,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მე-8 პუნქტის ,,ა“ და ,,პ“ ქვეპუნქტებისა და მე-9 პუნქტის, ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო პერსონალის სამსახურში მიღების ერთიანი წესისა და სამეცნიერო თანამდებობების დაკავების დამატებითი პირობების დამტკიცების შესახებ” ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის N63/2017 დადგენილების დანართი N1-ის მე-4 მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტების, ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტის დებულების მე-10 მუხლის პირველი და მე-4 პუნქტების, ინსტიტუტის დირექტორის ნანა ბოლაშვილის 2026 წლის 12 აგვისტოს N18009/10 წერილის (თან ერთვის ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს 2026 წლის 11 აგვისტოს სხდომის ოქმი N12) საფუძველზე,
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1.სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის
დამოუკიდებელ სამეცნიერო-კვლევით ერთეულში - ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტში მეცნიერი თანამშრომლების შესარჩევად დამტკიცდეს კომისია შემდეგი შემადგენლობით:
ა) თამაზ ყარალაშვილი-ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის გეოგრაფიის ინსტიტუტი, ჰიდროლოგია-კლიმატოლოგიის განყოფილების ხელძღვანელი, მთავრაი მეცნიერი თანამშრომელი
ბ) გიორგი ლომინაძე- ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის გეოგრაფიის ინსტიტუტი, გეომორფოლოგია-გეოეკოლოგიის განყოფილების ხელმძღვანელი, მთავარი მეცნიერი თანამშრომელი.
გ) ელენე სალუქვაძე- ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის გეოგრაფიის ინსტიტუტი,საზოგადოებრივი გეოგრაფიის განყოფილების ხელმძღვანელი, მთავარი მეცნიერი თანამშრომელი.
2. დამტკიცდეს საკონკურსო კომისიის თავმჯდომარედ-თამაზ ყარალაშვილი, საკონკურსო კომისიის თავმჯდომარის მოადგილედ - გიორგი ლომინაძე და საკონკურსო კომისიის მდივნად - ელენე სალუქვაძე.
3.დაევალოს საკონკურსო კომისიას უზრუნველყოს კონკურსის ჩატარება სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის N63/2017 დადგენილებით დამტკიცებულ მოთხოვნებთან შესაბამისობაში.
4. დაევალოს საკონკურსო კომისიას დასამტკიცებლად წარუდგინოს თსუ რექტორს შემაჯამებელი ოქმი არაუგვიანეს 2026 წლის 11 სექტემბრისა.
5.წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს დაინტერესებულ პირს და შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (საფინანსო დეპარტამენტი, პერსონალის მართვის დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური, საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი, ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტი).
6.წინამდებარე ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
7.ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.
რექტორი ჯაბა სამუშია