საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ახალგაზრდა არქეოლოგთა XIV საერთაშორისო კონფერენცია

1-4 ივნისს თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის არქეოლოგიის სასწავლო-სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის ორგანიზებით ვარძიაში გაიმართება ახალგაზრდა არქეოლოგთა XIV საერთაშორისო კონფერენცია, რომელიც ეძღვნება ექვთიმე თაყაიშვილის დაბადებიდან 160 წლისთავს.

 

კონფერენციის საბჭოს შემადგენლობა:

პროფესორი ვახტანგ ლიჩელი - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, კონფერენციის დამაარსებელი და ორგანიზატორი.

პროფესორი მაიკლ ვიკერსი - ოქსფორდის უნივერსიტეტი, კონფერენციის სხდომების მუდმივი თავმჯდომარე

პროფესორი ვალტერ კუნტნერი - ლეოპოლდ ფრანცენის სახელობის ინსბრუკის უნივერსიტეტი,  სამეცნიერო საბჭოს წევრი.

პროფესორი სანდრა ჰაინჩი - ლეოპოლდ ფრანცენის სახელობის ინსბრუკის უნივერსიტეტი, სამეცნიერო საბჭოს წევრი.

პროფესორი ებერჰარდ ზაუერი - ედინბურგის უნივერსიტეტი, სამეცნიერო საბჭოს წევრი.

პროფესორი პაოლო ბიაჯი - ვენეციის კა’ფოსკარის უნივერსიტეტი, სამეცნიერო საბჭოს წევრი.

პროფესორი ანეგრეტ პლონტკე-ლუნინგი - ფრიდრიხ შილერის სახელობის იენას სახელმწიფო უნივერსიტეტი, სამეცნიერო საბჭოს წევრი.

პროფესორი ასკოლდ ივანჩიკი - CNRS ბორდოს უნივერსიტეტი, სამეცნიერო საბჭოს წევრი. 

პროფესორი ლასლო ბორჰი - ეოტვოშ ლორანდის სახელობის ბუდაპეშტის უნივერსიტეტის რექტორი, სამეცნიერო საბჭოს წევრი.

 

კონფერენციაში მონაწილეობის მსურველებს, გთხოვთ, შეავსოთ აპლიკაცია 2023 წლის 10 აპრილამდე.

სააპლიკაციო ფორმა: https://forms.gle/rxBJYz18QcHYg7VT7 

კონფერენციაში მონაწილეობის საწევრო გადასახადი შეადგენს 100 ლარს.

 

საკონტაქტო პირი: ანა თეთრუაშვილი. +995558791093,  vardziaconference@gmail.com

თარიღი: 24/02/2023