საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

თსუ კვლავ ევროპული უნივერსიტეტების ასოციაციის (EUA) თემატური ჯგუფის წევრია

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ინიციატივითა და მისი განაცხადის საფუძველზე კიდევ ერთხელ გახდა ევროპული უნივერსიტეტების ასოციაციის (EUA) თემატური ჯგუფის წევრი.

 

თსუ ერთადერთი უნივერსიტეტია საქართველოდან, რომელიც 31 ევროპულ უნივერსიტეტთან ერთად 2022 წლის EUA თემატური ჯგუფების მუშაობაში მონაწილეობს, შემდეგი მიმართულებებით:

 

ციფრული უნარებით აღჭურვილი მასწავლებლების როლი ხარისხიანი სასწავლო გარემოს ფორმირებაში;

თანამშრომლობითი სწავლების გამოცდილება;

სტუდენტებისა და პერსონალის საჭიროებები და კეთილდღეობა.

 

თემატური ჯგუფი „სტუდენტებისა და პერსონალის საჭიროებები და კეთილდღეობა (Need and Wellbeing of students and staff)“ - დიდი ბრიტანეთის, ავსტრიის, საქართველოს, გერმანიის, საბერძნეთის, იტალიის, შვეიცარიისა და ფინეთის წამყვანი უნივერსიტეტების წარმომადგენლების ჩართულობით, ერთი წლის განმავლობაში იმუშავებს გამოცდილების გაზიარებისა და რეკომენდაციების შემუშავების მიმართულებით.

 

თემატური ჯგუფების პირველი საკოორდინაციო შეხვედრა 2022 წლის 15 მარტს დისტანციურ ფორმატში ჩატარდა. ჯგუფის წევრებმა წარმოადგინეს თავიანთი ინსტიტუციები და დასახეს თანამშრომლობის გეგმები შეხვედრების სიხშირის, ფორმატისა და ხანგრძლივობის შესახებ.

თარიღი: 18/03/2022