საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ჯაბა სამუშიამ „ახალგაზრდული ფორუმი 2023“-ის მონაწილე სტუდენტები დააჯილდოვა

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ახალგაზრდობის სააგენტოს ორგანიზებით თსუ-ს სტუდენტებისთვის ანაკლიაში ხუთდღიანი “ახალგაზრდული ფორუმი 2023” გაიმართა.

 

პროექტის ფარგლებში 200 სტუდენტი სხვადასხვა საგანმანათლებლო, კულტურულ და სპორტულ აქტივობაში მონაწილეობდა. სხვადასხვა აქტივობებში გამარჯვებული სტუდენტური გუნდები თსუ რექტორმა, ჯაბა სამუშიამ და ახალგაზრდობის სააგენტოს ხელმძღვანელის პირველმა მოადგილემ ვახტანგ ბააკაშვილმა სერტიფიკატებითა და სიმბოლური საჩუქრებით დააჯილდოვა. პროექტის დასასრულს სტუდენტებისთვის მუსიკალური ღონისძიება გაიმართა.

 

თარიღი: 21/09/2023