საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

თსუ ვიზიტი ტუშას უნივერსიტეტში

ორმაგი ხარისხის შესაძლებლობები ცირკულარულ ეკონომიკაში, ევროპისმცოდნეობასა და სხვა დისციპლინებში იყო ერთ-ერთი მთავარი თემა, რომელიც თსუ რექტორმა გიორგი შარვაშიძემ და კანცლერმა ლაშა საღინაძემ ტუშას უნივერსიტეტის (University of Tuscia) რექტორთან, პროფესორ სტეფანო უმბერტინისთან და რექტორის მოადგილესთან პროფესორ საიმონ სევერინთან შეხვედრისას განიხილეს. გიორგი შარვაშიძემ შეხვედრისას ყურადღება ასევე გაამახვილა სტუდენტებისთვის გაცვლითი პროგრამების განვითარებისა და ევროკავშირის საგრანტო პროგრამებში საერთო კვლევითი პროექტების წარდგენის საკითხებზე.

 

იტალიაში სამუშაო ვიზიტისას შეხვედრა ასევე გაიმართა ქალაქ ჩივიტავეკიაში ტუშას უნივერსიტეტის კამპუსში, სადაც ქიმიისა და ბიოქიმიის მიმართულებით გაცვლითი პროგრამების განვითარების შესაძლებლობებზე ისაუბრეს. ჩივიტავეკიაში რექტორი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კურდამთავრებულს, ქრისტინა ჩანგელიას შეხვდა, რომელმაც თსუ-ს საბაკალავრო პროგრამის დასრულების შემდეგ, სწავლა ტუშას უნივერსიტეტში განაგრძო. ტუშას უნივერსიტეტის წარმომადგენლები საპასუხო ვიზიტით თსუ-ს ივლისში ეწვევიან.

თარიღი: 09/04/2022