საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ვატოპედის მონასტრის წინამძღვარმა თსუ-ს 5 სტუდენტს სწავლა დაუფინანსა

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 5 სტუდენტს დაუფინანსდა ერთი წლის სწავლის საფასური. სტუდენტების სწავლა ათონის წმინდა მთის ვატოპედის მონასტრის სახელით დაფინანსდა.   
 

„სხვადასხვა კრიტერიუმით შერჩეული 5 სტუდენტის სწავლის წლიური საფასური დააფინანსა ვატოპედის მონასტრის წინამძღვარმა არქიმანდრიტმა ეფრემმა. პირველ ეტაპზე 11 სტუდენტს დაუფინანსდა სწავლის საფასური. ეს მნიშვნელოვანი მხარდაჭერაა სტუდენტებისათვის,  რაც გარკვეულ სტიმულს მისცემს ჩვენს სტუდენტებს წარმატების მისაღწევად,“ - განაცხადა თსუ რექტორის მოვალეობის შემსრულებელმა ჯაბა სამუშიამ დაფინანსებულ სტუდენტებთან შეხვედრაზე.  
 

სტიპენდიებთან დაკავშირებულ საკითხებზე ათონის წმინდა მთის ვატოპედის მონასტრის წარმომადგენლის  გელა გელაძის თქმით, შესაძლოა, არქიმანდრიტი ეფრემი მომავალ წელსაც ეწვიოს საქართველოს და უნივერსიტეტს. „ვიმედოვნებ, რომ ყველა დაფინანსებული სტუდენტი უნივერსიტეტში მიღებულ ცოდნას ქვეყნის კეთილდღეობისთვის გამოიყენებს,“- აღნიშნა გელა გელაძემ. 
 

ვატოპედის მონასტრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი ეფრემი სექტემბერში საქართველოში ვიზიტის დროს თსუ-ში იმყოფებოდა, შეხვდა სტუდენტებს, საჩუქრად გადასცა წიგნები და გამოთქვა სტუდენტთა სწავლის დაფინანსების სურვილი. ამ დროისთვის 16 სტუდენტს დაუფინანსდა მიმდინარე სასწავლო წლის სწავლის საფასური.   

 

 


 

თარიღი: 15/11/2022