საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ამერიკული უნივერსიტეტის თანამშრომლობა

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი ჯაბა სამუშია ტეხასის უნივერსიტეტის დალასში (აშშ) ეკონომიკის, პოლიტიკისა და პოლიტიკის მეცნიერებათა სკოლის დეკანს ჯენიფერ ჰოლმსსა და ვიცე პროვოსტს გლობალურ ურთიერთობებში, განათლების უმაღლესი სკოლის დეკანს, მოლეკულური ბიოლოგიის პროფესორს ხუან გონზალესს შეხვდა.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა და ტეხასის უნივერსიტეტმა დალასში (აშშ) ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ერთობლივი გრანტი მოიპოვეს. სახელმწიფო დეპარტამენტის გრანტი ითვალისწინებს საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში, ეკონომიკისა და ბიზნესის მიმართულებით დოქტორანტებისა და ახალგაზრდა მეცნიერების მხარდაჭერას, მათი კვლევითი და აკადემიური უნარების განვითარების ხელშეწყობას. 
 

შეხვედრაზე თსუ რექტორმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამერიკულ უნივერსიტეტებთან თანამშრომლობა თსუ-ის სტრატეგიული პრიორიტეტია. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი მაქსიმალურად ეცდება, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის გრანტის ფარგლებში ამერიკულ უნივერსიტეტებთან ურთიერთობა გრძელვადიან ურთიერთობად გადააქციოს. 
 

ამერიკელი პარტნიორები ასევე შეხვდნენ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილეს ნუნუ მიცკევიჩს, თსუ ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის წარმომადგენლებსა და სტუდენტებს. შეხვედრების შემდეგ მათ განაცხადეს, რომ  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან ინტენსიურ თანამშრომლობას გეგმავენ. 
 

მარტის დასაწყისში გაიმართა პირველი კოჰორტის შესარჩევი ინტერვიუები. მასში არა მხოლოდ თსუ-ის, არამედ სხვა საჯარო კვლევითი უნივერსიტეტების წარმომადგენლებიც მონაწილეობდნენ. ამერიკელი და თსუ-ელი ექსპერტები 11 აპლიკანტს გაესაუბრნენ. შერჩეული აპლიკანტების პირველი კოჰორტა ტეხასის უნივერსიტეტს 2023 წლის ივნის-ივლისში ეწვევა. 

 

თარიღი: 12/03/2023