საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

თსუ-მ პარტნიორი ევროპული უნივერსიტეტების დელეგაციებს უმასპინძლა

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტმა პერსონალის საერთაშორისო მობილობის ფარგლებში პარტნიორი ევროპული უნივერსიტეტებიდან დელეგაციებს უმასპინძლა. მათ შორის იყო გრანადის უნივერსიტეტი, ზარაგოზას ტექნიკური უმაღლესი სკოლა, ბალკანეთის საერთაშორისო უნივერსიტეტი, ბელგრადის უნივერსიტეტი და როვირა ი ვირჯილის უნივერსიტეტი.

 


ვიზიტის ფარგლებში დელეგაციის წევრები გაეცნენ თსუ-ს საერთაშორისო პროფილს, ცალკეული აკადემიური ერთეულების მიღწევებს ინტერნაციონალიზაციის თვალსაზრით; თსუ-ში კოლეგებს გაუზიარეს თავიანთი გამოცდილება ინტერნაციონალიზაციის დაგეგმვის, წარმართვისა და გამოწვევების გადალახვის კუთხით, ასევე განიხილეს პარტნიორობის გაფართოვების პერსპექტივები. დელეგაციის ვიზიტის პროგრამა, გარდა თემატური შეხვედრებისა და დისკუსიებისა, დელეგაცია გრაკლიან გორაზე აქეოლოგიური ძეგლსაც ეწვია.

 

თარიღი: 07/04/2022