საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

პროფესორ გიორგი პაპავას დაბადებიდან მე-100 წლისთავისადმი მიძღვნილი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პაატა გუგუშვილის სახელობის ეკონომიკის ინსტიტუტი, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნულ სამეცნიერო ფონდთან ერთად 2023 წლის 7-8 ოქტომბერს ატარებს პროფესორ გიორგი პაპავას დაბადებიდან მე-100 წლისთავისადმი მიძღვნილ საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციას „მსოფლიო და ეროვნული ეკონომიკის განვითარების პრობლემები პანდემიისა და რუსეთ-უკრაინის ომის გათვალისწინებით“. 


კონფერენცია ტარდება შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მხარდაჭერით [გრანტი № MG-ISE-23-636] თსუ პაატა გუგუშვილის სახელობის ეკონომიკის ინსტიტუტის მიერ “მობილობისა და საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებების” 2023 წლის საგრანტო კონკურსში გამარჯვებისა და შესაბამისი გრანტის მოპოვების საფუძველზე.

 

კონფერენციის თემატიკა:
1. პანდემიის მსოფლიო ეკონომიკაზე გავლენის შედეგები;
2. პანდემიის ეროვნულ ეკონომიკაზე გავლენის შედეგები;
3. რუსეთ-უკრაინის ომის გავლენა მსოფლიო ეკონომიკაზე;
4. რუსეთ-უკრაინის ომის გავლენა ეროვნულ ეკონომიკაზე;
5. მსოფლიო და ეროვნული ეკონომიკის მაკროეკონომიკური პრობლემები;
6. მსოფლიო და ეროვნული ეკონომიკის მიკროეკონომიკური პრობლემები;
7. მსოფლიო და ეროვნული ეკონომიკის სავალუტო-ფინანსური პრობლემები;
8. მსოფლიო და ეროვნული ეკონომიკის სექტორული პრობლემები;
9. მსოფლიო და ეროვნული ეკონომიკის სოციალური, დემოგრაფიულ და ეკოლოგიური პრობლემები;


კონფერენციის სექციები:
1. ეკონომიკური თეორია, ბიზნესის პრობლემათა კვლევა;
2. მაკროეკონომიკა. მდგრადი განვითარება; ფინანსები და საბანკო საქმე;
3. სექტორული და რეგიონული ეკონომიკა;
4. საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობები, გლობალიზაცია;
5. სოფლის ეკონომიკა;
6. დემოგრაფია, შრომის ეკონომიკა;

 

კონფერენციის შესახებ დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ დანართი.  

 

თარიღი: 19/07/2023