საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

შემოდგომის ლეგენდა 2022

შენი აღმოჩენის დროა!
 

თუ გიყვარს წერა და ახალი თავგადასავლები - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი წარმოგიდგენთ სტუდენტურ ლიტერატურულ კონკურსს „შემოდგომის ლეგენდა“.

წელს კონკურსის პარტნიორია „შუხმან ვაინს ჯორჯია“.

კონკურსში მონაწილეობა საქართველოს ყველა უმაღლესი სასწავლებლის, სამივე საგანმანათლებლო საფეხურის სტუდენტებს შეუძლიათ.


კონკურსი ორ ეტაპად გაიმართება:

I ეტაპი – შიდა შესარჩევი ტური

მონაწილეობის მსურველები, 19 სექტემბრიდან - 16 ოქტომბრის ჩათვლით, ავსებენ კონკურსის აპლიკაციას და აგზავნიან თავის ნებისმიერ პროზაულ ნაშრომს (მოთხრობა ან ნოველა, ნაწყვეტი ვრცელი ტექსტიდან), არანაკლებ ერთი და არაუმეტეს სამი გვერდის;
ჟანრი და თემა შეუზღუდავია;

II ეტაპი – იმპროვიზაციული ტური

შესარჩევ ტურში გამოვლინდება 10 ფინალისტი, რომლებიც იმპროვიზაციული ტურის მონაწილეები გახდებიან. მთავარ კონკურსზე შექმნილ ნაშრომებს ლიტერატურული
ჟიური შეაფასებს.
 

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფულად პრემიას და სპეციალურ პრიზებს გამარჯვებული სამეული მიიღებს:

I ადგილი – 1000 ლარი და კონკურსის სიმბოლო
II ადგილი – 700 ლარი
III ადგილი – 500 ლარი
 

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:
www.facebook.com/tsu.legenda

თარიღი: 20/09/2022