Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
Order
Date
სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელ სამეცნიერო-კვლევით ერთეულში – ალექსანდრე ჯანელიძის სახელობის გეოლოგიის ინსტიტუტში -  მეცნიერი თანამშრომლის სამსახურში მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, 37-2-ე მუხლის პირველი, მე-4 და  მე-5 პუნქტების,  საქართველოს  განათლებისა  და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის „ა" და „პ" ქვეპუნქტების, მე-9  პუნქტის, 32- 2 მუხლის პირველი , მე-5 და მე-6 პუნქტების, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის   აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის N63/2017 დადგენილების ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის   თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო პერსონალის სამსახურში მიღების ერთიანი წესისა და სამეცნიერო თანამდებობების დაკავების დამატებითი პირობების დამტკიცების შესახებ” (დამტკიცებულია თსუ წარმომადგენლობითი საბჭოს   მიერ, ოქმი N03; 23.06.2017წ), თსუ რექტორის   და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის  2025 წლის  4 ივლისის №10/04 ერთობლივი ბრძანების და ინსტიტუტის დირექტორის თამარ წუწუნავას 2025 წლის  8 სექტემბრის N22041/10 წერილის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1.გამოცხადდეს კონკურსი სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ალექსანდრე ჯანელიძის სახელობის გეოლოგიის ინსტიტუტში მეცნიერი თანამშრომლის სამსახურში მისაღებად;
2.მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობაზე 4 წლის ვადით შეიძლება აირჩეს პირი, რომელსაც აქვს მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი, სამეცნიერო - კვლევითი საქმიანობის გამოცდილება და გამოქვეყნებული ან გამოსაქვეყნებლად მიღებული სამეცნიერო პუბლიკაციები, მათ შორის არანაკლებ 1 რეიტინგული სამეცნიერო პუბლიკაცია მაინც სამეცნიერო-კვლევითი პროდუქციის კლასიფიკაციის მიხედვით;
3. მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობა შეიძლება დაიკავოს პირმა, რომელიც აკმაყოფილებს უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო -კვლევითი ერთეულის სამეცნიერო პერსონალის სამსახურში მიღების ერთიანი წესითა და სამეცნიერო თანამდებობის დაკავების დამატებითი პირობების მე-2 მუხლით განსაზღვრულ კრიტერიუმებს საკონკურსოდ გამოცხადებული ვაკანსიის პროფილის მიხედვით;
4.  კონკურსი გამოცხადდეს 2025 წლის 19 სექტემბერს. საკონკურსო დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადა განისაზღვროს 2025 წლის 20 ოქტომბრიდან 2025 წლის 24 ოქტომბრის ჩათვლით. კომისიის შემაჯამებელი ოქმი თსუ რექტორს გადაეცეს არაუგვიანეს 2025 წლის 3  ნოემბრისა.
5.   კონკურსი  გამოცხადდეს   ალექსანდრე   ჯანელიძის  სახელობის  გეოლოგიის ინსტიტუტში მეცნიერი თანამშრომლის სამეცნიერო თანამდებობის დასაკავებლად: პეტროლოგიის, მინერალოგიის, გეოქიმიისა და ლითოლოგიის განყოფილება მეცნიერი თანამშრომლი - 1.0 საშტატო ერთეული;
6.   მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობაზე გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობის მსურველი ვალდებულია განსაზღვრული პირობებისა და ვადების დაცვით წარუდგინოს საკონკურსო კომისიას შემდეგი დოკუმენტაცია:
7. ა) განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე დადგენილი ფორმის მიხედვით (აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის № 63/2017 დადგენილება, დანართი 2);
ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (პასპორტი, პირადობის მოწმობა);
გ) ავტობიოგრაფია (CV);
დ) შესაბამისი აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის (დოკუმენტების) ასლი, უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების ან/და სამეცნიერო ხარისხის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) აღიარების კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტის (დოკუმენტების) ასლი;
ე) სამეცნიერო საქმიანობის გამოცდილების ამსახველი ინფორმაცია (მათ შორის სამეცნიერო-კვლევითი პროდუქციის ჩამონათვალი, თარიღების მითითებით და არსებობის შემთხვევაში სამეცნიერო-კვლევით პროექტებში მონაწილეობის შესახებ);
ვ) სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის გამოცდილების ამსახველი კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი (ცნობა ან შრომის წიგნაკის ასლი ან სხვ.);
ზ)   ცნობა   -   სქესობრივი   თავისუფლებისა   და   ხელშეუხებლობის   წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისათვის ნასამართლობის შესახებ;
8.   საკონკურსო დოკუმენტების მიღება იწარმოებს 2025 წლის 20 ოქტომბრიდან 2025 წლის
24 ოქტომბრის ჩათვლით 12:00-დან 16:00 საათამდე, თსუ ალექსანდრე ჯანელიძის სახელობის გეოლოგიის ინსტიტუტში. მისამართი: თბილისი, ა. პოლიტკოვსკაიას ქ.
№31, ოთახი №101;
9.   ბრძანება გამოქვეყნდეს გაზეთ ,,თბილისის უნივერსიტეტის’’ ელექტრონულ გვერდზე.
10. ბრძანების    უნივერსიტეტის    ოფიციალურ    ვებ-გვერდზე    განთავსება    დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
11. წინამდებარე  ბრძანება  კანონმდებლობით  დადგენილი  წესით  გადაეცეს  შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (საფინანსო დეპარტამენტი, პერსონალის მართვის დეპარტამენტი,    შიდა    აუდიტის    სამსახური,    საინფორმაციო    ტექნოლოგიების 
დეპარტამენტი, პუბლიცისტიკისა და ელექტრონული მედიის ცენტრი, ალექსანდრე ჯანელიძის სახელობის გეოლოგიის ინსტიტუტი)

რექტორი ჯაბა სამუშია

View More

Order N: 208/01-01    

სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელ სამეცნიერო-კვლევით ერთეულში – ალექსანდრე ჯანელიძის სახელობის გეოლოგიის ინსტიტუტის მთავარი მეცნიერი თანამშრომლის სამსახურში  მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ

"უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის  პირველი პუნქტის, 372 მუხლის  პირველი და მე-2 პუნქტების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის   11 სექტემბრის  N135/ნ  ბრძანებით  დამტკიცებული  სსიპ   - ივანე ჯავახიშვილის სახელობის  თბილისის   სახელმწიფო უნივერსიტეტის   წესდების მე-14 მუხლის  პირველი პუნქტის, მე-8  პუნქტის ,,ა" და  ,,პ" ქვეპუნქტების, მე-9  პუნქტის, 322 მუხლის  პირველი,  მე-2,  მე-3  და  მე-6  პუნქტების,  ივანე   ჯავახიშვილის   სახელობის თბილისის  სახელმწიფო  უნივერსიტეტის   აკადემიური  საბჭოს    2017 წლის    31 მაისის N63/2017 დადგენილების  - ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო   უნივერსიტეტის  დამოუკიდებელი  სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო პერსონალის სამსახურში მიღების ერთიანი წესისა და  სამეცნიერო თანამდებობების დაკავების დამატებითი პირობების      დამტკიცების შესახებ” (დამტკიცებულია თსუ  წარმომადგენლობითი საბჭოს  მიერ, ოქმი  N03; 23.06.2017წ), "სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო კვლევითი ერთეულების  (ინსტიტუტების)   საშტატო განრიგის დამტკიცების შესახებ“  რექტორისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2025 წლის  4 ივლისის  N10/04  ერთობლივი ბრძანების და ალექსანდრე ჯანელიძის სახელობის გეოლოგიის ინსტიტუტის  დირექტორის   თამარ  წუწუნავას   2025 წლის    9 სექტემბრის N22182/10  წერილის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. გამოცხადდეს კონკურსი სსიპ-ივანე  ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელ სამეცნიერო-კვლევით ერთეულში – ალექსანდრე ჯანელიძის სახელობის  გეოლოგიის  ინსტიტუტის  მთავარი  მეცნიერი   თანამშრომლის სამსახურში  მისაღებად;
2. მთავარი   მეცნიერი  თანამშრომლის   თანამდებობაზე   10 წლის ვადით  აირჩევა პირი, რომელსაც აქვს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი, სამეცნიერო- კვლევითი საქმიანობის არანაკლებ 6 წლის გამოცდილება (რაც გულისხმობს  არა მხოლოდ სამეცნიერო კვლევით, უმაღლეს საგანმანათლებლო ან სხვა პროფილურ დაწესებულებაში სამეცნიერო თანამდებობაზე მუშაობას, არამედ გამოქვეყნებულ  სამეცნიერო პუბლიკაციებსაც), ბოლო 10 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული  ან გამოსაქვეყნებლად მიღებული სამეცნიერო პუბლიკაციები, მათ შორის არანაკლებ 3 რეიტინგული სამეცნიერო პუბლიკაცია მაინც სამეცნიერო-კვლევითი პროდუქციის კლასიფიკაციის მიხედვით;
3. მთავარი მეცნიერ  თანამშრომლის თანამდებობა შეიძლება დაიკავოს პირმა, რომელიც აკმაყოფილებს უნივერსიტეტის  დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი  ერთეულის სამეცნიერო პერსონალის სამსახურში მიღების  ერთიანი  წესითა  და სამეცნიერო თანამდებობის დაკავების დამატებითი პირობების მე-2 მუხლით განსაზღვრულ კრიტერიუმებს საკონკურსოდ გამოცხადებული  ვაკანსიის პროფილის მიხედვით.
4. კონკურსი გამოცხადდეს 2025 წლის 19 სექტემბერს. საკონკურსო დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადა  განისაზღვროს 2025 წლის 20 ოქტომბრიდან 24 ოქტომბრის  ჩათვლით. საკონკურსო კომისიის  შემაჯამებელი  ოქმი დასამტკიცებლად  წარედგინოს თსუ  რექტორს არაუგვიანეს 2025 წლის 3 ნოემბრისა.
5.კონკურსი  გამოცხადდეს ალექსანდრე ჯანელიძის სახელობის გეოლოგიის ინსტიტუტის მთავარი მეცნიერი თანამშრომლის სამეცნიერო თანამდებობის დასაკავებლად:

ა) პეტროლოგიის, მინერალოგიის, გეოქიმიისა და ლითოლოგიის განყოფილება:
მთავარი მეცნიერი თანამშრომლი - 1 საშტატო ერთეული

6.სამეცნიერო    თანამდებობაზე     (მთავარი    მეცნიერი    თანამშრომლი)   გამოცხადებულ კონკურსში   მონაწილეობის  მსურველი   ვალდებულია   განსაზღვრული   პირობებისა   და ვადების დაცვით წარუდგინოს საკონკურსო კომისიას შემდეგი დოკუმენტაცია: ა)განცხადება     საკონკურსო    კომისიის     სახელზე     დადგენილი     ფორმის    მიხედვით (აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის N63/2017 დადგენილება, დანართი N2);
ბ)  პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის  ასლი (პასპორტი, პირადობის მოწმობა);
გ) ავტობიოგრაფია (CV);
დ) შესაბამისი  აკადემიური ხარისხის  დამადასტურებელი დოკუმენტის  (დოკუმენტების) ასლი, უცხო  ქვეყანაში მიღებული  განათლების ან/და სამეცნიერო ხარისხის  (ასეთის არსებობის შემთხვევაში)  აღიარების კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტის (დოკუმენტების) ასლი;
ე) სამეცნიერო    საქმიანობის     გამოცდილების     ამსახველი    ინფორმაცია    (მათ    შორის სამეცნიერო-კვლევითი     პროდუქციის    ჩამონათვალი,    თარიღების    მითითებით    და არსებობის შემთხვევაში სამეცნიერო-კვლევით პროექტებში მონაწილეობის შესახებ);
ვ) სამეცნიერო-კვლევითი    საქმიანობის    გამოცდილების    ამსახველი   კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი (ცნობა ან შრომის წიგნაკის ასლი ან სხვ.); ზ)ცნობა  - სქესობრივი  თავისუფლებისა  და ხელშეუხებლობის  წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობის შესახებ.
7.საკონკურსო    დოკუმენტების მიღება იწარმოებს 2025 წლის 20 ოქტომბრიდან 24 ოქტომბრის ჩათვლით 1000-დან 1700 საათამდე   თსუ  ალექსანდრე ჯანელიძის სახელობის გეოლოგიის ინსტიტუტში. მისამართი:    თბილისი,    ა.  პოლიტკოვსკაიას  ქ. №31,  ოთახი №110.
8. ბრძანება გამოქვეყნდეს გაზეთ  ,,თბილისის უნივერსიტეტი’’ - ს ელექტრონულ გვერდზე.
9. ბრძანების უნივერსიტეტის  ოფიციალურ ვებ-გვერდზე  განთავსება  დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
10. წინამდებარე   ბრძანება  კანონმდებლობით  დადგენილი   წესით გადაეცეს   შესაბამის სტრუქტურულ    ერთეულებს (საფინანსო დეპარტამენტი, პერსონალის მართვის დეპარტამენტი,     შიდა    აუდიტის სამსახური, ალექსანდრე   ჯანელიძის სახელობის გეოლოგიის ინსტიტუტი, საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი);
11. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე. 


რექტორი ჯაბა სამუშია
 

View More

Order N: 207/01-01 

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხული სტუდენტებისათვის 2025-2026 სასწავლო წლიდან ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლის გაგრძელების უფლების მინიჭების შესახებ

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხულ სტუდენტებზე, რომლებმაც დაასრულეს ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა (60 კრედიტი) „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 473 -ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, გაიცა ქართულ ენაში  მომზადების  საგანმანათლებლო პროგრამის გავლის დამადასტურებელი  სერტიფიკატი. ზემოაღნიშნულმა სტუდენტებმა სწავლის გაგრძელების მოთხოვნით მომართეს უნივერსიტეტს და „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 473 -ე მუხლის მე-4 პუნქტის  შესაბამისად,  მათი მოთხოვნა დაკმაყოფილდა.

ხსენებულიდან გამომდინარე და „უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე  მუხლის  პირველი  პუნქტის,    473 -ე მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52- ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე 3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 56–ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, მე-100 მუხლის პირველი ნაწილის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის  2013 წლის  11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის  – ივანე   ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის „ა“, „ბ“ „ო“ და „პ“ ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, რექტორის  2025 წლის 2 სექტემბრის N 820/01-04 , 10 სექტემბრის N 891/01-04 ბრძანებების და სტუდენტების განცხადებების საფუძველზე,

ვბრძანებ:

1.მიეცეთ ქართულ ენაში მომზადების    საგანმანათლებლო    პროგრამაზე ჩარიცხულ სტუდენტებს      2025-2026 სასწავლო    წლიდან   ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლის გაგრძელების უფლება სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის     თბილისის     სახელმწიფო     უნივერსიტეტში ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულების შესაბამისად ცხრილის მიხედვით:

N   გვარი     სახელი     პირადი N   სწავლების საფეხური საგანმანათლებლო პროგრამა
1 ბაბოიან ვაროს   ბაკალავრიატი  კომპიუტერული მეცნიერება
2 გალსტიან მიჰრან   ბაკალავრიატი  ბიზნესის ადმინისტრირება
3 კაპლანიან ნელი   ბაკალავრიატი  ბიზნესის ადმინისტრირება
4 ნახაპეტიან სარგის   ბაკალავრიატი  რუსული ფილოლოგია (ქართულენოვანი)


2.   დაევალოს კანცელარიას წინამდებარე ბრძანების განთავსება ყველასთვის ხელმისაწვდომ ადგილზე პირთა მაიდენტიფიცირებელი მონაცემების გარეშე;
3.   ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს პირთა მაიდენტიფიცირებელი მონაცემების გარეშე;
4.   ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

რექტორი ჯაბა სამუშია

View More

Order N: 894/01-04  

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის საშტატო განრიგით განსაზღვრულ სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამსახურის წამყვანი სპეციალისტის პოზიციაზე შესარჩევად კონკურსის გამოცხადების შესახებ

,,უმაღლესი განათლების  შესახებ"  საქართველოს  კანონის  23-ე  მუხლის  პირველი პუნქტის და 24-ე   მუხლის    პირველი    პუნქტის    ,,ა’’,  ,,ზ’’ და “ი"   ქვეპუნქტების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების  მინისტრის    2013 წლის   11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი  პუნქტის  ,,ა’’,  ,,ვ’’,  ,,ზ’’  და  ,,პ”  ქვეპუნქტების, ,,სსიპ   - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამხმარე პერსონალის სამსახურში მიღების წესი, შრომის ანაზღაურების ოდენობა და პირობები’’ (დამტკიცებულია თსუ წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ, ოქმი N7; 26.12.2023წ), „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთიანი საშტატო განრიგის დამტკიცების შესახებ“ თსუ   რექტორის   და   ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2025 წლის 23 ივლისის N11/04 ერთობლივი ბრძანების საფუძველზე, მედიცინის ფაკულტეტის დეკანის მოადგილის თამარ რუხაძის 2025 წლის 9 სექტემბრის N22234/32 წერილის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1.გამოცხადდეს    კონკურსი   სსიპ  -ივანე ჯავახიშვილის   სახელობის   თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის   მედიცინის   ფაკულტეტის   საშტატო   განრიგით განსაზღვრულ სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამსახურის წამყვანი სპეციალისტის პოზიციაზე.

2.ბრძანების    პირველი პუნქტით განსაზღვრულ პოზიციაზე თანამდებობრივი სარგო თვეში განისაზღვრება  1180 (ათასასოთხმოცი) ლარის ოდენობით  (საშემოსავლო გადასახადისა და  საპენსიო  ანარიცხის  ჩათვლით ). სამუშაო  საათები  კვირაში არანაკლებ  40 საათისა   09:00 სთ -დან  18:00 სთ -მდე, შესვენება   13:14 საათამდე ყოველდღე, შაბათ -კვირის გარდა . შერჩეული კანდიდატი დასაქმდება სამთვიანი გამოსაცდელი ვადით, შრომითი ურთიერთობის გაგრძელების პერსპექტივით.
3.   აპლიკანტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:
ა)  უმაღლესი განათლება -  მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;
ბ) მუშაობის 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება, მათ შორის სასწავლო ან სამეცნიერო სფეროში 1 წლიანი გამოცდილება;
გ) სახელმწიფო ენაზე გამართული წერის, კითხვის და მეტყველების უნარი;
დ) ფლობდეს საოფისე კომპიუტერულ პროგრამებს (Microsoft Office, Internet Browser).
4.   აპლიკანტი უნდა იცნობდეს:
ა) საქართველოს კანონს “უმაღლესი განათლების შესახებ”;
ბ) თსუ-ში მოქმედ რეგულაციებს პოზიციის სპეციფიკიდან გამომდინარე.
5.   აპლიკანტს მოეთხოვება შემდეგი პიროვნული თვისებები:
ა) კრეატიულობა და შემოქმედებითობა;
ბ) ყურადღებიანობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
გ) ოპერატიულობა;
დ)  ერთდროულად  სხვადასხვა  ამოცანაზე  დამოუკიდებლად  და  ეფექტურად მუშაობის უნარი;
ე) გუნდურობა და კომუნიკაბელურობა;
ვ) დასაბუთების უნარი;
ზ) ფორსმაჟორულ სიტუაციაში მუშაობის შესაძლებლობა;
თ) პუნქტუალურობა და დროის ეფექტიანი მართვა;
ი) ცვლილებების ადეკვატურად აღქმის და სიახლეების სწრაფად ათვისების უნარი.
6.   სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის    ფაკულტეტის    საშტატო    განრიგით    განსაზღვრულ    სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამსახურის წამყვან სპეციალისტის პოზიციაზე დასაქმებულ პირს მოეთხოვება შემდეგი ფუნქციების (ძირითადი მოვალეობები) შესრულება:
1. ფაკულტეტის სამეცნიერო საქმიანობის სხვადასხვა სახის საორგანიზაციო საკითხების ორგანიზება და ფაკულტეტის აკადემიური პერსონალის სამეცნიერო მხარდაჭერა;
2. ფაკულტეტის პერსონალისათვის საკონსულტაციო მომსახურების უზრუნველყოფა სამეცნიერო ფონდების მოძიების, პატენტების შექმნისა და საავტორო უფლებების დაცვის მიზნით;
3. ქართული და უცხოური უნივერსიტეტების შესაბამის სამსახურებთან, არასაუნივერსიტეტო სამეცნიერო ცენტრებთან განვითარებული სამეცნიერო კვლევითი საქმიანობის ხელშეწყობა და კოორდინაცია;
4.    საუნივერსიტეტო   სამსახურებიდან   სამეცნიერო-კვლევით   საქმიანობასთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაციის გამოთხოვა;
5.  აკადემიური  პერსონალის  თვითშეფასების  კითხვარის  შევსების  ორგანიზება შესაბამის ვადებში;
6. შევსებული კითხვარების შესწორება, ტექნიკური და შინაარსობრივი ხარვეზების გასწორება;     შევსებული     კითხვარების     დამუშავება.     ფაკულტეტის     ყველა მიმართულების დეპარტამენტის სამეცნიერო აქტივობის მაჩვენებლების გამოვლენა. მათი შედარებითი ანალიზი. ძლიერი და სუსტი მხარეების გამოვლენა;
7. შევსებული კითხვარების დამუშავების შედეგების საფუძველზე ფაკულტეტის წლიური სამეცნიერო ანგარიშის წარდგენა თსუ სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების დეპარტამენტში;
8. ლოკალური, რეგიონული და საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციების, სამეცნიერო გამოცემების, სასწავლო და სამეცნიერო საგრანტო კონკურსების, თსუ აკადემიური პერსონალისთვის გამოცხადებული გაცვლითი პროგრამების და სტიპენდიების შესახებ ინფორმაციის მოძიება და სისტემატური მიწოდება აკადემიური პერსონალისათვის;
9. სადოქტორო სწავლების მართვადა მონიტორინგი;
10. დოქტორანტთა სემინარების და კოლოქვიუმების ორგანიზება;
11. დოქტორანტთა სასწავლო და კვლევითი გეგმების შესრულების მონიტორინგი;
12. უნივერსიტეტის ადმინისტრაციის მიერ შემუშავებული და მოწოდებული სხვადასხვა სახის სტიპენდიების, საგრანტო კონკურსებისა და არსებული სასწავლო პროგრამების შესახებ დოქტორანტებისთვის რეგულარულად ინფორმაციის მიწოდების უზრუნველყოფა;
13. თითოეული დოქტორანტისთვის, სასწავლო და კვლევითი კომპონენტის დროული განხორციელებისათვის, ინდივიდუალური და ჯგუფური კონსულტაციების გაწევა; ყოველდღიური კორესპონდენცია დოქტორანტებთან;
15. დოქტორანტურის ბაზაზე მუშაობა; ახალ ბაზაში სასწავლო პროგრამების აგება და გამართვა; დოქტორანტების შესახებ პირადი ინფორმაციის შეყვანა და საგნებზე რეგისტრაციის უზრუნველყოფა;
16. სადოქტორო ნაშრომების დაცვის პროცედურული საკითხების ორგანიზება;
17. დოქტორანტურასთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხის შესახებ წერილების მომზადება და შემოსულ წერილებზე პასუხის გაცემა;
18. დოქტორანტების შესახებ რეესტრისათვის ან საქსტატის მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის მომზადება.
19. კურსდამთავრებული დოქტორანტების დიპლომის დანართების გამზადება და გადაცემა სასწავლო პროცესის მართვის სამსახურისთვის;
20. სასწავლო პროცესის სწორი წარმართვისათვის რეგულარული თანამშრომლობა სასწავლო პროცესის და ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურთან.


7.   კონკურსში     მონაწილეობის     მსურველ     აპლიკანტს     მოეთხოვება     შემდეგი დოკუმენტების წარმოდგენა:
ა) განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე;
ბ) CV ქართულ ენაზე (დოკუმენტის PDF ვერსია) ელექტრონულად;
გ) უმაღლესი განათლების დამადასტურებელო დიპლომის ასლი;
დ) პირადობის მოწმობის ან პასპორტის სურათიანი გვერდის ასლი;
ე) სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი;
ვ)  კონკურსით  გამოცხადებული  ვაკანსიის  დაკავების  შემთხვევაში აპლიკანტმა პერსონალის მართვის დეპარტამენტში უნდა წარმოადგინოს ცნობა ,,სქესობრივი თავისუფლებისა  და  ხელშეუხებლობის  წინააღმდეგ  მიმართული  დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობის შესახებ”.
8.  კონკურსში მონაწილეობის მსურველი აპლიკანტის შერჩევა განხორციელდება სააპლიკაციო პაკეტის განხილვის საფუძველზე საკონკურსო კომისიის მიერ. არასრულად დოკუმენტების წარმოდგენის შემთხვევაში,  საკონკურსო კომისიის მიერ    აპლიკანტის    დოკუმენტები    არ    განიხილება.    აპლიკანტი,    ვის    მიერ წარმოდგენილი დოკუმენტების დააკმაყოფილებს საკონკურსო მოთხოვნებს, წინასწარი შეტყობინების საფუძველზე შესარჩევ კომისიასთან გაივლის გასაუბრებას (კონკრეტული თარიღი და დრო ეცნობებათ წინასწარ). გასაუბრების შედეგები აპლიკანტს ეცნობებათ პირადად;
9.   ბრძანებით  მოთხოვნილი  დოკუმენტები  აპლიკანტების  მიერ  გადმოგზავნილი უნდა იქნეს 2025 წლის 12 სექტემბრიდან 19 სექტემბრის ჩათვლით 17:00 საათამდე ელექტრონულ მისამართზე: vacancy@tsu.ge. სათაურის ველში უნდა მიეთითოს - “ მედიცინის ფაკულტეტის სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამსახურის წამყვანი სპეციალისტის პოზიცია”.
10. სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის    ფაკულტეტის    საშტატო    განრიგით    განსაზღვრულ    მედიცინის ფაკულტეტის სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამსახურის წამყვანი სპეციალისტის შერჩევის მიზნით შეიქმნას კომისია და დამტკიდეს კომისიის მუშაობის წესი (დანართი 1);
11. ბრძანება    სსიპ-ივანე    ჯავახიშვილის    სახელობის    თბილისის    სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის საშტატო განრიგით განსაზღვრულ მედიცინის ფაკულტეტის სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამსახურის წამყვანი სპეციალისტის პოზიციაზე შესარჩევად კონკურსის გამოცხადების შესახებ განთავსდეს უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე - www.tsu.ge -ზე და ინტერნეტ სივრცეში.
12. ბრძანების  უნივერსიტეტის  ოფიციალურ  ვებ-გვერდზე  განთავსება  დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
13. საკონკურსო კომისიის შემაჯამებელი ოქმი თსუ ადმინისტრაციის ხელმძღვანელს წარედგინოს არაუგვიანეს 2025 წლის ოქტომბრის თვისა.
14. წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს შესაბამის სტრუქტურულ    ერთეულებს      (საფინანსო      დეპარტამენტი,       შესყიდვების განყოფილება, პერსონალის მართვის დეპარტამენტი, საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური, საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი, მედიცინის ფაკულტეტი).
15. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ლაშა საღინაძე

View More

Order N: 268/02-01      

,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტში 2025-2026 სასწავლო წელს დოქტორანტურაში მიღების გამოცხადებისა და წარმოსადგენი დოკუმენტების ნუსხის განსაზღვრის შესახებ” რექტორის 2025 წლის 31 ივლისის N 161/01-01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„უმაღლესი განათლების   შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი  ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის  პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის  მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 58-ე მუხლის პირველი ნაწილის, 63-ე მუხლის,  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის    11 სექტემბრის   №135/ნ  ბრძანებით  დამტკიცებული  საჯარო სამართლის იურიდიული პირის  – ივანე    ჯავახიშვილის   სახელობის   თბილისის    სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების  მე-14 მუხლის  პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის „ა“, „ბ“, „ო“ და „პ“ ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების  მინისტრის 2021 წლის   18 ოქტომბრის  N90/ნ  ბრძანებით  დამტკიცებული   „უმაღლესი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის შექმნისა და ადმინისტრირების წესისა და პირობების“ მე-7 მუხლის  მე-2 პუნქტის საფუძველზე,

ვბრძანებ:

1. შევიდეს  ცვლილება ,,სსიპ  - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტში 2025-2026 სასწავლო წელს დოქტორანტურაში მიღების გამოცხადებისა და წარმოსადგენი დოკუმენტების ნუსხის  განსაზღვრის  შესახებ”  რექტორის  2025 წლის  31 ივლისის  N 161/01-01  ბრძანებაში და მე-3 პუნქტს დაემატოს  „ო¹“ და ო² ქვეპუნქტი  და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:



ო¹) გამოცდა   სპეციალობაში   (იმ   საგანმანათლებლო პროგრამების  დოქტორანტობის კანდიდატებისთვის, რომლებსაც   მოეთხოვებათ    ზეპირი     კომპონენტის     ჩაბარება) შედეგების გასაჩივრება – 19 სექტემბერი.

ო²)  აპელაციის  ((გამოცდა  სპეციალობაში)  იმ  საგანმანათლებლო პროგრამების დოქტორანტობის  კანდიდატებისთვის, რომლებსაც მოეთხოვებათ ზეპირი  კომპონენტის ჩაბარება) შედეგების გამოცხადება – 19 სექტემბერი.

2.  ბრძანების დაინტერესებული პირისთვის  გადაცემა დაევალოს თსუ კანცელარიას;
3.  ბრძანების  უნივერსიტეტის     ოფიციალურ    ვებგვერდზე       განთავსება      დაევალოს
უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტმენტს;
4.  ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

რექტორი ჯაბა სამუშია 
 

View More

Order N: 206/01-01

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის წამყვანი სპეციალისტის (შტატგარეშე) პოზიციაზე (შტატგარეშე) შესარჩევად კონკურსის გამოცხადების შესახებ

,,უმაღლესი განათლების  შესახებ" საქართველოს კანონის   23-ე   მუხლის    პირველი პუნქტის და  24-ე მუხლის პირველი პუნქტის  ,,ა’’,  ,,ზ’’  და  “ი" ქვეპუნქტების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ  - ივანე ჯავახიშვილის  სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების  მე-15   მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა’’, ,,ვ’’, ,,ზ’’  და ,,პ” ქვეპუნქტების  და ამავე მუხლის  მე-2 პუნქტის, ,,სსიპ  - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამხმარე პერსონალის სამსახურში მიღების   წესი, შრომის ანაზღაურების ოდენობა და პირობები’’  (დამტკიცებულია თსუ  წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ, ოქმი N7; 26.12.2023წ), საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტმამენტის უფროსის ნინო უგრეხელიძის 2025 წლის 27 აგვისტოს N 21134/10 წერილის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. გამოცხადდეს კონკურსი სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტში წამყვანი სპეციალისტის (შტატგარეშე) პოზიციაზე.
2.ბრძანების პირველი პუნქტით  განსაზღვრულ პოზიციაზე ხელფასი თვეში განისაზღვრება 1600 (ათასექვსასი) ლარის ოდენობით  (საშემოსავლო   გადასახადისა და   საპენსიო ანარიცხის ჩათვლით). სამუშაო საათები კვირაში არანაკლებ 40 საათისა
09:00 სთ-დან 18:00 სთ-მდე, შესვენება 13:14 საათამდე ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა.
3.აპლიკანტი   უნდა  აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:
ა) უმაღლესი  განათლება  - ბაკალავრი (სოციალური  მეცნიერებები/ჰუმანიტარული მეცნიერებების  სფეროში)
ბ) მუშაობის 2 წლიანი გამოცდილება, მათ შორის საზოგადოებასთან ურთიერთობის/მედიის სფეროში მუშაობის არანაკლებ 1 წლის გამოცდილება;

4.აპლიკანტს    უნდა ფლობდეს პოზიციისათვის დამახასიათებელ სპეციფიურ ცოდნას:

ა) ეფექტურ წერით და ზეპირ კომუნიკაციას; 
ბ) სოციალური მედიის  ტექნოლოგიებს;
გ) ფოტო გადაღება-დამუშავებას; 
დ) არქივის წარმოებას;
ე)  მედიის  კონტენტ-ანალიზს;
დ) საოფისე კომპიუტერულ პროგრამებს (Microsoft Office, Internet Browser ).

5. აპლიკანტს მოეთხოვება შემდეგი პიროვნული თვისებები:
ა) დამოუკიდებლად მუშაობის უნარი; 
ბ) გუნდური მუშაობის უნარი;
გ) შემოქმედებითი  აზროვნება;
დ) საქმის დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი; 
ე) ეფექტური წერითი კომუნიკაციის უნარი;
ვ) ერთდროულად სხვადასხვა ამოცანებზე დამოუკიდებლად და ეფექტურად მუშაობის უნარი;
ზ) ინფორმაციის შეგროვებისა და ანალიზის უნარი; 
თ) პუნქტუალურობა და დროის ეფექტიანი მართვა;

6. სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის წამყვანი სპეციალისტის (შტატგარეშე) პოზიციაზე დასაქმების შემთხვევაში პირს მოეთხოვება შემდეგი ფუნქციების (ძირითადი  მოვალეობები) შესრულება:
ა)  თსუ   სოციალური   ქსელების  (Facebook,  Youtube,  TikTok,  instagram,  Linkedin,  X) მართვა;
ბ) პრესრელიზების მომზადება;
გ) მედია მონიტორინგის წარმოება;
დ) საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის  აქტივობებში  მონაწილეობა;
7. კონკურსში მონაწილეობის მსურველ აპლიკანტს მოეთხოვება შემდეგი დოკუმენტების  წარმოდგენა:
ა) განცხადება საკონკურსო კომისიის  სახელზე;
ბ) CV ქართულ ენაზე (დოკუმენტის PDF ვერსია) ელექტრონულად;
გ) უმაღლესი განათლების დამადასტურებელო დიპლომის ასლი;
დ) პირადობის მოწმობის ან პასპორტის სურათიანი გვერდის ასლი;
ე)  კონკურსით   გამოცხადებული   ვაკანსიის   დაკავების   შემთხვევაში   აპლიკანტმა პერსონალის მართვის  დეპარტამენტში   უნდა   წარმოადგინოს ცნობა  ,,სქესობრივი
თავისუფლებისა   და   ხელშეუხებლობის   წინააღმდეგ   მიმართული   დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობის შესახებ”.

8. კონკურსში     მონაწილეობის    მსურველი    აპლიკანტის    შერჩევა   განხორციელდება სააპლიკაციო პაკეტის განხილვის საფუძველზე საკონკურსო კომისიის  მიერ. არასრულად დოკუმენტების წარმოდგენის შემთხვევაში,  საკონკურსო კომისიის  მიერ აპლიკანტის  დოკუმენტები  არ განიხილება.  აპლიკანტი,  ვის  მიერ  წარმოდგენილი დოკუმენტებიც დააკმაყოფილებს საკონკურსო მოთხოვნებს, წინასწარი შეტყობინების საფუძველზე  შესარჩევ კომისიასთან გაივლის გასაუბრებას (კონკრეტული თარიღი და დრო ეცნობებათ წინასწარ). გასაუბრების შედეგები აპლიკანტს ეცნობება პირადად;
9. ბრძანებით  მოთხოვნილი დოკუმენტები აპლიკანტების  მიერ გადმოგზავნილი  უნდა იქნეს 2025 წლის 10 სექტემბრიდან 2025 წლის 16 სექტემბრის ჩათვლით 17:00 საათამდე  ელექტრონულ მისამართზე: vacancy@tsu.ge. სათაურის  ველში უნდა მიეთითოს  - “საზოგადოებასთან  ურთიერთობის   დეპარტამენტის   წამყვანი  სპეციალისტის პოზიცია”.
10. სსიპ-ივანე    ჯავახიშვილის   სახელობის   თბილისის    სახელმწიფო  უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის წამყვანი სპეციალისტის (შტატგარეშე) შერჩევის მიზნით შეიქმნას კომისია და დამტკიდეს კომისიის  მუშაობის წესი (დანართი 1);
11. ბრძანება სსიპ-ივანე ჯავახიშვილის     სახელობის      თბილისის       სახელმწიფო უნივერსიტეტის     საზოგადოებასთან     ურთიერთობის     დეპარტამენტის      წამყვანი სპეციალისტის (შტატგარეშე) პოზიციაზე შესარჩევად კონკურსის  გამოცხადების შესახებ  განთავსდეს  უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე  -  www.tsu.ge -ზე  და ინტერნეტ სივრცეში.
12. ბრძანების    უნივერსიტეტის   ოფიციალურ    ვებ-გვერდზე    განთავსება    დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
13. საკონკურსო  კომისიის   შემაჯამებელი   ოქმი  თსუ  ადმინისტრაციის  ხელმძღვანელს წარედგინოს არაუგვიანეს 2025 წლის ოქტომბრის თვისა.
14. წინამდებარე  ბრძანება  კანონმდებლობით  დადგენილი   წესით   გადაეცეს  შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს  (საფინანსო დეპარტამენტი,  შესყიდვების განყოფილება, პერსონალის მართვის დეპარტამენტი, საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური,  საზოგადოებასთან ურთიერთობის  დეპარტამენტი).
15. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი შამათავა

View More

Order N: 266/02-01

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხული სტუდენტებისათვის 2025-2026 სასწავლო წლიდან ბაკალავრიატის, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის, მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლის გაგრძელების უფლების მინიჭების შესახებ

სსიპ  – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართულ ენაში  მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხულ  სტუდენტებზე, რომლებმაც დაასრულეს  ქართულ ენაში  მომზადების  საგანმანათლებლო  პროგრამა (60 კრედიტი)  „უმაღლესი  განათლების შესახებ“  საქართველოს კანონის  473 -ე მუხლის  მე-3 პუნქტის თანახმად,  გაიცა  ქართულ  ენაში  მომზადების  საგანმანათლებლო პროგრამის გავლის დამადასტურებელი  სერტიფიკატი.   ზემოაღნიშნულმა სტუდენტებმა   სწავლის გაგრძელების მოთხოვნით მომართეს უნივერსიტეტს და „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის    473 -ე  მუხლის   მე-4  პუნქტის  შესაბამისად,   მათი   მოთხოვნა დაკმაყოფილდა.

ხსენებულიდან გამომდინარე და „უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი  პუნქტის, 473 -ე  მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52- ე მუხლის  პირველი და მეორე ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე 3 ნაწილების, 54-ე მუხლის  პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის  პირველი და მე-2 ნაწილების, 56–ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, მე-100 მუხლის პირველი ნაწილის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების  მინისტრის  2013 წლის  11 სექტემბრის  N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის  – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის  წესდების  მე-14 მუხლის  პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის „ა“, „ბ“ „ო“ და „პ“ ქვეპუნქტების,  მე-9 პუნქტის, რექტორის 2025 წლის 2 სექტემბრის N 820/01-04 ბრძანების და სტუდენტების განცხადებების საფუძველზე,

ვბრძანებ:

1.მიეცეთ ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხულ სტუდენტებს 2025-2026 სასწავლო წლიდან ბაკალავრიატის, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის, მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლის გაგრძელების უფლება სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულების შესაბამისად თანდართული სიის მიხედვით:
ა) ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი (დანართი №1); 
ბ) ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი  (დანართი №2);
გ) სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი  (დანართი №3); 
დ) ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი (დანართი №4);
ე) იურიდიული ფაკულტეტი (დანართი №5); 
ვ) მედიცინის ფაკულტეტი  (დანართი №6);
ზ) ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი  (დანართი №7);

2.   დაევალოს კანცელარიას წინამდებარე ბრძანების განთავსება ყველასთვის ხელმისაწვდომ ადგილზე პირთა მაიდენტიფიცირებელი მონაცემების გარეშე;
3.   ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე  განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს პირთა მაიდენტიფიცირებელი მონაცემების გარეშე;
4.   ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.


რექტორი ჯაბა სამუშია 
 

 

View More

Order N: 862/01-04

,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტში პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ რექტორის 2020 წლის 05 მაისის N80/01-01 ბრძანებაში ცვლილების შეტანისა და თანმდევი, განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ემუხლის  პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი  ადმინისტრაციული კოდექსის 51-ემუხლის  პირველი ნაწილის, 52- ე მუხლის  პირველი ნაწილის, 53-ემუხლის  მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის  პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის  თბილისის   სახელმწიფო  უნივერსიტეტის  წესდების   მე-14 მუხლის  პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის ,,ა", ,,ბ" ,,ო" და ,,პ" ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, 42-ემუხლის  მე-2 პუნქტის, სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამხმარე  საგანმანათლებლო ერთეულის   პროფესიული  განათლების ცენტრის დებულების მე-2 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის, სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის  2024 წლის  08 ივლისის   N178/01-01 ბრძანებით დამტკიცებული   „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის   სახელობის   თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში პროფესიული  საგანმანათლებლო პროგრამის დაგეგმვის, შემუშავების, დამტკიცების, შეფასების, განვითარების  და პროფესიული  სტუდენტების ზღვრული  რაოდენობის  განსაზღვრის   წესის“     მე-9  მუხლის   პირველი,  მე-2  და  მე-3 პუნქტების, სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესიული  განათლების  ცენტრის   ხელმძღვანელის   2025 წლის    04 სექტემბრის N 21669/10 წარდგინების საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1.შევიდეს     ცვლილებება „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების დამტკიცების შესახებ რექტორის  2020 წლის    05 მაისის    N80/01-01 ბრძანება“-ში  და  ბრძანების  პირველი პუნქტით დამტკიცებული       პროფესიული        საგანმანათლებლო      პროგრამა
„საბიბლიოთეკო საქმე“ ჩამოყალიბდეს ახალი, წინამდებარე ბრძანებაზე თანდართული რედაქციით („საბიბლიოთეკო საქმე“, თბილისი, დანართი N1).

 2. წინამდებარე ბრძანების პირველი პუნქტით  გათვალისწინებული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების ამოქმედება  მოხდეს  2025  წელს  პროფესიულ სტუდენტთა მიღების გამოცხადების დღიდან.
3.   სსიპ   -  ივანე  ჯავახიშვილის  სახელობის  თბილისის   სახელმწიფო უნივერსიტეტში პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების დამტკიცების შესახებ რექტორის 2020 წლის 05 მაისის  N80/01-01 ბრძანებით დამტკიცებულ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე „საბიბლიოთეკო საქმე“ (თბილისის)  2024 წელს ჩარიცხულმა პროფესიულმა სტუდენტებმა სასწავლო პროცესი დაამთავრონ იმ  პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამით, რომელზეც განხორციელდა მათი ჩარიცხვა.
4.   ბრძანების  ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე  განთავსების  უზრუნველყოფა  და შესაბამის  სტრუქტურულ  ერთეულებისთვის მიწოდება  დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
5. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
6.   ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

რექტორი ჯაბა სამუშია

View More

Order N: 203/01-01   

„სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ რექტორის 2019 წლის 29 ნოემბრის N299/01-01 ბრძანებაში ცვლილებების შეტანისა და თანმდევი, განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ემუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ემუხლის პირველი ნაწილის, 52- ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ემუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის,  56-ე  მუხლის  მე-2  და  მე-3  ნაწილების,  57-ე  მუხლის,  63-ე  მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული    საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  წესდების  მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის ,,ა", ,,ბ" ,,ო" და ,,პ" ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, 42-ემუხლის მე-2 პუნქტის, სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამხმარე  საგანმანათლებლო  ერთეულის პროფესიული  განათლების ცენტრის დებულების მე-2 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის, სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის 2024 წლის  08 ივლისის  N178/01-01 ბრძანებით დამტკიცებული „სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში  პროფესიული  საგანმანათლებლო  პროგრამის  დაგეგმვის, შემუშავების, დამტკიცების,  შეფასების,  განვითარების  და  პროფესიული  სტუდენტების ზღვრული რაოდენობის  განსაზღვრის  წესის“     მე-9  მუხლის  პირველი,  მე-2  და  მე-3 პუნქტების, სსიპ    - ივანე ჯავახიშვილის  სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესიული  განათლების  ცენტრის  ხელმძღვანელის    2025 წლის    04 სექტემბრის N 21669/10 წარდგინების საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. შევიდეს ცვლილებები „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების დამტკიცების შესახებ რექტორის 2019 წლის 29 ნოემბრის  N299/01-01 ბრძანება“-ში და ბრძანების პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით დამტკიცებული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა „საბაჟო საქმე“ ჩამოყალიბდეს ახალი, წინამდებარე ბრძანებაზე თანდართული რედაქციით („საბაჟო საქმე“, თბილისი, (დანართი N1) და „საბაჟო საქმე“, ქუთაისი, (დანართი N2).

2. წინამდებარე ბრძანების პირველი პუნქტით გათვალისწინებული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების ამოქმედება მოხდეს 2025 წელს პროფესიულ სტუდენტთა მიღების გამოცხადების დღიდან.
3.  სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების დამტკიცების შესახებ რექტორის 2019 წლის 29 ნოემბრის N299/01-01 ბრძანების პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით დამტკიცებულ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე „საბაჟო საქმე“ 2024 წელს ჩარიცხულმა პროფესიულმა სტუდენტებმა სასწავლო პროცესი დაამთავრონ იმ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამით, რომელზეც განხორციელდა მათი ჩარიცხვა.
4.   ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსების უზრუნველყოფა და შესაბამის  სტრუქტურულ  ერთეულებისთვის  მიწოდება  დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
5. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
6.   ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

რექტორი ჯაბა სამუშია

View More

Order N: 204/01-01  

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ახალი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების ადმინისტრაციული სერვისების მენეჯმენტი - (თბილისი, ქუთაისი) დამტკიცების შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52- ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის  2013 წლის  11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით  დამტკიცებული  საჯარო  სამართლის  იურიდიული  პირის  - ივანე ჯავახიშვილის სახელობის  თბილისის  სახელმწიფო  უნივერსიტეტის  წესდების  მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის „ა“, „ბ“ „ო“ და „პ“ ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, 42-ე მუხლის მე-2 პუნქტის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამხმარე საგანმანათლებლო ერთეულის პროფესიული განათლების ცენტრის დებულების   მე-2  მუხლის  „ბ“  ქვეპუნქტის,   „სსიპ  - ივანე  ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო  უნივერსიტეტში პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის დაგეგმვის, შემუშავების   , დამტკიცების   , შეფასების   , განვითარების  და პროფესიული სტუდენტების ზღვრული რაოდენობის განსაზღვრის წესი“-ის , მე-6 მუხლის მე-5, მე-6 და მე-7, პუნქტების, 2025 წლის 04 სექტემბრის თსუ პროფესიული განათლების ცენტრის ხელმძღვანელის N 21669/10 წარდგინების საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:


1. დამტკიცდეს დანართების  შესაბამისად შემდეგი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები:

 პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა განხორციელების ადგილი დანართის N
1 ადმინისტრაციული სერვისების მენეჯმენტი თბილისი დანართი N1
2 ადმინისტრაციული სერვისების მენეჯმენტი ქუთაისი დანართი N2

2.  ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსების უზრუნველყოფა და შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებისთვის მიწოდება დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
3.  ბრძანების      უნივერსიტეტის      ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება      დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
4. წინამდებარე      ბრძანებით      დამტკიცებული      პროფესიული      საგანმანათლებლო პროგრამები ამოქმედდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მათზე განხორციელების უფლების მოპოვების შემდეგ.
5. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.


რექტორი ჯაბა სამუშია

View More

Order N: 205/01-01     

„სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ახალი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ რექტორის 2020 წლის 01 ივნისის N97/01-01 ბრძანებაში ცვლილების შეტანისა და თანმდევი, განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ემუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ემუხლის პირველი ნაწილის, 52- ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ემუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის,  56-ე  მუხლის  მე-2  და  მე-3  ნაწილების,  57-ე  მუხლის,  63-ე  მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული    საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  წესდების  მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის ,,ა", ,,ბ" ,,ო" და ,,პ" ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, 42-ემუხლის მე-2 პუნქტის, სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამხმარე  საგანმანათლებლო  ერთეულის  პროფესიული  განათლების ცენტრის დებულების მე-2 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის, სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის  2024 წლის  08 ივლისის  N178/01-01 ბრძანებით დამტკიცებული   „სსიპ      - ივანე   ჯავახიშვილის   სახელობის   თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში  პროფესიული  საგანმანათლებლო  პროგრამის  დაგეგმვის, შემუშავების, დამტკიცების,  შეფასების,  განვითარების  და  პროფესიული  სტუდენტების ზღვრული რაოდენობის  განსაზღვრის  წესის“     მე-9  მუხლის  პირველი,  მე-2  და  მე-3 პუნქტების, სსიპ      - ივანე        ჯავახიშვილის     სახელობის     თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესიული  განათლების  ცენტრის  ხელმძღვანელის    2025 წლის    04 სექტემბრის № 21669/10 წარდგინების საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. შევიდეს შემდეგი ცვლილებები „სსიპ  - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში  ახალი  პროფესიული  საგანმანათლებლო  პროგრამების დამტკიცების შესახებ“ რექტორის 2020 წლის 01 ივნისის N97/01-01 ბრძანებაში:
ა) ბრძანების   პირველი   პუნქტით   დამტკიცებული   პროფესიული   საგანმანათლებლო პროგრამა „ბუღალტრული   აღრიცხვა“   თბილისი,   ქუთაისი   ჩამოყალიბდეს   ახალი, წინამდებარე ბრძანებაზე    თანდართული    რედაქციით    „ბუღალტრული    აღრიცხვა“ თბილისი (დანართი N1).
ბ) ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა „ბუღალტრული აღრიცხვა“ თბილისი, ქუთაისი ჩამოყალიბდეს ახალი, წინამდებარე ბრძანებაზე თანდართული რედაქციით „ბუღალტრული აღრიცხვა“ ქუთაისი (დანართი N2).
გ)   ბრძანების   პირველი   პუნქტით   დამტკიცებული   პროფესიული   საგანმანათლებლო პროგრამა „საფინანსო სერვისები“ თბილისი, ქუთაისი ჩამოყალიბდეს ახალი, წინამდებარე ბრძანებაზე თანდართული რედაქციით „საფინანსო სერვისები“ თბილისი (დანართი N3).
დ)  ბრძანების  პირველი  პუნქტით  დამტკიცებული  პროფესიული  საგანმანათლებლო პროგრამა „საფინანსო სერვისები“ თბილისი, ქუთაისი ჩამოყალიბდეს ახალი, წინამდებარე ბრძანებაზე თანდართული რედაქციით „საფინანსო სერვისები“ ქუთაისი (დანართი N4);
ე) ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა „ღონისძიების ორგანიზება“ თბილისი, ქუთაისი ჩამოყალიბდეს ახალი, წინამდებარე ბრძანებაზე თანდართული რედაქციით „ღონისძიების ორგანიზება“ თბილისი (დანართი N5).
ვ) ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა „ღონისძიების ორგანიზება“ თბილისი, ქუთაისი ჩამოყალიბდეს ახალი, წინამდებარე ბრძანებაზე თანდართული რედაქციით „ღონისძიების ორგანიზება“ ქუთაისი (დანართი N6).
ზ) ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა „სკოლამდელი აღზრდა“ თბილისი, ქუთაისი ჩამოყალიბდეს ახალი, წინამდებარე ბრძანებაზე თანდართული რედაქციით „სკოლამდელი აღზრდა“ თბილისი (დანართი N7).
თ) ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა „სკოლამდელი აღზრდა“ თბილისი, ქუთაისი ჩამოყალიბდეს ახალი, წინამდებარე ბრძანებაზე თანდართული რედაქციით „სკოლამდელი აღზრდა“ ქუთაისი (დანართი N8).
ი) ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა „საბიბლიოთეკო საქმე“ ქუთაისი ჩამოყალიბდეს ახალი, წინამდებარე ბრძანებაზე თანდართული რედაქციით „საბიბლიოთეკო საქმე“ ქუთაისი (დანართი N9).
2. წინამდებარე ბრძანების პირველი პუნქტით გათვალისწინებული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების ამოქმედება მოხდეს 2025 წლის შემოდგომით პროფესიულ სტუდენტთა მიღების გამოცხადების დღიდან.
3. „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ახალი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ რექტორის 2020 წლის 01 ივნისის N97/01-01 ბრძანების პირველი პინქტით დამტკიცებული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამებზე: („ბუღალტრული აღრიცხვა“, „სკოლამდელი აღზრდა“,
„საბიბლიოთეკო საქმე“, „საფინანსო სერვისები“,) 2025 წლამდე ჩარიცხულმა პროფესიულმა სტუდენტებმა სასწავლო პროცესი დაამთავრონ იმ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამით რომელზეც განხორციელდა მათი ჩარიცხვა.
4.   ბრძანების   ყველასათვის   ხელმისაწვდომ   ადგილზე   განთავსების   უზრუნველყოფა და  შესაბამის  სტრუქტურულ  ერთეულებისთვის  მიწოდება  დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
5. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ  ვებ-გვერდზე  განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
6. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე. 

 


რექტორი ჯაბა სამუშია

View More

Order N: 201/01-01 

„სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ახალი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ რექტორის 2024 წლის 26 ივნისის N168/01-01 ბრძანებაში ცვლილების შეტანისა და თანმდევი, განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ემუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ემუხლის პირველი ნაწილის, 52- ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ემუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის,  56-ე  მუხლის  მე-2  და  მე-3  ნაწილების,  57-ე  მუხლის,  63-ე  მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული    საჯარო    სამართლის    იურიდიული    პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის  თბილისის  სახელმწიფო  უნივერსიტეტის  წესდების  მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის ,,ა", ,,ბ" ,,ო" და ,,პ" ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, 42-ემუხლის მე-2 პუნქტის, სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამხმარე  საგანმანათლებლო  ერთეულის  პროფესიული  განათლების ცენტრის დებულების მე-2 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის, სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის  2024 წლის  08 ივლისის  N178/01-01 ბრძანებით დამტკიცებული „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში  პროფესიული  საგანმანათლებლო  პროგრამის  დაგეგმვის, შემუშავების, დამტკიცების, შეფასების,  განვითარების  და  პროფესიული  სტუდენტების ზღვრული რაოდენობის  განსაზღვრის  წესის“  მე-9  მუხლის  პირველი,  მე-2  და  მე-3 პუნქტების, სსიპ      - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესიული  განათლების  ცენტრის  ხელმძღვანელის    2025 წლის    04 სექტემბრის № 21669/10 წარდგინების საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. შევიდეს შემდეგი ცვლილებები „სსიპ  - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში  ახალი  პროფესიული  საგანმანათლებლო  პროგრამების დამტკიცების შესახებ“ რექტორის 2024 წლის 26 ივნისის N168/01-01 ბრძანებაში:
ა) ბრძანების   პირველი   პუნქტით   დამტკიცებული   პროფესიული   საგანმანათლებლო პროგრამა „   საექთნო განათლება   “    თბილისი, ჩამოყალიბდეს    ახალი,    წინამდებარე ბრძანებაზე თანდართული რედაქციით (დანართი N1 („საექთნო განათლება“ თბილისი)).

 ბ) ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა „საექთნო განათლება“ ქუთაისი, ჩამოყალიბდეს ახალი, წინამდებარე ბრძანებაზე თანდართული რედაქციით (დანართი N2 („საექთნო განათლება“ ქუთაისი)).
გ) ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა „Front-end დეველოპმენტი“ თბილისი, ჩამოყალიბდეს ახალი, წინამდებარე ბრძანებაზე თანდართული რედაქციით (დანართი N3 („Front-end დეველოპმენტი“ თბილისი)).
დ) ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა „Front-end დეველოპმენტი“ ქუთაისი, ჩამოყალიბდეს ახალი, წინამდებარე ბრძანებაზე თანდართული რედაქციით (დანართი N4 („Front-end დეველოპმენტი“ ქუთაისი));
ე) ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა „ტვირთების ექსპედირება“ ქუთაისი, ჩამოყალიბდეს ახალი, წინამდებარე ბრძანებაზე თანდართული რედაქციით (დანართი N5 („ტვირთების ექსპედირება“ ქუთაისი)).
ვ) ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა „საწყობის ოპერირება“ ქუთაისი ჩამოყალიბდეს ახალი, წინამდებარე ბრძანებაზე თანდართული რედაქციით (დანართი N6 („საწყობის ოპერირება“ ქუთაისი)).

2. წინამდებარე ბრძანების პირველი პუნქტით გათვალისწინებული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების ამოქმედება მოხდეს 2025 წლის შემოდგომით პროფესიულ სტუდენტთა მიღების გამოცხადების დღიდან.
3. „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ახალი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ რექტორის 2024 წლის 26 ივნისის N168/01-01 ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებულ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე, 2024 წელს ჩარიცხულმა პროფესიულმა სტუდენტებმა სასწავლო პროცესი დაამთავრონ იმ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამით რომელზეც განხორციელდა მათი ჩარიცხვა, გარდა პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამისა „საექთნო განათლება“ თბილისი. აღიშნულ პროგრამაზე 2024 წელს ჩარიცხული პროფესიული სტუდენტები   პროგრამის მე-2 და მე-3 სასწავლო წელს გააგრძელებენ წინამდებარე ბრძანებით დამტკიცებული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის „საექთნო განათლება“ თბილისი, (დანართი N1 („საექთნო განათლება“ თბილისი)) სასწავლო გეგმით.
4.   ბრძანების   ყველასათვის   ხელმისაწვდომ   ადგილზე   განთავსების   უზრუნველყოფა და  შესაბამის  სტრუქტურულ  ერთეულებისთვის  მიწოდება  დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
5. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ  ვებ-გვერდზე  განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
6. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

რექტორი ჯაბა სამუშია

View More

Order N: 202/01-01

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის საფინინსო დეპარტამენტის შესყიდვების განყოფილებაში სტაჟიორის შესარჩევად კონკურსის გამოცხადების შესახებ

"უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 23-ე მუხლის  პირველი პუნქტის და 24-ე მუხლის პირველი პუნქტის "ზ" ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების  მე- 15 მუხლის  პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის  პირველი პუნქტის ,,ნ’’, ,,პ” ქვეპუნქტების და ამავე მუხლის  მე-2 პუნქტის, ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2025 წლის 3 სექტემბრის N260/02-01 ბრძანების,  სსიპ  – ივანე  ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის  ხელმძღვანელის    2011 წლის    16 მაისის     N80/02-01 ბრძანებით დამტკიცებული სტაჟირების გავლის წესის, ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2025 წლის  4 ივლისის  N190/02-01 ბრძანების და დეპარტამენტის  უფროსის  მოვალეობის შემსრულებლის მ. ჯოჯუას 2025 წლის პირველი სექტემბრის  N 21281/10 მოხსენებითი ბარათის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1.გამოცხადდეს კონკურსი   სტაჟიორის   შერჩევის   მიზნით  სსიპ-ივანე    ჯავახიშვილის სახელობის თბილისის     სახელმწიფო   უნივერსიტეტის   საფინინსო    დეპარტამენტის შესყიდვების განყოფილებაში ანაზღაურებად სტაჟირებაზე.
2. კონკურსში მონაწილეობის მიღების უფლება აქვს უმაღლესი განათლების მქონე პირს ან დმამთავრებელი კურსის სტუდენტს.
3. კონკურსში მონაწილე პირმა სასურველია იცოდეს: 
ა)საქართველოს კანონი ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“; 
ბ)საქართველოს კანონი ,,უმაღლესი განათლების შესახებ;
გ) თსუ-ს საფინანსო დეპარტამენტის  დებულება.

4. აპლიკანტი უნდა  ფლობდეს:
ა) სახელმწიფო ენას (წერა, კითხვა,  მეტყველება); 
ბ) ინგლისურ ენას (სასურველია);
გ) საოფისე კომპიუტერულ პროგრამებს - Microsoft Office: WORD, EXCEL, INTERNET, POWERPOINT.

5.სტაჟიორის   შერჩევისას   ყურადღება   მიექცევა   შემდეგ   პიროვნულ   მახასიათებლებს (უნარებს):

ა) პუნქტუალობა/დისციპლინა/ორგანიზებულობა 
ბ) დავალების დადგენილ ვადაში შესრულება
გ) დამოუკიდებლად  მუშაობის უნარი 
დ) გუნდური მუშაობის კულტურა
ე) პროფესიულ განვითარებაზე ორიენტირებულობა 
ვ) ტექნიკური უნარ-ჩვევები
ზ) ინიციატივის გამოვლენა
თ) კრიტიკული აზროვნება/ანალიზის  უნარი 
ი) კომუნიკაბელურობა
კ) ცვლილებების სწრაფად აღქმის უნარი.

6. სტაჟიორის ფუნქცია- ვალდებულებებია:

1. გაეცნოს საფინანსო დეპარტამენტის, შესყიდვების განყოფილების  და უნივერსიტეტის მუშაობის სპეციფიკას.  კომპეტენციის ფარგლებში, მიიღოს მონაწილეობა სხვადასხვა საკითხების დამუშავებაში.
2. გაეცნოს განყოფილების დოკუმენტაციას, ისარგებლოს სათანადო ინფორმაციით (ელექტრონული საშუალებებითა  და სხვა);
3. შეისწავლოს სახელმწიფო შესყიდვების კანონი, კანონქვემდებარე აქტები, გაეცნოს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მიერ გამოცემულ მითითებებსა და რეკომენდაციებს;
4. გაეცნოს სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემას (https://procurement.gov.ge/);
5. შეისწავლოს სხვადასხვა დოკუმენტაციის მომზადება: სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებები, ხელშეკრულებაში ცვლილების შესახებ შეთანხმებები, ბრძანებების პროექტები და სხვა).
6.   გაეცნოს ტენდერის წინამოსამზადებელ პროცედურებს,  როგორიცაა ტექნიკური დავალების   გადამოწმება/სისტემატიზაცია, ბაზრის კვლევა, ბაზრის კვლევის შედეგების ანალიზი და სხვა;
7.   მონაწილეობა მიიღოს, ტენდერის ჩატარების საჭირო სატენდერო დოკუმენტაციისა და სხვა მასალების მომზადების შედგენაში; 
8.   სატენდერო პროცედურების მიმდინარეობისას მონაწილეობა მიიღოს სატენდერო წინადადებების განხილვა - შეფასებაში, შესაბამისი  ოქმების და შეტყობინებების მომზადებში;
9.   ზედამხედველობის ქვეშ მოამზადოს სახელმწიფო შესყიდვების ხელშეკრულებები;
10. შეისწავლოს გამარტივებული შესყიდვის,  ელექტრონული  ტენდერის ჩატარების შედეგად დადებული ხელშეკრულების ან ამ ხელშეკრულების ცვლილების (მათ შორის, ხელშეკრულების შეწყვეტის) ამსახველი დოკუმენტის, მიღება-ჩაბარების აქტების  სააგენტოსათვის წარდგენა/ატვირთვა ერთიანი ელექტრონული სისტემის
შესაბამის ველში. ხელშეკრულებებისათვის შესაბამისი სტატუსების მინიჭება;
11. მოამზადოს კომპეტენციის ფარგლებში, უნივერსიტეტის სტრუქტურული ერთეულებიდან შემოსულ კორესპოდენციაზე წერილობითი პასუხები;
12. განახორციელოს, განყოფილების ხელმძღვანელის დავალებით,  დეპარტამენტის დებულებით განსაზღვრული სხვადასხვა მიმდინარე სამუშაოები;
13. შეასრულოს ყველა ის დავალება, რომელიც მას დაეკისრება ხელმძღვანელის მიერ, გათვალისწინებული სტრუქტურული  ერთეულის  დებულებით და  საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე;
14. გაეცნოს უნივერსიტეტის შინაგანაწესს და ამ წესით დადგენილ მოთხოვნებს.


7. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად სტაჟიორობის კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი საბუთები:

ა) განცხადება კონკურსში  მონაწილეობის თაობაზე  (დანართი  N2 და დანართი  N2,1 ,,პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ );
ბ) CV;
გ) საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
დ) განათლების დამადასტურებელი, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი/ან ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ;
ე) უცხო  ენის ცოდნის   დამადასტურებელი  დოკუმენტი  (საჭიროების შემთხვევაში);
ვ) ცნობა „სქესობრივი  თავისუფლებისა  და ხელშეუხებლობის  წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის  ჩადენისათვის  ნასამართლობის შესახებ“  (სტაჟიორის  პოზიციის დაკავების შემთხვევაში).8.დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადა განისაზღვროს 2025 წლის 10 სექტემბრიდან 16 სექტემბრის ჩათვლით.
9. კონკურსში  მონაწილეობის მსურველი აპლიკანტების  შერჩევა განხორციელდება სააპლიკაციო პაკეტის განხილვის საფუძველზე, შერჩეული აპლიკანტები გაივლიან შესარჩევ ზეპირ გასაუბრებას.
10. ანაზღაურებადი  სტაჟირება თვეში  განისაზღვრება  700 შვიდასი)  ლარის ოდენობით (საშემოსავლო გადასახადისა და საპენსიო ანარიცხის ჩათვლით). სამუშაო საათები კვირაში არანაკლებ 30 საათისა შაბათ-კვირის გარდა. სატაჟირების გავლის პერიოდია  3 ( სამი) თვე. 
11. კონკურსში  მონაწილეობის მსურველი აპლიკანტების შერჩევა განხორციელდება სააპლიკაციო პაკეტის    განხილვის საფუძველზე  და შემდეგ ეტაპზე გადასვლა ეცნობებათ ელ-ფოსტის მეშვეობით.
12. აპლიკანტის  მიერ  საკონკურსო  დოკუმენტების  მიღება  განისაზღვრება   2025  წლის 10 სექტემბრიდან  16 სექტემბრის  ჩათვლით 17 საათამდე, ელექტრონულ ფოსტაზე : stajireba@tsu.ge სათაურის  ველში უნდა მიეთითოს  - ანაზღაურებადი სტაჟირება შესყიდვების განყოფილებაში.
13. ინფორმაცია  ,,სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საფინანსო დეპარტამენტის შესყიდვების განყოფილებაში სტაჟიორის შესარჩევად კონკურსის  გამოცხადების  შესახებ" განცხადება განთავსდეს უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე  და ინტერნეტ სივრცეში.
14. საკონკურსო კომისიის  შემაჯამებელი  ოქმი თსუ ადმინისტრაციის ხელმძღვანელს წარედგინოს არაუგვიანეს 2025 წლის 6 ოქტომბრისა.
15. წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს  (საფინანსო დეპარტამენტი,  პერსონალის მართვის დეპარტამენტი,   საინფორმაციო  ტექნოლოგიების  დეპარტამენტი,   შიდა   აუდიტის სამსახური).
16. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.


ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი მანონი ჯოჯუა

 

View More

Order N: 264/02-01  

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტში   სტაჟიორის შესარჩევად კონკურსის გამოცხადების შესახებ

"უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 23-ე მუხლის  პირველი პუნქტის და    24-ე მუხლის  პირველი პუნქტის "ზ"  ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების  მე-15 მუხლის  პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის  პირველი პუნქტის ,,ნ’’, ,,პ” ქვეპუნქტების და ამავე მუხლის  მე-2 პუნქტის, ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2025 წლის 3 სექტემბრის N260/02-01 ბრძანების,  სსიპ   – ივანე  ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის  ხელმძღვანელის    2011 წლის    16 მაისის     N80/02-01 ბრძანებით დამტკიცებული სტაჟირების გავლის წესის, ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2025 წლის 4 ივლისის N190/02-01 ბრძანების და დეპარტამენტის უფროსის ნ. უგრეხელიძის 2025 წლის 5 სექტემბრის N 21831/10 მოხსენებითი ბარათის საფუძველზე, 

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1.გამოცხადდეს კონკურსი   სტაჟიორის   შერჩევის   მიზნით  სსიპ-ივანე    ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის საზოგადოებასთან  ურთიერთობის დეპარტამენტში ანაზღაურებად სტაჟირებაზე.
2. კონკურსში მონაწილეობის მიღების უფლება აქვს უმაღლესი განათლების მქონე პირს ან სტუდენტს.
3. კონკურსში მონაწილე პირმა სასურველია იცოდეს: 
ა) სამონტაჟო პროგრამა Adobe Premiere Pro;
ბ) ვიდეოკამერით მუშაობა.
4. აპლიკანტი უნდა  ფლობდეს:
ა) სახელმწიფო ენას (წერა, კითხვა,  მეტყველება);
ბ) ინგლისურ ენას (სასურველია);
გ) საოფისე კომპიუტერულ პროგრამებს - Microsoft Office: WORD, EXCEL, INTERNET, POWERPOINT.
5.სტაჟიორის   შერჩევისას   ყურადღება   მიექცევა   შემდეგ   პიროვნულ   მახასიათებლებს (უნარებს):
ა) პუნქტუალობა/დისციპლინა/ორგანიზებულობა 
ბ) დავალების დადგენილ ვადაში შესრულება
გ) დამოუკიდებლად  მუშაობის უნარი 
დ) გუნდური მუშაობის კულტურა
ე) პროფესიულ განვითარებაზე ორიენტირებულობა 
ვ) ტექნიკური უნარ-ჩვევები
ზ) ინიციატივის გამოვლენა
თ) კრიტიკული აზროვნება/ანალიზის  უნარი 
ი) კომუნიკაბელურობა
კ) ცვლილებების სწრაფად აღქმის უნარი.

6. სტაჟიორის ფუნქცია- ვალდებულებებია:

ა) თსუ-ის მიერ ორგანიზებული ღონისძიებების  ვიდეოგადაღება; 
ბ) საიმიჯო მასალის ვიდეოგადაღება;
გ) ვიდეომასალის მონტაჟი; 
დ) ვიდეოარქივის წარმოება;
ე) საჭიროების შემთხვევაში თსუ სოციალური მედიის პლატფორმებისთვის გრაფიკული მასალის მომზადება;
ვ) საჭიროების შემთხვევაში  თსუ-ის სოციალური მედიის  პლატფორმების მართვა;
ზ)  თსუ    კორპუსებში   განთავსებული    მონიტორებისთვის    კონტენტის    შექმნა   და განთავსება;

7.   კონკურსში       მონაწილეობის      მისაღებად      სტაჟიორობის      კანდიდატმა       უნდა წარმოადგინოს შემდეგი საბუთები:

ა)    განცხადება   კონკურსში  მონაწილეობის თაობაზე  (დანართი N2 და დანართი N2,1 ,,პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ );
ბ) CV;
გ) საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი; 
დ)  განათლების  დამადასტურებელი,  საქართველოს კანონმდებლობით  დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი/ან ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ;
ე) უცხო  ენის ცოდნის   დამადასტურებელი  დოკუმენტი  (საჭიროების შემთხვევაში);
ვ) ცნობა „სქესობრივი თავისუფლებისა  და ხელშეუხებლობის  წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისათვის ნასამართლობის შესახებ“ (სტაჟიორის პოზიციის დაკავების შემთხვევაში).

8. დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადა განისაზღვროს  2025 წლის   10 სექტემბრიდან    16 სექტემბრის ჩათვლით.

9. კონკურსში  მონაწილეობის მსურველი აპლიკანტების  შერჩევა განხორციელდება სააპლიკაციო პაკეტის განხილვის საფუძველზე, შერჩეული აპლიკანტები გაივლიან შესარჩევ ზეპირ გასაუბრებას.

10. ანაზღაურებადი სტაჟირება თვეში  განისაზღვრება  700 (შვიდასი)  ლარის ოდენობით (საშემოსავლო გადასახადისა და საპენსიო ანარიცხის ჩათვლით). სამუშაო საათები კვირაში არანაკლებ 30 საათისა შაბათ-კვირის გარდა. სატაჟირების გავლის პერიოდია  3 ( სამი) თვე.

11. კონკურსში  მონაწილეობის მსურველი აპლიკანტების შერჩევა განხორციელდება სააპლიკაციო პაკეტის    განხილვის საფუძველზე  და შემდეგ ეტაპზე გადასვლა ეცნობებათ ელ-ფოსტის მეშვეობით.

12. აპლიკანტის  მიერ  საკონკურსო  დოკუმენტების  მიღება  განისაზღვრება   2025  წლის 10 სექტემბრიდან  16 სექტემბრის  ჩათვლით 17 საათამდე, ელექტრონულ ფოსტაზე : stajireba@tsu.ge სათაურის  ველში უნდა მიეთითოს  - ანაზღაურებადი სტაჟირება საზოგადოებასთან ურთიერთობის  დეპარტამენტი.

13. ინფორმაცია    ,,სსიპ-ივანე     ჯავახიშვილის    სახელობის    თბილისის     სახელმწიფო უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის  დეპარტამენტში  სტაჟიორის შესარჩევად კონკურსის  გამოცხადების  შესახებ" განცხადება განთავსდეს უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე  და ინტერნეტ სივრცეში.

14. საკონკურსო კომისიის  შემაჯამებელი  ოქმი თსუ ადმინისტრაციის ხელმძღვანელს წარედგინოს არაუგვიანეს 2025 წლის 10 ოქტომბრისა.

15. წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს  (საფინანსო დეპარტამენტი,  პერსონალის მართვის დეპარტამენტი,  საინფორმაციო  ტექნოლოგიების  დეპარტამენტი,   შიდა   აუდიტის სამსახური,  საზოგადოებასთან ურთიერთობის  დეპარტამენტი).

16. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი  მანონი ჯოჯუა

View More

Order N: 265/02-01

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2025- 2026 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში საგანმანათლებლო ერთეულიდან/პროგრამიდან სხვა საგანმანათლებლო ერთეულზე/პროგრამაზე სტუდენტების გადასვლის შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 22-ე მუხლის  პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52- ე მუხლის  პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის  მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის  პირველი ნაწილის, 57-ე მუხლის  პირველი ნაწილის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების  მინისტრის 2013 წლის    11 სექტემბრის   N135/ნ  ბრძანებით   დამტკიცებული  საჯარო   სამართლის იურიდიული პირის    –ივანე ჯავახიშვილის     სახელობის     თბილისის      სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების  მე-14 მუხლის  პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის "ა", "ბ"  და "პ" ქვეპუნქტების, მე-9 და მე-11 პუნქტების, „საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრის წარმოების წესის  დამტკიცების  შესახებ"  საქართველოს განათლებისა  და  მეცნიერების მინისტრის  2021 წლის   18 ოქტომბრის  N90/ნ  ბრძანებით   დამტკიცებული  „უმაღლესი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის შექმნისა და ადმინისტრირების წესისა და პირობების„ მე-7 მუხლის  მე-2 პუნქტის, სსიპ-ივანე  ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  აკადემიური  საბჭოს    2011 წლის 25 ივლისის N77/2011 დადგენილებით დამტკიცებული  "სასწავლო პროცესის  მარეგულირებელი  წესის"  მე-7 მუხლის  მე-2  პუნქტის, თსუ რექტორის  2025 წლის  23 ივლისის   N153/01-01 ბრძანების, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის 2025 წლის 4 სექტემბრის N 21697/30, ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა  ფაკულტეტის  დეკანის 2025 წლის 4 სექტემბრის N21712/26, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის  2025 წლის  4 სექტემბრის   N21650/28, იურიდიული ფაკულტეტის  დეკანის  2025 წლის 5 სექტემბრის N21846/31-01,  N21749/31-01, N21848/31-01, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის 2025 წლის 5 სექტემბრის N21668/27, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის   დეკანის მოადგილის 2025 წლის 4 სექტემბრის N21685/29, მედიცინის ფაკულტეტის  დეკანის   2025 წლის  4 სექტემბრის   N 21671/32 წარდგინებების საფუძველზე,

ვბრძანებ:

1.გადაყვანილ  იქნენ 2025-2026 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში შიდა მობილობის წესით შემდეგი      სტუდენტები     საგანმანათლებლო    ერთეულების/პროგრამების შესაბამისად:

ა) ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი (დანართი N1);
ბ) ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი  (დანართი N2);
გ) სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი  (დანართი N3);
დ) ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი (დანართი N4);
ე) იურიდიული ფაკლიტეტი (დანართი N5);
ვ) მედიცინის ფაკულტეტი  (დანართი N6);
ზ) ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი  (დანართი N7);

2. ბრძანების    უნივერსიტეტის   ოფიციალურ   ვებგვერდზე    განთავსება   დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს  პირთა მაიდენტიფიცირებელი მონაცემების გარეშე;
3.  დაევალოს კანცელარიას ბრძანება განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე პირთა    მაიდენტიფიცირებელი     მონაცემების     გარეშე    და    გადასცეს     შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს;
4.  ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

რექტორის მოვალეობის შემსრულებელი ნინო გვენეტაძე
 

View More

Order N: 858/01-04

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტში 2025-2026 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრიდან რეზიდენტურის ალტერნატიული დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების) სპეციალობის  მაძიებელთა პროგრამებზე მიღებისა და მასთან დაკავშირებული  ორგანიზაციული საკითხების მოწესრიგების თაობაზე

,,უმაღლესი განათლების შესახებ“  საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, ,,საექიმო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის  მე-7 და მე-15 მუხლების, ,,ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 91-101 მუხლების, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული  კოდექსის  51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის   მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 56–ე მუხლის  მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის  თბილისის   სახელმწიფო  უნივერსიტეტის  წესდების მე-14 მუხლის  პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის ,,ა“, ,,ბ“, ,,ო“ და ,,პ“ ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის  მინისტრის 2009 წლის 8 აპრილის №135/ნ   ბრძანების    ,,რეზიდენტურის ალტერნატიულ დიპლომისშემდგომ განათლებაში (პროფესიულ მზადებაში)  მონაწილეობის, მისი  წარმართვის და შეფასების წესისა და იმ სამედიცინო დაწესებულებების ან/და სასწავლებლების აკრედიტაციის კრიტერიუმების და წესის დამტკიცების შესახებ, რომლებშიც შესაძლებელია   დიპლომისშემდგომი განათლების  (პროფესიული   მზადების) კურსის გავლა“, ,,სსიპ _ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების  საჯაროდ გამოცხადების წესის დამტკიცების  შესახებ“   თსუ   რექტორის    2010 წლის    13 სექტემბრის   №83/01-01 ბრძანების, ,,ა(ა)იპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში რეზიდენტურის ალტერნატიული დიპლომისშემდგომი საგანმანათლებლო პროგრამების (პროფესიული მზადების)  სპეციალობის მაძიებელთა/უმცროს ექიმთა სასწავლო პროცესის მარეგულირებელი წესის დამტკიცების შესახებ“ თსუ-ს   აკადემიური  საბჭოს 2013 წლის 15 ივლისის №84/2013 წლის დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-სა და მედიცინის ფაკულტეტის  დეკანის 2025 წლის 03  სექტემბრის  №21502/32 წარდგინების საფუძველზე,

ვბრძანებ:

1. გამოცხადდეს მიღება სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტში 2025-2026 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრიდან რეზიდენტურის ალტერნატიული დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების) სპეციალობის მაძიებელთა პროგრამებზე:

1.1.   უროლოგია -  1 რეზიდენტი
1.2.   რეპროდუქტოლოგია - 2 რეზიდენტი
1.3.  ოფთალმოლოგია-  1 რეზიდენტი

2. რეზიდენტურის  ალტერნატიული   დიპლომისშემდგომი   განათლების  (პროფესიული მზადების) სპეციალობის მაძიებელთა    პროგრამებზე მიღებასთან დაკავშირებით განისაზღვროს შემდეგი ვადები:

2.1. საბუთების მიღება – 15-19 სექტემბერი;
2.2. გასაუბრება – 22 სექტემბერი;
2.3. შედეგების გამოცხადება - 23 სექტემბერი.

3. ბრძანების     უნივერსიტეტის    ოფიციალურ     ვებგვერდზე     განთავსება    დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
4. დაევალოს კანცელარიას ბრძანება განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე და გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს;
5. ბრძანება ძალაშია საჯარო გამოცხადებისთანავე.

რექტორის მოვალეობის შემსრულებელი ნინო გვენეტაძე
 

View More

Order N: 860/01-04        

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის საშტატო განრიგით განსაზღვრულ სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამსახურის უფროსის პოზიციაზე კონკურსის გამოცხადების შესახებ

N                                                                     
04.09.2025


"უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 23-ე მუხლის  პირველი პუნქტის და 24-ე მუხლის პირველი პუნქტის "ზ" ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის  2013 წლის    11 სექტემბრის   N135/ნ  ბრძანებით   დამტკიცებული  სსიპ  – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის  პირველი პუნქტის ,,ნ’’, ,,პ” ქვეპუნქტების , ,,სსიპ  - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის დამხმარე პერსონალის სამსახურში  მიღების წესი, შრომის ანაზღაურების ოდენობა და პირობები’’ (დამტკიცებულია თსუ  წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ, ოქმი N7; 26.12.2023წ), „სსიპ  - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის     სახელმწიფო   უნივერსიტეტის    ერთიანი    საშტატო    განრიგის დამტკიცების შესახებ“ თსუ  რექტორის და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2025 წლის 23 ივლისის  N11/04 ერთობლივი ბრძანების , ადმინისტრაციის  ხელმძღვანელის  2025 წლის   3 სექტემბრის    N260/02-01 ბრძანებისა   და   ზუსტ  და   საბუნებისმეტყველო   მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის   პეტრე  ბაბილუას    2025 წლის    3 სექტემბრის    N21550/28 წერილის საფუძველზე,


ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ;


1. გამოცხადდეს  კონკურსი  სსიპ-ივანე  ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ  და   საბუნებისმეტყველო  მეცნიერებათა   ფაკულტეტის   საშტატო განრიგით განსაზღვრულ  სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების  სამსახურის უფროსის პოზიციაზე.
2. პირველი პუნქტით განსაზღვრული ვაკანსიისათვის  შრომის ანაზღაურება  განისაზღვროს თვეში   1600 (ათასექვსასი)  ლარის ოდენობით  (საშემოსავლო გადასახადისა  და  საპენსიო ანარიცხის ჩათვლით),    სამუშაო  საათები   09:00 სთ-დან   18:00 სთ-მდე  ყოველდღე, შაბათ- კვირის გარდა.
3.  აპლიკანტი უნდა  აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს: 
ა) განათლება -  დოქტორი ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;
ბ) მუშაობის  არანაკლებ  4 წლიანი  გამოცდილება,  მათ  შორის  სასწავლო ან  სამეცნიერო
სფეროში 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება.
გ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების Word, Exel მაღალ დონეზე ფლობა.

4. აპლიკანტს მოეთხოვება „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონისა და თსუ- ში მოქმედი რეგულაციების  ცოდნა პოზიციის  სპეციფიკიდან გამომდინარე.
5.  აპლიკანტს მოეთხოვება შემდეგი პიროვნული თვისებები: ა) შემოქმედებითად და კრეატიულად აზროვნების უნარი;
ბ)  გუნდური მუშაობისა  და ეფექტური კომუნიკაციის უნარი; გ) ფორს-მაჟორულ  ვითარებაში მუშაობის უნარი;
დ) ოპერატიულობა;
ე) ერთდროულად სხვადასხვა ამოცანებზე დამოუკიდებლად  და ეფექტურად მუშაობის უნარი;
ვ)  ცვლილებების ადეკვატურად  აღქმისა და სიახლეების სწრაფად ათვისების  უნარი; ზ) ყურადღებიანობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
თ) დასაბუთების უნარი;
ი) პუნქტუალურობა და დროის ეფექტიანი მართვის უნარი.

6. თსუ-ს ზუსტ  და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა  ფაკულტეტის საშტატო  განრიგით განსაზღვრულ სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამსახურის უფროსის პოზიციაზე დასაქმებულ პირს მოეთხოვება შემდეგი    ვალდებულებების  (ძირითადი  მოვალეობები) შესრულება:
ა) პროფესორ–მასწავლებელთა და სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენციების ორგანიზება; 
ბ)  სამეცნიერო–კვლევითი  საქმიანობის  შედეგების  ანალიზი,  წლიური  ანგარიშის მომზადება და თსუ  სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების დეპარტამენტში  წარდგენა; გ) სტუდენტთა სამეცნიერო წრეების მუშაობის კოორდინირება და მონიტორინგი;
დ) დოქტორანტთა კოლოკვიუმების და სემინარის ორგანიზება; 
ე) ფაკულტეტზე სამეცნიერო მუშაობის კოორდინირება;
ვ) ფაკულტეტის  აკადემიური პერსონალის ინფორმირება საგრანტო კონკურსების შესახებ; 
ზ) ყოველი სემესტრის  ბოლოს შემდგომი  სემესტრისათვის   დაგეგმილი  ღონისძიებების (კონფერენციები, სემინარები და ა.შ.) გეგმის ფაკულტეტის  დეკანისთვის წარდგენა;
თ)  სკოლის მოსწავლეებთან (საბავშვო  უნივერსიტეტის  ფარგლებში) და  ფაკულტეტის კურსდამთავრებულებთან მუშაობა.

7. თსუ-ს ზუსტ  და  საბუნებისმეტყველო  მეცნიერებათა  ფაკულტეტის   საშტატო  განრიგით განსაზღვრულ სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამსახურის უფროსის კონკურსში მონაწილეობის მსურველ აპლიკანტს მოეთხოვება შემდეგი საბუთების წარმოდგენა:
ა) განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე;
ბ) CV ქართულ ენაზე (დოკუმენტის PDF ვერსია) ელექტრონულად;
გ) უმაღლესი  განათლების, სამეცნიერო ხარისხის    და კვალიფიკაციის  დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები;
დ) პირადობის მოწმობის ან პასპორტის სურათიანი გვერდის ასლი; 
ე) პროფესიული გამოცდილების ამსახველი დოკუმენტი;
ვ) კონკურსით  გამოცხადებული  ვაკანსიის  დაკავების შემთხვევაში  აპლიკანტმა პერსონალის მართვის  დეპარტამენტში   უნდა   წარმოადგინოს ცნობა  ,,სქესობრივი  თავისუფლებისა   და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობის შესახებ“;

8.    კონკურსში     მონაწილეობის    მსურველი     აპლიკანტის     შერჩევა    განხორციელდება სააპლიკაციო პაკეტის  განხილვის  საფუძველზე   საკონკურსო კომისიის  მიერ. არასრულად საბუთების გამოგზავნის შემთხვევაში, საკონკურსო კომისიის მიერ აპლიკანტის საბუთები არ განიხილება. აპლიკანტი, ვის მიერ წარმოდგენილი საბუთებიც დააკმაყოფილებს საკონკურსო მოთხოვნებს, წინასწარი შეტყობინების საფუძველზე  შესარჩევ კომისიასთან გაივლის გასაუბრებას (კონკრეტული თარიღი და დრო ეცნობებათ წინასწარ). გასაუბრების  შედეგები აპლიკანტს ეცნობება  პირადად;
9. ბრძანებით მოთხოვნილი დოკუმენტები აპლიკანტების მიერ გადმოგზავნილი  უნდა იქნეს
2025 წლის 10 სექტემბრიდან 2025 წლის 15 სექტემბრის ჩათვლით 18:00 საათამდე ელექტრონულ მისამართზე:   vacancy@tsu.ge. სათაურის  ველში უნდა  მიეთითოს  “ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის  სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამსახურის  უფროსი“.
10. სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის  საშტატო განრიგით განსაზღვრულ სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამსახურის  უფროსის შერჩევის მიზნით შეიქმნას კომისია და დამტკიდეს  კომისიის მუშაობის წესი (დანართი 1);
11. ბრძანება სსიპ-ივანე  ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის  საშტატო განრიგით განსაზღვრულ სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამსახურის უფროსის პოზიციაზე კონკურსის  გამოცხადების შესახებ განთავსდეს უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე  - www.tsu.ge-ზე და ინტერნეტ  სივრცეში.
12. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე  განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
13. საკონკურსო კომისიის  შემაჯამებელი  ოქმი თსუ  ადმინისტრაციის ხელმძღვანელს წარედგინოს არაუგვიანეს 2025 წლის 23 სექტემბრისა. 
14. წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (საფინანსო დეპარტამენტი,  შესყიდვების განყოფილება, პერსონალის მართვის დეპარტამენტი, საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური,  ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი).
15. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.


ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი  მანონი ჯოჯუა

View More

Order N: 262/02-01   

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის  ტექნიკური მხარდაჭერის განყოფილების (შტატგარეშე) წამყვანი სპეციალისტის (ცხელი ხაზის ოპერატორი) პოზიციაზე შესარჩევად კონკურსის გამოცხადების შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 23-ე  მუხლის პირველი პუნქტის და 24-ე მუხლის პირველი პუნქტის  ,,ა’’,  ,,ზ’’  და  “ი"    ქვეპუნქტების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ  - ივანე ჯავახიშვილის  სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  წესდების  მე-15   მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა’’, ,,ვ’’, ,,ზ’’  და ,,პ” ქვეპუნქტების,  და ამავე მუხლის  მე2 პუნქტის  , ,,სსიპ       - ივანე    ჯავახიშვილის   სახელობის   თბილისის    სახელმწიფო უნივერსიტეტის დამხმარე პერსონალის სამსახურში მიღების წესი, შრომის ანაზღაურების ოდენობა და პირობები’’ (დამტკიცებულია თსუ წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ, ოქმი  N7; 26.12.2023წ), ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2025 წლის 3 სექტემბრის N260/02-01 ბრძანების და საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის უფროსის ნატო ჩუბინიძის 2025  წლის 2 სექტემბრის N21397/10 წერილის საფუძველზე,


ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1.გამოცხადდეს   კონკურსი სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის ტექნიკური მხარდაჭერის განყოფილების  (შტატგარეშე)  წამყვანი  სპეციალისტის   (ცხელი ხაზის ოპერატორი) პოზიციაზე.

2.ბრძანების   პირველი პუნქტით განსაზღვრულ პოზიციაზე შრომის ანაზღაურება თვეში განისაზღვრება 1180 (ათასასოთხმოცი) ლარის ოდენობით (საშემოსავლო გადასახადისა    და    საპენსიო  ანარიცხის  ჩათვლით). სამუშაო საათები  09:00 სთ-დან
18:00 სთ-მდე ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა.
3.აპლიკანტი   უნდა  აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:
ა) პროფესიული განათლება/საბაზისო/ბაკალავრიატის მე-6 სემესტრის სტუდენტი .
ბ) სახელმწიფო ენაზე გამართული წერის, კითხვის და მეტყველების უნარი;
4.აპლიკანტს  მოეთხოვება შემდეგი პიროვნული თვისებები: 
ა) შემოქმედებითად და კრეატიულად აზროვნების უნარი;
ბ) ყურადღებიანობა და დეტალებზე  ორიენტირებულობა; 
გ) ოპერატიულობა;
დ) ერთდროულად სხვადასხვა ამოცანაზე დამოუკიდებლად და ეფექტურად მუშაობის უნარი;
ე) გუნდური მუშაობისა  და ეფექტური კომუნიკაციის უნარი; 
ვ) დასაბუთების უნარი;
ზ) ფორს-მაჟორულ ვიტარებაში მუშაობის უნარი;
თ) პუნქტუალურობა და დროის ეფექტიანი მართვის უნარი;
ი) ცვლილებების ადეკვატურად  აღქმისა და სიახლეების სწრაფად ათვისების  უნარი.
5.     სსიპ-ივანე   ჯავახიშვილის  სახელობის  თბილისის   სახელმწიფო  უნივერსიტეტის საინფორმაციო     ტექნოლოგიების      დეპარტამენტის       ტექნიკური      მხარდაჭერის
განყოფილების  (შტატგარეშე)  წამყვანი  სპეციალისტის  (ცხელი  ხაზის  ოპერატორი) პოზიციაზე დასაქმებულ პირს მოეთხოვება შემდეგი ფუნქციების შერულება:
ა) უზრუნველყოს სატელეფონო ინფორმაციის ოპერატიულად და კვალიფიციურად მიღება და განახორციელოს მაღალი ხარისხის სატელეფონო მომსახურება.
ბ) მიაწოდოს მოქალაქეს უნივერსიტეტის კომპეტენციაში  შემავალ საკითხებზე მის ხელთ არსებული ინფორმაცია (გარდა საქართველოს ზოგადი  ადმინისტრაციული
კოდექსის მე-3 თავით გათვალისწინებული პერსონალური, პროფესიული, სახელმწიფო და კომერციული საიდუმლოებისა).
გ) შემოსული ზარები, საკონსულტაციო ზარები, ან ინფორმაციის გადაცემა დააფიქსიროს საინფორმაციო ბაზაში.
დ) საჭიროებიდან გამომდინარე შეასრულოს ხელმძღვანელის სხვადასხვა დავალებები (სტატისტიკური ანალიზის გაკეთება, რეაგირებული ზარების  დამუშავება  და ა. შ.).
ე)  არ გაამჟღავნოს პერსონალური მონაცემები,  არ მიაწოდოს მოქალაქეს ინფორმაცია, რომლის სიზუსტეში  არ არის  დარწმუნებული,  მისცეს   მას  შესაბამისი   განმარტება
ინფორმაციის დაზუსტების საჭოროების შესახებ და კვლავ დაუკავშირდეს ოპერატიულად.
ვ)   საფრთხის   შემცველი    და    გადაუდებელი     რეაგირების   საჭიროების    ზარების შემთხვევაში,   ინფორმაცია  დაუყონებლივ   გადასცეს  საქართველოს შინაგან  საქმეთა
სამინისტროს სსიპ - ,,112’’-ს, შესაბამის სამსახურს და უშუალო  ხელმძღვანელობს.

6.  კონკურსში       მონაწილეობის      მსურველ      აპლიკანტს      მოეთხოვება      შემდეგი დოკუმენტების  წარმოდგენა:
ა) განცხადება საკონკურსო კომისიის  სახელზე;
ბ) CV ქართულ ენაზე (დოკუმენტის PDF ვერსია) ელექტრონულად;
გ) პირადობის მოწმობის ან პასპორტის სურათიანი გვერდის ასლი;
დ) პროფესიული განათლების/საბაზისო/ბაკალავრიატის  მე-6 სემესტრის სტუდენტის დამადასტურებელი  დოკიმენტების ასლები (არსებობის შემთხვევაში).
ე) კონკურსით გამოცხადებული ვაკანსიის დაკავების შემთხვევაში აპლიკანტმა პერსონალის  მართვის  დეპარტამენტში   უნდა   წარმოადგინოს  ცნობა  ,,სქესობრივი თავისუფლებისა    და    ხელშეუხებლობის    წინააღმდეგ    მიმართული    დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობის შესახებ”.

7.  კონკურსში მონაწილეობის მსურველი აპლიკანტის შერჩევა განხორციელდება სააპლიკაციო პაკეტის განხილვის საფუძველზე  საკონკურსო კომისიის მიერ. არასრულად წარმოდგენილი საკვალიფიკაციო მოთხოვნებიდან გამომდინარე, საკონკურსო კომისიის მიერ აპლიკანტის დოკუმენტები არ განიხილება. აპლიკანტი, ვის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტების დააკმაყოფილებს საკონკურსო მოთხოვნებს, 
წინასწარი შეტყობინების საფუძველზე  შესარჩევ კომისიასთან გაივლის გასაუბრებას (კონკრეტული თარიღი და დრო ეცნობებათ წინასწარ). გასაუბრების შედეგები აპლიკანტს ეცნობება პირადად;
8.  ბრძანებით მოთხოვნილი დოკუმენტები აპლიკანტების მიერ გადმოგზავნილი უნდა იქნეს 2025 წლის 9 სექტემბრიდან 2025 წლის 12 სეტემბირის  ჩათვლით 17:00 საათამდე ელექტრონულ მისამართზე: vacancy@tsu.ge. სათაურის ველში უნდა  მიეთითოს - საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის  ტექნიკური მხარდაჭერის განყოფილების (შტატგარეშე) წამყვანი სპეციალისტი  (ცხელი ხაზის ოპერატორი).
9.  სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის  ტექნიკური მხარდაჭერის განყოფილების (შტატგარეშე) წამყვანი სპეციალისტის (ცხელი ხაზის ოპერატორი) პოზიციაზე შერჩევის მიზნით შეიქმნას კომისია და დამტკიდეს კომისიის მუშაობის წესი (დანართი 1);
10. ბრძანება     ,,სსიპ-ივანე      ჯავახიშვილის     სახელობის     თბილისის      სახელმწიფო უნივერსიტეტის   უნივერსიტეტის  საინფორმაციო  ტექნოლოგიების  დეპარტამენტის ტექნიკური   მხარდაჭერის   განყოფილების   (შტატგარეშე)   წამყვანი   სპეციალისტის (ცხელი    ხაზის   ოპერატორი)   პოზიციაზე    გამოცხადების    შესახებ’’    განთავსდეს უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე  - www.tsu.ge -ზე და ინტერნეტ სივრცეში.
11. ბრძანების    უნივერსიტეტის   ოფიციალურ    ვებ-გვერდზე     განთავსება    დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
12. საკონკურსო  კომისიის   შემაჯამებელი   ოქმი  თსუ  ადმინისტრაციის  ხელმძღვანელს წარედგინოს არაუგვიანეს 2025 წლის სექტემბერის თვისა.
13. წინამდებარე  ბრძანება  კანონმდებლობით  დადგენილი   წესით   გადაეცეს  შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს  (საფინანსო დეპარტამენტი,  შესყიდვების განყოფილება, პერსონალის მართვის დეპარტამენტი, საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური,).
14. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი მანონი ჯოჯუა
 

View More

Order N: 261/02-01

სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელ სამეცნიერო-კვლევით ერთეულში – ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტში უფროსი მეცნიერი თანამშრომლების სამსახურში მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ

"უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, 372 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის ,,ა" და ,,პ" ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, 322 მუხლის პირველი, მე-4 და მე-6 პუნქტების, სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის ნაწილში დამტკიცების შესახებ “ თსუ აკადემიური საბჭოს 2017 წლის 17 ნოემბრის N140/2017 დადგენილების (დამტკიცებულია თსუ წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ, ოქმი N05; 27.12.2017 წ) , "სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო კვლევითი ერთეულების (ინსტიტუტების) საშტატო განრიგის დამტკიცების შესახებ“ რექტორისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2025 წლის 4 ივლისის N10/04 ერთობლივი ბრძანებისა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის დირექტორის გიორგი ჭეიშვილის 2025 წლის პირველი სექტემბრის N21284/10 წერილის საფუძველზე, 

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1.გამოცხადდეს კონკურსი სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელ სამეცნიერო-კვლევით ერთეულში - ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტში უფროსი მეცნიერი თანამშრომლების სამსახურში მისაღებად;

2. უფროსი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობაზე 7 წლის ვადით შეიძლება აირჩეს პირი, რომელსაც აქვს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი, სამეცნიერო- კვლევითი საქმიანობის გამოცდილება (რაც გულისხმობს არა მხოლოდ სამეცნიერო-კვლევით, უმაღლეს საგანმანათლებლო ან სხვა პროფილურ დაწესებულებაში სამეცნიერო თანამდებობაზე მუშაობას, არამედ გამოქვეყნებულ სამეცნიერო პუბლიკაციებსაც) და გამოქვეყნებული ან გამოსაქვეყნებლად მიღებული სამეცნიერო პუბლიკაციები, მათ შორის არანაკლებ 2 რეიტინგული სამეცნიერო პუბლიკაცია მაინც სამეცნიერო-კვლევითი პროდუქციის კლასიფიკაციის მიხედვით;
3. უფროსი მეცნიერ თანამშრომლის თანამდებობა შეიძლება დაიკავოს პირმა, რომელიც აკმაყოფილებს უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო პერსონალის სამსახურში მიღების ერთიანი წესითა და სამეცნიერო თანამდებობის დაკავების დამატებითი პირობების მე-2 მუხლით განსაზღვრულ კრიტერიუმებს საკონკურსოდ გამოცხადებული ვაკანსიის პროფილის მიხედვით; კონკურსანტს ასევე მოეთხოვება (ვაკანსიის პროფილის მიხედვით): სამი ნაშრომის წარმოდგენა, რომელიც ყველაზე უკეთ ასახავს მის სამეცნიერო პოტენციალს. ნაშრომი შეიძლება წარმოდგენილი იყოს ქართულ, ინგლისურ, გერმანულ, ფრანგულ ან რუსულ ენებზე. სხვა შემთხვევაში, ნაშრომს უნდა ახლდეს ქართული თარგმანი.
4. კონკურსი გამოცხადდეს 2025 წლის 5 სექტემბერს. საკონკურსო დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადა განისაზღვროს 2025 წლის 6 ოქტომბრიდან 7 ოქტომბრის ჩათვლით საკონკურსო კომისიის შემაჯამებელი ოქმი დასამტკიცებლად წარედგინოს თსუ რექტორს არაუგვიანეს 2025 წლის 22 ოქტომბრისა.
5. კონკურსი გამოცხადდეს - ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტში უფროსი მეცნიერი თანამშრომლების სამეცნიერო თანამდებობების დასაკავებლად:
შუა საუკუნეების საქართველოს ისტორიისა და წყაროთმცოდნეობის განყოფილება:

უფროსი მეცნიერი თანამშრომელი - 2 საშტატო ერთეული უფროსი მეცნიერი თანამშრომელი – 0. 5 საშტატო ერთეული. ახალი და უახლესი ისტორიის განყოფილება:
უფროსი მეცნიერი თანამშრომელი - 1 საშტატო ერთეული

6. სამეცნიერო თანამდებობებზე (უფროსი მეცნიერი თანამშრომელი) გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობის მსურველი ვალდებულია განსაზღვრული პირობებისა და ვადების დაცვით წარუდგინოს საკონკურსო კომისიას შემდეგი დოკუმენტაცია:

ა) განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე დადგენილი ფორმის მიხედვით (აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის N63/2017 დადგენილება, დანართი N2);
ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (პასპორტი, პირადობის მოწმობა);
გ) ავტობიოგრაფია (CV);
დ) შესაბამისი აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის (დოკუმენტების) ასლი, უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების ან/და სამეცნიერო ხარისხის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) აღიარების კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტის (დოკუმენტების) ასლი;
ე) სამეცნიერო საქმიანობის გამოცდილების ამსახველი ინფორმაცია (მათ შორის სამეცნიერო- კვლევითი პროდუქციის ჩამონათვალი, თარიღების მითითებით და არსებობის შემთხვევაში სამეცნიერო-კვლევით პროექტებში მონაწილეობის შესახებ);
ვ) სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის გამოცდილების ამსახველი კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი (ცნობა ან შრომის წიგნაკის ასლი ან სხვ.);
ზ) ცნობა - სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისათვის ნასამართლობის შესახებ.

7. საკონკურსო დოკუმენტების მიღება იწარმოებს 2025 წლის 6 ოქტომბრიდან 7 ოქტომბრის ჩათვლით 1100-დან 1700 საათამდე თსუ ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის კანცელარიაში (თბილისი, უნივერსიტეტის ქ. N2, კორპუსი 11, თსუ ბიბლიოთეკასთან).
8. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
9. ბრძანება განთავსდეს გაზეთ ,,თბილისის უნივერსიტეტი“-ს ელექტრონულ გვერდზე. 
10. წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (საფინანსო დეპარტამენტი, პერსონალის მართვის დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური, საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტი);
11. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.


რექტორი ჯაბა სამუშია

View More

Order N: 198/01-01

,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის მასწავლებლის მომზადების და სპეციალური მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამებზე 2025-2026 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში ჩასარიცხად წარსადგენი დოკუმენტაციის ნუსხის, წარდგენის ვადებისა და მისაღები გამოცდის ვადების განსაზღვრის შესახებ ” რექტორის 2025 წლის 05 აგვისტოს N165/01-01 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

„უმაღლესი განათლების   შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე  მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი  ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის  პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის  მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის  პირველი ნაწილის, 58-ე მუხლის პირველი ნაწილის, 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის   №135/ნ  ბრძანებით   დამტკიცებული  საჯარო   სამართლის იურიდიული პირის  – ივანე  ჯავახიშვილის  სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების  მე-14 მუხლის  პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის „ა“, „ბ“, „ო“ და „პ“ ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების  მინისტრის 2021 წლის  18 ოქტომბრის  N90/ნ  ბრძანებით  დამტკიცებული   „უმაღლესი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის შექმნისა და ადმინისტრირების წესისა და პირობების“ მე-7 მუხლის  მე-2 პუნქტის საფუძველზე,

ვბრძანებ:

1.შევიდეს     შემდეგი ცვლილებები ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის    მასწავლებლის   მომზადების   და   სპეციალური მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამებზე 2025-2026 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში  ჩასარიცხად  წარსადგენი დოკუმენტაციის ნუსხის, წარდგენის ვადებისა   და  მისაღები   გამოცდის   ვადების   განსაზღვრის   შესახებ” რექტორის 2025 წლის 05 აგვისტოს N 165/01-01  ბრძანებაში:

ა) მე-2 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის მე-2 ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:

„2.    ცნობა   ან   სერტიფიკატის    ნოტარიულად   დამოწმებული    ასლი,  შეფასებისა   და გამოცდების ეროვნული ცენტრიდან, საგნობრივი კომპეტენციის დადასტურების თაობაზე.
(ცნობის  წარდგენა არ ეხებათ  იმ  კანდიდატებს, ვინც  შესაბამისი  გამოცდა ჩააბარა 2025 წელს)“;

ბ) მე-2 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის მე-2 ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:

„2.   ცნობა   ან   სერტიფიკატის    ნოტარიულად    დამოწმებული    ასლი   შეფასებისა   და გამოცდების ეროვნული ცენტრიდან, საბაზო პროფესიული უნარების გამოცდის ჩაბარების თაობაზე, მიღებული ქულის მითითებით.
(ცნობის  წარდგენა არ ეხებათ  იმ  კანდიდატებს, ვინც  შესაბამისი  გამოცდა ჩააბარა 2025 წელს); “.

2.  ბრძანებით დაინტერესებული პირისთვის  გადაცემა დაევალოს თსუ კანცელარიას.
3.  ბრძანების  უნივერსიტეტის  ოფიციალურ  ვებგვერდზე  განთავსება  დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტმენტს.
4.  ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.


რექტორი ჯაბა სამუშია

View More

Order N: 195/01-01