საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

თსუ საერთო საცხოვრებელში მცხოვრები სტუდენტებისთვის საშეღავათო პირობები გახანგრძლივდა

საქართველოში COVID 19-ით გამოწვეული სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებით, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტურ საერთო საცხოვრებელში მცხოვრები სტუდენტებისთვის სპეციალური საშეღავათო პირობები გახანგრძლივდა 1 სექტემბრიდან - 1 იანვრამდე:

 

სოციალურად დაუცველი (70 ათასამდე სარეიტინგო ქულით) და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები სტუდენტი - 0 ლარი.

 

სტუდენტი, რომელმაც  COVID 19 - ის გამო დაკარგა სამსახური ან/და არის უხელფასო შვებულებაში და მთავრობისგან იღებს შესაბამის დახმარებას - 0 ლარი.

 

ოჯახიდან 2 ან მეტი სტუდენტი, ან სოციალურად დაუცველი (70 ათასზე მეტი სარეიტინგო ქულით) - 50% - იანი შეღავათი.

 

ყველა დანარჩენი სტუდენტი - 30% - იანი შეღავათი.

თარიღი: 10/09/2020