საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

თსუ რექტორის არჩევნები

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის თანამდებობის დასაკავებლად არჩევნები 27 დეკემბერს გაიმართება.


კანდიდატთა რეგისტრაცია დაიწყება 16 დეკემბრის 10:00 საათიდან და დასრულდება 21 დეკემბრის 18:00 საათზე, მისამართზე: ქ. თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზირი №1, ოთახი №114. სარეგისტრაციო განაცხადის გამოგზავნა ასევე შესაძლებელია ელექტრონულ მისამართზე:  chancellery@tsu.ge

 

შემოსული განცხადებების აკადემიური საბჭოს მიერ განხილვის ვადად განისაზღვრა - 26-27 დეკემბერი.

 

რექტორის თანამდებობის დასაკავებლად კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია პირს, რომელსაც აქვს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი.

 

აკადემიური საბჭო 26-27 დეკემბრის პერიოდის ფარგლებში საზღვრავს კანდიტატებთან გასამართი გასაუბრების დროსა და განრიგს, რის თაობაზეც აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილება გამოქვეყნდება საჯაროდ, ხოლო აღნიშნულის თაობაზე კანდიდატებს დამატებით ეცნობებათ წინასწარ.

 

კანდიდატმა სარეგისტრაციოდ უნდა წარადგინოს:

ა) “უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის ქონის დამადასტურებელი დოკუმენტი; 

ბ)  უნივერსიტეტის განვითარების სამოქმედო გეგმა და კონცეფცია;

გ)  პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;

დ) ავტობიოგრაფია (CV);

ე)  2 ფერადი ფოტოსურათი, ზომით 3/4–ზე;

ვ) ცნობა სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობის შესახებ;

ზ) ცნობა ნარკოლოგიური შემოწმების შესახებ.

 

დადგენილება N: 102/2022 - სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის თანამდებობის დასაკავებლად არჩევნების გამოცხადების, კანდიდატთა რეგისტრაციის დაწყებისა და კანდიდატის შერჩევის შესახებ განცხადების ტექსტის დამტკიცების თაობაზე

 

განცხადება სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის თანამდებობის დასაკავებლად არჩევნების გამოცხადების, კანდიდატთა რეგისტრაციის დაწყებისა და კანდიდატის შერჩევის შესახებ

 

 

თარიღი: 29/11/2022