საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ხელშეკრულება უნგრულ-ქართული სამეცნიერო თანამშრომლობის შესახებ

უნგრელების უძველესი ეპოქის კვლევა საქართველოშიც დაიწყო - ხელშეკრულებას უნგრულ-ქართული სამეცნიერო თანამშრომლობის შესახებ ბუდაპეშტში მოეწერა ხელი.

მემორანდუმს ხელი მოაწერეს თსუ რექტორმა გიორგი შარვაშიძემ და უნგრეთის კვლევების ინსტიტუტის დირექტორმა გაბორ ჰორვატ-ლუგოშმა.

ურთიერთთანამშრომლობა ითვალისწინებს კვლევებს არქეო-გენეტიკის, არქეოლოგიის, ენათმეცნიერებისა და ფოლკლორის სფეროში.

მემორანდუმის ხელმოწერას წინ უსწრებდა უნგრეთის დელეგაციის ორდღიანი ვიზიტით საქართველოში. ვიზიტის ფარგლებში ერთი დღით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა უმასპინძლა დელეგაციის წევრებს, რომლის შემადგენლობაში იყვნენ: უნგრეთის ადამიანური რესურსების მინისტრი მიკლოშ კაშლერი, მინისტრის მოადგილე ზოლტან ლორინჩი, საქართველოში უნგრეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ანა მარია შიკო და უნგრეთის ადამიანური რესურსების სამინისტროს წარმომადგენლები.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, გიორგი შარვაშიძემ და თსუ არქეოლოგიის ინსტიტუტის დირექტორმა, პროფესორმა, ვახტანგ ლიჩელმა გაბორ ჰორვატ-ლუგოშთან ერთად დაათვალიერეს უნგრეთის კვლევების ინსტიტუტი.

არქეოლოგიის დეპარტამენტის დირექტორმა, მიკლოშ მაკოლდიმ სტუმრებს აბაშარში არქეოლოგიური გათხრები დაათვალიერებინა, რომელიც უნგრეთის მესამე მეფის დროს სამეფოს კარად ითვლებოდა.

თარიღი: 18/12/2021