geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

„უმაღლესი   განათლების   შესახებ“   საქართველოს   კანონის   22-ე   მუხლის   პირველი პუნქტის, 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის „ა“, „ბ“ და „პ“ ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის,„საგანმანათლებლო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ თსუ-ს აკადემიური საბჭოს 2011 წლის 29 ივნისის N57/2011 დადგენილებისა და საქართველოს მთავრობის 2026   წლის   12   თებერვლის   2026-2027 სასწავლო   წლისათვის   სახელმწიფოს   მიერ დაფუძნებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისა და საგანმანათლებლო პროგრამების (კურიკულუმების) მიხედვით, ერთიანი ეროვნული გამოცდებით/სამაგისტრო გამოცდებით და ერთიანი ეროვნული გამოცდების/სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე მისაღებ სტუდენტთა რაოდენობის დამტკიცების შესახებ“ N55 დადგენილების მე-2 მუხლის  პირველი პუნქტის “ე” ქვეპუნქტისა და მე-2 პუნქტის საფუძველზე,


ვბრძანებ:

1.    სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2026–2027 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხვის მიზნით, იმ პირთათვის, რომლებმაც 2025-2026 სასწავლო წელს დაასრულეს ქართული ენის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში, დოკუმენტების მიღების ვადად განისაზღვროს - 18-27 აგვისტო;

2.    განისაზღვროს      თბილისის      სახელმწიფო      უნივერსიტეტში      წარმოსადგენი დოკუმენტაციის ნუსხა:

ა) განცხადება თსუ-ის რექტორის სახელზე; 
ბ)პირადობის დამადასტურებელი მოწმობის (პასპორტის) ასლი;
გ)სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს პირის მიერ ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის დასრულებას;

3.    ბრძანების   უნივერსიტეტის   ოფიციალურ   ვებგვერდზე   განთავსება   დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
4.    დაევალოს   კანცელარიას,   ბრძანება   განათავსოს   ყველასათვის   ხელმისაწვდომ ადგილზე და გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს;
5.    ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.
6.    წინამდებარე ბრძანება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრებული იქნას კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში    ქ.    თბილისის    საქალაქო    სასამართლოს    ადმინისტრაციულ    საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N64).


რექტორი ჯაბა სამუშია