოფიზიკის ინსტიტუტის   მთავარი   მეცნიერი    თანამშრომლის,   უფროსი   მეცნიერი თანამშრომლის და   მეცნიერი   თანამშრომლების     შესარჩევად  დამტკიცდეს  კომისია შემდეგი შემადგენლობით:

ა) გურამ ქუთელია        - ივანე    ჯავახიშვილის    სახელობის    თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი.
ბ) ევგენი საყვარელიძე    - ივანე   ჯავახიშვილის   სახელობის   თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ  და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ლაბორატორიის გამგე.
გ) მამუკა ჯახუტაშვილი - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი.
2.დამტკიცდეს საკონკურსო კომისიის  თავმჯდომარედ    გურამ  ქუთელია,    საკონკურსო კომისიის  თავმჯდომარის  მოადგილედ ევგენი საყვარელიძე და საკონკურსო კომისიის მდივნად მამუკა ჯახუტაშვილი.
3.დაევალოს საკონკურსო  კომისიას  უზრუნველყოს  კონკურსის  ჩატარება სსიპ  –  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის N63/2017 დადგენილებით დამტკიცებულ   მოთხოვნებთან შესაბამისობაში.
4.დაევალოს  საკონკურსო   კომისიას   დასამტკიცებლად    წარუდგინოს    თსუ    რექტორს შემაჯამებელი  ოქმი არაუგვიანეს 2026 წლის 18 მაისისა.
5.წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს დაინტერესებულ პირს და შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (საფინანსო დეპარტამენტი, პერსონალის მართვის  დეპარტამენტი,   შიდა   აუდიტის  სამსახური,   საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი, მიხეილ ნოდიას სახელობის გეოფიზიკის ინსტიტუტი).
6.წინამდებარე    ბრძანების     უნივერსიტეტის    ოფიციალურ   ვებ–გვერდზე    განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
7.ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

 

რექტორის მოვალეობის შემსრულებელი ნინო გვენეტაძე

View More

Order N: 73/01-01

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დეკანის აპარატში  მთავარი  სპეციალისტის პოზიციაზე შესარჩევად კონკურსის გამოცხადების შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის და 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა’’,  ,,ზ’’ და “ი" ქვეპუნქტების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების  მინისტრის 2013 წლის   11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15   მუხლის   პირველი   პუნქტის,   მე-16 მუხლის   პირველი  პუნქტის  ,,ა’’,  ,,ვ’’,  ,,ზ’’  და  ,,პ”  ქვეპუნქტების,   ,,სსიპ    - ივანე ჯავახიშვილის სახელობის    თბილისის    სახელმწიფო    უნივერსიტეტის    დამხმარე პერსონალის სამსახურში მიღების წესი, შრომის ანაზღაურების ოდენობა და პირობები’’ (დამტკიცებულია თსუ  წარმომადგენლობითი  საბჭოს  მიერ,  ოქმი    N7; 26.12.2023წ), იურიდიული ფაკულტეტის დეკანის მორის შალიკაშვილის   2026 წლის  31 მარტის  N 6729/31-05  და  2026 წლის 2 აპრილის  N6957/31-05 წერილის საფუძველზე, 

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1.გამოცხადდეს   კონკურსი სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული     ფაკულტეტის     დეკანის     აპარატში          მთავარი სპეციალისტის პოზიციის დასაკავებლად.

2.ბრძანების   პირველი  პუნქტით  განსაზღვრულ  პოზიციაზე  თანამდებობრივი  სარგო თვეში განისაზღვრება  1330 (ათას სამას ოცდაათი) ლარის ოდენობით   (საშემოსავლო გადასახადისა     და       საპენსიო  ანარიცხის  ჩათვლით).  სამუშაო  საათები  კვირაში არანაკლებ 40 საათისა 09:00 სთ-დან 18:00 სთ-მდე ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა. შერჩეული აპლიკანტი დაინიშნება   სამი თვის გამოსაცდელი ვადით     (დასაქმების პერსპექტივით).
3.კონკურსანტი     უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:
ა) უმაღლესი   განათლება      - ბაკალავრის   აკადემიური   ხარისხი   (სამართლის   ან საერთაშორისო სამართლის სპეციალობით);
ბ) სახელმწიფო ენაზე და ინგლისურ ენაზე გამართული წერის, კითხვის და მეტყველების უნარი;
გ) ფლობდეს საოფისე კომპიუტერულ პროგრამებს (Microsoft Office, Internet Browser ). 
დ) საუნივერსიტეტო / საფაკულტეტო საქმიანობის გამოცდილება მინიმუმ 1 წლის განმავლობაში.

4.   აპლიკანტი უნდა იცნობდეს:
ა) საქართველოს კანონს “უმაღლესი განათლების შესახებ”;
ბ) “იურიდიული ფაკულტეტის დებულება”;
გ) თსუ-ში მოქმედ რეგულაციებს.

5.   აპლიკანტს მოეთხოვება შემდეგი პიროვნული თვისებები:
ა) კრეატიულობა და შემოქმედებითობა;
ბ) ყურადღებიანობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
გ) ოპერატიულობა;
დ) ერთდროულად სხვადასხვა ამოცანაზე დამოუკიდებლად და ეფექტურად მუშაობის უნარი;
ე) გუნდურობა და კომუნიკაბელურობა;
ვ) დასაბუთების უნარი;
ზ) ფორსმაჟორულ სიტუაციაში მუშაობის შესაძლებლობა;
თ) პუნქტუალურობა და დროის ეფექტიანი მართვა;
ი) ცვლილებების ადეკვატურად აღქმის და სიახლეების სწრაფად ათვისების უნარი.

6. პოზიციაზე   დასაქმების    შემთხვევაში   პირს   მოეთხოვება   შემდეგი   ფუნქციების (ძირითადი მოვალეობები) შესრულება:
1.   დეკანის ფუნქციების განხორციელების ხელშეწყობა;
2.   ფაკულტეტის    ადგილობრივ    და    უცხოელ    პარტნიორ    დაწესებულებებთან კომუნიკაციის ხელშეწყობა  ინტერნაციონალიზაციისა და სამეცნიერო კვლევების სამსახურთან ერთად;
3.   ფაკულტეტის სტუმართა ხელშეწყობა მათ მიერ განსახორციელებელი სამუშაოს შესრულებისას და ფაკულტეტის მიერ მათი მასპინძლობის ორგანიზება ინტერნაციონალიზაციისა და სამეცნიერო კვლევების სამსახურთან ერთად;
4. სტუდენტებთან და სტუდენტურ ორგანიზაციებთან დეკანის ურთიერთობის კოორდინაციის ხელშეწყობა;
5.   დეკანის     ინდივიდუალურ-სამართლებრივი     აქტების     სამუშაო     ვერსიების მომზადების ხელშეწყობა;
6    დეკანის სხვადასხვა წერილობითი მოხსენების ტექსტის მომზადების ხელშეწყობა;
7.   ფაკულტეტის სტაჟირების პროგრამაში ჩართული სტუდენტების კოორდინაცია;
8.   ტუტორიუმის  პროგრამის  შემუშავება,  ხელმძღვანელობა,  ტუტორთა  ჯგუფის მომზადება;
9.   სხვა შესაბამისი ამოცანის შესრულება.


7.  კონკურსში მონაწილეობის მსურველ აპლიკანტს მოეთხოვება შემდეგი დოკუმენტების წარმოდგენა:
ა)  განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე;
ბ)  CV ქართულ ენაზე (დოკუმენტის PDF ვერსია) ელექტრონულად;
გ)  უმაღლესი განათლების დამადასტურებელო დიპლომის ასლი;
დ) პირადობის მოწმობის ან პასპორტის სურათიანი გვერდის ასლი;
ე)   კონკურსით   გამოცხადებული   ვაკანსიის   დაკავების   შემთხვევაში   აპლიკანტმა პერსონალის  მართვის  დეპარტამენტში  უნდა  წარმოადგინოს  ცნობა  ,,სქესობრივი თავისუფლებისა   და   ხელშეუხებლობის   წინააღმდეგ   მიმართული   დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობის შესახებ”.
8.    კონკურსში    მონაწილეობის    მსურველი    აპლიკანტის    შერჩევა    განხორციელდება სააპლიკაციო პაკეტის განხილვის საფუძველზე საკონკურსო კომისიის მიერ. არასრულად დოკუმენტების წარმოდგენის შემთხვევაში, საკონკურსო კომისიის მიერ აპლიკანტის დოკუმენტები არ განიხილება. აპლიკანტი, ვის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტების დააკმაყოფილებს საკონკურსო მოთხოვნებს, წინასწარი შეტყობინების საფუძველზე შესარჩევ კომისიასთან გაივლის გასაუბრებას (კონკრეტული თარიღი და დრო ეცნობებათ წინასწარ). გასაუბრების შედეგები აპლიკანტს ეცნობება პირადად;
9.    ბრძანებით მოთხოვნილი დოკუმენტები აპლიკანტების მიერ გადმოგზავნილი უნდა იქნეს 2026 წლის 6 აპრილიდან   2026 წლის 8 აპრილის ჩათვლით 17:00 საათამდე ელექტრონულ მისამართზე: vacancy@tsu.ge. სათაურის ველში უნდა მიეთითოს - “იურიდიული ფაკულტეტის დეკანის აპარატის  მთავარი სპეციალისტის პოზიცია”.
10. სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დეკანის აპარატის მთავარი სპეციალისტის   შერჩევის მიზნით შეიქმნას კომისია და დამტკიდეს კომისიის მუშაობის წესი (დანართი 1);
11.        ბრძანება    სსიპ-ივანე    ჯავახიშვილის    სახელობის    თბილისის    სახელმწიფო უნივერსიტეტის   იურიდიული   ფაკულტეტის   დეკანის   მთავარი   სპეციალისტის პოზიციაზე    შესარჩევად      კონკურსის      გამოცხადების      შესახებ      განთავსდეს უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე - www.tsu.ge -ზე და ინტერნეტ სივრცეში.
12. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
13. საკონკურსო კომისიის შემაჯამებელი ოქმი თსუ ადმინისტრაციის ხელმძღვანელს წარედგინოს არაუგვიანეს 2026 წლის 25 აპრილისა.
14. წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (საფინანსო დეპარტამენტი, შესყიდვების განყოფილება, პერსონალის მართვის დეპარტამენტი, საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური, საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი, იურიდიული ფაკულტეტი).
15.  ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ლაშა საღინაძე

View More

Order N: 93/02-01    

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელ სამეცნიერო კვლევით ერთეულის - მიხეილ ნოდიას სახელობის გეოფიზიკის ინსტიტუტში მთავარი მეცნიერი თანამშრომლის, უფროსი მეცნიერი თანამშრომლის და მეცნიერი თანამშრომლების სამსახურში მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ

"უმაღლესი განათლების   შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, 372 მუხლის პირველი, მე-2 პუნქტის ,,ა’’ ქვეპუნქტის, მე-3 და მე-4 პუნქტების, საქართველოს განათლებისა და  მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის "ა" და "პ" ქვეპუნქტების, მე-9 და მე-11 პუნქტების, 322 მუხლის პირველი, მე-3,  მე-4, მე-5 და მე-6 პუნქტების, ივანე ჯავახიშვილის  სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის N63/2017 დადგენილების ,,სსიპ  - ივანე  ჯავახიშვილის  სახელობის  თბილისის   სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო პერსონალის სამსახურში მიღების ერთიანი წესისა და სამეცნიერო თანამდებობების   დაკავების დამატებითი პირობების დამტკიცების შესახებ” (დამტკიცებულია   თსუ წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ, ოქმი N03; 23.06.2017წ), "სსიპ-ივანე  ჯავახიშვილის სახელობის თბილისის   სახელმწიფო უნივერსიტეტის  დამოუკიდებელი  სამეცნიერო კვლევითი ერთეულების  (ინსტიტუტების) საშტატო  განრიგის  დამტკიცების  შესახებ“ თსუ  რექტორისა და  ადმინისტრაციის  ხელმძღვანელის  2026 წლის   30 მარტის   7/04 ერთობლივი ბრძანების  და  მიხეილ  ნოდიას  სახელობის  გეოფიზიკის  ინსტიტუტის დირექტორის   ნოდარ ვარამაშვილის   2026 წლის     24 მარტის      N6191/10   წერილის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ

1.გამოცხადდეს კონკურსი     სსიპ-ივანე      ჯავახიშვილის    სახელობის     თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიხეილ  ნოდიას სახელობის გეოფიზიკის ინსტიტუტში მთავარი მეცნიერი  თანამშრომლის, უფროსი მეცნიერი  თანამშრომლის  და მეცნიერი თანამშრომლების სამსახურში  მისაღებად;
2. მთავარი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობაზე  10 წლის ვადით შეიძლება აირჩეს პირი, რომელსაც აქვს დოქტორის  ან მასთან  გათანაბრებული  აკადემიური ხარისხი, სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის     არანაკლებ       6 წლის    გამოცდილება    (რაც გულისხმობს  არამხოლოდ სამეცნიერო-კვლევით, უმაღლეს საგანმანათლებლო ან სხვა პროფილურ დაწესებულებაში სამეცნიერო თანამდებობაზე  მუშაობას,  არამედ გამოქვეყნებულ  სამეცნიერო პუბლიკაციებსაც), ბოლო 10 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული  ან  გამოსაქვეყნებლად მიღებული   სამეცნიერო  პუბლიკაციები,  მათ შორის არანაკლებ 3  რეიტინგული სამეცნიერო  პუბლიკაცია მაინც  სამეცნიერო- კვლევითი პროდუქციის კლასიფიკაციის მიხედვით.
3. უფროსი  მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობაზე  7 წლის ვადით შეიძლება აირჩეს პირი,  რომელსაც აქვს დოქტორის  ან მასთან  გათანაბრებული  აკადემიური ხარისხი, სამეცნიერო-კვლევითი  საქმიანობის  გამოცდილება  (რაც გულისხმობს   არა მხოლოდ სამეცნიერო-კვლევით,  უმაღლეს  საგანმანათლებლო ან  სხვა  პროფილურ დაწესებულებაში სამეცნიერო თანამდებობაზე  მუშაობას,  არამედ გამოქვეყნებულ სამეცნიერო პუბლიკაციებსაც) და    გამოქვეყნებული ან გამოსაქვეყნებლად მიღებული სამეცნიერო  პუბლიკაციები,  მათ  შორის  არანაკლებ 2  რეიტინგული  სამეცნიერო პუბლიკაცია მაინც სამეცნიერო-კვლევითი პროდუქციის კლასიფიკაციის მიხედვით;
4.მეცნიერი  თანამშრომლის თანამდებობაზე    4 წლის ვადით   შეიძლება აირჩეს  პირი, რომელსაც აქვს მაგისტრის  ან მასთან  გათანაბრებული  აკადემიური   ხარისხი, სამეცნიერო - კვლევითი  საქმიანობის  გამოცდილება (რაც გულისხმობს  არა მხოლოდ სამეცნიერო-  კვლევით,  უმაღლეს  საგანმანათლებლო ან  სხვა  პროფილურ დაწესებულებაში სამეცნიერო თანამდებობაზე  მუშაობას,  არამედ გამოქვეყნებულ სამეცნიერო პუბლიკაციებსაც) და გამოქვეყნებული  ან გამოსაქვეყნებლად მიღებული სამეცნიერო  პუბლიკაციები,  მათ  შორის  არანაკლებ 1  რეიტინგული  სამეცნიერო პუბლიკაცია მაინც სამეცნიერო-კვლევითი პროდუქციის კლასიფიკაციის მიხედვით;
5.მთავარი  მეცნიერ  თანამშრომლის, უფროსი  მეცნიერ  თანამშრომლის და  მეცნიერ თანამშრომლის თანამდებობა  შეიძლება  დაიკავოს  პირმა,  რომელიც აკმაყოფილებს უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო პერსონალის სამსახურში  მიღების   ერთიანი  წესითა  და  სამეცნიერო  თანამდებობის დაკავების დამატებითი პირობების მე-2 მუხლით განსაზღვრულ კრიტერიუმებს საკონკურსოდ გამოცხადებული  ვაკანსიის პროფილის მიხედვით.
6. კონკურსი  გამოცხადდეს 2026 წლის პირველ აპრილს. საკონკურსო დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადა განისაზღვროს 2026 წლის 4 მაისიდან  2026 წლის 7 მაისის ჩათვლით. საკონკურსო კომისიის შემაჯამებელი  ოქმი დასამტკიცებლად    წარედგინოს თსუ რექტორს არაუგვიანეს 2026 წლის 18 მაისისა.
7. კონკურსი  გამოცხადდეს   მიხეილ  ნოდიას   სახელობის გეოფიზიკის ინსტიტუტში მთავარი მეცნიერი  თანამშრომლის,  უფროსი მეცნიერი  თანამშრომლის  და მეცნიერი თანამშრომლების სამეცნიერო თანამდებობის  დასაკავებლად:

ა) კოსმოსური კვლევის ცენტრი:
მთავარი მეცნიერ თანამშრომელი - (0,5) საშტატო ერთეული (10 წლის ვადით)

ბ) გეოფიზიკური ველების დინამიკისა  და გამოთვლითი გეოფიზიკის სექტორი: უფროსი მეცნიერი თანამშრომელი -1 საშტატო ერთეული (7 წლის ვადით) მეცნიერი თანამშრომელი -1 საშტატო ერთეული (4 წლის ვადით)

გ) დედამიწის ფიზიკისა და გეომაგნეტიზმის სექტორი:
მეცნიერი თანამშრომელი -1 საშტატო ერთეული (4 წლის ვაადით)
მეცნიერი თანამშრომელი - 0,5 საშტატო ერთეული  (4 წლის ვადით)

დ) ჰიდროგეოფიზიკისა  და გეოთერმიის კვლევითი ცენტრი:
მეცნიერ თანამშრომელი - (0,5) საშტატო ერთეული (4 წლის ვადით) 


8.სამეცნიერო თანამდებობაზე  გამოცხადებულ  კონკურსში  მონაწილეობის მსურველი ვალდებულია  განსაზღვრული  პირობებისა  და  ვადების  დაცვით  წარუდგინოს საკონკურსო კომისიას შემდეგი დოკუმენტაცია:
ა)   განცხადება   საკონკურსო   კომისიის    სახელზე   დადგენილი   ფორმის  მიხედვით (აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის N63/2017 დადგენილება, დანართი N2 );
ბ)   პირადობის    დამადასტურებელი    დოკუმენტის   ასლი   (პასპორტი,   პირადობის მოწმობა);
გ) ავტობიოგრაფია (CV);
დ) შესაბამისი აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის (დოკუმენტების) ასლი, უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების ან/და სამეცნიერო ხარისხის  (ასეთის არსებობის შემთხვევაში)  აღიარების კანონმდებლობით დადგენილი  წესით გაცემული დოკუმენტის (დოკუმენტების) ასლი;
ე)  სამეცნიერო  საქმიანობის   გამოცდილების   ამსახველი   ინფორმაცია  (მათ   შორის სამეცნიერო-კვლევითი პროდუქციის ჩამონათვალი, თარიღების მითითებით და არსებობის შემთხვევაში სამეცნიერო-კვლევით პროექტებში მონაწილეობის შესახებ);
ვ) სამეცნიერო-კვლევითი  საქმიანობის  გამოცდილების  ამსახველი  კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი (ცნობა ან შრომის წიგნაკის ასლი ან სხვ.);
ზ) ცნობა - სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლეობის შესახებ.
9. საკონკურსო  დოკუმენტების მიღება იწარმოებს  2026 წლის 4 მაისიდან   2026 წლის 7 მაისის ჩათვლით. 1000-დან 1700 საათამდე, თსუ მიხეილ ნოდიას სახელობის გეოფიზიკის
ინსტიტუტში.  მისამართი:  თბილისი,   მ. ალექსიძის ქ N1  მიხეილ ნოდიას სახელობის გეოფიზიკის ინსტიტუტი, II სართული.
10.  ბრძანება გამოქვეყნდეს გაზეთ ,,თბილისის უნივერსიტეტის’’  ელექტრონულ გვერდზე.
11. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
12. წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს  შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (საფინანსო დეპარტამენტი, პერსონალის მართვის დეპარტამენტი,  შიდა აუდიტის სამსახური, საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი, მიხეილ ნოდიას სახელობის გეოფიზიკის ინსტიტუტი).
13. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.

რექტორის მოვალეობის შემსრულებელი ნინო გვენეტაძე


 

View More

Order N: 71/01-01  

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის  მარკეტინგის კათედრაზე  სტაჟიორის შესარჩევად კონკურსის გამოცხადების შესახებ

"უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 23-ე მუხლის  პირველი პუნქტის და    24-ე მუხლის  პირველი პუნქტის "ზ"  ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების  მე-15 მუხლის  პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის  პირველი პუნქტის ,,ნ’’, ,,პ” ქვეპუნქტების და ამავე მუხლის  მე-2 პუნქტის, ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2025 წლის 3 სექტემბრის N260/02-01 ბრძანების,  სსიპ   – ივანე  ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის  ხელმძღვანელის    2011 წლის    16 მაისის     N80/02-01 ბრძანებით დამტკიცებული სტაჟირების გავლის წესის, ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2025 წლის 4 ივლისის N190/02-01 ბრძანების და ფაკულტეტის  დეკანის გიორგი ღაღანიძის 2026 წლის 26 მარტის N6487/29 განცხადების   საფუძველზე, 


ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1.გამოცხადდეს კონკურსი   სტაჟიორის   შერჩევის   მიზნით  სსიპ-ივანე    ჯავახიშვილის სახელობის თბილისის     სახელმწიფო   უნივერსიტეტის   ეკონომიკისა    და    ბიზნესის ფაკულტეტის მარკეტინგის    კათედრაზე        ანაზღაურებად   სტაჟირებაზე,      1 (ერთი) ვაკანსიაზე.

2. კონკურსში მონაწილეობის მიღების უფლება აქვს უმაღლესი განათლების მქონე პირს ან დამამთავრებელი კურსის  სტუდენტს (ეკონომიკა/ბიზნესის ადმინისტრირება).

3. კონკურსში მონაწილე პირმა სასურველია იცოდეს:

ა) საქართველოს კანონი ,,უმაღლესი განათლების შესახებ“;

ბ) თსუ-ში მოქმედი რეგულაციები პოზიციის  სპეციფიკიდან გამომდინარე.

4. აპლიკანტი უნდა  ფლობდეს:

ა) სახელმწიფო ენას (წერა, კითხვა,  მეტყველება);

ბ) ერთ-ერთ უცხო  ენას (წერა, კითხვა,  მეტყველება);

გ) საოფისე კომპიუტერულ პროგრამებს - Microsoft Office: Internet Browser.

5.სტაჟიორის   შერჩევისას   ყურადღება   მიექცევა   შემდეგ   პიროვნულ   მახასიათებლებს (უნარებს):

ა) კრეატიულობა და შემოქმედებითობა;
ბ) ყურადღებიანობა და დეტალებზე  ორიენტირებულობა; 
გ) ოპერატიულობა;
დ) ერთდროულად   სხვადასხვა   ამოცანებზე    დამოუკიდებლად    და   ეფექტურად მუშაობის უნარი;
ე) გუნდურობა და კომუნიკაბელურობა; 
ვ) დასაბუთების უნარი;
ზ) ფორსმაჟორულ სიტუაციაში მუშაობის შესაძლებლობა; 
თ) პუნქტუალურობა და დროის ეფექტიანი მართვა;
ი) ცვლილებების  ადეკვატურად   აღქმის უნარი  და სიახლეების სწრაფად ათვისების შესაძლებლობა.

6. სტაჟიორის ფუნქცია- ვალდებულებებია:

1. კათედრაზე მომუშავე პროფესორ-მასწავლებლების ინფორმირება  ფაკულტეტზე არსებულ საორგანიზაციო საკითხებისა  და დაგეგმილი ღონისძიებების  შესახებ;

2. კათედრის სხდომის ოქმების და სხდომის ოქმებიდან ამონაწერის წარმოება;

3. კათედრის ხელმძღვანელისათვის კათედრის აკადემიური პერსონალისა და მოწვეული პედაგოგების დატვირთვების განაწილებაში დახმარება;

4. ფორმა #5,  ფორმა #3  მომზადება  და  მიწოდება  სასწავლო პროცესის  მართვის სამსახურში;

5. პროფესორ-მასწავლებელთა CV-ების, სერტიფიკატებისა და კვალიფიკაციის ასამაღლებელი მოწმობების შეგროვება და ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურისთვის გადაცემა;

6. ფაკულტეტის  ადმინისტრაციიდან და სასწავლო პროცესის მართვის სამსახურიდან შემოსულ წერილებზე რეაგირება და ადრესატთათვსი გადაცემა;

7. საუნივერსიტეტო და საფაკულტეტო სამეცნიერო კონფერენციებში მონაწილეობის მსურველთა ინფორმირება. საკათედრო ეტაპის ორგანიზება, შედეგების გაფორმება და გადაცემა სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამსახურისთვის; 
8. კათედრის მაგისტრანტების, დოქტორანტების, მოდულის სტუდენტების საჭიროებისამებრ ინფორმირება, საჭირო დოკუმენტაციის გადაცემა და ხელმძღვანელებთან შეხვედრების ორგანიზება;

9. საკონსულტაციო  საათების განრიგის შედგენასა და კათედრის ლექცია-სემინარების ცხრილის შედგენაში დახმარების გაწევა;

10. სასწავლო  პროცესის   მართვის   სამსახურის   მიერ   მოწოდებული  სემესტრული შეფასების  უწყისებზე        აკადემიური პერსონალის და  მოწვეული  პედაგოგების ხელმოწერების უზრუნველყოფა და მისი დროულად მიწოდება;

11. სამაგისტრო  და  საბაკალავრო კვლევითი  პროექტების  დაცვების   ორგანიზებაში მონაწილეობა;

12. სამაგისტრო და  საბაკალავრო  პრაქტიკის  ანგარიშების    დაცვების  ორგანიზებაში მონაწილეობა;

13. პრაქტიკის ობიექტზე სტუდენტთა განაწილების ორგანიზება და პრაქტიკის დაცვისათვის მოსამზადებელი სამუშაოების  ხელშეწყობა;

14. კათედრაზე არსებული საარქივო მასალების მომზადება და არქივისთვის გადაცემა;

15. შუალედური და ფინალური გამოცდების ნამუშევრების მიღება, კათედრის აკადემიურ   და  მოწვეულ  პერსონალზე განაწილება და  მათი  მიწოდება  საგამოცდო ცენტრისთვის;

16. აკადემიური  პერსონალის ყოველწლიური სამეცნიერო ანგარიშების შეგროვება და ფაკულტეტის სამეცნიერო სამსახურისთვის მიწოდება;

17. კათედრაზე წიგნის  თარგმნასთან დაკავშირებით  ტექნიკური    საკითხების შესრულება;

18. სტუდენტთა მომსახურება (საგამოცდო საკითხების დროულად მიწოდება, საჭიროების  შემთხვევაში   პედაგოგის  სასწავლო განრიგის  გაცნობა და  საკონტაქტო ინფორმაციის მიწოდება);

19. კათედრაზე მიმდინარე მიზნობრივი სამეცნიერო-კვლევითი პროექტების შესრულებისათვის ტექნიკური საკითხების მოგვარება.

7. კონკურსში    მონაწილეობის   მისაღებად  აპლიკანტმა   უნდა   წარმოადგინოს შემდეგი საბუთები:

ა)     განცხადება    კონკურსში  მონაწილეობის თაობაზე  (დანართი  N2 და დანართი  N2,1 ,,პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ );
ბ) CV;
გ) საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
დ) განათლების დამადასტურებელი, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი/ან ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ;
ე) უცხო  ენის ცოდნის   დამადასტურებელი  დოკუმენტი  (საჭიროების შემთხვევაში); 
ვ) ცნობა „სქესობრივი  თავისუფლებისა  და ხელშეუხებლობის  წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის  ჩადენისათვის  ნასამართლობის შესახებ“  (სტაჟიორის  პოზიციის დაკავების შემთხვევაში).

8. დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადა განისაზღვროს 2026 წლის 3 აპრილიდან 8 აპრილის ჩათვლით.

9. კონკურსში  მონაწილეობის მსურველი აპლიკანტების შერჩევა განხორციელდება სააპლიკაციო პაკეტის განხილვის საფუძველზე, შერჩეული აპლიკანტები გაივლიან შესარჩევ ზეპირ გასაუბრებას.

10. ანაზღაურებადი სტაჟირება თვეში  განისაზღვრება  700 (შვიდასი)  ლარის ოდენობით (საშემოსავლო გადასახადისა და საპენსიო ანარიცხის ჩათვლით). სამუშაო საათები კვირაში არანაკლებ 30 საათისა შაბათ-კვირის გარდა. სატაჟირების გავლის პერიოდია 6 (ექვსი) თვე.

11.კონკურსში მონაწილეობის მსურველი       აპლიკანტის       შერჩევა      განხორციელდება სააპლიკაციო პაკეტის  განხილვის საფუძველზე  საკონკურსო კომისიის   მიერ. საბუთების არასრულად       გამოგზავნის   შემთხვევაში,    საკონკურსო კომისიის    მიერ აპლიკანტის საბუთები არ განიხილება. აპლიკანტი, ვის      მიერ წარმოდგენილი საბუთებიც დააკმაყოფილებს საკონკურსო მოთხოვნებს,  წინასწარი    შეტყობინების საფუძველზე შესარჩევ კომისიასთან გაივლის გასაუბრებას (კონკრეტული თარიღი და დრო ეცნობებათ წინასწარ).

12. აპლიკანტის  მიერ საკონკურსო დოკუმენტების მიღება განისაზღვრება  2026 წლის   3 აპრილიდან  8 აპრილის ჩათვლით. ელექტრონულ ფოსტაზე  : stajireba@tsu.ge სათაურის ველში უნდა მიეთითოს - სტაჟირება ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის მარკეტინგის კათედრაზე.

13.ინფორმაცია „სსიპ-ივანე  ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის  მარკეტინგის  კათედრაზე სტაჟიორის შესარჩევად კონკურსის გამოცხადების შესახებ“ განცხადება განთავსდეს უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე და ინტერნეტ სივრცეში.

14. საკონკურსო კომისიის  შემაჯამებელი  ოქმი თსუ ადმინისტრაციის ხელმძღვანელს წარედგინოს არაუგვიანეს 2026 წლის  აპრილის თვისა.

15. წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი,  პერსონალის მართვის დეპარტამენტი,  საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი,  შიდა აუდიტის სამსახური).

16. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.


ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ლაშა საღინაძე
 

View More

Order N: 92/02-01

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტებისათვის 2025-2026 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრიდან ადმინისტრაციული/აკადემიური რეგისტრაციის გაუვლელობის გამო სტუდენტის სტატუსის შეჩერების შესახებ

 „უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52- ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, საქართველოს   განათლებისა   და   მეცნიერების   მინისტრის     2013 წლის     11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის „ა“, „ბ“ და „პ“ ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2021 წლის 18 ოქტომბრის N90/ნ ბრძანებით დამტკიცებული „უმაღლესი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის შექმნისა და ადმინისტრირების წესისა და პირობების„ მე-7 მუხლის მე-2 პუნქტისა და სასწავლო პროცესის    მართვის    ელქტრონული    სისტემის       (uni.tsu.ge) მონაცემების საფუძველზე,

ვბრძანებ:

1.შეუჩერდეთ    სტუდენტის   სტატუსი     2025-2026 სასწავლო   წლის   გაზაფხულის სემესტრიდან ადმინისტრაციული/აკადემიური   რეგისტრაციის   გაუვლელობის გამო თსუ-ს     დოქტორანტურის     საგანმანათლებლო     პროგრამების     შემდეგ სტუდენტებს N1 დანართის შესაბამისად (დანართი N1);
2.წინამდებარე    ბრძანების   დანართებში   მითითებულ   სტუდენტებს,   რომელთაც გავლილი აქვთ ადმინისტრაციული რეგისტრაცია, მათ მიერ გადახდილი სწავლის საფასური ჩათვლილ    იქნეს    მომდევნო    ადმინისტრაციული    რეგისტრაციის გავლისას სწავლის საფასურად;
3.ბრძანების    უნივერსიტეტის   ოფიციალურ   ვებგვერდზე   განთავსება   დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო     ტექნოლოგიების     დეპარტამენტს     პირთა
მაიდენტიფიცირებელი მონაცემების გარეშე;
4. დაევალოს კანცელარიას ბრძანება განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე მაიდენტიფიცირებელი მონაცემების გარეშე და გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს;
5.   ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.
6.   წინამდებარე ბრძანება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრებული იქნას კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან ერთი თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N64).

 

რექტორის მოვალეობის შემსრულებელი ნინო გვენეტაძე

View More

Order N: 289/01-04

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნულ ცენტრში  სტაჟიორთა შესარჩევად კონკურსის გამოცხადების შესახებ

"უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის და    24-ე მუხლის პირველი პუნქტის "ზ" ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის ,,ნ’’, ,,პ” ქვეპუნქტების და ამავე მუხლის მე-2 პუნქტის, ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2025 წლის 3 სექტემბრის N260/02-01 ბრძანების, სსიპ  – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის  ხელმძღვანელის    2011 წლის    16 მაისის    N80/02-01 ბრძანებით დამტკიცებული სტაჟირების გავლის წესის, ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2025 წლის 4 ივლისის N190/02-01 ბრძანების და ცენტრის აღმასრულებელი დირექტორის ნ. ჩიტაშვილის 2026 წლის 27 მარტის N5998/10-02 განცხადების  საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1.გამოცხადდეს კონკურსი   სტაჟიორთა   შერჩევის   მიზნით   სსიპ-ივანე   ჯავახიშვილის სახელობის თბილისის     სახელმწიფო     უნივერსიტეტის     დავის     ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნულ ცენტრში ანაზღაურების გარეშე სტაჟირება, 5 (ხუთი) ვაკანსიაზე.

2. კონკურსში   მონაწილეობის   მიღების   უფლება   აქვს   იურიდიული   ფაკულტეტის ბაკალავრიატის მე-3   ან   მე-4   სემესტრის   სტუდენტი,   მაგისტრატურის   საფეხურის სტუდენტი,  (უპირატესობით    -  საერთაშორისო ინგლისურენოვანი პროგრამის სტუდენტის სტატუსი).

3. კონკურსში მონაწილე პირმა სასურველია იცოდეს:
ა) აკადემიური წერისა და რედაქტირების საფუძვლების ცოდნა.
ბ) ციტირების სტილების ცოდნა (APA, MLA, Chicago და სხვ.)
გ) ბაზებთან მუშაობა და მონაცემების განახლება
დ) სოციალური მედიისა და ვებსაიტის კონტენტის შექმნის საბაზისო ცოდნა ე) საუნივერსიტეტო პრინციპების და უმაღლესი განათლების შესახებ კანონის ზოგადი ცოდნა

4. აპლიკანტი უნდა ფლობდეს:

ა) სახელმწიფო ენას (წერა, კითხვა, მეტყველება);

ბ) ინგლისური ენა B2 ან C1 დონე (წერა, კითხვა, მეტყველება);

გ) საოფისე კომპიუტერულ პროგრამებს - Microsoft Office: Word, Excel, PowerPoint,
ონლაინ პლატფორმების  გამოყენება (Zoom, Google Meet და სხვ.).

5.სტაჟიორთა   შერჩევისას   ყურადღება   მიექცევა   შემდეგ   პიროვნულ   მახასიათებლებს (უნარებს):

ა) პუნქტუალობა / დისციპლინა / ორგანიზებულობა;

ბ) ტექსტის ტექნიკური დამუშავება (ფორმატირება, სტრუქტურირება);

გ)  კვლევითი  მასალის  მოძიება  და  წყაროებთან  მუშაობა,  სამეცნიერო  კვლევითი უნარები;

დ) პროფესიული კომუნიკაცია ავტორებთან და ექსპერტებთან;

ე) წერილობითი კომუნიკაციის მაღალი დონე (მეილები, ოფიციალური ტექსტები);
ვ) უცხოელ პარტნიორებთან ეფექტური ურთიერთობა;
ზ) გუნდური მუშაობის უნარი;
თ) დროის მართვა და პრიორიტეტების სწორად განსაზღვრა;
ი) შეხვედრებისა და ღონისძიებების დაგეგმვა/ორგანიზება;
კ) დოკუმენტაციის მართვა და არქივირება; ლ) დეტალებზე ორიენტირებულობა;
მ) მრავალენოვან გარემოში მუშაობის უნარი; ნ) პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
ო) მოქნილობა და ადაპტაცია სხვადასხვა ამოცანებთან;
პ) ავტორთა რეცენზირების პროცესში კონფიდენციალურობის დაცვა;

6. სტაჟიორთა ფუნქცია- ვალდებულებებია:

1.    კომპეტენციის   ფარგლებში,   სტატიების   ტექნიკური   რედაქტირება    (ფორმატი, წყაროები, ციტირება).    
2.    ავტორებთან კომუნიკაცია რედაქციის მითითებების შესახებ.    
3.    რეფერირების პროცესის ადმინისტრაციული მხარდაჭერა.     
4.   აკადემიური კონფერენციებისა და პუბლიკაციების მომზადებაში დახმარება.
5.   უცხოელ ექსპერტებთან თანამშრომლობა.
6.   საერთაშორისო არბიტრების კორესპონდენციის მხარდაჭერა.
7.   შეხვედრების ან ონლაინ - შეხვედრების ორგანიზებაში დახმარება.
8.   ინგლისურ ენაზე დოკუმენტების თარგმნა ან რედაქტირება.
9.   გაეცნოს   და   მიიღოს   მონაწილეობა   ორგანიზაციულ   და   ადმინისტრაციული სამუშაორში.
10. ღონისძიებების, ტრენინგების ან ვორქშოფების ორგანიზება.
11. ხელმძღვანელის მითითებით დოკუმენტების არქივირება და ბაზების განახლება.
12. სოციალური   მედიის   ან   ვებსაიტის   კონტენტის   მომზადება.   (ელექტრონული საშუალებებითა და სხვა).
13. გაეცნოს უნივერსიტეტის შინაგანაწესს და ამ წესით დადგენილ მოთხოვნებს.
7. კონკურსში   მონაწილეობის   მისაღებად აპლიკანტმა   უნდა წარმოადგინოს შემდეგი საბუთები:

ა)     განცხადება   კონკურსში მონაწილეობის თაობაზე (დანართი N2 და დანართი N2,1 ,,პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ );

ბ) CV;

გ)  საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;

დ) განათლების დამადასტურებელი, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი/ან ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ;

ე) უცხო ენის ცოდნის   დამადასტურებელი დოკუმენტი  (საჭიროების შემთხვევაში);

ვ) ცნობა „სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისათვის ნასამართლობის შესახებ“ (სტაჟიორის პოზიციის დაკავების შემთხვევაში).

8. დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადა განისაზღვროს 2026 წლის 3 აპრილიდან 8 აპრილის ჩათვლით.

9. კონკურსში მონაწილეობის მსურველი აპლიკანტების შერჩევა განხორციელდება სააპლიკაციო პაკეტის განხილვის საფუძველზე, შერჩეული აპლიკანტები გაივლიან შესარჩევ ზეპირ გასაუბრებას.

10. ანაზღაურების გარეშე სტაჟირების გავლის პერიოდი განისაზღვრება 6 (ექვსი) თვე.

11.კონკურსში მონაწილეობის მსურველი      აპლიკანტის      შერჩევა      განხორციელდება სააპლიკაციო პაკეტის განხილვის საფუძველზე საკონკურსო კომისიის  მიერ. საბუთების არასრულად       გამოგზავნის   შემთხვევაში,   საკონკურსო კომისიის   მიერ აპლიკანტის საბუთები არ განიხილება. აპლიკანტი, ვის     მიერ წარმოდგენილი საბუთებიც დააკმაყოფილებს საკონკურსო მოთხოვნებს, წინასწარი   შეტყობინების საფუძველზე შესარჩევ კომისიასთან გაივლის გასაუბრებას (კონკრეტული თარიღი და დრო ეცნობებათ წინასწარ).

12. აპლიკანტის მიერ საკონკურსო დოკუმენტების მიღება განისაზღვრება  2026 წლის   3 აპრილიდან   8 აპრილის ჩათვლით. ელექტრონულ ფოსტაზე : stajireba@tsu.ge სათაურის 
ველში უნდა მიეთითოს -  დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრში სტაჟირება.

13.ინფორმაცია „სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრში სტაჟიორთა შესარჩევად კონკურსის გამოცხადების შესახებ“ განცხადება განთავსდეს უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე და ინტერნეტ სივრცეში.

14. საკონკურსო კომისიის შემაჯამებელი ოქმი თსუ ადმინისტრაციის ხელმძღვანელს წარედგინოს არაუგვიანეს 2026 წლის  აპრილის თვისა.

15. წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრი, პერსონალის მართვის დეპარტამენტი, საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური).16. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.


ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ლაშა საღინაძე

 

View More

Order N: 90/02-01  

2026/2027 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრისთვის ერაზმუს+ და ორმხრივი თანამშრომლობის გაცვლითი პროგრამების ფარგლებში, პარტნიორი ევროპული უნივერსიტეტიების მიერ გამოყოფილი სტიპენდიების კანდიდატების შესარჩევი კონკურსის ჩატარებისა და საკონკურსო კომისიის დამტკიცების შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ " საქართველოს კანონის  22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს  ზოგადი  ადმინისტრაციული  კოდექსის    51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის მესამე ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის , 55-ე მუხლის პირველი და მე -2 ნაწილების , 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების და 57-ე მუხლის პირველი ნაწილის, საქართველოს განათლებისა და  მეცნიერების  მინისტრის    2013 წლის    11 სექტემბრის    #135/ნ ბრძანებით დამტკიცებული   საჯარო   სამართლის   იურიდიული   პირის   ივანე ჯავახიშვილის სახელობის  თბილისის  სახელმწიფო  უნივერსიტეტის  წესდების მე14 მუხლის პირველი პუნქტის , ამავე მუხლის მე -8 პუნქტის "ა", ,,ბ”, ,,ო”, და "პ" ქვეპუნქტების, მე  -9 პუნქტის  , მე-11   პუნქტის  ,   ,,სსიპ   - ივანე   ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა საერთაშორისო გაცვლით და  მობილობის  პროგრამებში  მონაწილეობისათვის  შერჩევის  წესის დამტკიცების შესახებ ” უნივერსიტეტის რექტორის  2021 წლის  31 მაისის  N15/04 ბრძანებით დამტკიცებული  სსიპ   - ივანე  ჯავახიშვილის  სახელობის  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის    საერთაშორისო    გაცვლით    და    მობილობის პროგრამებში მონაწილეობისათვის სტუდენტთა შერჩევის წესის მე -4 მუხლის მე -18 - 21-ე პუნქტების და საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის  წერილის  (N 6739 /10;  31.03.2026) და erasmusplus@tsu.ge ელ-ფოსტაზე შემოსული, თსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის წარდგინების საფუძველზე,

ვბრძანებ:


1.ჩატარდეს  კონკურსი ერაზმუს+ და ორმხრივი თანამშრომლობის გაცვლითი პროგრამების  ფარგლებში, პარტნიორი ევროპული უნივერსიტეტების მიერ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრიატის  და მაგისტრატურის საფეხურის    სტუდენტებისათვის 2026/2027 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრისთვის  გამოყოფილი სტიპენდიების კანდიდატთა შესარჩევად.
2.   კონკურსი ჩატარდეს 2026 წლის 31 მარტს.
3.   დამტკიცდეს შესარჩევი საკონკურსო კომისია შემდეგი შემადგენლობით:
ა) მარიამ გერსამია, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი,  კომისიის თავმჯდომარე;
ბ) ელენე კვანჭილაშილი, ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, კომისიის წევრი;

გ) ლელა ჯამაგიძე, თსუ-ს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, კომისიის წევრი;
დ) გიორგი რუხაია, თსუ-ს ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ასისტენტ პროფესორი, კომისიის წევრი;

ე) ნათელა ნემსაძე, თსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული
პროფესორი, კომისიის წევრი;

4. დამტკიცდეს  კომისიის  მდივნად  თსუ  საერთაშორისო  ურთიერთობათა დეპარტამენტის   საერთაშორისო პროექტებისა და გაცვლითი პროგრამების განყოფილების უფროსი ირინა გამყრელიძე
5.   კომისიას დაევალოს თავისი საქმიანობა წარმართოს მოქმედი კანონმდებლობისა და    ,,სსიპ    -    ივანე    ჯავახიშვილის    სახელობის    თბილისის    სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა საერთაშორისო გაცვლით და მობილობის პროგრამებში მონაწილეობისათვის შერჩევის წესის დამტკიცების შესახებ” უნივერსიტეტის რექტორის 2021 წლის 31 მაისის 15/04, 22 დეკემბრის 33/04, 2023 წლის 9 იანვრის N 1/04, 10 მარტისა N 9/04, 2024 წლის 14 ნოემბრის N 24/04 და 2025 წლის 13 ოქტომბრის    ბრძანებებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო გაცვლით და მობილობის პროგრამებში მონაწილეობისათვის სტუდენტთა შერჩევის წესის საფუძველზე.
6.   ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
7. წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს დაინტერესებულ პირებს და შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური, საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი).
8.   ბრძანება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით. 

რექტორის მოვალეობის შემსრულებელი ნინო გვენეტაძე

View More

Order N: 70/01-01  

“სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების ცენტრის აბიტურიენტთა მოსამზადებელ განყოფილებაში მაგისტრანტობის კანდიდატებისათვის  საერთო სამაგისტრო გამოცდაში მომზადებისთვის ფასიანი მომსახურებისა  და  მასწავლებელთა ანაზღაურების ტარიფების განსაზღვრის თაობაზე”  ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2022  წლის 04 თებერვლის  N15/02-01 ბრძანებაში   ცვლილების შეტანის შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 54–ე მუხლის პირველი ნაწილის, 57-ე მუხლის, 59-ე მუხლის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  წესდების   დამტკიცების  თაობაზე’’ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების   მე-14 მუხლის  პირველი  პუნქტის,  მე-8  პუნქტის  ,,ა”,  ,,პ"  ქვეპუნქტებისა  და  მე-9  პუნქტის, თსუ უწყვეტი განათლების ცენტრის უფროსის 2026 წლის  26 მარტის   N6433/10  წერილის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:


1.შევიდეს    ცვლილება “სსიპ  - ივანე  ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების ცენტრის   აბიტურიენტთა  მოსამზადებელ   განყოფილებაში  მაგისტრანტობის კანდიდატებისათვის   საერთო სამაგისტრო  გამოცდაში  მომზადებისთვის  ფასიანი  მომსახურებისა და მასწავლებელთა ანაზღაურების ტარიფების  განსაზღვრის  თაობაზე”   ადმინისტრაციის ხელმძღვანელის
2022  წლის 04 თებერვლის   N15/02-01     ბრძანების მე-7   პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში და იგი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ ა)   ზოგადი    უნარების    (ვერბალური      კომპონენტი),      ზოგადი    უნარების    (რაოდენობრივი კომპონენტი) მასწავლებელთა ანაზღაურება განისაზღვროს 1 ასტრონომიული   საათი    30 ლარის ოდენობით (საშემოსავლო        გადასახადისა   და   საპენსიო   ანარიცხის    ჩათვლით)  , უცხო    ენის (ინგლისური) B1 დონე და უცხო ენის ( ინგლისური) B2 დონე  კურსების მასწავლებელთა ანაზღაურება განისაზღვროს  1 ასტრონომიული  საათი  35 ლარის ოდენობით  (საშემოსავლო    გადასახადისა  და საპენსიო ანარიცხის ჩათვლით);“

2.დაევალოს  უნივერსიტეტის    კანცელარიას    წინამდებარე     ბრძანების     განთავსება     ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე;
3.დაევალოს  საინფორმაციო  ტექნოლოგიების   დეპარტამენტს   ბრძანების   განთავსება   უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე;
4.ბრძანება  ძალაში შედის გამოცემისთანავე.  

ადმინისტრაციის ხელმძღვანელი  ლაშა საღინაძე

View More

Order N: 88/02-01

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელ  სამეცნიერო-კვლევით ერთეულში - ილია ვეკუას სახელობის გამოყენებითი მათემატიკის  სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში უფროსი მეცნიერი თანამშრომლების შესარჩევად საკონკურსო კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ

,,უმაღლესი განათლების  შესახებ“  საქართველოს კანონის  22-ე  მუხლის   პირველი  პუნქტის, ,,საჯარო სამართლის  იურიდიული პირის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების  დამტკიცების თაობაზე“  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე -14 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის  მე-8 პუნქტის ,,ა“ და ,,პ“ ქვეპუნქტებისა და მე-9  პუნქტის, ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი  ერთეულის  სამეცნიერო  პერსონალის სამსახურში მიღების ერთიანი წესისა და სამეცნიერო თანამდებობების  დაკავების დამატებითი პირობების დამტკიცების შესახებ”  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის  N63/2017 დადგენილების  დანართი N1-ის მე-4 მუხლის  პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტების, ილია ვეკუას სახელობის გამოყენებითი მათემატიკის  სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დებულების მე-10 მუხლის პირველი პუნქტის, ილია ვეკუას სახელობის გამოყენებითი მათემატიკის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის  დირექტორის გიორგი ჯაიანის 2026 წლის  27 მარტის  N6499/10 წერილის (თან ერთვის ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს 2026 წლის 25 მარტის სხდომის ოქმი N1)  საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელ სამეცნიერო-კვლევით ერთეულში - ილია ვეკუას სახელობის გამოყენებითი მათემატიკის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის უფროსი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობებზე შესარჩევად დამტკიცდეს კომისია შემდეგი შემადგენლობით:

ა) გიორგი  მაქაცარია   - საქართველოს ტექნიკური  უნივერსიტეტის   ვლადიმერ  ჭიჭინაძის სახელობის კიბერნეტიკის ინსტიტუტის მთავარი მეცნიერი თანამშრომელი.

ბ) ოთარ ჭკადუა  - ანდრია რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტის მთავარი მთავარი მეცნიერი თანამშრომელი.

გ) ნინო მანჯავიძე - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის  საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და საინჟინრო ფაკულტეტის  მათემატიკის  მიმართულების  ასოცირებული პროფესორი.

დ)   თეიმურაზ დავითაშვილი – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის ილია ვეკუას  სახელობის გამოყენებითი მათემატიკის  სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის მათემატიკური მოდელირებისა და გამოთვლითი მათემატიკის  ლაბორატორიის ხელმძღვანელი, მთავარი მეცნიერი თანამშრომელი.

ე) რომან ჯანჯღავა  - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ილია  ვეკუას   სახელობის გამოყენებითი  მათემატიკის   სამეცნიერო-კვლევითი  ინსტიტუტის უწყვეტ გარემოთა მექანიკის  მათემატიკური პრობლემების და ანალიზის  მონათესავე საკითხების ლაბორატორიის ხელმძღვანელი, უფროსი მეცნიერი თანამშრომელი.

2.  დამტკიცდეს საკონკურსო  კომისიის   თავმჯდომარედ    -  გიორგი  მაქაცარია, საკონკურსო კომისიის  თავმჯდომარის  მოადგილედ - ოთარ ჭკადუა  და  საკონკურსო კომისიის   მდივნად  - ნინო მანჯავიძე.

3.დაევალოს საკონკურსო კომისიას  უზრუნველყოს კონკურსის  ჩატარება სსიპ  – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის N63/2017 დადგენილებით  დამტკიცებულ მოთხოვნებთან შესაბამისობაში.

4. დაევალოს საკონკურსო კომისიას  დასამტკიცებლად  წარუდგინოს  თსუ რექტორს შემაჯამებელი  ოქმი არაუგვიანეს 2026 წლის 11 მაისისა.

5.წინამდებარე  ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი  წესით  გადაეცეს  დაინტერესებულ პირს და შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (საფინანსო დეპარტამენტი,  პერსონალის მართვის დეპარტამენტი,  შიდა  აუდიტის სამსახური,  საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი,  ილია ვეკუას  სახელობის გამოყენებითი  მათემატიკის  სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი).

6. წინამდებარე ბრძანების  უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე  განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.

7.ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

რექტორი ჯაბა სამუშია

View More

Order N: 68/01-01  

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტებისათვის 2025-2026 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრიდან ადმინისტრაციული/აკადემიური რეგისტრაციის გაუვლელობის გამო სტუდენტის სტატუსის შეჩერების შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის  პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52- ე მუხლის  პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის  პირველი და მე-2 ნაწილების,  56-ე მუხლის  მე-2 და მე-3 ნაწილების,  57-ე მუხლის,  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის „ა“, „ბ“  და „პ“ ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2021 წლის 18 ოქტომბრის N90/ნ ბრძანებით დამტკიცებული „უმაღლესი  განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის შექმნისა და ადმინისტრირების წესისა  და პირობების„ მე-7 მუხლის  მე-2 პუნქტისა და სასწავლო პროცესის მართვის ელქტრონული სისტემის (uni.tsu.ge) მონაცემების საფუძველზე,

ვბრძანებ:

1. შეუჩერდეთ     სტუდენტის  სტატუსი     2025-2026 სასწავლო  წლის   გაზაფხულის სემესტრიდან ადმინისტრაციული/აკადემიური   რეგისტრაციის    გაუვლელობის გამო თსუ-ს     მაგისტრატურის    საგანმანათლებლო    პროგრამების     შემდეგ სტუდენტებს N1 დანართის შესაბამისად (დანართი N1);
2. წინამდებარე    ბრძანების   დანართებში   მითითებულ  სტუდენტებს,   რომელთაც გავლილი აქვთ ადმინისტრაციული რეგისტრაცია, მათ მიერ გადახდილი სწავლის საფასური ჩათვლილ   იქნეს    მომდევნო    ადმინისტრაციული    რეგისტრაციის გავლისას სწავლის საფასურად;
3. ბრძანების    უნივერსიტეტის   ოფიციალურ   ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო  ტექნოლოგიების დეპარტამენტს პირთა მაიდენტიფიცირებელი მონაცემების გარეშე;

4. დაევალოს კანცელარიას ბრძანება განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე  მაიდენტიფიცირებელი მონაცემების  გარეშე და გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს;
5. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.
6. წინამდებარე  ბრძანება დაინტერესებული პირის  მიერ შეიძლება გასაჩივრებული იქნას კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან ერთი თვის ვადაში  ქ. თბილისის  საქალაქო სასამართლოში (მისამართი:  ქ. თბილისი,  დავით აღმაშენებლის ხეივანი N64).

რექტორი ჯაბა სამუშია

View More

Order N: 274/01-04