geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის  22-ე მუხლის პირველი პუნქტის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების  მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მე-8 პუნქტის ,,ა“ და ,,პ“ ქვეპუნქტებისა და მე-9 პუნქტის, ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო პერსონალის სამსახურში მიღების ერთიანი წესისა და სამეცნიერო თანამდებობების დაკავების დამატებითი პირობების დამტკიცების შესახებ” ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის N63/2017 დადგენილების დანართი N1-ის მე-4 მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტების, ალექსანდრე თვალჭრელიძის სახელობის მინერალური ნედლეულის კავკასიის ინსტიტუტის დებულების მე-10 მუხლის პირველი პუნქტისა და ალექსანდრე თვალჭრელიძის სახელობის მინერალური ნედლეულის კავკასიის ინსტიტუტის დირექტორის რევაზ  კვატაშიძის 2026 წლის 7 აგვისტოს N17795/10 წერილის  (თან ერთვის ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს 2026 წლის 6 აგვისტოს სამეცნიერო საბჭოს სხდომის ოქმი N4 ) საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1.სსიპ–ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელ სამეცნიერო-კვლევით ერთეულში - - ალექსანდრე თვალჭრელიძის სახელობის მინერალური ნედლეულის კავკასიის ინსტიტუტში მეცნიერი თანამშრომლის შესარჩევად დამტკიცდეს კომისია შემდეგი შემადგენლობით:

ა) ზაზა გორდეზიანი - ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი,   სამთო ინჟინერ-ტექნოლოგი,
საქართველოს დამსახურებული სამთო ინჟინერი.
ბ) ანზორ აბშილავა - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამთო-გეოლოგიური და მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტის დეკანის მოადგელე, ასოცირებული პროფესორი. გ) დარეჯან  თევზაძე - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამთო-გეოლოგიური და მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტის პროფესორი. 
დ) ნინო ჯაფარიძე - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამთოგეოლოგიური და მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტის გამოყენებითი გეოლოგიის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი.
ე) ნინო ადეიშვილი - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამთოგეოლოგიური და მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტის გამოყენებითი გეოლოგიის დეპარტამენტის ასისტენტ-პროფესორი.
2. დამტკიცდეს საკონკურსო კომისიის თავმჯდომარედ ზაზა გორდეზიანი,   საკონკურსო კომისიის თავმჯდომარის მოადგილედ  ანზორ აბშილავა, საკონკურსო კომისიის  მდივნად დარეჯან თევზაძე.
3.დაევალოს საკონკურსო კომისიას უზრუნველყოს კონკურსის ჩატარება სსიპ – ივანე ჯავახიშვილის  სახელობის  თბილისის  სახელმწიფო  უნივერსიტეტის  აკადემიური  საბჭოს
2017 წლის 31 მაისის N63/2017 დადგენილებით დამტკიცებულ მოთხოვნებთან შესაბამისობაში.
4.დაევალოს საკონკურსო კომისიას დასამტკიცებლად წარუდგინოს თსუ რექტორს შემაჯამებელი ოქმი არაუგვიანეს 2026 წლის 21 სექტემბრისა.
5.წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს დაინტერესებულ პირებსა და შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (საფინანსო დეპარტამენტი, პერსონალის მართვის დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური, საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი, ელეფთერ ანდრონიკაშვილის სახელობის ფიზიკის ინსტიტუტი).
6.წინამდებარე  ბრძანების   უნივერსიტეტის  ოფიციალურ  ვებ–გვერდზე  განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
7.ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.


რექტორი ჯაბა სამუშია